ბრიუს ჯორჯი: რუსეთს საქართველოზე თავდასხმის გამო საფასურის გადახდა მოუწევს
 თბილისი 11:08 - 17.11.09 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა597  ზომა:

  "ნატოს წევრებმა საქართველო ალიანსში უნდა გააწევრიანონ, რათა რუსეთმა დაინახოს, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმის გამო მას საფასურის გადახდა მოუწევს", - აღნიშნული განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის წარმომადგენელმა ბრუის ჯორჯმა რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, იუწყება I არხი 

  ბრუის ჯორჯის შეფასებით, საქართველოსთან ომი რუსეთმა იმიტომ დაიწყო, რომ ის რუსეთის იმპერიის ნაწილს უკვე აღარ წარმოადგენს. ბრიტანელი დიპლომატის თქმით, რუსეთის თანამედროვე პოლიტიკა ყველა ყოფილი საბჭოთა ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.  

  მისი თქმით, რუსეთი ენერგორესურსებით მსოფლიოში თავისი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. ბრიტანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ ნატოს წევრმა ქვეყნებმა უფრო ეფექტური პოლიტიკა შეიმუშაონ.  

  ჯორჯმა უკრაინაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთი უკრაინაზე გავლენის გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად შეეცდება.  

 

ამავე კატეგორიიდან: 
03.09.10 - 14:11 - უკრაინა და ჩინეთი ურთიერთსავაჭრო ბრუნვის ზრდაზე შეთანხმდნენ
03.09.10 - 13:34 - ალიევმა და მედვედევმა ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
03.09.10 - 12:58 - ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ახლო აღმოსავლეთში 14-15 სექტემბერს გაიმართება
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

13:45
მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია
13:32
"ქრისტიან-დემოკრატები" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას ითხოვენ
12:58
ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ახლო აღმოსავლეთში 14-15 სექტემბერს გაიმართება
12:32
"გაზპრომი" "მილანის" აქციებს ყიდულობს
12:30
მდინარე ენგურში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  345
1112
1819
2526