სამეგრელოს რეგიონის ხუთი ადგილობრივი არქივი ელექტრონული მომსახურების სისტემაში ჩაერთო
 თბილისი 13:25 - 12.03.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა146  ზომა:
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული სისტემა სამეგრელოს რეგიონის ხუთ რაიონში - ფოთის, სენაკის, აბაშის, მარტვილისა და ხობის ადგილობრივ არქივებში ამოქმედდა.

ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია დღეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ფოთის არქივში გამართა.

მისი განცხადებით, `ეროვნული არქივის ერთ-ერთი პრიორიტეტი მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებაა. აქედან გამომდინარე ელექტრონული მომსახურების სისტემა ყველა რეგიონში დაინერგება. იმ რეგიონის მცხოვრებლებს, სადაც მოქალაქეთა მომსახურების პროგრამა ჩართულია, სხვა რაიონში გამგზავრება აღარ დასჭირდებათ და ადგილზე მიიღებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას~.

ჟურნალისტებთან საუბრისას ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა უწყებაში დანერგილ კიდევ ერთ სიახლეზე, რომელიც დაჩქარებულ მომსახურებას ეხება. `ცნობებისა და სხვა დოკუმენტების მიიღება ორდინალურ, 10-დღიან ვადასთან ერთად, შესაძლებელი გახდა განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს~.

მომსახურების ელექტრონული პროგრამა ეროვნულ არქივს საშუალებას აძლევს, მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს დისტანციურად მოემსახუროს. სისტემაში ჩართული არქივებიდან საჭირო დოკუმენტის მიღება დაინტერესებულ პირს მასთან ახლოს მდებარე არქივში შეუძლია.

ეროვნული არქივის ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობს: თბილისში მდებარე სამი და ქუთაისის ცენტრალური არქივები, თბილისის საქალაქო არქივი, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონების არქივები, ასევე, მცხეთის, ზუგდიდის, გურჯაანის, თელავის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტის, ბოლნისის, გარდაბნისა და რუსთავის ადგილობრივი არქივები.

2010 წლის აპრილის ბოლომდე, ეტაპობრივად, ქსელში ჩაერთვება სხვა ადგილობრივი არქივებიც

 

ამავე კატეგორიიდან: 
10.09.10 - 23:22 - ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა აწყობს აქციას "ხატავენ ქართველი ბავშვები"
10.09.10 - 21:39 - დიმიტრი შაშკინი მზრუნველობამოკლებულ მოსწავლეს კერძო-სკოლა ლიცეუმში პირადად მიიყვანს
10.09.10 - 21:38 - ამერიკის მეგობართა კლუბი "მშვიდობის ხიდზე" გამოფენას აწყობს
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

18:45
პრეზიდენტი კათალიკოს-პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოს ესტუმრა
18:33
გიორგი თარგამაძეს ჯანდაცვის ახალ მინისტრთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას იმედოვნებს
18:14
მედვედევი: ვინც ამტკიცებს, რომ რუსეთში ტოტალიტარიზმია, ცუდი მეხსიერება აქვს
18:04
ლევან კალანდაძე: მთავრობა საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამს
17:43
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები გია არსენიშვილს ვახტანგ მაისაიას საქმით დაინტერესებას თხოვენ
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  45
1112
1819
2526