„თელასის“ მრიცხველების ჩვენებების წაკითხვა პლანშეტების მეშვეობით მოხდება | საინფორმაციო სააგენტო GHN
„თელასის“ მრიცხველების ჩვენებების წაკითხვა პლანშეტების მეშვეობით მოხდება
 თბილისი 12:34 - 19.12.13 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა269  ზომა:
კომპანია „თელასმა" ელქტროენერგიის აღრიცხვის კვანძებიდან ზუსტი და ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგა.

მიმდინარე წლის დეკემბერში ბიზნეს ცენტრში „ისანი", რომელიც 55 ათას აბონენტს ემსახურება, მობილური მოწყობილობების მეშვეობით მონაცემთა აღების და ინფორმაციის ბილინგის ბაზაში გადაცემის სისტემა დაინერგა.

„თელასის" თანამშრომელი მრიცხველის ჩვენების წაკითხვას პლანშეტის მეშვეობით ახორციელებს და გადასცემს ინფორმაციას კომპანიის ცენტრალურ სერვერზე - ბილინგის მონაცემთა ბაზაში. პლანშეტების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ინფორმაციის გადაცემის დროს და პრაქტიკულად გამორიცხავს მცდარი ჩვენების დაფიქსირების ალბათობას.

„მობილური მოწყობილობების მეშვეობით მონაცემთა აღების და ინფორმაციის ბილინგის ბაზაში გადაცემის სისტემის დანერგვის პილოტური პროექტის განხორციელება ბიზნეს ცენტრში „ისანი" მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყო. პროექტმა გაამართლა და მომავალი წლიდან აღნიშნული სისტემა „თელასის" ყველა ბიზნეს ცენტრში დაინერგება" - განაცხადა სს „თელასის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

სს „თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი" „ინტერ რაო"-ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია „თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.
ჯგუფი „ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო"-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო"-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
ჯუდ ლოუს მეხუთე შვილი ეყოლება ჰოლივუდის მსახიობი მისტი აპჰემი გარდაცვლილი იპოვეს ენრიკე იგლესიასი ანა კურნიკოვას დაშორდა
ეს საინტერესოა
Mango-მ „ნაცისტურ სიმბოლიკიანი“ სამოსის გამო ბოდიში მოიხადა უცხოური მედიის ცნობით, ალინა კაბაევას პუტინისგან ორი შვილი ჰყავს მიხაელ შუმახერი მალე შედარებით ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება
 



სტატიები და ანალიტიკა
რუსეთი და საქართველო: ნდობის დეფიციტი
 
ინტერვიუ
რომან გოცირიძე: პრეზიდენტი საკადრო დანიშვნების ახალ კულტურას ნერგავს
ბიზნესი

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დასაჩუქრდება

„ტექნო ბუმში“ 50% - მდე ფასდაკლების სამდღიანი აქცია იწყება

ბანკ „რესპუბლიკის" განახლებული საკრედიტო ბარათი DREAM CARD განახევრებული საპროცენტო განაკვეთით

„ლიბერთი ბანკმა" ბათუმის ავტობუსებში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დაინერგა

თიბისი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა

``ვისოლმა`` და ``სმარტმა`` ერთობლივი, გრანდიოზული აქცია დაიწყეს

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 964 ხმა

სხვა გამოკითხვები