“ინდულგენციური ამინაზინი” და დემოკრატების ტესტი დემოკრატიას | საინფორმაციო სააგენტო GHN
“ინდულგენციური ამინაზინი” და დემოკრატების ტესტი დემოკრატიას
 თბილისი 12:21 - 06.01.09 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა1408  ზომა:
ახალი წელი ახალი ამბებით დაიწყო, რომლის ბექრაუნდი გასულ წლებში უნდა ვეძებოთ და რომელიც სათუოა, რომ სრული სახით წელს დასრულდება. თუმცა მათ შორის არის რამოდენიმე ისეთი თემა, რომლის გავითარებას უახლოესი 360 დღის განმავლობაში ჰპოვებს. გრძელვადიან ახალ ამბებს მიეკუთვნება ახლოაღმოსავლეთის კონფლიქტი, აშშ-საქართველოს შორის 9 იანვარს გასაფორმებელი დოკუმენტის პერსპექტივები, კონფლიქტების მოგვარება, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და მრავალი სხვა. მოკლევადიანია პრემიერის "გადაღლილობა" და ა.შ.

საგულისხმო ქვეყანაში არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ სხვადასხვა უწყებებმა მეტწილად ზევიდან წამოსული დავალებები პირნათლად შეასრულეს და უპოვართა და ობლებს საახალწლო ნობათებიც მიართვეს. კარგია ის გარემოება, რომ პრემიერი სამშობლოში მალე დაბრუნდება.

ბატონმა გეგამ არ შეისმინა პრეზიდენტის შეგონება და ღამის პირველ საათამდე თავაუღებლივ იღწვოდა. 1 საათით ადრე, რომ დაეტოვებინა ხოლმე კანცელარიის შენობა ალბათ ახალ წელს ისიც ჩვენთან ერთად შეხვედებოდა.

როცა პრემიერის ჯანმრთელობაზე მორუდუნე სახ.კანცელარიამ გვამცნო, რომ მგალობლიშვილს "გადაღლილობამ" შეუტია, დაიმედებულებმა ვიფიქრეთ, რომ ისევე როგორც ნორაიდელის "გულის" შულტირებისას აშშ-დან გვიმესიჯებდნენ ხოლმე, "ბატონმა ზურაბმა ფაფა მიირთვა და ჩაიც დააყოლაო", ამჟამადაც გვამყოფებდნენ საქმის კურსში. თუმცა, კანცელარიის "ჩარევის" გარეშეც სპეციალისტები აცხადებენ საგანგაშო არაფერიაო.

ისე, როცა ამ დაავადების მკურნალობის უბადლო სპეციალისტი აკადემიკოსის ლაურ მანაგძის სახით საქართველოში გვყავს, ბატონი გეგას მოულოდნელმა "გადაღლილობამ" საზოგადოებას ენა მოაქავებინა: -"ასე უთქვამთ გეგასთვის შენ მართლა პრემიერი ხომ არ გგონია საკუთარი თავიო?". ეჭვი ეჭვად, ხალხი ათას რამეზე მოიქავებს ენას, მაგრამ "გადაღლობის ფონზე" მგალობლიშვილი თუ "იძულებული" გახდა უახლოეს პერიოდში დატოვოს თანამდებობა, მაშინ ხელისუფლება საკმაოდ დელიკატურ მდგომარეობაში აღმოჩნდება და "ნიკა პაპაც" კი არ დაიჯერებს პრემიერისთვის დაღვრილი ცრემლების გულწრფელობას. სხვა საკითხია, სად აღმოჩნდება თავად ბატონი გეგა, და შეავსებს თუ არა იგი ხელისუფლებიდან განდგომილთა რიგებს.

რაც შეეხება, კონფლიქტების მოგვარებას, ამ საკითხს რეალობისგან ძალიან დიდი დრო და მანძილი აშორებს. მით უფრო, რომ კონფლიქტი გასცდა პოლიტიკურ ჩარჩოებს და პიროვნულ შეუთავსებლოდამდეც კი დავიდა.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა გოგი ხუციშვილმა განუცხადა, თუ 2009 წელს არ შეიცვალნენ პოლიტიკური ლიდერები და ძალთა გადანაწილებაც იგივე დარჩა, კონფლიქტები არ მოგვარდება.

"თუ არ შეიცვლება პოლიტიკური ლანდშაფტი, ძნელია ვილაპარაკოთ დადებით ცვლილებებზე კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით. თუ წარმოვიდგენთ, რომ სათავეში მოსკოვშიც, თბილისშიც იგივე ლიდერები არიან, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ისინი მივიდნენ რაიმე შეთანხმებამდე. თუ ძალთა განლაგება და ლიდერთა ვინაობა არ იცვლება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2009 წელს კონფლიქტები არ მოგვარდება", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გოგი ხუციშვილმა.

მოკლედ ამ თემასაც მოვრჩით. რაც შეეხება გლობალურ საკითხებს ერთ-ერთი ახლო აღმოსავლეთია. როგორც იტყვიან იქ ახლა ცოდვის ტირილია. მსოფლიო შეშფოთებულია. რასაკვირველია დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეშფოთდა ჩვენი საგარეო უწყებაც.

"სამინისტრო მიიჩნევს, რომ ძალადობის ესკალაცია საფრთხის ქვეშ აყენებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს და შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება მთელს რეგიონში". თუმცა რაღა "საფრთხის ქვეშ აყენებს", როდესაც უკვე ასობით ადამიანია დაღუპული, ათასაბოთ დაჭრილია, ადგილი აქვს ჰუმანიტარულ კატასტრობას და რაც მთავარია ომია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არავითარი სამშვიდობო პროცესი ამჟამად არ არსებობს. რაც იყო ის დასრულდა და ახლა ახალი გზების ძიებაა საჭირო. მოკლედ ქართველ დიპლომატებს ან ალღო ღალატობთ ან ვითარების არასრულფასოვანი შეფასება ხდება.

ისე გასაკვირი არცაა, რომ საქართველოს საგარეო უწყებას ზემოთ ნახსენები ვითარება მხედველობის არეალიდან გაპარვოდა, რადგან ამ დღეების განმავლობაში თავაუღებელი მუშაობა მიმდინარეობდა 9 იანვარს გასაფორმებელ ხელშეკრულებასა თუ ქარტიაზე.

ისე, კოლეგებს ვურჩევ ვიდრე ეს დოკუმენტი არ გამოქვეყნდება მას კონკრეტული სახელი არ დავარქვათ, რადგან თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ აზუსტებენ რას ეწერება ხელი. ზოგისთვის ეს "აშშ-სა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულებაა" (ისე ეს ჩარჩო რა უბედურებაა ვერავინ ამბობს და ძალიან ჰგავს რუსულ "რამოჩნოეს"), ზოგისთვის კი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაა.

ცნობისათვის, ქარტია სავალდებული ძალის არმქონე სართაშორისო აქტია, რომელიც საერთო პრინციპებისა და მიზნების ფორმულირებას ახდენს.

ამიტომოც ვიყუჩოთ ცოტა ხნით, თორემ მერე ისეთი ხალხი დაგვწამებს უვიცობას, რომელთაც მხოლოდ ამბიციები აწუხებთ და კანონისა და კანონპროექტს შორის არსებული სხვაობა ვერ გაურჩევიათ.

ამიტომაც, ამ ჯანსაღი მიდგომით ვიხელმძღვანელოთ და 9 იანვრის დოკუმენტის "რაისი-ვაშაძის დოკუმენტი" ვუწოდოთ. ცოტათი ბუნდოვანი კი არის, მაგრამ ხელშეკრულებასა და ქარტიას სჯობია ვინაიდან პერსონებთან მაინც ასოცირდება. ისე "რაისი-ვაშაძის" დოკუმენტი არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ ზოგიერთი მრავლისმეტყველი სახით მომზიმარი პოლიტიკოსისთვისაც ძლიერ ბუნდოვანია.

დოკუმეტის შინაარსის შესახებ კომენტარები რომ არ/ვერ გაკეთებულიყო გაცხადდა, _ "ხელშეკრულების (და არა ქარტიის) ტექსტი, ამ დროისათვის ამერიკული მხარის მოთხოვნით არ ხმაურდებო".

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა ისიც კი აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ტექსტი შეთანხმებულია და ხელმოსაწერად მზადააო და დასძინა დოკუმენტში ორივე მხარის მოთხოვნებია გათვალისწინებული და ტექსტი საზოგადოებისათვის მხოლოდ ხელმოწერის შემდეგ გახდება ცნობილიო.

პრინციპში 1783 წლის ხელშეკრულებასაც ვერაფერს შეედევაბი, 200-წლიანი უღელისა და ტოტლებენის ღალატის გარდა(?!), მით უფრო რომ იმ ხელშეკრულებას შტამპ-ბეჭდები და ხელმოწერებიც უხვად ამშვენებს ამას კი, როგორც იურისტი და კოსერვატორთა ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა აცხადებს იურიდიული ძალაც არ ექნება.

"ეს არ არის ხელშეკრულება, ეს არის ქარტია და როცა ამ დოკუმენტის ტექსტი გამოქვეყნდება ამას, ჩვენც ვნახავთ. ეს არის ერთობლივი განცხადება, ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც არანაირ იურიდიულ ვალდებულებებს არ შეიცავს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კახა კუკავამ.

ისე სათუოა, რომ ვინმემ სრული ტექსტი დაგვიდოს ცხვირწინ თუკი ის რასაც რაისი და ვაშაძე ხელს მოაწერენ მართლაც არ ატარებს დეკლარაციულ ხასიათს. სხვა საქმეა თუ პარაფირებული დოკუმენტების საქართველოს პარლამენტისა და აშშ-ის კონგრესის მიერ რატიფიცირება აუცილებელი მოთხოვნაა. ასეთ შემთხვევაში დოკუმეტი მართლაც საკმაოდ წონადი ხასიათის იქნება, მაგრამ არც ამაზე აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობა კომენტარს _ M"მხოლოდ ხელმოწერის შემდეგო".

ამ გაურკვევლობების ფონზე "რაისი-ვაშაძის" დოკუმეტი მემარჯვენე მამუკა კაციტაძემ საქართველოს დასაწყნარებელ წყალობას შეადარა, რასაც პოლიტიკურ-სამედიცინო ტერმინოლოგიათა სინთეზით "პოლიტიკური ამინაზინიც" შეიძლება ვუწოდოთ.

"ამერიკის მხრიდან ამ ქარტიაზე ხელმოწერა როგორც უკრაინასთან, ასევე, საქართველოსთან არის ერთგვარი დამაწყნარებელი ჟესტი. საქართველომ ვერ მიიღო MAP-ი საკუთარი მიზეზების გამო და აშშ-მ ამ ქარტიის სახით საქართველოს დამაწყნარებელი არგუმენტი გადასცა", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კაციტაძე.

მართლა ძნელია არდაბადებლ ბავშვს აბრაამი დაანათლო სახელად, მაგრამ, რაგდან ბავშვის დაბადება მუდამ პოზიტიური ფაქტია, პოლიტიკოსების ერთი ნაწილიც ამ კონტექსტში აფასებს გასაფორმებელ დოკუმენტს.

"ისეთ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორიცაა შეერთებული შტატები მსგავსი შეთანხმების გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის" გენერალური მდივანმა ეკა ბესელიამ.

ნამდვილად არ არის იგნორირების ღირსი ლეობორისტლი პატიის პოზიციაც, რადგან მშრომელები მიიჩნევენ, რომ საქართველოში არსებული "დანაშაულებრივი რეჟიმი", რომელიც დღედათვლილმა ბუშის ადმინისტრაციამ მოიყვანა ქვეყნის სათავეში, გისოსებს მიღმა გამომწყვდევას იმსახურებს და მასთან არავითარი ხელშეკრულება არ უნდა გაფორმდეს. უფრო მეტიც, ლეიბორისტები "რაისი-ვასაძის" დოცუმენტს პროვიკაციის შემცველ დოკუმენტად მოიხსენიებენ.

"უკვე წასული ხელისუფლება (ბუშის ადმინისტრაცია) როდესაც საუბრობს მომავალ ურთიერთობებზე, ეს რბილად რომ ვთქვათ მხოლოდ პროპაგანდისტული ხასიათიათსაა და უფრო მეტად შეიცავს პროვოკაციულ მომენტებს ვიდრე მიმავალი ურთიერთთანამშორმლობისა", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ლეიბორისტების ერთ-ერთმა ლიდერმა ნესტან კირთაძემ.

ერთია ვარაუდები, მეორეა ფაქტი, რომლის მიხედვითაც "რაისი-ვაშაძის" დოკუმენტი საქართველოსთვის ერთგვარ უსაფრთხოების ქოლგად უნდა იქცეს. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, აქ რიგითობის ათვლა ყველა შემთხვევაში დემოკრატიიდან დაიწყება და ეს უკვე ის შემთხვევაა, როდესაც დემოკრატები ობამას მეთაურობით დემოკრატიის იგნორირებას არ მოითმენენ. რესპუბლიკელი რაისის მიერ ხელმოწერილი დოკუმეტი აშშ-ის დემოკრატიული ადმინისტრაციის მიერ საქართველოში დემოკრატიის ტესტი უფროა ვიდრე ყველაზე მაღალი ხარისხის დოკუმეტი, რომელიც მრავალს "ინდულგენციური ამინაზინი" ჰგონია

ისე, რამოდენიმე დღეში ბარაკ ობამას ინაგურაციაა. ჯერ უცნობია ქართული დელეგაცია როგორი შემადგენლობით ეწვევა ვაშინგტონს, მაგრამ ფაქტია, რომ ობამას ინაგურაციაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ საქართველოს დელეგაცია მისი სოლიდურობის მიუხედავად ნამდვილად ვერ დაჩრდილავს მსოფლიო იშტებლიშმენტს. პრინციპში ნურც იმაზე დაიწყებს შემდგომ საუბარს ვინმე, რომ მედვედევ-პუტინი წყვილად იმიტომ არ ჩავიდნენ ვაშინგტონში წინასწარ იცოდნენ რომ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორის დელეგაციის ჩრდილში მოექცეოდნენო.

"ჯი-ეიჩ-ენი", გოჩა მირცხულავა

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
სერიალ „ფორსაჟის“ მეშვიდე ნაწილის გადაღებებზე პოლ უოკერს მისი ძმები შეცვლიან სიკვდილის წინ დედამ ანჯელინა ჯოლის ბრედ პიტზე გათხოვება სთხოვა ლეონარდო დი კაპრიო მექსიკელი რეჟისორის ახალ ფილმში ითამაშებს
ეს საინტერესოა
სამი პროდუქტი, რომელიც ყავას შეგიცვლით „ოსკარი 2014“: მდიდრულ სამოსში გამოწყობილი ვარსკვლავების სამეული მყარი ვარსკვლავური ოჯახები, სადაც ცოლები ქმრებზე უფროსები არიან

სტატიები და ანალიტიკა
ჟურნალისტური გამოძიება- დევნილებისთვის გასანაწილებელი ბინები 5 000-20 000 დოლარად იყიდებოდა?!
 
ინტერვიუ
გრიგოლ ვაშაძე: დასავლეთს 2008 წლის ``ქართული გაკვეთილი`` გათავისებული რომ ჰქონოდა, 2014 წელი არ მოხდებოდა
ბიზნესი

ბანკ „რესპუბლიკის“ თავისუფლების მოედნის ფილიალმა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანთა ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა

ზეთის შეცვლის აქცია მიცუბიში მოტორსის სერვის ცენტრში !

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა იწყება

საუდის არაბეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალ - 1 კილომეტრიან ცათამბჯენს ააშენებენ

კრემლმა ამერიკულ Apple-ზე უარი თქვა და კორეულ Samsung-ზე გადავიდა

Transparency მთავრობას პროგრამული ბიუჯეტის შედგენის აჭარის მთავრობის გამოცდილების გაზიარებას ურჩევს

პეტერ შრაერი დაჯილდოვდა „Grand PrixAward"-ით

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   51.3 %

  -   48.6 %

სულ 760 ხმა

სხვა გამოკითხვები