გენერალი თავთუხაშვილი პროკურატურას შვილის გატაცებაში ადანაშაულებს | საინფორმაციო სააგენტო GHN
გენერალი თავთუხაშვილი პროკურატურას შვილის გატაცებაში ადანაშაულებს
 თბილისი 18:56 - 25.02.14 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა1391  ზომა:
გენერალი თავთუხაშვილი პროკურატურას შვილის გატაცებაში ადანაშაუელბს. ამის შესახებ განცხადებას ის სოციალური ქსელით ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

მიმართვა რუსული კაპიტალით დანიშნულ პრეზიდენტს, მთავრობას, პროკურატურის თანამშრომლებს! გუშინ, 24 თებერვალს, პროკურატურაში დაკითხვაზე, მოწმის სახით გამოიძახეს ჩემი შვილი, შალვა თათუხაშვილი. დაკითხვა მიმდინარეობდა ყველანაირი პროცედურული ნორმების დარღვევით. ჩემს მიერ გაგზავნილი ადვოკატი არ შეუშვეს. ათსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ღამის 03:30 წთ-ზე, წამლებით გაჟღენთილი, გაბრუებული შალვა რამდენიმე წუთით გამოიყვანეს პროკურატურიდან, გაუშვეს თავიანთი ადვოკატები. შალვას ათქმევინეს იქ მყოფი გულშემატკივრებისათვის, რომ გაათავისუფლეს. რეალურად, იქვე ჩასვეს მანქანაში და სამი ჯიპით გაიტაცეს; ამჟამად გაურკვეველია მისი ადგილსამყოფელი. აწამებენ და წამლების ზემოქმედებით აწერინებენ სასურველ ჩვენებას.
მოვითხოვ, გახდეს ცნობილი მისი ადგილსამყოფელი, შეწყდეს წამება. ჩემი ადვოკატის თანდასწრებით გაუკეთდეს სისხლის ანალიზი და დადგინდეს, რისი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ასევე ჩაუტარდეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. რადგანაც შალვა ფსიქიურადაა ავად. მან მკურნალობის ბოლო კურსი მეზობელ რესპუბლიკაში ჩაიტარა გასული წლის ოქტომბერ- ნოემბერში. (რისი დადგენა არ გაგიჭირდებათ სასაზღვრო- გამშვებ პუნქტზე და კლინიკაში). ფსიქიური ავადმყოფობა შალვას თავის არეში მრავლობითი ტრავმებისაგან აქვს. 2001 წელს თელეთის ტრასაზე მანქანა დაეჯახა, მძღოლმა მომაკვდავი მიატოვა და 7 კილომეტრში ჭაბუკი მოკლა. ექიმებს შალვას სიცოცხლის გადასარჩენად ფეხების ღია მოტეხილობების ოპერაციის შეწყვეტამ მოუწიათ, რადგანაც სასწრაფოდ თავზე და გულზე დასჭირდა ოპერაცია. საქმე აღიძრა პროკურატურაში, რაც დღემდე გაუხსნელია; 2009 წელს, როდესაც შალვას ჯიპმა გადაუარა, მიიღო თავის მძიმე დაზიანება და დაემტვრა ნეკნები. ამასთან დაკავშირებითაც აღიძრა საქმე, რაც დღემდე გაუხსნელია. გადავიდეთ მთავარზე. თქვენ კარგად იცით, რომ შალვას ვერ გამოიყენებთ მოწმედ და ვერც ბრალს მიუყენებთ, რადგანაც ის ფსიქიურად ავადმყოფია. ასევე კარგად იცით, რომ ბოლო ექვსი წლის მანძილზე, სანამ მკურნალობდა, არ დადიოდა სამსახურში და ხელფასს ღებულობდა როგორც პენსიას. ძირითადი თქვენი მამოძრავებელი არის რუსეთთან მოვალეობის მოხდა, რისთვისაც თქვენ მზად ხართ 2007 წლის კოდორის ოპერაციის ნებისმიერ მონაწილეს შეუთითხნოთ ბრალდებები. რუსეთთან ხელშეკრულებაში თქვენ აიღეთ ვალდებულება, რომ ,,გააპრავოთ,, მათი ქმედება საქართველოში და გაამტყუნოთ ქართული მხარე. რაც თქვენ ნაწილობრივ უკვე გააკეთეთ. აღიარეთ, რომ რუსეთის ჯარს 2008 წელს არ ჩაუდენია სამხედრო დანაშაული საქართველოში და დამნაშავეებს ეძებთ ქართველ მებრძოლთა შორის. მეორე პუნქტი თქვენი ხელშეკრულებისა 2007 წლის სექტემბრის ოპერაციის მონაწილეების დასჯაა. სადაც ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა და შვიდი ტყვედ წამოიყვანეს. იმ ოპერაციის სამი მონაწილე დაპატიმრებული გყავთ 2013-დან, ექვსმა გაასწრო საქართველოდან, დანარჩენებს ,,ამუშავებთ,,. . . ჩემი შვილის გატაცებით კი, საქართველოს გასაბჭოების დღე აღნიშნეთ? რაც შემეხება მე: 2006 წელს პრინციპულ საკითხებში შეუსაბამობის გამო, გადავდექი თანამდებობიდან და მოვითხოვე პენსიაში გასვლა. ეს საკითხი დღემდე განხილვაშია. 22 ლარიანი ომის ვეტერანობის კომპენსაციაც კი 2012 წელს მომიხსნეს. საქართველოში წლების მანძილზე მესმოდა მუქარა, რომ დაიჭერდნენ ჩემს შვილებს. 2013 წლის ბოლოს, რადგანაც ჩემი პრინციპებით არც ,,წითლების,, გუნდში ვითვლებოდი და არც ,,ცისფრების,,, დავტოვე საქართველო, რათა არ ,,გეპოვათ,, ჩემს სახლში, დავუშვათ, წყალქვეშა ნავი, ან შვილებით არ გაგეგრძელებინათ მანიპულირება. ეტყობა, მაინც ვერ ავირიდე... ამჟამად ვსარგებლობ ევროკავშირის დაზღვევით და ვმკურნალობ ევროპის ერთ- ერთ ქალაქში. როგორც ათასობით ქართველი, ვჭამ უფასო სასადილოში და ქუჩაში დარჩენილი, კეთილმა ადამიანებმა მიმიღეს თავიანთ ოჯახში და დამითმეს ერთი ოთახი. ყველამ ვიცოდით, რომ პუტინი საქართველოს გუბერნიად დაბრუნების შემდეგ, უკრაინას მიუბრუნდებოდა. რასაც უბრალო უკრაინელები დაუპირისპირდნენ. საქართველოშიც მალე მოვა დრო, როდესაც ქართველობა, წინა მთავრობების შეცდომების გათვალისწინებით, შეუდგება დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შენებას, რაშიც ყველანაირად შევეცდები მივიღო აქტიური მონაწილეობა. თუ ისევ რუსეთს უნდა დავჩოქებოდით, რა საჭირო იყო ამხელა ტრაგედიები და მსხვერპლი? თქვენ კი შეეცადეთ, ხალხს ძალიან არ შეაზიზღოთ თავი, რომ არ გეწიოთ ჩეუშესკუსა და იანუკოვიჩის ბედი. ქართველი ხალხი უკვე სასათბურე პირობებში აღარ დატოვებს მოღალატე ხელისუფალთ.

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
ჯუდ ლოუს მეხუთე შვილი ეყოლება ჰოლივუდის მსახიობი მისტი აპჰემი გარდაცვლილი იპოვეს ენრიკე იგლესიასი ანა კურნიკოვას დაშორდა
ეს საინტერესოა
Mango-მ „ნაცისტურ სიმბოლიკიანი“ სამოსის გამო ბოდიში მოიხადა უცხოური მედიის ცნობით, ალინა კაბაევას პუტინისგან ორი შვილი ჰყავს მიხაელ შუმახერი მალე შედარებით ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება
 



სტატიები და ანალიტიკა
თბილისი მოსკოვთან ურთიერთობაში აგრესიულ დიპლომატიაზე გადადის
 
ინტერვიუ
რომან გოცირიძე: პრეზიდენტი საკადრო დანიშვნების ახალ კულტურას ნერგავს
ბიზნესი

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დასაჩუქრდება

„ტექნო ბუმში“ 50% - მდე ფასდაკლების სამდღიანი აქცია იწყება

ბანკ „რესპუბლიკის" განახლებული საკრედიტო ბარათი DREAM CARD განახევრებული საპროცენტო განაკვეთით

„ლიბერთი ბანკმა" ბათუმის ავტობუსებში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დაინერგა

თიბისი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა

``ვისოლმა`` და ``სმარტმა`` ერთობლივი, გრანდიოზული აქცია დაიწყეს

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.5 %

  -   40.4 %

სულ 965 ხმა

სხვა გამოკითხვები