საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ალექსანდრე ხეთაგური აცხადებს, რომ თურქი ბიზნესმენების მხრიდან საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალით დაინტერესება ძალიან მაღალია.
როგორც თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის დაწყების წინ ხეთაგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თურქი ბიზნესმენები საქართველოში ჰესების მეშენებლობით არიან დაინტერესებულნი.
ხეთაგურის თქმით, ჰესების მშენებლობა საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, რომ თბოელექტროსადგურები ჰიდროელექტროსადგურებით იქნას ჩანაცვლებული, რაც ხეთაგურის თქმით, საქართელოს ენერგოუსაფრთხოებას გაზრდის.
"თურქი ბიზნესმენები დაინტერესებულნი არიან საქართველოში ჰესების მშენებლობით. ჩვენ მათ გავაცნობთ ჩვენს ჰიდროპოტენციალს. თურქეთის მხრიდან ინტერესეი ერთიორად გაიზარდა თურქეთ-საქართველოს შორის გადამცემი ხაზის მშენებლობის დაწყების შემდეგ. თურქეთში ელექტროენერგიის დეფიციტი და ტარიფები მაღალია განსაკუთრებით ზაფხულში, მაშინ, როდესაც ჩვენ ჭარბირესურსები გვაქვს. ამიტომ მათი ინტერესია, ააშენონ ჰესები საქართველოში, იმისათვის, რომ ზამთარში ელექტროენერგია საქართველოში გაყიდონ, ზაფხულში კი მოხდება ექსპორტი თურქეთში. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თბოელექტროსადგურები ჰიდროელექტროსადგურებით იქნას ჩანაცვლებული, რაც საქართელოს ენერგოუსაფრთხოებას გაზრდის", _ განაცხადა ალექსანდრე ხეთაგურმა.
| 13.03.10 - 14:17 - საქართველოსა და ბელორუსიას შორის სოფლის მეურნეობის დარგში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა |
| 13.03.10 - 14:08 - დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და სავაჭრო პალატამ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა |
| 13.03.10 - 12:51 - გარდაბნის რაიონში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა |
| 00:45 რუსუდან კერვალიშვილი იმიტირებული ქრონიკის გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის |
| 00:34 დიმიტრი როგოზინი "იმედის" ეთერში გასული გადაცემის გამო ნატოს ხელმძღვანელობას მიმართავს |
| 23:20 პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე კიდევ ერთ განცხადებას გააკეთებს |
| 23:07 ნინო ბურჯანაძე "იმედის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს |
| 22:54 "ცუდი მომავლის ქრონიკა" ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იყო |