"ალიანსი საქართველოსთვის" იმიტირებულ "ქრონიკასთან" დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს
 თბილისი 13:28 - 14.03.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა237  ზომა:
"ალიანსი საქართველოსთვის" ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გუშინ გასულ იმიტირებულ "ქრონიკასთან" დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. "ალიანსი საქართველოსთვის" კატეგორიულად გმობს ტელეკომპანია "იმედზე" 13 მარტს გასული საინფორმაციო გადაცემა "ქრონიკის" ე.წ. იმიტაციას, რამაც საქართველოს მოსახლეობაში უმძიმესი სტრესი გამოიწვია და შოკისმომგვრელი ზემოქმედება მოახდინა ხალხზე. აღნიშნული გადაცემის მომზადებასა და მის შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც პრაქტიკულად მთელი სატელევიზიო სივრცის მონოპოლიზაცია განახორციელა და ამ გზით ინფორმაციულ ტერორს უწყობს საკუთარ მოსახლეობას", - განაცხადა ალიანსის თანათავმჯდომარე დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე განმარტებით, "ეს მანიაკალური იმიტაცია მიზნად ისახავდა ხალხის დაშინებასა და დაშანტაჟებას". "ხელისუფლების ყოვლად უპასუხისმგებლო ქმედებამ, 2008 წლის აგვისტოს ომისგან ისედაც ტრავმირებულ ადამიანებში, მასობრივი პანიკა და მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი გამოიწვია. კარგა ხანია სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების ხელში ტელევიზია დეზინფორმაციის წყაროდ და სიცოცხლისათვის საშიშ პროპაგანდისტულ იარაღად გადაიქცა. არჩევნების წინ ხელოვნური ისტერიის მოწყობა სააკაშვილის უკვე ჩვეული ხელწერაა. გიგი უგულავას სავარძელსა და "ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალაუფლების შენარჩუნებას არ უნდა ეწირებოდეს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი", - განმარტა გამყრელიძემ. აღნიშნულ კონტექსტში, "ალიანსი საქართველოსთვის" მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო შეფასება მისცეს ხელისუფლების ქმედებას. "აღნიშნული ფაქტი უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ მათი მონაწილეობით უახლოეს პერიოდში შეიქმნას ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სატელევიზიო არხების მონიტორინგის სპეციალური ჯგუფი. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები არ მისცემენ საშუალებას მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ისტერიულ ფონზე ჩაატაროს მომავალი არჩევნები, ხოლო ქართველი ხალხი ამ არჩევნებს ქვეყანაში რეალური ცვლილებებისთვის გამოიყენებს", - დასძინა მან.
ამავე კატეგორიიდან: 
10.09.10 - 21:36 - აჭარაში მთავრობის გასვლით სხდომას პრეზიდენტი წარუძღვება
10.09.10 - 21:32 - გიგა ბოკერია თინა ქეიდანაუს შეხვდა
10.09.10 - 19:34 - არასაპარლამენტო ოპოზიცია ელჩებს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ესაუბრა
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

18:45
პრეზიდენტი კათალიკოს-პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოს ესტუმრა
18:33
გიორგი თარგამაძეს ჯანდაცვის ახალ მინისტრთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას იმედოვნებს
18:14
მედვედევი: ვინც ამტკიცებს, რომ რუსეთში ტოტალიტარიზმია, ცუდი მეხსიერება აქვს
18:04
ლევან კალანდაძე: მთავრობა საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამს
17:43
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები გია არსენიშვილს ვახტანგ მაისაიას საქმით დაინტერესებას თხოვენ
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  45
1112
1819
2526