ქრისტაინ-დემოკრატები ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის კოოპერაციას სთხოვენ
 თბილისი 13:35 - 11.03.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა191  ზომა:

ქრისტიან-დემოკრატები ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის კოოპერაციას სთხოვენ. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც ლალიაშვილი აღნიშნავს, სოფლის მეურნეობაში დღეს მთავრი პრობლემა არის მიწის დაუმუშავებლობა და ნამატი პროდუქციის რეალიზება.

"ამ ორი უდიდესი ჭირის მოშირებისათვის რაც საფუძველშივე კლავს სოფლის მეურნეობას ქმედითი ღონისძიებები უნდა გატარდეს", - აცხადებს ნიკა ლალიაშვილი.

მისი თქმით, ამისათვის საჭიროა სოფლის მეურნეობაში კოოპერატიული სისტემის განვითარება, რაც მისი თქმით ამ პრობლემებს ავტომატურად მოსპობს.

"ქრისტიან-დემოკრატები მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიწყებთ კოოპერაციული პრინციპებისა და ფასეულობების პროპაგანდას. ეს არ არის წინაასაარჩევნო ტლიკინი. ეს ქართული სოფლის გადარჩენის პროპაგანდა", - აცხადებს ლალიაშვილი.

მისი თქმით, სოფლად საქონლის წარმოების დონის ამაღლებისათვის სხადასხვა ფორმის კოოპერაციული საზოგადოებების ჩამოყალიბებაა აუცილებელი. ამისათვის კი ლალიაშვილის განმარტებით მთავრობამ უნდა შეიმუშაოს კოოპერაციის ნაციონალური პოლიტიკა. პრემიერ-მინისტრთან შეიქმნას სპეციალური ოფისი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს კოოპერაციის ნაციონალური პოლიტიკის განხორციელბას. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს სოფლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნას. ხოლო მათი გაერთიანებებით დაფუძნდება საქართველოს კოოპერატიული კავშირი. რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება ყურძნის გადამუშავება და ღვინის რეალიზაცია; თხილის საკონდიტრო გადამუშავება; ხილისა და ციტრუსის მომზადება საექსპორტოდ და ასევე დარჩენილი პორდუქციის გადამუშავება სხვადასხვა მიზნისთვის; მიწების მუშა მდგომარეობაში მოყვანა. მაღალმთიან ზონებში (რაჭა, ლეჩხუმი, იმერეთი, გურია, აჭარა, სამეგრელო) თხილის ნერგის სადედე მეურნეობების შექმნა; მოსავლის დაზღვევა; კოოპერაციული ბანკის ჩამოყალიბება.

ლალიაშვილი აცხდებს, რომ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით ქრისტიან-დემოკრატები საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების განხორციელბას ითხოვენ და შესაბამის კანონპროექტზე მუშაობაც დაწყებული აქვთ რასაც ხელისუფელბას მისი თქმით უახლოეს მომავალში წარუდგენენ.

 

ამავე კატეგორიიდან: 
03.09.10 - 14:04 - "სიმენს ენერჯი" საქართველოში მუდმივი დენის ორ მოწყობილობას დაამონტაჟებს
03.09.10 - 13:33 - "მაგთისა" და "ჯეოსელს" აბონენტები შეცდომაში შეჰყავთ
03.09.10 - 12:32 - "გაზპრომი" "მილანის" აქციებს ყიდულობს
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

13:45
მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია
13:32
"ქრისტიან-დემოკრატები" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას ითხოვენ
12:58
ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ახლო აღმოსავლეთში 14-15 სექტემბერს გაიმართება
12:32
"გაზპრომი" "მილანის" აქციებს ყიდულობს
12:30
მდინარე ენგურში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  345
1112
1819
2526