GHN RSS Feed https://ghn.ge/index.php ამერიკელები დონბასის საკითხის მოგვარებისთვის სხვადასხვა ვარიანტის მოძებნას ცდილობენ, ასეთ რთულ და მგრძნობიარე საკითხებზე ლიდერების დონეზე უნდა ვისაუბროთ - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები ომის დასრულების მიზნით ტერიტორიული საკითხის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება, მისი თქმით, სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე უნდა მიიღონ. ამის შესახებ ზელენსკიმ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ზელენსკის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებების დროს დონბასის საკითხს რეგულარულად აყენებენ. „რა თქმა უნდა, ისინი ამ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას. მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ჩვენ ჩვენი ტერიტორია უნდა დავთმოთ. ჩვენს ქვეყანასთან დამოუკიდებლობის საკითხზე ამგვარად საუბარი შეუძლებელია. ისინი ამ საკითხის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტის მოძებნას ცდილობენ. სხვადასხვა წინადადების შესახებ მსმენია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ამ ვარიანტების დეტალებზე საუბარს არ აპირებს, რადგან თითოეულის განხილვას შესაძლოა საათები დასჭირდეს. „თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სურს თუ არა ამერიკულ მხარეს რუსებზე ზეწოლის განხორციელება. ეს ასევე დამოკიდებულია რუსეთთან მათი დიალოგის ფორმატზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ ასეთი რთული და მგრძნობიარე საკითხების მოგვარების სურვილი არსებობს, მათზე საუბარი აუცილებელია. „ჩვენ მხოლოდ განხილვით არ უნდა შემოვიფარგლოთ, ეს საკითხები უნდა გადავწყვიტოთ კიდეც და ამის შესახებ ლიდერების დონეზე უნდა ვისაუბროთ. თუმცა, ამისთვის საჭიროა ამერიკული მხარისგან დადებითი სიგნალები და რუსეთის მხრიდანაც მხარდაჭერა, მათი მონაწილეობით“, - განაცხადა ზელენსკიმ. https://ghn.ge/index.php/news/356529-amerikelebi-donbasis-sakitkhis-mogvarebistvis-skhvadaskhva-variantis-modzebnas-tsdiloben-aset-rtul-da-mgrdznobiare-sakitkhebze-liderebis-doneze-unda-visaubrot-volodimir-zelenski ზელენსკი: ამერიკელები ომის შესაჩერებლად დონბასის საკითხის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტის მოძებნას ცდილობენ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/602245468.png 2026-11-12 356529 უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო, განსხვავებით საქართველოში ომისგან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური სტატუსის მქონე უცხოეთის აგენტებმა დაიწყეს. - ირაკლი კობახიძე ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც მისი დაწყება შედიოდა. ანალოგიურად ვფიქრობ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამ ომების თავიდან აცილება არ სურდათ. „რა თქმა უნდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო. თუმცა მიმაჩნია, რომ შესაძლებელი იყო როგორც უკრაინაში პირველი, ისე მეორე ომის თავიდან აცილება. ცხადია, ეს ომები რუსეთმა დაიწყო, განსხვავებით საქართველოში ომისგან, რომელიც, ჩემი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური სტატუსის მქონე უცხოეთის აგენტებმა დაიწყეს. ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის. სამწუხაროდ, არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამ ომების თავიდან აცილება არ სურდათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://ghn.ge/index.php/news/356528-ukrainashi-omi-rusetma-daitsqo-ganskhvavebit-sakartveloshi-omisgan-romelits-sakartvelos-khelisuflebashi-ofitsialuri-statusis-mkone-utskhoetis-agentebma-daitsqes-irakli-kobakhidze უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო, განსხვავებით საქართველოში ომისგან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური სტატუსის მქონე უცხოეთის აგენტებმა დაიწყეს. - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/489158033.jpg 2026-11-12 356528 როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო, ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? ლაჩრების ხროვა - ილია თოფურია არსებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყვნენ. ამის შესახებ ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს. თოფურია მათ ლაჩრების ჯგუფს უწოდებს და აცხადებს, რომ სირცხვილია. "როგორც იუწყებიან, უსმანი [ნურმაგომედოვი] დააკავეს, იმ მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო. და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია. სრული ლაჩრების ხროვა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშუალო დონის პიროვნებების ჯგუფი იყავით. ახლა ყველანაირი ეჭვი გაფანტეთ. ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა სიტყვები არაა, რომლებსაც ქადაგებ. ეს ღირებულებებია, რომლებითაც ცხოვრობ. და თქვენ არც ერთი მათგანი არ გამოაჩინეთ”, - წერს თოფურია. ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში RAF-ის ჭიდაობის ღონისძიებაზე ინტერვიუს აძლევდა, როცა უსმან ნურმაგომედოვი უკნიდან მიეპარა, თავდაპირველად ხელი დაარტყა, შემდეგ კი სასტუმროში ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. https://ghn.ge/index.php/news/356527-rogorts-iutsqebian-usman-nurmagomedovi-daakaves-mshishrebtan-ertad-vints-mastan-ertad-iqo-es-igive-khalkhia-vints-tavmdablobasa-da-pativistsemaze-kadagebas-bedavs-lachrebis-khrova-ilia-tofuria არსებული ინფორმაციით, უსმანი ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია - ილია თოფურია საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1245547374.jpg 2026-11-12 356527 სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი პუტინთან კონკრეტული წინადადებებით გაემგზავრნენ. ძალიან მინდა, რომ დუბლინშიც კონკრეტული წინადადებებით ჩამოვიდნენ, ამის დიდად არ მჯერა, თუმცა იმედი მაინც მაქვს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები ვლადიმირ პუტინთან კონკრეტული წინადადებებით გაემგზავრნენ. ზელენსკი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხუთშაბათს, დუბლინში დაგეგმილ შეხვედრაზეც კონკრეტული წინადადებებით ჩავლენ. ამის შესახებ ზელენსკიმ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრა ირლანდიის დედაქალაქში ხუთშაბათს საღამოს იგეგმება. სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დუბლინში რუსეთში ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ჩავლენ. შეხვედრა დღის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. „ამერიკელები პუტინთან კონკრეტული წინადადებებით გაემგზავრნენ. ძალიან მინდა, რომ დუბლინშიც კონკრეტული წინადადებებით ჩამოვიდნენ. ამის დიდად არ მჯერა, თუმცა იმედი მაინც მაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, მხარეები ამჟამად მუშაობენ იმაზე, რომ სამშვიდობო პროცესში წლის ბოლომდე კონკრეტულ შედეგს მიაღწიონ. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უიტკოფთან და კუშნერთან დაგეგმილი შეხვედრის მოლოდინებზე. მისი თქმით, ამერიკელი მომლაპარაკებლებისგან ელოდება რუსეთის მხარის პასუხს იმ საკითხებზე, რომლებიც აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს განიხილეს. „უპირველეს ყოვლისა, ჰუმანიტარული მიმართულება განვიხილეთ. მხარეებმა იმსჯელეს სამხედრო ტყვეების გაცვლის შესაძლებლობაზე - 1000 1000-ზე, შესაძლოა, 1200 1200-ზე. ეს ძალიან დადებითი შედეგი იქნებოდა. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა თქვას რუსეთმა უარი, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მეორე საკითხი უსაფრთხოების გარანტიებია. უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების რამდენიმე ფორმატი განვიხილეთ. ამ საკითხზე რუსეთის მხარის პასუხსაც მივიღებთ. ისინი ამერიკელებს თავიანთ ხედვას გააცნობენ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ასევე განიხილება ენერგეტიკის სფეროში, ზღვაზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის საკითხები. „შევთანხმდით, რომ ამერიკული მხარე რუსეთის ლიდერს შეხვდებოდა და ყველა ეს საკითხი იქ იქნებოდა განხილული. ამიტომ ველოდები, რომ დუბლინში, საღამოს, სულ მცირე, ამ საკითხებზე პასუხს მაინც მივიღებ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ასევე განიხილება ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა, რომელზეც ტერიტორიული საკითხი იქნება განხილული. ასევე ზელენსკიმ ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელების მონაწილეობის მნიშვნელობას. „ხაზს ვუსვამ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპა მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდეს. ამის შესახებ ამერიკული მხარისგანაც იყო სიგნალი. ჩვენ ამას ყოველთვის მხარს ვუჭერდით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ცვლილებას ვხედავთ - ამერიკული მხარე ამ საკითხის მიმართ უფრო კეთილგანწყობილია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, უკრაინას სურს, რომ მომდევნო მოლაპარაკებებში ევროპა უკვე არა შეხვედრის კულუარებში, როგორც ეს აბუ-დაბიში მოხდა, არამედ თანასწორუფლებიანი მონაწილის სტატუსით იყოს წარმოდგენილი. https://ghn.ge/index.php/news/356526-stiv-uitkofi-da-jared-kushneri-putintan-konkretuli-tsinadadebebit-gaemgzavrnen-dzalian-minda-rom-dublinshits-konkretuli-tsinadadebebit-chamovidnen-amis-didad-ar-mjera-tumtsa-imedi-maints-makvs-volodimir-zelenski აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები პუტინთან კონკრეტული წინადადებებით გაემგზავრნენ. ძალიან მინდა, რომ დუბლინშიც კონკრეტული წინადადებებით ჩამოვიდნენმ ამის დიდად არ მჯერა, თუმცა იმედი მაინც მაქვს - ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/324219659.jpg 2026-11-11 356526 ამერიკას ირანთან ომი არ დაუწყია - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ირანთან ომი არ დაუწყია. ამის შესახებ The Guardian იუწყება. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი კვლავ აუცილებელია. „ამერიკას ირანთან ომი არ დაუწყია. ირანი ამერიკას 1979 წლიდან ეომება“, - თქვა მან. მისივე თქმით, აშშ „აკეთებს იმას, რაც ადრე შეუძლებლად მიაჩნდათ“. „დიახ, მცირე წარუმატებლობებიც გვაქვს. მათ შესანიშნავად გავუმკლავდებით“, - დასძინა ტრამპმა. https://ghn.ge/index.php/news/356524-amerikas-irantan-omi-ar-dautsqia-donald-trampi ამერიკას ირანთან ომი არ დაუწყია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/391927672.png 2026-11-11 356524 დღეს ევროპასთან ჩვენი ურთიერთობების მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, საკმარისად პოზიტიური არ არის, ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით - ირაკლი კობახიძე საქართველოს როლი ევროპისთვის შესაძლოა უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს. ეს როლი დღესაც მნიშვნელოვანია და მომავალში მისი მნიშვნელობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში. მთავრობის მეთაურმა საქართველოსა და ევროპას შორის არსებული კავშირების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ არის მოწოდებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. „კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სპეციფიკური გამოწვევების წინაშე ვდგავართ. 2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა 2022 წლის ივნისში ჩვენს განაცხადზე უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოგვიანებით, საქართველომ მაინც მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ამის შემდეგ ევროკომისიამ უარით უპასუხა ჩვენს სურვილს, დაწყებულიყო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. მოგვიანებით, ევროკომისიამ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილებაც კი მიიღო. ეს 2024 წლის ივნისში მოხდა. დღეს ჩვენი ურთიერთობების მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, საკმარისად პოზიტიური არ არის. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ორ მხარეს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის არსებობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. https://ghn.ge/index.php/news/356525-dghes-evropastan-chveni-urtiertobebis-mdgomareoba-rbilad-rom-vtkvat-sakmarisad-pozitiuri-ar-aris-chven-dzalian-dainteresebuli-vart-am-vitarebis-shetsvlit-irakli-kobakhidze დღეს ევროპასთან ჩვენი ურთიერთობების მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, საკმარისად პოზიტიური არ არის. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1425838286.jpg 2026-11-11 356525 საქართველოს მთავრობა სრულად იმართება რუსეთის მიერ - სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის მიერ იმართება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ქართული ოცნება" რუსეთის მარიონეტი გახდა.  “ომმა, რისი მიღწევაც ვერ შეძლო, 2008 წლის ომმა, სხვა რამ შეძლო, სხვა ზეწოლამ რუსეთისგან მთავრობაზე, რომელიც შესაძლოა, თავიდანვე არ იყო მარიონეტი, რთულია ამის თქმა, მაგრამ ნამდვილად გახდა მარიონეტი და სრულიად იმართება [რუსეთის მიერ]. რა სუვერენიტეტზეა საუბარი. სრულიად იმართება რუსეთის მიერ. და დღეს ისინი პრაქტიკულად იმას აკეთებენ, რასაც რუსეთი ეუბნება და ძალიან ნათლად ვხედავთ ამას, რადგან რუსეთის ხელმძღვანელობის ყველა სპიკერი - პესკოვი, სიმონიანი და ყველა სხვა - ყოველ მეორე დღეს ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ კარგი რამ გააკეთა, კარგი რამ თქვა. ანუ, როგორც მინიმუმ, მოსკოვისგან ვიღებთ კომპლიმენტებს,” - განაცხადა ზურაბიშვილმა. https://ghn.ge/index.php/news/356523-sakartvelos-mtavroba-srulad-imarteba-rusetis-mier-salome-zurabishvili სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მთავრობა შესაძლოა, თავიდანვე არ იყო მარიონეტი, მაგრამ ნამდვილად გახდა მარიონეტი და სრულიად იმართება რუსეთის მიერ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/392745065.png 2026-11-11 356523 ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმეს - მედია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების გაფართოებას მხარი დაუჭირეს – სიაში 145 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 11 ნოემბერს, მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიებში 145 ფიზიკური და იურიდიული პირის შეყვანას წინასწარი თანხმობა მისცეს. ისინი დაკავშირებული არიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან, ასევე კიბერშეტევებსა და ჰიბრიდულ საქმიანობასთან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ახალი სანქციების სია საბოლოოდ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. სხდომა ბრიუსელში, ორშაბათს, 16 ნოემბერს გაიმართება. „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის სანქციების სიაში 12 ფიზიკური და 101 იურიდიული პირი შევა. ამ ასეულში 50 რუსული ბანკია“, - განუცხადა წყარომ მედიას. სანქციები ასევე დაუწესდება რამდენიმე კომპანიას, რომლებიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის საქმიანობას უწყობენ ხელს. გარდა ამისა, რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის ფარგლებში სიაში 30 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი მოხვდება, ხოლო ევროკავშირის კიბერშეტევების წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის ფარგლებში - კიდევ ერთი იურიდიული პირი. https://ghn.ge/index.php/news/356522-evrokavshiris-kveqnebis-mudmivma-tsarmomadgenlebma-rusetis-tsinaaghmdeg-akhali-sanktsiebi-sheatankhmes-media ევროკავშირის წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმეს – სიაში 50 რუსული ბანკია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/657766067.png 2026-11-11 356522 ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით - ირაკლი კობახიძე ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში. მთავრობის მეთაურის თქმით,  საქართველო  ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული რჩება. „მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტს მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, ვისაუბრო საქართველოს როლზე ევროპულ არქიტექტურაში. ეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა. თუმცა, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ევროპისთვისაც, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ არქიტექტურაში.     პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკუთარ თავს ევროპულ ერად მივიჩნევთ. ეს ღირებულებებს ეფუძნება და ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციებსა და კულტურაში. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. სწორედ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად. ჩვენ ერთგული ვრჩებით ტრადიციული ევროპული ღირებულებებისა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო გეოგრაფიულად გარკვეულწილად მოწყვეტილი იყო ევროპას. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, საქართველომ გააძლიერა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ევროპასთან და ევროკავშირთან“, - განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/index.php/news/356521-kristianuli-traditsiebisa-da-kulturis-safudzvelze-kartvelebi-qoveltvis-miichnevdnen-sakutar-tavs-evropelebad-chven-traditsiuli-evropuli-ghirebulebebis-ertguli-vrchebit-irakli-kobakhidze ირაკლი კობახიძე - ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1131929892.jpg 2026-11-11 356521 უკრაინამ „კალიბრის“ ტიპის რაკეტების გამშვებ რუსულ ხომალდს დაარტყა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პილოტებმა 11 ნოემბრის ღამეს რუსეთის სარაკეტო ხომალდი „ნარო-ფომინსკი“ დააზიანეს. „ბუიან-М“ კლასის სარაკეტო ხომალდს „კალიბრისა“ და „ონიქსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება შეუძლია. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში  განაცხადეს. იუწყება უკრაინული მედია. რუსეთის სამხედრო ხომალდზე იერიში თავდაცვის ძალების ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა, რომლის დროსაც უკრაინულმა ძალებმა ლენინგრადის ოლქში, რუსეთის პორტ უსტ-ლუგაში მდებარე ნავთობტერმინალზეც მიიტანეს იერიში. ოპერაცია წინასწარ იყო დაგეგმილი და რუსეთზე ღამის თავდასხმის დროს განხორციელდა. მცირე სარაკეტო ხომალდი „ნარო-ფომინსკი“ რუსეთის ბალტიის ფლოტს ეკუთვნის. „ეს ხომალდი „კალიბრისა“ და „ონიქსის“ ფრთოსანი რაკეტების მატარებელია. ის წყალში 2022 წელს ჩაუშვეს“, – განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. უწყება ასევე ამოწმებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 11 ნოემბრის ღამეს ჩატარებული ოპერაციის დროს რუსული საბრძოლო ვერტმფრენებიც განადგურდა. მედიის ცნობით, „ბუიან-М“ კლასის სარაკეტო ხომალდების წყალწყვა 850 ტონას შეადგენს. ისინი აღჭურვილია რვასარაკეტო უნივერსალური გამშვები დანადგარით „კალიბრ-НК“, ასევე „ონიქსის“ ტიპის რაკეტების გამშვები დანადგარებით. გარდა ამისა, ხომალდებს აქვთ საზენიტო არტილერია, ტყვიამფრქვევები და 100-მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარი.   https://ghn.ge/index.php/news/356520-ukrainam-kalibris-tipis-raketebis-gamshveb-rusul-khomalds-daartqa უკრაინამ „კალიბრის“ ტიპის რაკეტების გამშვებ რუსულ ხომალდს დაარტყა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/137675742.png 2026-11-11 356520 გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს, გერმანულ ჰოსპიტალთან საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ორმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა "ტვ პირველის" ინფორმაციით, თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მოკლულია  60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი.  ტელეკომპანიის ინფორმაციით, სახლში მიმავალ ცოლ-ქმარს სადარბაზოში, ლიფტში ორი ნიღბიანი პირი შეჰყვა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მათივე ცნობით, ცოლ-ქმარი სავაჭრო ცენტრ "საბაში" არიან დასაქმებულები.  სავარაუდო დანაშავეები მომხდარის შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ.  შეგახსენებთ, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება დიდუბეში, გერმანული ჰოსპიტლის გვერდით, "ცენტრ-პოინტის" საცხოვრებელ კორპუსში ცოტა ხნის წინ მოხდა.  https://ghn.ge/index.php/news/356519-gavrtselebuli-informatsiit-tsol-kmars-germanul-hospitaltan-satskhovrebeli-korpusis-liftshi-orma-pirma-tsetskhlsasroli-iaraghidan-esrola გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს, გერმანულ ჰოსპიტალთან საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ორმა ნიღბიანმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1124259687.png 2026-11-11 356519 აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჩიევი გარდაიცვალა რუსეთის ელჩი აშშ-ში ალექსანდრ დარჩიევი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.  რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ალექსანდრ დარჩიევი 11 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. „ჩვენი რიგებიდან წავიდა გამორჩეული დიპლომატი, გამოცდილი ხელმძღვანელი, კეთილი მეგობარი და მენტორი. მაღალი კლასის პროფესიონალი, ბრწყინვალე ამერიკათმცოდნე ა.ნ. დარჩიევი რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებაზე მუშაობდა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდაცვალების მიზეზი არ დაუკონკრეტებია. რუსეთმა დარჩიევი აშშ-ში ელჩად 2025 წლის მარტში ოფიციალურად დანიშნა. იმავე წლის ივნისში მან რწმუნებათა სიგელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადასცა. https://ghn.ge/index.php/news/356518-ashsh-shi-rusetis-elchi-aleksandr-darchievi-gardaitsvala აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჩიევი გარდაიცვალა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/751702308.png 2026-11-11 356518 თბილისში, გერმანულ ჰოსპიტალთან 2 ადამიანი ჩაცხრილეს - "ტვ პირველი" თბილისში, ბარათაშვილის სანაპიროზე 2 ადამიანი ჩაცხრილეს, ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.  შემთხვევა გერმანული ჰოსპიტლის გვერდით, ცენტრ პოინტის საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.  ტელეკომპანიის ცნობით,  სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია.  https://ghn.ge/index.php/news/356517-tbilisshi-germanul-hospitaltan-2-adamiani-chatskhriles-tv-pirveli გერმანული ჰოსპიტ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/932544196.jpg 2026-11-11 356517 ტერმინოლოგიური უწიგნურობა – სახელმწიფოებრივი აზროვნების კრიზისის ერთ-ერთი ინდიკატორი დღევანდელ საქართველოში ერთი მეტად უცნაური და, ამავე დროს, საგანგაშო მოვლენა შეიმჩნევა: საჯარო პირები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ექსპერტებად წოდებული ადამიანები და ზოგჯერ გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი თანამდებობის პირებიც კი ერთმანეთისგან ვერ არჩევენ პოლიტიკური და ტექნიკური შინაარსის ტერმინებს. ერთი შეხედვით, შეიძლება ვინმემ ეს უმნიშვნელო ენობრივ უზუსტობად მიიჩნიოს. მაგრამ ნუ მოვიტყუებთ თავს! პრობლემა გაცილებით ღრმაა და გაცილებით სახიფათო. როდესაც ადამიანი სიტყვებს ვერ არჩევს, ეს შეიძლება ენის უცოდინრობა იყოს; როდესაც ცნებებს ვერ არჩევს, ეს უკვე აზროვნების პრობლემაა; ხოლო როდესაც ასეთ მდგომარეობაში სახელმწიფო გადაწყვეტილებებს იღებს, ეს სახელმწიფოებრივი პრობლემაა! მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის გაცილებით ადვილია 2004 წლიდან ბატონ კახა ლომაიას (განათლების მინისტრი 2004-2008) მიერ დაწყებული და თუთიყუშის როლში არაკვალიფიციური ჟურნალისტების მიერ მასმედიიდან დამკვიდრებული არასწორი პრაქტიკის გამეორება, ვიდრე ქართული ენათმეცნიერების კორიფის, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ღვაწლის ცოდნა. როცა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტერმინს არასწორად იყენებ, მხოლოდ სიტყვას კი არ ამახინჯებ – შეიძლება თვითონ სახელმწიფოებრივი მოვლენის არსიც დაამახინჯო! ხშირად ვერ არჩევენ, რასთან გაქვს საქმე უსაფრთხოების ტექნიკურ რისკთან თუ უშიშროების პოლიტიკურ გამოწვევასთან. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც ერთმანეთისგან პოლიტიკურ და ტექნიკურ ცნებებს ვერ ასხვავებენ არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები და გადაწყვეტილების მიმღები პირები. 1. პოლიტიკური და ტექნიკური ტერმინების აღრევა – ცნებითი აზროვნების პრობლემა პოლიტიკური და ტექნიკური ტერმინები სხვადასხვა შინაარსის, დანიშნულებისა და ფუნქციის მატარებელია და სხვადასხვა სააზროვნო სისტემას ეკუთვნის. მათი აღრევა მხოლოდ ლექსიკური შეცდომა არ არის – ეს ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს სათანადოდ გააზრებული ის მოვლენა, რომელზეც მსჯელობს და ვერ ახერხებს თვისებრივად განსხვავებული მოვლენების ბუნების ერთმანეთისგან გამიჯვნას. ამის ნათელი მაგალითია ტერმინების – „უშიშროებისა“ და „უსაფრთხოების“ – აღრევა. ისინი ერთი და იმავე მოვლენის ორი სახელწოდება კი არ არის, არამედ თვისებრივად განსხვავებულ მოვლენებს გამოხატავს. 1. „უშიშროება“ (Security) – პოლიტიკური და სტრატეგიული კატეგორიაა. იგი გულისხმობს ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფას, სახელმწიფოს, საზოგადოების ან პიროვნების დაცვას განზრახი, მიზანმიმართული საფრთხეებისა და მტრული ქმედებებისგან. ეს არის სფერო, რომელშიც არსებობს კონკრეტული მოწინააღმდეგე, საფრთხის სუბიექტი ან მტრული ძალა და რომელიც მოიცავს სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებსა და მათთან დაკავშირებულ მიმართულებებს: სამხედრო უშიშროებას, ინფორმაციულ უშიშროებას, ეკონომიკურ უშიშროებას, პოლიტიკურ უშიშროებას და ა. შ. 2. „უსაფრთხოება“ (Safety) – ტექნიკურ-ოპერაციული კატეგორიაა. იგი გულისხმობს კონკრეტული საქმიანობის, პროცესის, გარემოსა თუ ობიექტის უსაფრთხო პირობების ტექნიკურ უზრუნველყოფას. მისი შინაარსი უკავშირდება ბუნებრივ, ტექნოგენურ ან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ რისკებს, რომელთა პრევენცია ანუ რისკების თავიდან აცილება საინჟინრო-ტექნიკური, ორგანიზაციული თუ სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებებით ხორციელდება. 1932 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გეოლოგების მიერ რუსული ენიდან გადმოქართულებული ტექნიკური ტერმინი „უსაფრთხოება“ აღნიშნავს დაცულობას შემთხვევითი ან ტექნიკური ხასიათის საფრთხეებისგან, მაგალითად: ტექნიკური გაუმართაობა, ხანძარი, საგზაო ინციდენტი. ამ შემთხვევაში არ არსებობს მიზანმიმართული მოწინააღმდეგე – არსებობს რისკფაქტორი, რომლის თავიდან აცილება ან შემცირება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებებით არის შესაძლებელი. სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება სახანძრო უსაფრთხოება, საგზაო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება და ა. შ. ამრიგად, განსხვავება პრინციპულია: „უშიშროება“ პოლიტიკური და სტრატეგიული კატეგორიაა, რომელიც უკავშირდება განზრახ, მიზანმიმართულ საფრთხეებსა და მტრულ ქმედებებს, ხოლო „უსაფრთხოება“ ტექნიკურ-ოპერაციული კატეგორიაა და გულისხმობს ბუნებრივი, ტექნოგენური თუ შემთხვევითი რისკებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციასა და მათგან დაცვას. ვინაიდან ქართულ ენაში ამ უკანასკნელი ცნების გამოსახატავად შესაბამისი სპეციალური ტერმინი არ არსებობდა, ხოლო „უშიშროება“ თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით მას არ შეესაბამებოდა, 1932 წელს შეიქმნა ახალი, ხელოვნური ტერმინი – „უსაფრთხოება“, ხოლო მის ქართულ სამეცნიერო-ტექნიკურ ლექსიკაში დასამკვიდრებლად პირველად შეტანილი იქნა 1957 წელს გამოცემულ ლექსიკონში „ტექნიკური ტერმინოლოგია“. 2. თვისებრივად განსხვავებულ ამ ორ მოვლენას მავანი ვერ ასხვავებს?! აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ დისკურსში „ეროვნული უშიშროების“ ნაცვლად ტერმინ „ეროვნული უსაფრთხოების“ გამოყენება ცნებითი შეცდომაა. საჯარო პირებმა, პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა უნდა იცოდნენ ამ ორი კატეგორიის არსებითი განსხვავება და ტერმინები მათი რეალური შინაარსის შესაბამისად გამოიყენონ. სწორია: ეროვნული უშიშროება, სახელმწიფო უშიშროება, საერთაშორისო უშიშროება, პოლიტიკური უშიშროება, სამხედრო უშიშროება, ინფორმაციული უშიშროება და ა. შ. არასწორია: ეროვნული უსაფრთხოება, სახელმწიფო უსაფრთხოება, საერთაშორისო უსაფრთხოება, პოლიტიკური უსაფრთხოება, სამხედრო უსაფრთხოება, ინფორმაციული უსაფრთხოება და ა. შ. სწორია: საგზაო უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება, პროფესიული უსაფრთხოება, ფრენის უსაფრთხოება და ა. შ. არასწორია: საგზაო უშიშროება, სახანძრო უშიშროება, შრომის უშიშროება, პროფესიული უშიშროება, ფრენის უშიშროება და ა. შ. ეს განსხვავება ახირება არ არის. მას აქვს ცნებითი, ისტორიული და დარგობრივი საფუძველი. ამრიგად, ამ ტერმინების აღრევა ნიშნავს არა უბრალოდ სიტყვების არასწორად გამოყენებას, არამედ პოლიტიკური მოვლენის ტექნიკურში აღრევას და, შესაბამისად, თვითონ მოვლენის ბუნების გაუგებრობას. პოლიტიკური პრობლემა ტექნიკური ღონისძიებით ვერ გადაწყდება, ისევე როგორც ტექნიკური გაუმართაობა პოლიტიკური ლოზუნგით ვერ გამოსწორდება. 3. განათლებას მართავენ, მაგრამ ცნებებს ვერ არჩევენ! ქვეყანაში არსებული კვალიფიკაციებისა და სასწავლო მიმართულებების მარეგულირებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია მინისტრის ბრძანება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“. მისი ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს განათლების სისტემის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველყოფა. აღნიშნულ კლასიფიკატორში ტერმინი „უსაფრთხოება“ მართებულად არის გამოყენებული ტექნიკური და პრაქტიკული საქმიანობის შინაარსის შესაბამის კონტექსტში. მაგალითად: კოდი 0712.3.1 – „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“; კოდი 0712 – „გარემოს დაცვის ტექნოლოგია“; კოდი 1022.1.1 – „პროფესიული უსაფრთხოება“; კოდი 103 – „უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებები“. მაგრამ, განა დღესავით ნათელი არ არის, რომ სოციალური მეცნიერებების სფერო (კლასიფიკატორის ფართო სფერო 03 – „სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია“) არსებითად განსხვავდება ისეთი ფართო სფეროებისგან, როგორიცაა ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა (კოდი 07) და მომსახურებები (კოდი 10)? განსხვავებულია არა მხოლოდ ამ სფეროების შინაარსი და კვლევის საგანი, არამედ მათში გამოყენებული ტერმინოლოგიური კონტექსტიც. მიუხედავად ამისა, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ კლასიფიკატორში სოციალური მეცნიერებების დეტალური სფეროს გრაფაში შავით თეთრზე ვკითხულობთ: „0312.2.2 — ეროვნული უსაფრთხოების კვლევები (National Security Studies)“. ამასთან, ინგლისურენოვანი დასახელების ქართულად გადმოტანისას ტერმინი Security ამჯერად რატომღაც „უსაფრთხოებად“ არის თარგმნილი და არა „უშიშროებად“. გამოდის, რომ ყველა სფეროში ერთი და იმავე ტერმინის – „უსაფრთხოების“ – გამოყენება აუცილებელ პრინციპად მიიჩნიეს, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურენოვანი კლასიფიკატორი თავად იძლევა შესაბამისი ცნებითი განსხვავების შენარჩუნების შესაძლებლობას. ნუთუ განათლების სისტემაშიც რუსული ტერმინოლოგიური გავლენის ინერცია უნდა გაგრძელდეს და უგულებელვყოთ ქართული აკადემიური ტრადიცია, რომელიც 2004 წლამდე სათანადოდ განასხვავებდა ამ ცნებებს? ნუთუ განათლების სფეროს გადაწყვეტილების მიმღები პირებიც ვერ არჩევენ აკადემიურ და ტექნიკურ ტერმინებს? ნუთუ ძნელია იმის გააზრება, რომ „ეროვნული უშიშროება“ თავისი შინაარსითა და არსით გაცილებით ზუსტად გამოხატავს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების კვლევის საგანსა და მიმართულებას? შესაბამისად, აღნიშნული კლასიფიკატორის 0312.2.2 კოდი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „უშიშროების კვლევები (Security Studies)“, უფრო სრულყოფილი იქნება თუ ჩაიწერება „ეროვნული უშიშროების კვლევები“. რაც შეეხება ფართო სფეროს – „მომსახურებები“ (კოდი 10), აქ პროფესიული უსაფრთხოების მიმართულების კვლევითი კომპონენტის ასახვის მიზნით მიზანშეწონილია დაემატოს ახალი კოდი: „1022.1.2 – პროფესიული უსაფრთხოების კვლევები (Occupational Safety Studies)“. მით უმეტეს, ამგვარი დიფერენცირებული მიდგომის კარგი პრაქტიკა და ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მაგალითად, სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ხორციელდება ფართო სფეროს – „მომსახურებები“ (კოდი 10) – შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები: „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა“ (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა); „პროფესიული უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“ (დოქტორანტურა), რომლის ფარგლებშიც ტარდება კვლევები და გაიცემა პროფესიული უსაფრთხოების დოქტორის ხარისხი. ამრიგად, უნივერსიტეტი ტერმინ „უსაფრთხოებას“ სრულიად მართებულად იყენებს ტექნიკური და პროფესიული საქმიანობის შესაბამის კონტექსტში, 1932 წლიდან დამკვიდრებული 94-წლიანი ტრადიციის შესაბამისად. ეს არის საკუთარი სასწავლო, სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის სფეროს შესაბამისი ტერმინოლოგიური გამოყენების თვალსაჩინო მაგალითი. ამავე დროს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიური დეპარტამენტის (ფართო სფერო 03 – სოციალური მეცნიერებები) მიერ შემუშავებულია სილაბუსები: „ეროვნული უშიშროების სისტემური ინფორმაციული უზრუნველყოფა“ (SOS20711G1-LS) და „ეროვნული უშიშროების საფუძვლები“ (SOS24211G2-LS). აღნიშნული სილაბუსების საფუძველზე მრავალი წლის განმავლობაში იკითხებოდა ლექციები ბიზნესის ინჟინერინგის ფაკულტეტზე, ხოლო ამჟამად შესაბამისი სასწავლო კურსები ისწავლება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ეს მაგალითები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერმინების დიფერენცირება არც თეორიულად არის შეუძლებელი და არც პრაქტიკულად – განუხორციელებელი. პირიქით, მას აქვს როგორც აკადემიური საფუძველი, ისე საუნივერსიტეტო გამოცდილება. პრობლემა მხოლოდ ერთი სიტყვის არასწორად შერჩევა არ არის. პრობლემა ცნებითი აზროვნების დეფიციტია, როდესაც განათლების სისტემის მარეგულირებელი დოკუმენტის შემდგენლები ვერ ან არ ითვალისწინებენ განსხვავებას ტექნიკურ-პრაქტიკულ და პოლიტიკურ-სტრატეგიულ კატეგორიებს შორის. განათლების მართვა მხოლოდ ბრძანებებისა და კლასიფიკატორების შედგენას არ ნიშნავს – ის, უპირველესად, ცნებების სწორად გააზრებასა და გამოყენებას მოითხოვს. 4. რუსეთისკენ სრული სვლით?! 1. 2004 წლამდე: ძირძველი ქართული ტერმინი ტრადიციულად თავის ადგილზეა საქართველოში: ეროვნული უშიშროება – სახანძრო უსაფრთხოება რუსეთში: Национальная безопасность – Пожарная безопасность აშშ-ი: National Security – Fire Safety 2. დღეს: რუსული ენიდან გადმოქართულებული ტერმინით – რუსულ ყაიდაზეა საქართველოში: ეროვნული უსაფრთხოება – სახანძრო უსაფრთხოება რუსეთში: Национальная безопасность – Пожарная безопасность აშშ-ი: National Security – Fire Safety 5. ჟურნალისტიკა – მიკროფონი ცოდნის გარეშე განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მედიაში. ჟურნალისტი, რომელსაც არ ესმის იმ საკითხის პროფესიული არსი, რომელზეც მთელი ქვეყნის წინაშე მსჯელობს, მხოლოდ ინფორმაციის გადამცემი აღარ არის – ის შესაძლოა სიყალბის გამავრცელებლად იქცეს. თუ ჟურნალისტი ვერ არჩევს ერთმანეთისგან პოლიტიკურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ და ტექნიკურ ცნებებს, ის უნებლიეთ ავრცელებს მცდარ წარმოდგენებს, რაც საზოგადოებაში ცნებით ქაოსს წარმოშობს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება, თანამდებობის პირებსა და საჯარო სივრცეში მოქმედ ადამიანებს დაუსვას სრულიად ბუნებრივი კითხვები: იცით, რაზე საუბრობთ? გესმით იმ ტერმინების შინაარსი, რომლებსაც იყენებთ? იცით განსხვავება პოლიტიკურ მიზანსა და მისი განხორციელების ტექნიკურ მექანიზმს შორის? გაქვთ თუ არა შესაბამისი პროფესიული კომპეტენცია? ვინ ამოწმებს თქვენს ცოდნას და ვინ აგებს პასუხს თქვენს არაკომპეტენტურობაზე? ეს კითხვები შეურაცხყოფა არ არის. ეს საზოგადოებრივი კონტროლის ელემენტარული მოთხოვნაა. სახელმწიფოებრივი აზროვნება იწყება ცნებების სწორად გააზრებით. და თუ მათ, ვისაც ქვეყნის მართვა, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება ევალება, ელემენტარული ცნებების გარჩევაც არ შეუძლიათ, მაშინ კითხვა მხოლოდ მათ კომპეტენციას კი არ ეხება – კითხვა უკვე სახელმწიფოს მართვის ხარისხს ეხება. ქვეყანას მხოლოდ განათლებული ადამიანების დიპლომები კი არ სჭირდება — მას განათლებული ადამიანების აზროვნება სჭირდება! ჰენრი კუპრაშვილი სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიური დოქტორი ლიტერატურა: 1. კუპრაშვილი, ჰ. 2024. აკადემიურ სასწავლო და სამეცნიერო კვლევებში ზოგიერთი ტერმინის გამოყენების საკითხისათვის. ტერმინოლოგიის საკითხები VI. თბილისი: ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, გვ. 97-112. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/167/170   2. კუპრაშვილი, ჰ. 2022. საქართველოს ეროვნული უშიშროება. მონოგრაფია, მთ. რედ. ი. გაბისონია. რედაქტორები.: ჯ. გაბელია, ჯ. გახოკიძე, ა. გეგეშიძე, ა. გვენეტაძე, ი. კვესელავა, თ. კიკნაძე, თ. ლომინაძე, ნ. ოდიშელიძე, ა. სიჭინავა, გ. სოფაძე, ი. ქართველიშვილი, ნ. ჩიტაძე, მ. ჯიქია. თბილისი: უნივერსალი, 702 გვ. https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/542770 3. კუპრაშვილი, ჰ. 2026. ინფორმაციული ომები და საერთაშორისო კიბერსივრცე. დამტკიცებულია სახელმძღვანელოდ სტუ-ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ (26.03.2026, ოქმი #1). თბილისი: საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“. ISBN 978-9941-528-12-5 https://drive.google.com/file/d/12_tKxtsQVNanz0zLip5zpX-T1YuWqXsv/view 4. ენობრივი ვოლუნტარიზმი: ქართულს გვასწავლიან... https://www.ghn.ge/news/346652-enobrivi-voluntarizmi-kartuls-gvastsavlian 5. სად არის ეროვნული უშიშროების საბჭო? https://www.ghn.ge/news/348040-sad-aris-erovnuli-ushishroebis-sabcho 6. რატომ უნდა იყოს საგანი "ეროვნული უშიშროების საფუძვლები" დიპლომატიური აკადემიის განუყოფელი ნაწილი? https://ghn.ge/news/349653-ratom-unda-iqos-sagani-erovnuli-ushishroebis-safudzvlebi-diplomatiuri-akademiis-ganuqofeli-natsili საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სახელმწიფო ენის დეპარტამენტი • State Language Department სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia https://ghn.ge/index.php/news/356515-terminologiuri-utsignuroba-sakhelmtsifoebrivi-azrovnebis-krizisis-ert-erti-indikatori ტერმინოლოგიური უწიგნურობა – სახელმწიფოებრივი აზროვნების კრიზისის ერთ-ერთი ინდიკატორი საზოგადოება https://www.ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/868502198.jpg 2026-11-11 356515 შესანიშნავი იქნებოდა - ჯარედ კუშბერი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს პირისპირ შეხვედრა გაემართათ. ამის შესახებ კუშნერმა აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრამდე მოლაპარაკებებში უფრო მეტ პროგრესს ელოდება. „ვფიქრობ, შესანიშნავი იქნებოდა, თუ ისინი ნებისმიერ დროს შეხვდებიან ერთმანეთს. ჩემი აზრით, ეს კარგი იქნებოდა. თუმცა, როგორც მე მესმის, რუსებმა განაცხადეს, რომ ამ შეხვედრამდე უფრო მეტი პროგრესის მიღწევა სურთ. აშკარაა, რომ ლიდერებს შორის დიდი ნდობა ან სიმპათია არ არსებობს... იმასაც ვიტყვი, რომ ასეთ შეთანხმებებს დრო სჭირდება“, - აღნიშნა კუშნერმა. აბუ-დაბიში მოლაპარაკებების მეორე დღის შედეგების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ კუშნერი და სტივ უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრებიან, სადაც ვლადიმორ პუტინს შეხვდებიან. ამის შემდეგ კი დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა იგეგმება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები, რუსეთის მოთხოვნები და ომისშემდგომი პერიოდის საკითხები განიხილეს. https://ghn.ge/index.php/news/356516-shesanishnavi-ikneboda-jared-kushberi-volodimir-zelenskisa-da-vladimir-putinis-shesadzlo-shekhvedraze „შესანიშნავი იქნებოდა“: ტრამპის სიძემ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის შესაძლებლობა შეაფასა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1114173922.png 2026-11-11 356516 აბუ-დაბიში სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაგვესხნენ - მერაბ დვალიშვილი მერაბ დვალიშვილს სასტუმროში თავს დაესხნენ. ცოტ ხნის წინ, ქართველმა ჩემპიონმა "ინსტაგრამზე" თავად გაავრცელა ვიდეო,  სადაც ის დასისხლიანებულია. დვალიშვილი ვიდეოში ამბობს, რომ სასტუმროს ფოიეში გასაუბრების დროს მას უკნიდან უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები  მიეპარნენ და ცემა დაუწყეს. „სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვიძლეოდი, როცა უსმანი და მისი მეგობრები უკნიდან მომეპარნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს მუშტებით ცემა დაგვიწყეს. დაცვის წევრები ხელს მიჭერდნენ, ხოლო თავად ისინი, ნამდვილი ლუზერებივით, ძირს დაცემულებს ფეხებით გვცემდნენ“,- ამბობს დვალიშვილი ვიდეოში.  https://ghn.ge/index.php/news/356514-abu-dabishi-sastumroshi-usman-nurmagomedovi-da-misi-megobrebi-tavs-dagveskhnen-merab-dvalishvili მერაბ დვალიშვილი - აბუ-დაბიში სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან მოგვეპარნენ და თავს დაგვესხნენ საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1163657194.png 2026-11-11 356514 რუსეთში უკრაინელი ბავშვების მიზანმიმართული დეპორტაციის მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს - კაია კალასი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის ორგანიზებული კამპანიის შესახებ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოთხშაბათს, ბრიუსელში გამოსვლისას კალასმა განაცხადა, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გადაწყვეტილება პირადად ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა. „უკანონოდ დეპორტირებულია 20 500-ზე მეტი ბავშვი. მიმდინარე წელს ეუთო-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კამპანია, რომლის მიზანიც ბავშვებში, ადრეული ასაკიდანვე, უკრაინული იდენტობის განადგურებაა. ყველა მტკიცებულება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს“, - განაცხადა მან. კალასის თქმით, ამჟამად ვითარება „შემზარავ და დამახინჯებულ სახეს იღებს“. „დიდი ალბათობით, რუსეთი გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს ახლა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად აგზავნის“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. მან განაცხადა, რომ ევროკავშირმა ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მისი თქმით, სანქცირებულთა სია ცოტა ხნის წინ გაფართოვდა და მასში დამატებით ბავშვთა ბანაკებიც შეიყვანეს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეაში მდებარე საერთაშორისო ბავშვთა ბანაკი „სონდო-1“, სადაც უკრაინელი ბავშვები აღმოაჩინეს. „რუსეთი ბავშვებს იტაცებს, ჩრდილოეთ კორეა კი მათ იდეოლოგიურ დამუშავებას ახორციელებს. ასე ინაწილებენ დიქტატურები „მოვალეობებს“, - აღნიშნა კალასმა. კალასის განცხადებით, დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად მსოფლიო ამ ბავშვებს ყურადღებას არ აკლებს. „2025 წლის დეკემბერში ევროკავშირი გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანაავტორი იყო. რეზოლუცია გაერო-ს გენერალურ მდივანს მოუწოდებდა, უშუალოდ ჩართულიყო რუსეთთან ურთიერთობაში, რათა დაედგინა ბავშვების ადგილსამყოფელი, შეეფასებინა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამართლებრივი სტატუსი და უზრუნველეყო მათი დაბრუნება. ახლა ამ მიმართულებით კონკრეტულ შემდგომ ნაბიჯებს ველოდებით“, - განაცხადა კალასმა. მისივე თქმით, საერთაშორისო ძალისხმევას შედეგი მოაქვს და მიმდინარე თვის მონაცემებით, უკრაინაში 2 719 ბავშვია დაბრუნებული, მათ შორის 13 ბავშვი და მოზარდი - გასულ კვირას. „პატივცემულო დეპუტატებო, რუსეთის უკანონო აგრესიული ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებამ არა მხოლოდ უნდა შეამციროს ის საფრთხეები, რომლებსაც რუსეთი ევროპის კონტინენტს უქმნის, არამედ უზრუნველყოს თითოეული უკრაინელი ბავშვის მშობლებთან დაბრუნებაც. თუ ამის მიღწევა ვერ მოხერხდება, ეს კაცობრიობის სინდისზე სამუდამო შავ ლაქად დარჩება“, - განაცხადა კალასმა. https://ghn.ge/index.php/news/356513-rusetshi-ukraineli-bavshvebis-mizanmimartuli-deportatsiis-mtkitsebulebebi-katsobriobis-tsinaaghmdeg-chadenil-danashaulze-miutitebs-kaia-kalasi კალასი: უკრაინელი ბავშვების რუსეთში მიზანმიმართული დეპორტაციის მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1121498023.jpg 2026-11-11 356513 ჩვენი ხელისუფლება ადასტურებს მზაობას თავისი წვლილი შეიტანოს ყველა იმ გლობალურ ინიციატივაში, რომელიც მიმართულია ეკოლოგიური მდგრადობისა და გარემოს გაუმჯობესებისკენ - მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა კლიმატის ცვლილებაზე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ სტაბილურობასთან, ენერგეტიკულ და სურსათის უვნებლობასთან. „ის ემუქრება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, ეკოსისტემებს და ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას - ადამიანების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობას. საქართველო სრული პასუხისმგებლობით აცნობიერებს ამ გლობალურ გამოწვევებს. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტითა და ბიომრავალფეროვნებით, თუმცა, ამავდროულად, მოწყვლადია კლიმატური რისკების მიმართ. კლიმატის ცვლილება უდიდეს გლობალურ საფრთხესთან ერთად, შესაძლებლობაცაა საერთაშორისო სოლიდარობის გასაძლიერებლად, ერთობლივი ძალისხმევითა და მჭიდრო კოორდინაციით უსაფრთხო მომავლის ასაშენებლად. გლობალური დათბობის 1.5 გრადუსით შეზღუდვის მიღწევის გზა თანამშრომლობასა და ურთიერთნდობას უნდა ეფუძნებოდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე და ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „საქართველო კვლავაც ურყევად უჭერს მხარს მშვიდობას, სტაბილურობასა და კონსტრუქციულ დიალოგს, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ხელისუფლება ადასტურებს მზაობას, მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და თავისი წვლილი შეიტანოს ყველა იმ გლობალურ ინიციატივაში, რომელიც მიმართულია ეკოლოგიური მდგრადობისა და გარემოს გაუმჯობესებისკენ. მხოლოდ ერთობლივი, კოორდინირებული და პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით შევძლებთ უფრო ძლიერი საზოგადოებების, მდგრადი ეკონომიკებისა და უსაფრთხო მომავლის შენებას ჩვენი შვილებისთვის“,- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქეთის მთავრობას კონფერენციის მასპინძლობისთვის, აგრეთვე, COP31-ის ორგანიზებაში ჩართულ მხარეებს გაწეული ძალისხმევისთვის. პრეზიდენტთან ერთად კონფერენციას დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი. https://ghn.ge/index.php/news/356512-chveni-khelisufleba-adasturebs-mzaobas-tavisi-tsvlili-sheitanos-qvela-im-globalur-initsiativashi-romelits-mimartulia-ekologiuri-mdgradobisa-da-garemos-gaumjobesebisken-mikheil-qavelashvili ჩვენი ხელისუფლება ადასტურებს მზაობას თავისი წვლილი შეიტანოს ყველა იმ გლობალურ ინიციატივაში, რომელიც მიმართულია ეკოლოგიური მდგრადობისა და გარემოს გაუმჯობესებისკენ - მიხეილ ყაველაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2094954537.jpeg 2026-11-11 356512 მრგვალ ბაღთან მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა, 7 პირი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თბილისში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ბრალდებულები უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. „კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა პირმა დაპირისპირებაში მონაწილე ახალგაზრდას ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სამი ჭრილობა მიაყენა. დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად პოლიციამ ცხელ კვალზე 7 პირი ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://ghn.ge/index.php/news/356510-mrgval-baghtan-momkhdari-dapirispirebis-sakmeze-ra-drosats-erti-adamiani-daichra-7-piri-daakaves მრგვალი ბაღის მიმდებარედ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების საქმეზე, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა, 7 პირი დააკავეს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1418052396.png 2026-11-11 356510 ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა! მზაკვარ, გულმხეც ივანიშვილს ნუ წავაშლევინებთ ჩვენი სამშობლოს კვალს - ლევან ხაბეიშვილი ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა! , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქართველ ერს „ამცირებს და აპატარავებს“. „ივანიშვილი გვამცირებს, გვაპატარავებს! პირდაპირი მნიშვნელობით გვაცოტავებს. მუდმივად გვიმეორებენ, რომ პატარა ქვეყანა და მცირე ერი ვართ... არავინ არ ვართ, რუკაზე არ ვჩანვართ, ცოტანი ვართ და ასე შემდეგ! რეალურად, უდიდესი ერი ვართ და ჩვენი დონის, დროის, ისტორიით თითზე ჩამოსათვლელი თუ დაიკვეხნის. არც ცოტანი ვართ! არანაირი 3 მილიონი და მცირე არ ვართ! 3 მილიონი და 2 მილიონი დაგვტოვეს საქართველოში და დანარჩენი გააქციეს, „გადაასახლეს“ საქართველოდან! ქართველები მინიმუმ 7-8 მილიონი ვართ, თუ არა 10 მილიონი - მიმოფანტული, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში! არც ასეთი მცირე ვართ, რომ ასე ვიკნინებდეთ თავს და გვაგუებდნენ „პატარაობას“, არაფრობას. ჩვენი 1/3 არ არის ისრაელი და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ერია, ქვეყანაა! თავაწეული, ღირსეული და არასდროს „იპატარავებენ“ თავს. ტერიტორიას, რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ 3-ჯერ მეტნი ვართ ქართველები, ვიდრე მუდმივად ჩაგვჩიჩინებენ. ამასაც იმიტომ აკეთებენ, რომ ამბიცია არ გვქონდეს. რომ სოფელი ვართ, არავინ ვართ, უძლურები და „ჩმორები“ ვართ! ამას „გვასწავლის“ ბიძინა... ისეთი ჩმორები, რომ მუხლის კანკალით, ფორთხვით უნდა ვეახლოთ ჩვენი დედების, ძმების გამჟლეტ, დამხვრეტ რუსეთს და ყველა მეგობარს შევუბღვიროთ, გავლანძღოთ - ვინც მოგვიწოდებს ვიყოთ სახელმწიფო და არა რუსეთის გუბერნია! ნამუსი ახადა სახელმწიფოს, დაგვცინა, მასხრად აგვიგდო! ყაველაშვილს პრეზიდენტი დაარქვა, ზარქუას პარლამენტარი, წულუკიანს მინისტრი, ნანა კაკაბაძეს პატრიოტი, ანწუხელიძეს პიარს შეწირული, კობახიძეს პრემიერი და ა.შ. მიზანმიმართულად მკვლელი ნარკოტიკი დაყარა ყველა სადარბაზოში და ახალგაზრდების გაუბედურება, გენოფონდის განადგურება განიზრახა. გარყვნა, თაღლითებად ზრდის ქოლცენტრებში ნარჩევ თაობას. არაკაცობა, ჩაშვება, ერთმანეთის დაწიოკება, ანტიქრისტიანული ქმედებები ყოველდღიურ ნორმად აქცია. არ შევეგუოთ! არ დავნებდეთ! დიდი ერი ვართ! ძალიან ბევრნი ვართ! ღირსეული, მებრძოლი, უტეხი სულის პატრონი ერი ვართ! დავითის, ილიას, თამარის, ამბროსის, მერაბის ერი, მშობელი სახელმწიფო ვართ! ნუ დავიმცირებთ თავს და ეშმაკისეულ, თანამედროვეობის ავაზაკად ქცეულ, მზაკვარ, გულმხეც ივანიშვილს ნუ წავაშლევინებთ ჩვენი სამშობლოს კვალს. გამოფხიზლდით! კლავიატურა და პულტები დაწვით! ფეხზე ადექით!”, - ნათქვამია წერილში. https://ghn.ge/index.php/news/356511-vetankhmebi-meufe-iobs-man-tkva-ase-gagrdzeleba-aghar-sheidzleba-khma-ghvtisa-da-khma-erisa-mzakvar-gulmkhets-ivanishvils-nu-tsavashlevinebt-chveni-samshoblos-kvals-levan-khabeishvili ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა! პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/540663916.jpeg 2026-11-11 356511 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Georgia 2026 გაიმართა საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით და იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართა. კონფერენციამ 500-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა და ერთ სივრცეში გააერთიანა ბიზნესის ლიდერები, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტები. eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. ღონისძიების მიზანია ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების გაძლიერება და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები საცალო ვაჭრობის მომავალი, ელექტრონული კომერციის ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტრანსსასაზღვრო კომერცია იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია, გადახდების უსაფრთხოება, მომხმარებლის ნდობა, ლოგისტიკა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები. ღონისძიების პროგრამა მოიცავდა მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და ნეთვორქინგის სესიებს. კონფერენციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ინდუსტრიის ახალ ტენდენციებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი საქმიანი კავშირები. საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სექტორის წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. https://ghn.ge/index.php/news/356509-sakartvelos-bankis-mkhardacherit-ecommerce-georgia-2026-gaimarta საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Georgia 2026 გაიმართა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/16678842.png 2026-11-11 356509 არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი - მეუფე ილარიონი ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ერის სადარაჯოზე. არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, - ასე ეხმაურება მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი მეუფე იობის 10 ნოემბრის ქადაგების შესახებ საზოგადოების შეფასებებს. მეუფე ილარიონის გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ზურგს აქცევს და ერის გამანადგურებელ პროცესებს უწყობს ხელს, თავადვე შორდება ამ კურთხევასა და საღვთო მადლს. "საზოგადოებაში განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია და ფართო განხილვის საგანი გახდა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის 10 ნოემბრის ქადაგება, რომელშიც მან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ სულიერ, სოციალურ და ეროვნულ გამოწვევებზე. გვსურს, ამ საკითხთან დაკავშირებით დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ეკლესიის მისიასა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ერის სადარაჯოზე. არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა. ეკლესიის ისტორია გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი მწყემსი არასდროს უშინდება მიწიერ ძალაუფლებას, როდესაც საქმე ერის გადარჩენას ეხება. ჩვენ გვახსოვს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სიმტკიცე მეფის წინაშე, წმინდა იოანე ოქროპირის მხილება სამეფო კარის უსამართლობაზე და წმინდა ამბროსი ხელაიას თავგანწირვა საბჭოთა რეჟიმის პირისპირ. სწორედ ამ მემკვიდრეობის ერთგულება გვავალდებულებს დღესაც, ხმამაღლა და შეულამაზებლად ვთქვათ სიმართლე მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება ერის ზნეობრივ საფუძვლებსა და მომავალი თაობის გადარჩენას. ნებისმიერი ღვთისმსახურების დროს ეკლესია ლოცულობს „ქრისტესმოყვარისა მთავრობისა და მხედრობისათვის“. ეს ლიტურგიკული ფორმულა უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფალს. მთავრობა „ქრისტესმოყვარე“ და ღვთისგან კურთხეულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ქრისტიანული ზნეობით, სამართლიანობითა და მოყვასის სიყვარულით მართავს ქვეყანას, იცავს სარწმუნოებას, ეროვნულ ღირებულებებსა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობას. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ზურგს აქცევს და ერის გამანადგურებელ პროცესებს უწყობს ხელს, თავადვე შორდება ამ კურთხევასა და საღვთო მადლს. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ სათამაშო ბიზნესისა და ნარკოტიკული საშუალებების უკონტროლო გავრცელებითა და ფაქტობრივი წახალისებით, ჩვენი ახალგაზრდობა უმძიმესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ლუდომანია და ნარკომანია ანადგურებს ოჯახებს და ართმევს ქვეყანას მომავალს. ამავდროულად, უკიდურესად შემაშფოთებელია ქვეყანაში შექმნილი მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა. მაშინ, როდესაც ქართველი მოსახლეობა იძულებულია, ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გადაიხვეწოს და ქვეყანა იცლება ადგილობრივი მოსახლეობისგან, ვხედავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის არაბული ქვეყნებიდან მიგრანტებისა და ვიზიტორების უკონტროლო და მასობრივ შემოდინებას, მიწებისა და ქონების გასხვისებას. ასეთი უპასუხისმგებლო საემიგრაციო და ეკონომიკური პოლიტიკა პირდაპირ ემუქრება საქართველოს ეროვნულ იდენტობას, კულტურულ თვითმყოფადობასა და დემოგრაფიულ ბალანსს. ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო მიყურადება და თვალთვალი, რომელიც მიმართულია როგორც სასულიერო პირების, ისე ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ. ადამიანის თავისუფლება და ღირსება ღვთისგან ბოძებული უზენაესი ნიჭია, ხოლო პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ მორალს, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ეკლესიის შიდა ცხოვრებასა და მოქალაქეთა პირად სივრცეში ასეთი ჩარევა ძირს უთხრის საზოგადოებრივ ნდობას და აზიანებს თავად სახელმწიფოს საფუძვლებს. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, დამოუკიდებლობასა და ერის საერთო კეთილდღეობისთვის მსახურებას. ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა და ჩვენი მრევლის წინაშეა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააცნობიეროს საკუთარი ისტორიული პასუხისმგებლობა ერისა და ღვთის წინაშე, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი, გადადგას ქმედითი ნაბიჯები სათამაშო ბიზნესისა და ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ, გაატაროს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული საემიგრაციო და დემოგრაფიული პოლიტიკა და დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო", - წერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი. https://ghn.ge/index.php/news/356508-arsebobs-dro-rodesats-dumili-ara-tavmdabloba-aramed-pasukhismgeblobisgan-tavis-aridebaa-movutsodebt-khelisuflebas-shetsqvitos-mokalaketa-da-sasuliero-pirta-ukanono-tvaltvali-meufe-ilarioni არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1914379783.png 2026-11-11 356508 უკრაინის პრიორიტეტია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი და მიღწეული იყოს ღირსეული მშვიდობა, ევროპა დიპლომატიის ყველა რეალურ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრიორიტეტია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი და მიღწეული იყოს ღირსეული მშვიდობა, მიგვაჩნია, რომ ევროპა დიპლომატიის ყველა რეალურ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკი აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეს, ართა გავლენა მოახდინოს რუსეთზე ჩვენმა გუნდმა აბუ-დაბიში ამერიკულ და რუსულ მხარეებთან გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამა, ასევე კოორდინაცია გაუწია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მყოფ ევროპელ პარტნიორებს. პირველ რიგში, არსებობს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შეთანხმება ტყვეების ახალი გაცვლისთვის მზადების შესახებ. მეორე - მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები განიხილეს. აუცილებელია, რომ პირველი ნაბიჯი ამ ომის დასრულება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა იყოს. მესამე - განიხილეს შემდგომი მუშაობის უფრო ფართო ფორმატები, რომლებშიც ევროპელებიც ჩაერთვებიან. შემდეგ ამერიკელი წარმომადგენლები რუსეთში გაემგზავრებიან. ამ მოლაპარაკებების შემდეგ კი კიდევ ერთხელ შევაჯერებთ ჩვენს პოზიციებს და განვსაზღვრავთ, რა ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი. ხვალ მათ დუბლინში შევხვდებით. უკრაინის პრიორიტეტია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი და მიღწეული იყოს ღირსეული მშვიდობა, მიგვაჩნია, რომ ევროპა წარმომადგენლობა დიპლომატიის ყველა რეალურ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, შეერთებულ შტატებს მტკიცე პოზიცია ჰქონდეს და გავლენა მოახდინოს ამ ომის გამომწვევ მხარეზე - რუსეთზე, რათა რუსეთმა თავადვე შეწყვიტოს მის მიერ დაწყებული ომი. მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესს ხელს უწყობს! მადლობას ვუხდი ამერიკულ მხარეს შეხვედრების ორგანიზებისა და შუამავლობისთვის. მადლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოლაპარაკებებისთვის ადგილის გამოყოფისთვის. მადლობა მეტეს და ყველა ჩვენს ევროპელ მეგობარს მშვიდობის მისაღწევად გამოხატული პრინციპული და მტკიცე პოზიციისთვის", - წერს ზელენსკი.     https://ghn.ge/index.php/news/356507-ukrainis-prioritetia-rats-sheidzleba-stsrafad-dasruldes-omi-da-mightseuli-iqos-ghirseuli-mshvidoba-evropa-diplomatiis-qvela-realur-etapze-tsarmodgenili-unda-iqos-volodimir-zelenski უკრაინის პრიორიტეტია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი და მიღწეული იყოს ღირსეული მშვიდობა, ევროპა დიპლომატიის ყველა რეალურ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს - ვოლოდიმირ ზელენსკი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/489296702.png 2026-11-11 356507 როგორ შეგიძლია მოიპოვო AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და მისი პრაქტიკაში გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობისთვის. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკი, UN Women-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით სასტიპენდიო პროგრამას - AI სტიპენდია გოგოებისთვის ახორციელებს.  ინიციატივის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ქალს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლოს ხელოვნური ინტელექტი 10 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში 100%-იანი დაფინანსებით. ვის შეუძლია AI სტიპენდიის მიღება? სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა სურს. წინასწარი პროფესიული გამოცდილება ან ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობა აუცილებელი პირობა არ არის - აპლიკანტების შერჩევის კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. როგორ უნდა შეავსო განაცხადი? საქართველოს ბანკის AI სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა: ეწვიო სასტიპენდიო პროგრამის ვებგვერდს და შეარჩიო სასურველი აკადემია და სასწავლო კურსი; შეავსო ელექტრონული განაცხადის ფორმა; წარადგინო სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერ, რატომ გაინტერესებს არჩეული მიმართულება და როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას. პროგრამაზე განაცხადების მიღება 25 ნოემბერს დასრულდება. როგორ ხდება სტიპენდიატების შერჩევა? განაცხადების მიღების შემდეგ აკადემიები აპლიკაციებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით განიხილავენ. შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: აპლიკაციების პირველადი გადარჩევა; შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შეფასება. შერჩევის პირობები და კრიტერიუმები პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით? AI სტიპენდიით გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის სწავლა 10 პროფესიულ აკადემიაში არის შესაძლებელი, მათ შორისაა: სმარტ აკადემია - Smart Academy; თბილისის კომუნიკაციის სკოლა - Tbilisi School of Communication; ციფრული ინდუსტრიის აკადემია - Academy of Digital Industries; აიტი აკადემია სტეპი - IT Academy STEP; ეჯაილ სქული - AgileSchool; სქილვილი - Skillwill; სქეილაფი - ScaleUp; ელექტრონული აკადემია - Electronic Academy; რე ედუქეითი - Re; დიზაინ ინსტიტუტი. პროგრამის, პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე და განათლების გზაზე არ გაჩერდე. საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი. https://ghn.ge/index.php/news/356506-rogor-shegidzlia-moipovo-ai-stipendia-gogoebistvis-gakhdi-sakartvelos-bankis-stipendiati-da-istsavle-khelovnuri-intelektis-safudzvlebi როგორ შეგიძლია მოიპოვო AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1604411838.jpg 2026-11-11 356506 აბუ-დაბიში მოლაპარაკებების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო - დავით არახამია უკრაინის უმაღლესი რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, 11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. ამის შესახებ არახამიამ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. არახამიას თქმით, რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებებზე ძალიან მკაცრი მითითებებით მივიდა, რის გამოც დისკუსიის ტონის შერბილება უკიდურესად რთული აღმოჩნდა. „რადგან ამ პროცესში 2022 წლიდან ვმონაწილეობ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე რთული რაუნდი იყო. ვფიქრობ, რუსები ძალიან მკაცრი მითითებებით მოვიდნენ, ამიტომ დისკუსიის შერბილება უკიდურესად რთული იყო“, - განაცხადა არახამიამ. ამასთან, არახამიამ აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებმა შეძლეს დისკუსიის ისე წარმართვა, რომ მხარეებმა ომის შემდგომი ვითარების განხილვა დაიწყეს, რამაც დიალოგი უფრო პროდუქტიული გახადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმება იყო. არახამიამ იმედი გამოთქვა, რომ ეს გაცვლა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება. მოლაპარაკებების შემდეგ არახამიამ ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში ევროპის ქვეყნების მონაწილეობა აუცილებელია, რადგან განხილული საკითხები ევროპის ომისშემდგომ უსაფრთხოებასაც ეხება. ორი დღის განმავლობაში მხარეებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ომის შემდგომი აღდგენა და ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა განიხილეს. აშშ-ის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 12 ნოემბერს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ, შემდეგ კი დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავენ. https://ghn.ge/index.php/news/356505-abu-dabishi-molaparakebebis-es-raundi-ert-erti-qvelaze-rtuli-iqo-davit-arakhamia არახამია: აბუ დაბიში მოლაპარაკებების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1322261611.png 2026-11-11 356505 მარიამ ლაშხმა, ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ქართველ ეპისკოპოსებზე გადავიდა, პატივი ეცით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?! - სოფიო ხორგუანი სინოდის წევრი, ეპისკოპოსი, მეუფე იობი, სამწუხაროდ, თავდასხმების ობიექტი გახდა. ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიას პატივს ვცემთ და არ ვყოფთ ეპისკოპოსებს იმის მიხედვით, ვის რა შეხედულება აქვს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, სოფიო ხორგუანმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა მან „ქართული ოცნების“ წევრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ეპისკოპოსების პატივისცემისაკენ მოუწოდა. „აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ ამაზრზენ კამპანიას, რომელიც აგორებულია ქართველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის წინააღმდეგ. ქალბატონმა მარიამმა [ლაშხმა], ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ქართველ ეპისკოპოსებზე გადავიდა. სინოდის წევრი, ეპისკოპოსი, მეუფე იობი, სამწუხაროდ, თავდასხმების ობიექტი გახდა. ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიას პატივს ვცემთ და არ ვყოფთ ეპისკოპოსებს იმის მიხედვით, ვის რა შეხედულება აქვს. თქვენც მოგიწოდებთ ასევე, პატივი ეცით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ეპისკოპოსებს, სინოდის წევრებს და თავი შეიკავეთ შეფასებებისგან. ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?!,“ - განაცხადა ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული ცვლილების განხილვა მიმდინარეობდა. ხორგუანის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა: „ქალბატონო სოფიო, „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონის დროს, თქვენ რომ საქართველოს ეკლესიაზე საუბრობთ, მე მგონი, ცოტა უნდა დაფიქრდეთ ფორმატზე, სად ხართ. უნდა მიხვდეთ უბრალოდ, რა თემასთან დაკავშირებით რა თემაზე საუბრობთ. სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ კანონთან დაკავშირებით ეკლესიის თემა უნდა შემოიტანოთ?! ხომ უნდა შეგრცხვეთ ცოტათი ახლა, რა. თუ რაიმე სათქმელი გაქვთ, გახვალთ გარეთ და შეგიძლიათ ჟურნალისტებთან თქვათ. ცოტა თემასაც ხომ უნდა დაუკვირდეთ?! სავაჭრო სამრეწველო პალატასთან დაკავშირებით საკითხზე კითხვის დროს იყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკლესიაზე ილაპარაკოთ? რა თემასთან დაკავშირებით რა თემა შემოგაქვთ საერთოდ?! როგორც მივხვდი კითხვა არ გაქვთ, განცხადებისთვის გნდომებიათ [დროის გამოყენება]. ამას ჰქვია სპეკულაცია და თანაც უღირსი სპეკულაცია,“ - მიმართა პაპუაშვილმა ხორგუანს.  ცნობისათვის "ქართული ოცნების" დეპუტატმა მეიფე იობის ქადაგებასთან დაკავშირებით  "ტვ პირველის" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას ასე  უპასუხა: "ღმერთმა შეუნდოს". შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ურწმუნოა.და მან „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.  https://ghn.ge/index.php/news/356504-mariam-lashkhma-albat-ukve-daamtavra-masonebtan-brdzola-da-kartvel-episkoposebze-gadavida-pativi-etsit-sakartvelos-martlmadidebel-eklesias-vis-unda-sheundot-tkven-rame-sofio-khorguani მარიამმა ლაშხმა, ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ქართველ ეპისკოპოსებზე გადავიდა, პატივი ეცით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?! - სოფიო ხორგუანი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1860346370.png 2026-11-11 356504 ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.03 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.16 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8895 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.84 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4551 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.16 თეთრი შეადგინა. https://ghn.ge/index.php/news/356503-lari-dolartan-da-evrostan-gamqarda ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1682373448.png 2026-11-11 356503 COP17 - საქართველოს მიღწევები, საერთაშორისო თანამშრომლობა და სამომავლო პრიორიტეტები 19-30 ოქტომბერს, სომხეთის დედაქალაქმა ერევანმა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ გაეროს კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციას (COP17) უმასპინძლა. საერთაშორისო ღონისძიებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლები გააერთიანა. კონფერენციის მთავარი მიზანი კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო-პროგრამით განსაზღვრული მიზნების შესრულების პროგრესის შეფასება და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვასა და აღდგენას, სახეობათა კონსერვაციას, დაცული ტერიტორიების განვითარებას, ბიომრავალფეროვნების დაფინანსებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის მინისტერიალში და საქართველოს ეროვნული განცხადება წარადგინა, რომელშიც ქვეყნის მიერ ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან და საქართველოს პავილიონში ჩატარდა თემატური ღონისძიებები. COP17-ის მნიშვნელობის, საქართველოს მიერ წარმოდგენილი შედეგების, საერთაშორისო პარტნიორებთან განხილული საკითხებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ გვესაუბრება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიანა გიორგაძე. რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრაში (COP17) მონაწილეობას და რამდენად მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პლატფორმაზე ქვეყნის მიერ ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების წარმოჩენა? COP17-ში მონაწილეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო როგორც ქვეყნის მიერ ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად, ისე გლობალური გარემოსდაცვითი დღის წესრიგის ფორმირებაში აქტიური მონაწილეობისთვის. საქართველო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით გამორჩეული ქვეყანაა და მისი უნიკალური ეკოსისტემებისა და სახეობების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კონფერენციაზე წარმოვაჩინეთ კონკრეტული შედეგები, რომლებიც ადასტურებს, რომ საერთაშორისო ვალდებულებებს პრაქტიკული ნაბიჯებით ვასრულებთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობი გაორმაგდა და მილიონ ჰექტარს გადააჭარბა. 2026 წელს შეიქმნა 12 ახალი დაცული ტერიტორია, რომელთა საერთო ფართობი 136 185 ჰექტარია. ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის კონსერვაციული ტერიტორიების, მათ შორის ზურმუხტის ქსელის გათვალისწინებით, დაცვის სტატუსის მქონე ტერიტორიები ქვეყნის ფართობის თითქმის 23%-ს მოიცავს. ასევე წარმოვაჩინეთ სახეობათა აღდგენის წარმატებული გამოცდილება, მათ შორის სამუხის ველზე ქურციკის პოპულაციის აღდგენის შედეგები, სადაც ინდივიდების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო საერთაშორისო პლატფორმაზე წარმოდგენილი იყოს არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებით მდიდარ ქვეყნად, არამედ პარტნიორად, რომელსაც აქვს კონკრეტული გამოცდილება და მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური მიზნების მიღწევაში. ეს აძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს და ქმნის ახალ საერთაშორისო პარტნიორობათა შესაძლებლობებს. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ გამართა შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა თემატურ ღონისძიებაში. რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება შეხვედრების დროს და რა ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გამოიკვეთა საქართველოსთვის? COP17-ის ფარგლებში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგის გაღრმავება და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იყო. შეხვედრები გავმართეთ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN), ევროპის საბჭოს, ბერნის კონვენციისა და რამსარის კონვენციის წარმომადგენლებთან, ასევე სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრთან. IUCN-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს წითელი ნუსხის განახლების პროცესზე, საერთაშორისო კრიტერიუმებთან მის შესაბამისობაში მოყვანასა და დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარებაზე. ევროპის საბჭოსა და ბერნის კონვენციის წარმომადგენლებთან განვიხილეთ ჰაბიტატებისა და სახეობების დაცვა და კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამ საკითხებს მიეძღვნა საქართველოს პავილიონში გამართული თემატური ღონისძიებაც. რამსარის კონვენციის გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოლხეთის ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვას, მონიტორინგისა და მართვის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანი იყო სომხეთის მხარესთან გამართული შეხვედრაც, სადაც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტრანსსასაზღვრო წყლების მონიტორინგისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხები განვიხილეთ. გამოიკვეთა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით რეგიონული გეოპარკების ქსელის შექმნის ინიციატივის განვითარების შესაძლებლობაც, რომლის მიმართულებითაც ვთანამშრომლობთ UNDP-სა და სხვა პარტნიორებთან. გარდა ამისა, საქართველოს პავილიონში წარვადგინეთ ეროვნული ტყის ინვენტარიზაციის შედეგები, რამაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლების ინტერესი გამოიწვია და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები გამოკვეთა. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო და რეგიონული დიალოგი კონკრეტულ ერთობლივ პროექტებში, ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამებსა და გრძელვადიან პარტნიორობებში გადაიზარდოს. რა პრაქტიკული შედეგები და სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს COP17-ში მონაწილეობამ? როგორ აისახება კონფერენციის ფარგლებში მიღებული გამოცდილება და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების დაცვის სამომავლო პოლიტიკასა და საქმიანობაზე? COP17-ში მონაწილეობისთვის მთავარი ღირებულება მხოლოდ მიღწეული შედეგების წარმოჩენა არ არის - არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მისი ეროვნულ დონეზე პრაქტიკაში დანერგვა. კონფერენციამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა საქართველოს პროგრესი კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო-პროგრამის მიზნებთან მიმართებით და გამოგვევლინა ის მიმართულებები, სადაც დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. ჩვენი პრიორიტეტია არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება, არამედ მათი ეფექტიანი მართვა, ეკოსისტემების აღდგენა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაუმჯობესება. ამასთან, მნიშვნელოვანია ტყისა და ჭარბტენიანი ეკოსისტემების მდგრადი მართვა და სამეცნიერო მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ეროვნული ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას, თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვას, საექსპერტო და ტექნიკური მხარდაჭერის მოზიდვას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ფინანსურ მექანიზმებზე წვდომის გაძლიერებას, რაც კონსერვაციული პროექტების განხორციელებისა და მასშტაბის გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა, რადგან ბიომრავალფეროვნების დაცვა საერთო ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო ეკოსისტემებისა და მიგრირებადი სახეობების დაცვის მიმართულებით. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, საერთაშორისო ვალდებულებები კონკრეტულ ეროვნულ შედეგებად ვაქციოთ, გავაძლიეროთ ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკა და შევინარჩუნოთ საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობა, როგორც მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი.   https://ghn.ge/index.php/news/356502-cop17-sakartvelos-mightsevebi-saertashoriso-tanamshromloba-da-samomavlo-prioritetebi COP17 - საქართველოს მიღწევები, საერთაშორისო თანამშრომლობა და სამომავლო პრიორიტეტები საზოგადოება https://www.ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1120683630.jpg 2026-11-11 356502 მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დადგეს ვახტანგ გომელაურის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი - თაზო დათუნაშვილი სტიქაროსან თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლაში 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე სამი პოლიციელის დაკავების შემდეგ, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თამაზ დათუნაშვილმა ისაუბრა.  "გვსურს გამოვეხმაუროთ თერჯოლაში 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე სამი პოლიციელის დაკავების ფაქტს. საქმე, რომელიც სამი წლის განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული და არავითარ ყურადღებას არ იპყრობდა სამართალდამცავების მხრიდან, მხოლოდ მას შემდეგ გახდა აქტუალური და მოითხოვა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაც ამ საკითხით დაინტერესდა ნოდარ მელაძის "შაბათი" და ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს შემთხვევა აღარ არის მხოლოდ კონკრეტული პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული. ეს არის განაჩენი მთელი სისტემისა, იმ კრიმინალური სისტემის, რომელიც სამართალდამცავის ფორმაში ჩაცმულ მოძალადეებს იცავს და იმ დანაშაულს, რომელსაც ეს ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ ჩადიან, ხელს აფარებს სისტემურად და ხელს აფარებს მეთოდურად. ეს არის ერთგვარი ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების ლოგიკა და შინაარსი დღეს სამართალდამცავ სტრუქტურებში. სტიქაროსნის მკვლელობის საქმე არ არის ერთეული შემთხვევა. მინდა გაგახსენოთ უახლოესი წარსულიდან გიგა ავალიანის საქმე. რომ არა ოჯახის წევრების და საზოგადოების ძალიან მძიმე და აქტიური წნეხი სამართალდამცავ ორგანოებზე, ეს საქმეც მიდიოდა ჩაფარცხვის გზით იმიტომ, რომ იქ იყო ძალოვანი სტრუქტურების ინტერესი, ხელი დაეფარებინათ გარკვეული პიროვნებებისთვის. გიგა ავალიანის შემთხვევა იქნება ეს თუ სტიქაროსნის საქმე, სადაც ჟურნალისტური გამოძიება გახდა საჭირო, ზოგადად ეს მიდგომა, რომ თუ არ არის საზოგადოებრივი წნეხი, თუ არ არის ოჯახის გმირული აქტივობა, თუ არ არის ჟურნალისტური გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეები თაროზე დევს. ეს მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ მთელი ძალოვანი სისტემა ჩამომპალია და არ ემსახურება იმ მისიას, რისთვისაც ის არის შექმნილი და რისთვისაც საქართველოს გადასახადის გადამხდელები ამ ადამიანებს ხელფასს უხდიან, ანუ დაიცვან საქართველოს მოქალაქეები კრიმინალისგან, ბოროტმოქმედებისგან. ეს სტრუქტურა გადაიქცა ორგანოდ, რომელიც თავად ჩადის ბოროტმოქმედებას და შემდეგ ამ ბოროტმოქმედი სისტემის საშუალებით ხელს აფარებს ასეთ ადამიანებს. ჩვენი მკაფიოდ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ უნდა დადგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არამხოლოდ ამ კონკრეტული მაღალჩინოსნების, არამედ ყველა იმ მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც იყვნენ აქტიურად ჩართულნი ამ სამი წლის განმავლობაში ერთი, დანაშაულის ჩაფარცხვაში და მეორე, ამ საქმის გვერდზე გაწევაში. ამის გარდა, ცალსახად უნდა დადგეს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმიტომ, რომ ეს პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გატყდეს, რომ არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ ხოლმე პოლიტიკურ ხელმძღვანელებს იმ დანაშაულებსა და გადაცდომებზე, რომლებიც ამდენი წელი იწელება და არ მჟღავნდება. ამიტომ, დადგეს პირადად მაშინდელი შსს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი! აგრეთვე, მოქმედმა შსს მინისტრმა დეტალური ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას იმის შესახებ, თუ რატომ იყო უმოქმედო გენერალური ინსპექცია, რატომ იყო უმოქმედო ყველა ის მექანიზმი, რომელსაც კანონი ითვალისწინებს და რომელიც უნდა ჩართულიყო იმისათვის, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილი ეს დანაშაული მყისიერად ყოფილიყო გამოძიებული - რა მოხდა და რამ გამოიწვია ის, რომ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებამდე ეს ინფორმაცია შსს-ის შიგნით არ ცირკულირებდა. პოლიციელების მიერ მოკლული სტიქაროსნის ოჯახი და მთელი ქართული საზოგადოება იმსახურებს სრულ სიმართლეს და არა იმ ფრაგმენტულ მონათხრობს, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ. იმსახურებს სრულ სიმართლეს ამ კონკრეტული საკითხის შესახებ იმისათვის, რომ მომავალში აღმოიფხვრას მსგავსი, სახელმწიფოსთვის საშიში დანაშაულები, რომელიც ალპობს და ხრწნის სისტემას, რომლის სამსახურიც ადამიანების, ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა" - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.   https://ghn.ge/index.php/news/356501-movitkhovt-dauqovnebliv-dadges-vakhtang-gomelauris-rogorts-politikuri-ise-samartlebrivi-pasukhismgeblobis-sakitkhi-tazo-datunashvili-stikarosan-temur-khaduris-gardatsvalebis-sakmeze მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დადგეს ვახტანგ გომელაურის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი - თაზო დათუნაშვილი 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/236498168.jpg 2026-11-11 356501 საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამია სასამართლო სხდომაზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილის დაშვებაზე კი უარი თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სხდომაზე “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააბრუნა, მაია კოპალეიშვილს კი პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა.  შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ მიმართა. https://ghn.ge/index.php/news/356500-sakonstitutsio-sasamartlos-tavmjdomarem-nika-gvaramia-sasamartlo-skhdomaze-daabruna-maia-kopaleishvilis-dashvebaze-ki-uari-tkva საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/998235122.jpg 2026-11-11 356500 ძალიან დიდი დანაშაულია უკანონო მოსმენა, ვფიქრობ, მთელი პასუხისმგებლობა ამ ადამიანებზე და ამ სტრუქტურებზეა, ვისაც შეეძლო ამის აღკევთა და არ აღკვეთა - მეუფე ნიკოლოზი კრებსებზე ძალიან დიდი დანაშაულია უკანონო მოსმენა ადამიანის, ეს არის მის პირად ცხოვრებაში ცუდი ჩარევა ძალიან, განსაკუთრებით ძალიან დიდ ბოროტებას ვხედავ ამის გამოქვეყნებაში, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "ტვ პირველთან" ე.წ. სუს-ის კრებსებზე საუბრისას განაცხადა. "ძალიან დიდი დანაშაულია უკანონო მოსმენა ადამიანის, ეს არის მის პირად ცხოვრებაში ცუდი ჩარევა ძალიან, განსაკუთრებით ძალიან დიდ ბოროტებას ვხედავ ამის გამოქვეყნებაში, ზოგადად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული, რაც ჩვენს დროში მომხდარა. რაც შეეხება ამას ვინ აკეთებდა უშუალოდ, ამაზე არის პასუხი სხვაგვარი. არავინ იცის ამას ვინ აკეთებდა, ამას ახლა ვერავინ დაადგენს, ვინ აკეთებდა ამ უკანონო ჩანაწერებს. აქ სხვანაირად უნდა ითქვას: ვის შეეძლო ამ უკანონო ჩანაწერების აღკვეთა და ის, რომ ეს არ გამოქვეყნებულიყო. მე ვფიქრობ, მთელი პასუხისმგებლობა ამ ადამიანებზეა და ამ სტრუქტურებზე, ვისაც შეეძლო ამის აღკევთა და არ აღკვეთა", - ამბობს სასულიერო პირი.  შეგახსენებთ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის განცხადებით, სუს-ის ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შედეგად ეკლესიამ მრევლის ნაწილი დაკარგა. სასულიერო პირის შეფასებით, ჩანაწერების გავრცელება ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. მეუფე იობი ასევე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ პატრიარქის კრიტიკა დასაშვებია.    https://ghn.ge/index.php/news/356499-dzalian-didi-danashaulia-ukanono-mosmena-vfikrob-mteli-pasukhismgebloba-am-adamianebze-da-am-strukturebzea-visats-sheedzlo-amis-aghkevta-da-ar-aghkveta-meufe-nikolozi-krebsebze ძალიან დიდი დანაშაულია უკანონო მოსმენა, ვფიქრობ, მთელი პასუხისმგებლობა ამ ადამიანებზეა და ამ სტრუქტურებზე, ვისაც შეეძლო ამის აღკევთა და არ აღკვეთა - მეუფე ნიკოლოზი კრებსებზე საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/579330151.jpg 2026-11-11 356499 ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, 12 ნოემბერს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან, შემდეგ დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, 12 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან. ამის შემდეგ ისინი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას. ამის შესახებ კუშნერმა აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.  კუშნერის განცხადებით, მოსკოვში პუტინთან შეხვედრაზე აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს განიხილავენ და შეთანხმების მიღწევის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმას შეეცდებიან. „გარკვეულ პერსპექტივებსა და წინსვლის შესაძლებლობებს ვხედავთ“, - განაცხადა კუშნერმა. მისი თქმით, დუბლინში ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის შედეგებს გააცნობენ და სამშვიდობო წინადადებებს წარუდგენენ, რომლებიც აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს შემუშავდა. შეგახსენებთ, რომ აბუ დაბიში მოლაპარაკებების ორდღიანი რაუნდი 11 ნოემბერს დასრულდა. შეხვედრებში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. გაცვლის ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით უნდა დაზუსტდეს. https://ghn.ge/index.php/news/356498-jared-kushneri-da-stiv-uitkofi-12-noembers-moskovshi-vladimir-putins-shekhvdebian-shemdeg-dublinshi-gaemgzavrebian-sadats-volodimir-zelenskistan-gamartaven-shekhvedras ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, 12 ნოემბერს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან, შემდეგ დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/799243136.jpg 2026-11-11 356498 იმედი მაქვს, ზამთარში ახალ ანტიბალისტიკურ სისტემას გამოვცდით - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ახალი ანტიბალისტიკური სისტემა „ფრეია“ (FREYJA) პირველად გამოცდას უკვე ზამთარში გაივლის. ამის შესახებ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დანიურ მხარეს არაერთი ახალი პროექტისთვის, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, ეს პროექტები როგორც უკრაინის, ისე ევროპის უსაფრთხოებას უკავშირდება. „ფრეია“ - ჩვენ ვცდილობთ, ძალისხმევა ანტიბალისტიკური სისტემის შექმნაზე მივმართოთ. ამ პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობა არ შეგვიძლია. დიდ მადლობას ვუხდით დანიურ მრეწველობასა და სხვა პარტნიორებს. იმედი მაქვს, ზამთარში ახალი ანტიბალისტიკური სისტემის გამოცდას შევძლებთ. ეს პირველი ევროპული ანტიბალისტიკური სისტემა იქნება. იმედი მაქვს, გარკვეულ შედეგსაც მივაღწევთ. ეს ყველა ჩვენგანისთვის აუცილებელია, - განაცხადა ზელენსკიმ.   https://ghn.ge/index.php/news/356497-imedi-makvs-zamtarshi-akhal-antibalistikur-sistemas-gamovtsdit-volodimir-zelenski იმედი მაქვს, ზამთარში ახალი ანტიბალისტიკური სისტემის გამოცდას მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1577291492.jpg 2026-11-11 356497 აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. უკრაინული მედიის წყაროს ინფორმაციით, ამჟამად უკრაინული მხარის შეხვედრა ევროპელ წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. ამასთან, წყარომ უარყო გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინამ უარი თქვა აშშ-ის ახალ წინადადებაზე საზღვრების გადასინჯვის შესახებ, რომელიც რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განბლოკვას ისახავდა მიზნად.  „ასეთი ინიციატივა არ ყოფილა და, შესაბამისად, არც უარი შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“ , - თქვა წყარომ. https://ghn.ge/index.php/news/356496-abu-dabishi-ukrainas-ashsh-sa-da-rusets-shoris-molaparakebebis-meore-raundi-dasrulda აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/130412472.png 2026-11-11 356496 იტალიაში ბომბის შესახებ შეტყობინებების გამო 300-მდე სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა იტალიაში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ელექტრონული შეტყობინებების მიღების შემდეგ, სულ მცირე, 300 სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა. შეტყობინებები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. იტალიის განათლებისა და დამსახურების მინისტრის, ჯუზეპე ვალდიტარას განცხადებით, სკოლებმა ერთნაირი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს, რის შემდეგაც უსაფრთხოების ზომები დაუყოვნებლივ ამოქმედდა. მინისტრის თქმით, შეტყობინებების რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ სკოლის შენობაში დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული. წერილის ავტორი თავს „მიხაილ ანდროპოვად, მისოგინისტანის ვილაიეთის ლიდერად“ ასახელებდა და იტალიელების წინააღმდეგ მუქარას ავრცელებდა. ვალდიტარას შეფასებით, საფრთხის შესახებ შეტყობინებების მასშტაბი ეჭვს აჩენს მათი სანდოობის შესახებ. ხელისუფლება მომხდარს, სავარაუდოდ, ცრუ განგაშად განიხილავს. მომხდარს იტალიის პოლიცია იძიებს. სამართალდამცველები სკოლების შენობებს ამოწმებენ. შემთხვევის გამო ევაკუაცია განხორციელდა რომში, მილანში, ნეაპოლში, პალერმოში, ბოლონიასა და სხვა ქალაქებში. პოლიციასთან ერთად შემოწმებებში მონაწილეობენ ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის სპეციალისტები და ფოსტის პოლიცია. https://ghn.ge/index.php/news/356495-italiashi-bombis-shesakheb-shetqobinebebis-gamo-300-mde-skolidan-mostsavleebisa-da-mastsavleblebis-evakuatsia-gankhortsielda იტალიაში ბომბის შესახებ შეტყობინებების გამო 300-მდე სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/691336810.png 2026-11-11 356495 ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო ავტომობილებისა და ინჟინერიის სამყაროს გაცნობა, ექსპერიმენტები და პრაქტიკული გამოცდილება – „თეგეტა აკადემიაში“ ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლის კურსი უკვე დაიწყო. პროგრამა 12-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის შეიქმნა, რომლებსაც აინტერესებთ ავტომობილები, ტექნიკა, მექანიზმები და სურთ, უკეთ გაიგონ, რა დგას მათი მუშაობის უკან. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სხვადასხვა ტიპის ტექნიკას უშუალოდ ეცნობიან, სწავლობენ ავტომობილის აგებულებასა და მუშაობის პრინციპებს, იკვლევენ ძრავის, ელექტრომობილისა და მძიმე ტექნიკის თავისებურებებს. სასწავლო პროცესი ინტერაქციულ და პრაქტიკულ აქტივობებს ეფუძნება: მოზარდები თავად ერთვებიან ტექნიკურ პროცესებში, ატარებენ ცდებს და მიღებულ გამოცდილებას თეორიულ ცოდნას უკავშირებენ. როგორც „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი ირინა წეროძე აღნიშნავს, საშაბათო სკოლის პროგრამა მოზარდების ინტერესებისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შეიქმნა. მისი მიზანია, ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა, ადრეული ასაკიდან აღმოაჩინონ ტექნიკური სფეროს შესაძლებლობები, განივითარონ პრაქტიკული უნარები და თავად გამოსცადონ, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ინჟინერია. ირინა წეროძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „პროგრამის შექმნის საფუძველი სწორედ ბავშვების ბუნებრივი ინტერესები გახდა. 12-14 წლის ასაკში მოზარდების ნაწილს უკვე მოსწონს კონსტრუქციების აწყობა, სხვადასხვა მექანიზმის მუშაობის შესწავლა, ხელსაწყოებთან ურთიერთობა და ავტომობილები. მიუხედავად ამისა, საქართველოში აქამდე არ არსებობდა ისეთი სასწავლო  პროგრამა, რომელიც ამ ბავშვებს საინჟინრო მიმართულებით ინტერესების გაღრმავებისა და შესაბამისი ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემდა. სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ შეიქმნა საშაბათო სკოლა, სადაც მოზარდები უშუალოდ პროფესიონალებისგან რეალურ ტექნიკურ გარემოში ეცნობიან ძრავის, სავალი ნაწილისა და სპეცტექნიკის მუშაობის პრინციპებს. 12-14 წელი ამ გამოცდილების მისაღებად მნიშვნელოვანი ასაკია, რადგან ამ პერიოდში ბავშვებს უკვე მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული აქვთ ინტერესები და შეუძლიათ, უკეთ განსაზღვრონ, რომელი მიმართულება იზიდავთ - ტექნიკური თუ ჰუმანიტარული“. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლის საპილოტე სემესტრი 9 შაბათს, ჯამში, 27 საათს მოიცავს. სასწავლო პროგრამა რამდენიმე პრაქტიკულ და თემატურ მოდულად არის დაყოფილი: მექანიკა და ძრავები - გადაცემათა სისტემების აწყობა და შიგაწვის ძრავების მუშაობის პრინციპების აღმოჩენა; მომავლის ტექნოლოგიები - ეკოლოგია, ელექტრომობილები, სენსორები და ხელოვნური ინტელექტი (AI) ავტომობილებში; დიაგნოსტიკა და უსაფრთხოება - გაუმართაობის აღმოჩენა მინიშნებებით, დამუხრუჭებისა და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება; მძიმე ტექნიკა - მოდული „გიგანტების ძალა“, რომლის ფარგლებშიც ბავშვები სპეცტექნიკას გაეცნობიან და სიმულაციურ აპარატსაც გამოცდიან. გარდა ამისა, ყოველ შეხვედრაზე გაიმართება თამაში „სიტყვების ავტოფარეხი“, რომლის საშუალებითაც მოზარდები ავტონაწილების ქართულ ტერმინოლოგიას შეისწავლიან და ტექნიკურ ლექსიკას გაიმდიდრებენ. ლაშა ჯუღელი, „ექსელენს ჰაბის“ დირექტორი: „მნიშვნელოვანია, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე გავუღვივოთ ინტერესი ავტოინჟინერიისა და ტექნიკური პროფესიების მიმართ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ მიმართულებით კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. საშაბათო სკოლა მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკული გამოცდილებით აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და სამომავლო პროფესიული არჩევანის შესახებ წარმოდგენა ადრეულ ეტაპზევე შეიქმნან. ამასთანავე, პროგრამა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მიღებას არ ემსახურება - სასწავლო პროცესში ბავშვები გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარებსაც ივითარებენ. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა STEM მიმართულების განსხვავებული საგანმანათლებლო პროექტია. მისი მთავარი უპირატესობა პრაქტიკული გამოცდილება და უშუალო შეხებაა მსოფლიო წამყვანი ბრენდების ტექნიკასთან და დარგის სპეციალისტებთან. მონაწილეებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Porsche, Lamborghini, Toyota, Volvo, JCB და MAN, მოინახულონ სერვისცენტრები და ადგილზე დააკვირდნენ სამუშაო პროცესს. ტრადიციული თეორიული სწავლებისგან განსხვავებით, პროგრამა ბავშვებს „თეგეტას“ ინფრასტრუქტურასა და სპეციალიზებულ სივრცეებში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ვფიქრობთ, ასეთი გამოცდილება მათთვის განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება“. კურსის მონაწილეებს „თეგეტა აკადემიის“ ტრენერები, Top Master-ები და ტექნიკური ექსპერტები ასწავლიან. პროგრამის თითოეული მოდული აკადემიის გამოცდილმა ტრენერებმა შეიმუშავეს, რომლებმაც მოზარდებთან მუშაობისთვის სპეციალური მომზადება გაიარეს. პრაქტიკულ შეხვედრებში, ბავშვებთან ერთად, სერვისცენტრების სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. „სასწავლო მოდულების შემუშავებაში „თეგეტა აკადემიის“ განათლების სპეციალისტი და გამოცდილი ტრენერები მონაწილეობდნენ, რომლებიც ზრდასრულთა პროფესიულ მომზადებაზეც მუშაობენ. მოზარდებთან სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით მათ დამატებითი, სპეციალიზებული ტრენინგი გაიარეს. ამასთანავე, პროგრამის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, ბავშვებს თითოეულ სერვისცენტრში დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტებიც გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას“, - აღნიშნავს ირინა წეროძე. „თეგეტა აკადემიაში“ სწავლა 31 ოქტომბერს დაიწყო. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები ბრენდირებულ Tegeta Young Engineer Passport-ს მიიღებენ, რომელიც საშაბათო სკოლის გავლის დამადასტურებელი იქნება. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. https://ghn.ge/index.php/news/356494-akhalgazrda-inzhinerta-sashabato-skola-tegeta-akademiam-mozardebistvis-avtoinzhineriis-inovatsiuri-kursi-daitsqo ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1462373461.png 2026-11-11 356494 ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება თბილისის მერიის ინფორმაციით, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო, 13 ნოემბრის 08:00-დან 20:00 საათამდე მეტეხის ხიდზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ ევროპის მოედნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით. ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან მომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები: N301, N310, N345, N331, N102 და მიკროავტობუსები: N580, N538, N550, N562) და ავტომობილები მეტეხის ხიდის მიმართულებით მარჯვნივ მოხვევას ვერ შეძლებენ და თავისუფლების მოედნისკენ მოძრაობის გაგრძელება შეეძლებათ კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით. ევროპის მოედნიდან მომავალ ავტომანქანებს გადაადგილება შეეზღუდებათ მეტეხის ხიდის მიმართულებით, წრიული მოძრაობა კი დარჩება უცვლელი.   https://ghn.ge/index.php/news/356493-asi-atasi-motsamis-khsenebis-dghestan-dakavshirebit-13-noembers-metekhis-khidze-saavtomobilo-modzraoba-sheizghudeba ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1575350.jpeg 2026-11-11 356493 გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა - დაჭრილია ერთი პირი არსებული ინფორმაციით, ვაკეში 10-მდე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. "ტვ პირველის" ცნობით, მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გიორგი კაჭკაჭაშვილი და მისი მამა, მერაბ კაჭკაჭაშვილი პოლიციამ გამოკითხა.  ამასთან მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე  "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელი დაჩი ტვილდიანი დაჭრეს.  როგორც მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. https://ghn.ge/index.php/news/356492-gavrtselebuli-informatsiit-vakeshi-ramdenime-adamiani-ertmanets-daupirispirda-dachrilia-erti-piri ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა - დაჭრილია ერთი პირი სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1165640842.jpg 2026-11-11 356492 ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ნოდარ ჩაჩუას მეუღლეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ყოფილ ჟურნალისტი, ლალო ბერია, რომელიც ქმართან, ასევე ყოფილ ურნალისტთან, ნოდარ ჩაჩუასთან ერთად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, სასჯელაღსრულების დაწესეულებას რამდენიმე თვეში დატოვებს.  "პირველების" ინფორმაციით, მასთან საპროცესო შეთანხმაბა გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების თანახმად ბრალდებულ ლალო ბერიას, 6 - თვიანი რეალური სასჯელი, 3 - წლიანი პირობითი მსჯავრი და 3000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ჟურნალისტმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ნოდარ ჩაჩუამ რამდენიმე საათის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ჩაჩუა აცხადებს, რომ პოლიციას დაკავებული ჰყავს მისი ცოლი, ასევე ყოფილი ჟურნალისტო ლალო ბერია (მუშაობდა postv-ში), თუმცა ისე, რომ მის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ჩაჩუა წერს, რომ ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ მის ცოლსაც.  https://ghn.ge/index.php/news/356491-narkodanashaulis-braldebit-dakavebul-nodar-chachuas-meughles-saprotseso-shetankhmeba-gauformda ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ნოდარ ჩაჩუას მეუღლეს, ასევე ყოფილ ჟურნალისტ ლალო ბერიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1012060890.png 2026-11-11 356491 რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. „ქალბატონო მაია, ელემენტარული კულტურაც არ გაქვთ, თქვენც გაძევებული ხართ“, - მიმართა ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს. „ბატონო თავმჯდომარე, თქვენ ერთ რამეში ვერ ერკვევით - გგონიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოება არის ძალის დემონსტრირება. თქვენ აქ სხვა რამისთვის ხართ, კონსტიტუციის „მცველები“ ხართ და არა ჩვენი უფლების შემზღუდველები. შუამდგომლობას მაინც დავაყენებ, იმიტომ, რომ ჩემი უფლების დაცვაზე ბოლომდე ვიბრძოლებ. უსამართლოდ რომ გამიშვით, ამაზე შუამდგომლობას დავაყენებ. „ქართული ოცნება“ ბედნიერად იგრძნობს თავს იმიტომ, რომ არ ექნება ჩვენგან კითხვები“,- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ დღეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამიაც გააძევა.  „ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, პირდაპირ იყო დავალება „ოცნებისგან“. ამას „ოცნება“ მიზანმიმართულად აღწევდა და თქვენ ეს განახორციელეთ“, - განაცხადა კოპალეიშვილმა გვარამიას გაძევების შემდეგ. „ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს, რომ სასამართლომ მიიღოს დავალება ვიღაცისგან, რომ მე გამეძევებინა გვარამია“, -მიმართა ყოფილ მოსამართლეს ნადარაიამ. კოპალეიშვილი აპირებს, რომ მისი და გვარამიას დაბრუნების მოთხოვნით შუამდგომლობას დააყენებდა. https://ghn.ge/index.php/news/356490-revaz-nadaraiam-darbazi-maia-kopaleishvilsats-daatovebina რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1590679483.png 2026-11-11 356490 ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა. გადაწყვეტილება პლენუმის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა. გვარამიას გაძევების მიზეზად მოსამართლემ ადგილიდან საუბარი დაასახელა. სხდომაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაწაყო, რაც მოსარჩელე მხარემ 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის შესახებ ისაუბრა.  ნიკა გვარამიას პროტესტი არჩილ გორდულაძის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ  "არავისთვის უცხო არ არის, რომ მურთაზ ზოდელავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული". „პარტიის წევრი არასდროს ყოფილა და კურსელი თუა და კურსელობის გამო თუ გაგასამართლეს, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეს ციხეში, ყველა კურსელი ხართ, ვინც დაღუპეთ საქართველო. არ შეიძლება ამის კეთება, რასაც ახლა ესენი აკეთებენ, ჯერ ერთი პარტიულად დაკავშირება პიროვნული ურთიერთობის გამო, არასწორია. ვადასტურებ, რომ ლაპარაკია ჩემს მეგობარზე, კურსელზე და ა.შ. მაგრამ რაღაც პარტიული აფილიაციების მოწებება ამის გამო გინდა ჩვენთვის და გინდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ შეიძლება. რომ ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარია, ამიტომ ვართ გადატრიალების მომწყობი ყველა ერთად ? არ გრცხვენიათ?“ - განაცხადა გვარამიამ. „ვინ რა დაღუპა, მაგაზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი, ვინც ეს ქვეყანა დაღუპა, ყველა ხართ აქ და მოპასუხეები ხართ“, - მიმართა გორდულაძემ გვარამიას.  საბოლოოდ მოსამართლე ნადარაიამ დარბაზიდან გვარამიას გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის თანახმად გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ნიკა. გაძევებული ბრძანდებით და რას ნიშნავს გაძევება 32-ე მუხლში წაიკითხეთ,“ - განაცხადა მოსამართლე ნადარაიამ. https://ghn.ge/index.php/news/356489-nika-gvaramia-sakonstitutsio-sasamartlos-skhdomata-darbazidan-gaadzeves ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1540856687.png 2026-11-11 356489 თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას გზას გავუხსნით, რომ ევროპის სხვა ქვეყნების ბედიც გადაწყვეტოს - ვოლოდიმირ ზელენსკი თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას გზას გავუხსნით, რომ ევროპის სხვა ქვეყნების ბედიც გადაწყვეტოს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკის თქმით. ის დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან ერთად კოპენჰაგენის უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც სტუდენტებთან საინტერესო შეხვედრა გამართა. "მეტე ფრედერიქსენსა და მე კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მადლობა მათ თბილი დახვედრისა და საინტერესო კითხვებისთვის. ბევრი ვისაუბრეთ ევროპულ ერთიანობაზე და იმაზე, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც რუსეთის აგრესიის შემდგომ გავრცელებას აფერხებს. სრულად ვეთანხმები მეტეს, რომ თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას გზას გავუხსნით, რომ ევროპის სხვა ქვეყნების ბედიც გადაწყვეტოს. რუსეთზე ძლიერები უნდა ვიყოთ. ამის მიღწევა კი მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია. მადლობა!" - წერს ზელენსკი. Mette Frederiksen @Statsmin and I had a great conversation with students at the University of Copenhagen. Thank you for the warm welcome and interesting questions. We spoke a lot about our unity in Europe and why it is so important to support Ukraine, which is preventing Russian… pic.twitter.com/koqkK3t4HI — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 11, 2026   https://ghn.ge/index.php/news/356488-tu-rusets-ukrainis-bedis-gadatsqvetis-uflebas-mivtsemt-amit-mas-gzas-gavukhsnit-rom-evropis-skhva-kveqnebis-bedits-gadatsqvetos-volodimir-zelenski თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას ევროპის დანარჩენი ქვეყნების ბედის გადაწყვეტის გზასაც გავუხსნით მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1478424213.png 2026-11-11 356488 ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება, გარკვეული ეტაპის შემდეგ, ხმის მიცემის შეზღუდვა მოეხსნება, სრულფასოვანი წევრი გახდება, ეს დროებითი პროცესია - შალვა კერესელიძე ვფიქრობ, ქვეყნები, რომელთაც განაცხადი აქვთ გაკეთებული, გარკვეული დროის შემდეგ გახდებიან ევროკავშირის წევრები, მათაც ექნებათ ის შეღავათები, მხარდაჭერა და ერთიანობა, რაც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ, რადგან ისინიც ამ ოჯახის წევრები არიან, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა. „ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა სახელმწიფო გადის გარკვეულ ეტაპებს, უწევს გარკვეული პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების შესრულება. ვფიქრობ, ქვეყნები, რომელთაც განაცხადი აქვთ გაკეთებული, გარკვეული დროის შემდეგ, გრაფიკის შესაბამისად, გახდებიან ევროკავშირის წევრები. მათაც ექნებათ ის შეღავათები, მხარდაჭერა და ერთიანობა, რაც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ, რადგან ისინიც ამ ოჯახის წევრები არიან“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სწორია ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვის უფლება, 15-წლიანი საცდელი პერიოდი, კერესელიძემ აღნიშნა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, ეს არის დროებითი პროცესი. ქვეყანას, რომელიც აპირებს გაწევრიანებას და გაწევრიანდება, გარკვეული ეტაპის შემდეგ მას ეს შეზღუდვა მოეხსნება და იქნება ჩვეულებრივად სრულფასოვანი წევრი. ეს არის გაწევრიანების შემდეგ რაღაც მოკლე პერიოდი, როდესაც ეს შეზღუდვები მოქმედებს. რა დეტალებს ეკიდებით იმის გამო, რომ გაამართლოთ არასწორი მიდგომა, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს? მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ამ პროცესს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ჩამოვშორდით“, – განაცხადა კერესელიძემ. https://ghn.ge/index.php/news/356487-kveqanas-romelits-evrokavshirshi-gatsevriandeba-garkveuli-etapis-shemdeg-khmis-mitsemis-shezghudva-moekhsneba-srulfasovani-tsevri-gakhdeba-es-droebiti-protsesia-shalva-kereselidze შალვა კერესელიძე – ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება, გარკვეული ეტაპის შემდეგ, ხმის მიცემის შეზღუდვა მოეხსნება, სრულფასოვანი წევრი გახდება, ეს დროებითი პროცესია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1365285635.jpg 2026-11-11 356487 მოლდოვის საჰაერო სივრცეში ორი რუსული ფრთოსანი რაკეტა შეიჭრა რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმების ფონზე, მოლდოვის ეროვნული ინტეგრირებული მონიტორინგის სისტემამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ორი ფრთოსანი რაკეტის, „ბანდეროლის“ (S8000) შეჭრა დააფიქსირა. ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უწყების ინფორმაციით, პირველი რაკეტა მოლდოვის სახელმწიფო საზღვარს ოდესის ოლქის სოფელ იასკის მხრიდან მიუახლოვდა და შტეფან-ვოდეს რაიონის სოფელ ტუდორასკენ აიღო გეზი. ქვეყნის საჰაერო სივრცე მან ოდესის ოლქის სოფელ სტაროკაზაჩეს მიმართულებით დატოვა. მეორე რაკეტა სახელმწიფო საზღვარს ოდესის ოლქის სოფელ ლიმანსკოეს მხრიდან გადმოსცდა და დნესტრისპირეთის სეგმენტის სოფელ პერვომაისკისკენ გადაადგილდა. მოლდოვის საჰაერო სივრცე მან ოდესის ოლქის სოფელ რაზდელნაიას მიმართულებით დატოვა. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო ოპერაციების ცენტრი შესაბამის უწყებებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით ქვეყნის საჰაერო სივრცის მონიტორინგს აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მოლდოვის სოფელ კიშტელნიცაში, საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრში, ასაფეთქებელი მოწყობილობით აჭურვილიდრონი აღმოაჩინეს, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომელს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა. https://ghn.ge/index.php/news/356485-moldovis-sahaero-sivrtseshi-ori-rusuli-frtosani-raketa-sheichra მოლდოვის საჰაერო სივრცეში ორი რუსული ფრთოსანი რაკეტა შეიჭრა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1060429444.jpg 2026-11-11 356485 ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადებაა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება დედა ეკლესიის მიმართ - ლევან მაჭავარიანი მეუფე იობზე ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ქადაგებასთან დაკავშირებით განაცხადა. "ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადებაა. გულდასაწყვეტია, ზოგადად, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბიონს იყენებს ასეთი ტიპის პოლიტიკური განცხადებებისთვის. ყველასთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება დედა ეკლესიის მიმართ, შესაბამისად, თუ რაიმე შეკითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, უფრო სწორი იქნება ამ შეკითხვების გავლა", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ურწმუნოა.და მან „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.      https://ghn.ge/index.php/news/356484-dzalian-samtsukharo-da-upasukhismgeblo-gantskhadebaa-qvelastvis-kargad-aris-tsnobili-chveni-khelisuflebis-damokidebuleba-deda-eklesiis-mimart-levan-machavariani-meufe-iobze ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადებაა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება დედა ეკლესიის მიმართ - ლევან მაჭავარიანი მეუფე იობზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1845943069.jpg 2026-11-11 356484 საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში გადაყვანისას დაირღვა უსაფრთხოების პროტოკოლი და პაატა მანჯგალაძე კრიმინალური მენტალიტეტის პირს „შემთხვევით“ შეახვედრეს - "სტრატეგია აღმაშენებელი"  საგანგაშოა პაატა მანჯგალაძის შვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში გადაყვანისას შეგნებულად დაირღვა უსაფრთხოების ელემენტარული პროტოკოლი და იგი კრიმინალური მენტალიტეტის პირს „შემთხვევით“ შეახვედრეს, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" განცხადებაშია ნთქვამი. "უკვე ერთი წელია, რაც რეჟიმმა პაატა მანჯგალაძე სრულიად უმიზეზოდ, უკანონო პატიმრობაში გამოამწყვდია. მიუხედავად იმისა, რომ კანონით მას ყოფილი დეპუტატის სტატუსი და შესაბამისი დაცვის ზომები ეკუთვნის, სისტემა ცდილობს, ის ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხის ქვეშ ამყოფოს. განსაკუთრებით საგანგაშოა პაატა მანჯგალაძის შვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში გადაყვანისას შეგნებულად დაირღვა უსაფრთხოების ელემენტარული პროტოკოლი და იგი კრიმინალური მენტალიტეტის პირს „შემთხვევით“ შეახვედრეს. ციხის კედლებში მსგავსი „დამთხვევითი“ პროვოკაციები მიზანმიმართულ საფრთხეს წარმოადგენს. მოვითხოვთ პენიტენციური სამსახურისგან დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პაატა მანჯგალაძის სრული უსაფრთხოება და კანონით გათვალისწინებული პირობები;  ასევე, შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნილი პატიმრის წინააღმდეგ მიმართული ფარული თუ ღია პროვოკაციები", - აღნიშNულია განცხადებაში. https://ghn.ge/index.php/news/356483-sagangashoa-gavrtselebuli-informatsia-imis-shesakheb-rom-sakanshi-gadaqvanisas-dairghva-usafrtkhoebis-protokoli-da-paata-manjgaladze-kriminaluri-mentalitetis-pirs-shemtkhvevit-sheakhvedres-strategia-aghmashenebeli საგანგაშოა პაატა მანჯგალაძის შვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში გადაყვანისას დაირღვა უსაფრთხოების პროტოკოლი და მანჯგალძე კრიმინალური მენტალიტეტის პირს „შემთხვევით“ შეახვედრეს - "სტარტეგია აღმაშენებელი"  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1491089173.jpg 2026-11-11 356483 ირაკლი კობახიძე დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების​ სამიტში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს. ამასთან, 12 ნოემბერს ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, დაესწრება EPC-ის მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირლანდიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. https://ghn.ge/index.php/news/356482-irakli-kobakhidze-dublinshi-evropuli-politikuri-gaertianebis-samitshi-miighebs-monatsileobas ირაკლი კობახიძე დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების​ სამიტში მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/52786531.jpg 2026-11-11 356482 ომბუდსმენმა გენერალურ პროკურორსა და სუს-ის უფროსს რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქართველოს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს განაჩენის აღსრულება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, საქმის შესწავლით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 21 მაისის განაჩენის მიუხედავად, ტელეფონი მფლობელს ხუთი თვის შემდეგაც არ დაბრუნებია. მიზეზად სახელდება ექსპერტიზა, რომელიც ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, მაშინ როდესაც საქმეზე წარმოება დასრულებულია და განაჩენი მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ. „სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობას და მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების არაპროპორციული შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, შესაბამისმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 21 მაისის განაჩენის აღსრულება, სამართლიანი ბალანსის პრინციპის შესაბამისად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. https://ghn.ge/index.php/news/356486-ombudsmenma-generalur-prokurorsa-da-sus-is-ufross-rekomendatsiit-mimarta-uzrunvelqon-levan-khabeishvilis-mobiluri-telefonis-mistvis-an-misi-ndobit-aghchurvili-piristvis-dabrunebis-shesakheb-sasamartlos-ganachenis-aghsruleba ომბუდსმენმა გენერალურ პროკურორსა და სუს-ის უფროსს რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს განაჩენის აღსრულება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1332374903.jpg 2026-11-11 356486 ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს. მათივე ცნობით, მსუბუქი ავტომანქანა, სადაც 4 ადამიანი იმყოფებოდა, წყალმზიდს შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.  შს სამინისტროს ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. https://ghn.ge/index.php/news/356481-khashuri-osiauris-gzaze-avarias-ori-adamiani-emskhverpla ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/412285349.jpg 2026-11-11 356481 აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის ომის დასრულების საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელმა, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა. „მოლაპარაკებების მეორე დღეს ვიწყებთ. თავდაპირველად შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, აშშ-სა და რუსეთთან ერთად გაიმართება. ამის შემდეგ კი ევროპელ პარტნიორებთან ცალკე შეხვედრას ჩავატარებთ“, - დაწერა უმეროვმა. https://ghn.ge/index.php/news/356480-abu-dabishi-ukrainas-ashsh-sa-da-rusets-shoris-molaparakebebi-ganakhlda აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1101360540.png 2026-11-11 356480 პროკურატურამ თემურ ხადურის საქმეზე შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე დააკავა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ორი პირი და ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 25 აგვისტოს თემურ ხადურმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის გადასახვევის მიმდებარედ არსებულ ცენტრალურ მაგისტრალზე, ქვების სროლით დააზიანა ავტომანქანები, მათ შორის შსს ტყიბულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის მართვის ქვეშ არსებული სამსახურებრივი ავტომანქანა. აღნიშნულის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ თერჯოლის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილე და გამომძიებელი. სამართალდამცველებმა სცადეს თემურ ხადურის დაკავება, რომელიც არ დაემორჩილა მათ და გაიქცა, დევნის პროცესში პოლიციის თანამშრომლებმა ჰაერში სამი გასროლა განხორციელეს. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თემურ ხადურის დაკავება ვერ მოხერხდა. 2024 წლის 28 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში მდებარე მდინარე ჭარჩხულას კალაპოტში ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი თემურ ხადური. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, მათთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის და თანამდევი სამართლებრივი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, თემურ ხადურის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად და ყოველმხრივი, სრული, ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაცია დამალეს, მათ არ დააფიქსირეს გამოკითხვის ოქმში ,თემურ ხადურის დაკავების მცდელობის, ასევე დევნის და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების შესახებ, ამით ხელი შეუშალეს საქმის სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემას და არსებითად შეაფერხეს მართლმსაჯულება. ასევე, გამომძიებელმა რომელიც თემურ ხადურის დასაკავებლად მიმდინარე ღონისძიების პროცესში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, იცოდა რა ინფორმაციის სიყალბე, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ერთ-ერთ მოწმის სახით გამოკითხვის ოქმში ცრუ ცნობები შეიტანა, რითაც არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საქმის სრული და ობიექტური გამოძიების საჯარო ინტერესი. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://ghn.ge/index.php/news/356479-prokuraturam-temur-khaduris-sakmeze-shss-s-sami-qofili-tanamshromeli-tsru-informatsiis-mitsodebis-da-samsakhurebrivi-uflebamosilebis-borotad-gamoqenebis-faktebze-daakava პროკურატურამ თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/610169751.jpg 2026-11-11 356479 გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი, ტენდენციური და აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისთვის - გიორგი გაბუნია მეუფე იობზე მეუფე იობი არის წმინდა სინოდის წევრი და არის მცდელობები ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ, მოხდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა. ის მიტროპოლიტი იობოს გაცხადებას გამოეხმაურა. „გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი, ტენდენციური და აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისთვის. ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი ეკლესია არის განსაკუთრებული სიყვარულის საგანი. ეკლესიის მისია არის საზოგადოების სულიერებაზე ზრუნვა და სახელმწიფოს მისია არის უსაფრთხოება, დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკის განვითარება, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ამოცანების შესრულება. ამიტომ სრულიად გაუგებარია მეუფეს ეს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებები. ჩვენ მზად ვართ კომუნიკაციისთვის. ამისთვის არსებობს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა და ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ კითხვას, რომელიც არსებობს კონკრეტული სასულიერო პირების მხრიდან, გაეცეს ამომწურავი პასუხი. მე პირადად ძალიან მიყვარს ჩემი პატრიარქი, ჩემი ეკლესია, მე ვარ ეკლესიის შვილი და ჩემი პატრიარქის უსაზღვრო სიყვარულისა და პატივისცემის გათვალისწინებით, მე პირადად თავს შეიკავებ მას უშუალოდ ვუპასუხო იმ პოლიტიკურ ბრალდებებზე, რომელიც მან წამოაყენა ამბიონიდან. მეუფე იობი არის წმინდა სინოდის წევრი და არის მცდელობები ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან, მოხდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში შესვლა, რაც არის დაუშვებელი და რაც არ შედის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირება მოხდეს. ეს შედის პირდაპირ იმ გარე ძალების, მათ შორის შიდა ძალების, მავნე ძალების ინტერესებში, რომლებიც დღე და ღამე ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს მეტი ურთიერთობა და მეტი კომუნიკაცია, მათ შორის იმ სასულიერო პირებთანაც, რომლებსაც აქვთ განსხვავებული პოზიცია [IPN]“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ. შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ურწმუნოა.და მან „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.    https://ghn.ge/index.php/news/356478-guldasatsqvetia-rodesats-maghali-ierarkiis-sasuliero-piri-iqenebs-ambions-mtsdari-tendentsiuri-da-absoluturad-gaugebari-politikuri-gantskhadebebistvis-giorgi-gabunia-meufe-iobze გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი, ტენდენციური და აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისთვის პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1004831333.jpg 2026-11-11 356478 ირანს თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკური რაკეტის წარმოება შეუძლია - Bloomberg Bloomberg-ის ცნობით, დასავლური სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, ირანს თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკური რაკეტის წარმოება შეუძლია. გამოცემის წყაროების თანახმად, ეს ომამდე არსებულ საწარმოო შესაძლებლობებთან შედარებით დაახლოებით ნახევარია. მიუხედავად ამისა, ირანს, მრავალთვიანი საჰაერო დარტყმების შემდეგაც, სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი საბრძოლო პოტენციალი აქვს. ომის პირველივე დღეებიდან აშშ აცხადებდა, რომ თეირანის სარაკეტო არსენალი და მისი აღდგენის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იყო შესუსტებული. ეს შეფასება სამშაბათს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმაც დაადასტურა. მისი თქმით, ირანის სამრეწველო ბაზის 80% განადგურებულია. აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის რეგულარული შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვნად დასუსტდა. თუმცა, სამხედრო დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით, დასავლელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ირანს, სავარაუდოდ, სულ მცირე 1 700 ბალისტიკური რაკეტა კვლავ აქვს და ახალ რაკეტებს ომამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ნელი ტემპით აწარმოებს. ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) სამშაბათს ვიდეო გაავრცელა, რომელშიც, მისი მტკიცებით, ახალი მიწისქვეშა „სარაკეტო ქალაქის“ გახსნაა ასახული. ლონდონის კინგს-კოლეჯის სამხედრო კვლევების დეპარტამენტის მოწვეული მკვლევრისა და ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე სპეციალიზებული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ანალიტიკოსის, ჯიმ ლამსონის შეფასებით, ირანს შესაძლოა, ათასობით Shahed-ის ტიპის დამრტყმელი დრონიც ჰქონდეს დარჩენილი. Bloomberg აღნიშნავს, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და Shahed-ის ტიპის დრონების ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. უცნობია როგორც ომამდე არსებული მარაგების მოცულობა, ისე ის, რამდენად შეძლო თეირანმა იმ რაკეტების მარაგის აღდგენა, რომლებიც ომის დროს გამოიყენა ან განადგურდა. https://ghn.ge/index.php/news/356477-irans-tveshi-daakhloebit-50-balistikuri-raketis-tsarmoeba-sheudzlia-bloomberg Bloomberg: ირანს თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკური რაკეტის წარმოება შეუძლია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/304821564.png 2026-11-11 356477 ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2 010 ჰექტარზე საირიგაციო მომსახურება გაუმჯობესდება ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიმი-როკითისა და ვარციხის სარწყავ სისტემებზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შედეგად საირიგაციო მომსახურება ჯამში 2 010 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გაუმჯობესდება. „საქართველოს მელიორაცია“ დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 1,1 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ მორწყვის პირობები 1 200 ჰექტარზე გაუმჯობესდება. დიმი-როკითის სარწყავი სისტემა საქართველოში ერთ-ერთი უძველესია. ის სოფლების დიმის, როკითისა და დიდველის სასოფლო-სამეურნეო მიწებს სარწყავი წყლით ამარაგებს. მიმდინარე წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ასევე დაგეგმილია ვარციხის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 1 820 000 ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 810 ჰექტარზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. მუნიციპალიტეტში სარწყავი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოებიც მიმდინარეობს: იწმინდება არხები და მილსადენები, წესრიგდება მოძველებული ინფრასტრუქტურა, საჭიროების შემთხვევაში კი მისი ცალკეული ნაწილები ახლით იცვლება. მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობასა და საირიგაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება, რაც სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის ზრდას შეუწყობს ხელს. https://ghn.ge/index.php/news/356476-baghdatis-munitsipalitetshi-2-010-hektarze-sairigatsio-momsakhureba-gaumjobesdeba ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2 010 ჰექტარზე საირიგაციო მომსახურება გაუმჯობესდება საქართველოს რეგიონები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1793108010.jpg 2026-11-11 356476 ვავალებ მუნიციპალურ ინსპექციას, აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეები, რათა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას - კახა კალაძე დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი, რათა მერიას ჰქონდეს სრული სურათი, თუ რამდენი ადამიანი საჭიროებს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით. როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის, თუმცა მეორე მხრივ, გასაგებია იმ მოქალაქეების მდგომარეობაც, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან. ამიტომ, მერის თქმით, მუნციპალიტეტს სურს, პრობლემა უმტკივნეულოდ გადავწყვიტოს და ყველა მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული.    „დედაქალაქში წესრიგის დაცვა და საჯარო სივრცეების სრულად მოწესრიგება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. აღნიშნული კუთხით, გარდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა, ქალაქში ასევე გამოწვევას წარმოადგენს უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა. ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს. არაერთ პრობლემურ ლოკაციაზე მსგავსი არაორგანიზებული საქმიანობა უკვე აღკვეთილია და ტერიტორიები მოწესრიგებულია, ასევე, ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი და რეაგირება, რათა შეიზღუდოს ქალაქის იერსახის დამახინჯება და გარე ვაჭრობა, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან კარგად გვესმის ამ ადამიანების - ესენი არიან ოჯახები, რომელთაც უჭირთ. რომ არ უჭირდეთ, ცხადია, ამ საქმიანობით არ იქნებიან დაკავებულნი. მათ ჩვენი მხრიდან სჭირდება ხელშეწყობა და თანადგომა. ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმებში და არა ისე, რომ ვისაც სად მოუნდება, იქ ეწეოდეს სავაჭრო საქმიანობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხის მასშტაბისა და კომპლექსურად გადაწყვეტის აუცილებლობიდან გამომდინარე, ვავალებ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს მსგავს საქმიანობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი, რათა გვქონდეს სრული სურათი, თუ რა მდგომარეობა გვაქვს და რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, დედაქალაქის მერმა თბილისის რაიონების გამგებლებს დაავალა, მოიძიონ სივრცეები სავაჭრო ადგილების მოსაწყობად. „აქვე მინდა, დავავალო გამგებლებს, დაიწყონ მუშაობა და მოიძიონ ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება სავაჭრო სივრცეების მოწყობა, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქშია. არა ყოველდღიურ რეჟიმში, არამედ მაგალითად, კვირაში სამი დღის განმავლობაში - პარასკევი, შაბათი, კვირა. მოვაჭყოთ შესაბამისი დახლები, გავაკეთოთ ლამაზი სივრცეები, სადაც დასუფთავების პასუხისმგებლობას ჩვენი სამსახური აიღებს, რათა აღნიშნული სივრცე იყოს ცივილური, მოწესრიგებული და იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სურვილი, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, ამის შესაძლებლობა  ნორმალურ გარემოში მივცეთ“, - განაცხადა მერმა და დასძინა, რომ მსგავსი პრაქტიკა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა. მანვე დაავალა გამგებლებს, რაიონების მიხედვით დაიწყონ სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის რეალიზებას, რათა ყველა ასეთი ადამიანი დაკმაყოფილდეს და ალტერნატიული სამუშაო სივრცე ჰქონდეს. https://ghn.ge/index.php/news/356475-vavaleb-munitsipalur-inspektsias-aghtseros-gare-vachrobashi-chartuli-mokalakeebi-rata-vitsodet-ramdeni-adamiani-sachiroebs-chvens-mkhardacheras-kakha-kaladze კახა კალაძე: ვავალებ მუნიციპალურ ინსპექციას, აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეები, რათა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1937021235.jpeg 2026-11-11 356475 დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მონაწილეობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციაში (COP31) იღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ანტალიის ლიდერთა სამიტის ოფიციალურ გახსნით სესიას დაესწრო. სესიაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე. „დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კლიმატის ცვლილებაა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი ტიპის ღონისძიებები. მისი მასშტაბურობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდი გამოწვევაა ეს საკითხი და რამდენად მაღალია მის მიმართ მსოფლიოს ინტერესი. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია 2035 წლისთვის აღებული ვალდებულება სათბურის აირების ემისიების 50%-ით შემცირების შესახებ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ პროცესისა, რომელიც საბოლოო ჯამში, მასშტაბურ რეფორმებს ითვალისწინებს და ამ მიმართულებით საქართველო საკმაოდ წინ არის წასული. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას სწორედ იმ მიღწევებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ისაუბრებს, რომელიც კლიმატის ცვლილების მიმართულებით, საქართველოს აქვს აღებული“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. COP31 9-20 ნოემბერს, ქალაქ ანტალიაში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მთავრობის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს. კონფერენციის მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება, პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლიმატის ცვლილების შერბილებას, ადაპტაციას, კლიმატის დაფინანსებას, სუფთა ენერგიაზე გადასვლას, სურსათის უსაფრთხოებასა და ზღვისა და ოკეანის ეკოსისტემების მდგრადობას. საქართველოსთვის COP31-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების მიმართულებით ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და მიღწეული პროგრესის წარმოსაჩენად, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად. საქართველომ 2026 წლის 25 მარტს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC 3.0) მესამე ციკლის დოკუმენტი დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანა იღებს ვალდებულებას, 2030 წლისთვის სათბურის აირების წმინდა ემისიები 1990 წლის დონესთან შედარებით 47%-ით, ხოლო 2035 წლისთვის 50%-ით შეამციროს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს კლიმატმედეგი განვითარების ხელშეწყობასა და სხვადასხვა სექტორში ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერებას. ქართული მხარის პრიორიტეტებს შორისაა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაფინანსების ხელმისაწვდომობა, კლიმატური ტექნოლოგიების განვითარება, სოფლის მეურნეობის, მათ შორის მევენახეობის, კლიმატური მდგრადობის გაძლიერება და კლიმატური პროექტების განსახორციელებლად საერთაშორისო ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მოზიდვა. https://ghn.ge/index.php/news/356474-davit-songhulashvili-sakartvelos-prezidenttan-ertad-turketshi-gaeros-klimatis-tsvlilebis-31-e-konferentsiashi-monatsileobs დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მონაწილეობს ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1695016842.jpg 2026-11-11 356474 თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად წარედგინა თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა  2 239 769 000 ლარს შეადგენს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, როგორც წინა წლებში, მომავალ წელსაც ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტული პროექტებისა და სოციალური-ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისკენ. „ჩვენ დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად უკვე წარვუდგინეთ თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა შეადგენს 2 239 769 000 ლარს, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 46,4 მლნ ლარით. მინდა, დავაზუსტო, რათა შემდგომში სპეკულაციები არ მოჰყვეს ამ საკითხს - ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. უშუალოდ ვიცე-მერი მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  ასევე ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან და ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი დაზუსტდება. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 623,3 მლნ ლარის გამოყოფა, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 50,4 მლნ ლარით მეტია. ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ვიცით, რომ ქალაქში გვაქვს გამოწვევები - ბევრი ქუჩა, გამზირი საჭიროებს განახლებას, საჭიროებს რეაბილიტაციას“, - განაცხადა  კახა კალაძემ. რაც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, მერის ინფორმაციით, გათვალისწინებულია 677,7 მლნ ლარი, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 76 მლნ ლარით მეტია.   „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომელთაც სჭირდება ჩვენი თანადგომა. ვიდრე არსებობს საჭიროება, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აღნიშნული პროგრამების დაფინანსებას, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისე განვითარდეს ქვეყანა, ეკონომიკა წინ წავიდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს. კეთილდღეობა უნდა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. „საკრებულოს წევრები აქტიურად დაიწყებენ დოკუმენტის განხილვას. ცხადია, იქნება შენიშვნებიც, იქნება კითხვებიც პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, განვსაზღვროთ პრიორიტეტები. დარწმუნებული ვარ, რომ ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გვექნება შესაძლებლობა, რომ საბოლოო ბიუჯეტი იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე 2026 წელს. მადლობა კიდევ ერთხელ ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს შესაძლებლობას, თბილისში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტი განვახორციელოთ, რომ ჩვენი ქალაქი ხვალ, ზეგ იყოს კიდევ უფრო მომხიბვლელი, კიდევ უფრო უკეთესი, გამართული ინფრასტრუქტურით და ყველანაირად მოწესრიგებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. https://ghn.ge/index.php/news/356472-tbilisis-2027-tslis-biujetis-pirveladi-proektis-motsuloba-2-239-769-000-lars-sheadgens თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1325152511.jpeg 2026-11-11 356472 ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია მამა-პაპისეული სახლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებისა და რეგიონის პოტენციალის ათვისების იდეით დაიწყო ლეჩხუმში, სოფელ ქორენიშში საოჯახო სასტუმროსა და მარნის „ქორენიშული ვერანდის“ შექმნა და საკუთარი წვლილი შეაქვს რეგიონისა და აგროტურიზმის განვითარებაში. სოფელი ქორენიში ტვიშის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს, რის გამოც სასტუმროს პარალელურად, კომპანიისთვის მეღვინეობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ბაზისბანკთან პარტნიორობითა და ფინანსური მხარდაჭერით, „ქორენიშული ვერანდამ“ შეძლო სასტუმროსა და მარნის გაფართოება, სადაც ენდემური ვაზის ჯიშებისგან პრემიუმ ხარისხის ღვინოები ტვიში, უსახელაური, ოჯალეში და ლეჩხუმური ცოლიკაური იწურება. ლეჩხუმის ბუნებრივი პოტენციალი მხოლოდ მეღვინეობით არ შემოიფარგლება. რეგიონის უნიკალური გარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის მეფუტკრეობის განვითარებისთვისაც, რის საფუძველზეც კომპანიამ თაფლის გადამამუშავებელი საწარმო მოაწყო. წარმოებული პროდუქცია დღეს წარმატებით მიეწოდება სხვადასხვა სასტუმროებსა და ღვინის ბარებს. პროექტი, რომელიც თავდაპირველად საოჯახო მემკვიდრეობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად, ბაზისბანკის მხარდაჭერით მასშტაბურ ბიზნესად იქცა. ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს, განახორციელოს სამომავლო გეგმები და ხელი შეუწყოს ლეჩხუმის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ბაზისბანკის და ქორენიშული ვერანდის პარტნიორობის ვიდეო ისტორია https://ghn.ge/index.php/news/356471-bazisbanki-lechkhumshi-korenishuli-verandis-mkhardamcheria ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1468081819.png 2026-11-11 356471 ქართველმა მეღვინეებმა იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში „Merano Wine Festival 2026” მონაწილეობდა. "ფესტივალი, რომელსაც 35-წლიანი ისტორია აქვს, ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო ღონისძიებაა ღვინის ინდუსტრიაში. იგი ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებლებს, დარგის ექსპერტებს, ჰორეკა სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს. წელს ფესტივალში 23 ქვეყნის 1000-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. ქართული კომპანიების წარდგენა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული ღვინის მრავალფეროვნების, ხარისხისა და უნიკალური მეღვინეობის ტრადიციების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გასაცნობად, ასევე ახალი საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად და საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად. საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, 8000-წლიანი უწყვეტი მეღვინეობის კულტურით, საერთაშორისო ღონისძიებებზე აქტიურად წარმოაჩენს საკუთარ ადგილს მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ქართული ქვევრი, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ქალაქ მერანოს ისტორიულ ცენტრში დაიდგა, რაც ქართული ღვინის კულტურის საერთაშორისო აღიარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა", - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციაში. https://ghn.ge/index.php/news/356470-kartvelma-meghvineebma-italiashi-meranos-ghvinis-saertashoriso-festivalshi-miighes-monatsileoba ქართველმა მეღვინეებმა იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1143880077.jpeg 2026-11-11 356470 ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლაა, ტყვეობაში ჰყავთ ჩემი მეუღლე, პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია, ნაწილთან კი არავითარი ურთიერთობა არ მაკავშირებს - ნოდარ ჩაჩუა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნოდარ ჩაჩუა განცხადებას ავრცელებს, სადაც პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ჩაჩუა აცხადებს, რომ პოლიციას დაკავებული ჰყავს მისი ცოლი, ასევე ყოფილი ჟურნალისტი ლალო ბერია (მუშაობდა postv-ში), თუმცა ისე, რომ მის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ცოლის დაკავების მიზანი, ჩაჩუას აზრით, მისი გატეხა და ცრუ ჩვენების მიღებაა. "ერთ თვეზე მეტია, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას მძევლად ჰყავს აყვანილი ჩემი ცოლი. ზუსტად 42 დღეა, ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს. ტყვეობაში ჰყავთ ჩემი მეუღლე, რომლის წინააღმდეგაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მისი 42-დღიანი ტყვეობის მთავარი მიზეზი ჩემზე ზეწოლის მოხდენაა. ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს; ნაწილს მხოლოდ მისალმებით ვიცნობ, ნაწილთან კი არავითარი ურთიერთობა არ მაკავშირებს. დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემი დაკავების მომენტში, ჩემს სახლში, თითქმის 2 საათის განმავლობაში, ჩხრეკის დაწყებამდე მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყო ცკპდ-ს ორი მაღალჩინოსანი. მათი სახელები და გვარები არ ვიცი, თუმცა ორივეს ამოცნობა საჭიროების შემთხვევაში შემიძლია. მათ მიერ დასახელებული პირები, რომელთა წინააღმდეგაც ჩემგან ჩვენების მიცემას ითხოვენ, და საქმე, რომლის აღიარებასაც მოითხოვენ, მიჩენს განცდას, რომ ცკპდ-ს ჩინოსნებს ამ საბჭოთა მეთოდით რაიმე დანაშაულის გახსნა კი არ აქვთ მიზნად, არამედ ეს ყველაფერი იმ სცენარის ნაწილია, რომელიც მათი თანამდებობრივი მდგომარეობის გამყარებას ემსახურება, თუმცა სცენარი ჩავარდა. ჩემგან ვერცერთი გვარი ვერ მიიღეს და ახლა ჩემი მძევლად აყვანილი ცოლი ალესილი ნაჯახივით ადევთ კისერზე. ჩემი ინფორმაციით, მასზე ახლა უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს და მისი დაკავების „გასაპრავებლად“, ლალოს აღიარების მოპოვებისთვის აკეთებენ ყველაფერს. ცდილობენ, ათქმევინონ, რომ ჩემი ჩხრეკისას ამოღებული მთელი 5 გრამი აკრძალული ნივთიარების შესახებ მან იცოდა – ახლა მათთვის ესეც საკმარისია. თუმცა არც ეგ გამოუვათ: XXI საუკუნეში მძევალი არ „პრავდება“. იმედს ვიტოვებ – მალე, თუმცა მჯერა, აუცილებლად მოვა დრო, როცა ორივე მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს იმ ტანჯვისთვის, რისთვისაც 27 წლის გოგო გაიმეტეს. დანარჩენზე – მოგვიანებით..."- წერს ჩაჩუა. https://ghn.ge/index.php/news/356473-chems-ojakhze-upretsedento-zetsolaa-tqveobashi-hqavt-chemi-meughle-politsia-chemgan-iseti-pirebis-dasakhelebas-moitkhovs-romelta-natsilits-chemi-megobaria-natsiltan-ki-aravitari-urtiertoba-ar-makavshirebs-nodar-chachua ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს, ტყვეობაში ჰყავთ ჩემი მეუღლე, პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია, ნაწილთან კი არავითარი ურთიერთობა არ მაკავშირებს - ნოდარ ჩაჩუა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/729407044.jpg 2026-11-11 356473 დასავლეთი აღიარებს, რომ 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგებზე უფრო მკვეთრი რეაგირება იყო საჭირო, საკონსტიტუციო სასამართლო კი მსჯელობს იმაზე, როგორ დაამტკიცოს, რომ ომი საქართველოს ბრალი იყო - სალომე სამადაშვილი დასავლეთი აღიარებს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე უფრო მკვეთრი რეაგირება, რუსეთის მიმართ მისი პოლიტიკის შეცვლა იყო საჭირო, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. "როგორი უნდა იყოს ევროპის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში-ეს არის კონფერენციის თემა, რომელზეც სიტყვით გამოსვლა მთხოვეს ბრიუსელში. დასავლეთი აღიარებს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე უფრო მკვეთრი რეაგირება, რუსეთის მიმართ მისი პოლიტიკის შეცვლა იყო საჭირო. რა შეცდომები დაუშვა ევროპამ? როგორი უნდა იყოს მისი პოლიტიკა მომავალში, რომ რუსეთის და ევროკავშირის საერთო სამეზობლოში არსებული ქვეყნების დამოუკიდებლობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს? ქართული ოცნების მიერ მტრად გამოცხადებულ ევროკავშირში სწორედ ამაზე მსჯელობენ. პარალელურად კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს იმაზე, თუ როგორ დაამტკიცოს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს ბრალი იყო. ეს ეროვნული ტრაგედია სრულად არის გასააზრებელი", - წერს სალომე სამადაშვილი. https://ghn.ge/index.php/news/356469-dasavleti-aghiarebs-rom-2008-tsels-rusetis-agresiis-shedegebze-ufro-mkvetri-reagireba-iqo-sachiro-sakonstitutsio-sasamartlo-ki-msjelobs-imaze-rogor-daamtkitsos-rom-omi-sakartvelos-brali-iqo-salome-samadashvili საკონსტიტუციო სასამართლო კი მსჯელობს იმაზე, როგორ დაამტკიცოს, რომ ომი საქართველოს ბრალი იყო პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1103430194.jpg 2026-11-11 356469 აგროთადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს სოფლის განვითარების სააგენტოს აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია 25 ხელშეკრულება, რომელთა შესაბამისი პროექტების ჯამური ღირებულება 16 მილიონ ლარს აღემატება.  დაფინანსების მიზნობრიობები მოიცავს მსხვილფეხა მეცხოველეობის ფერმების, საფუტკრე, სასათბურე და აკვაკულტურის მეურნეობების, ასევე შემნახველი საწარმოების მოწყობასა და მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას. განხილვის დასკვნით ეტაპზეა დამატებით 9 განაცხადი, რომელთა შესაბამისი პროექტების ჯამური ღირებულება 7,15 მილიონ ლარს შეადგენს.- 2026 წლის 1 ივლისიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტოში წარდგენილია 108 განაცხადი. წარმოდგენილი პროექტების ჯამური ღირებულება 58,6 მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამაში განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც ელექტრონულად, ისე მატერიალური ფორმით. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება დადგენილი პროცედურების შესაბამისად და მოიცავს განაცხადის მიღებას, თანდართული დოკუმენტაციის განხილვასა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების წახალისება და აგრობიზნესის განვითარება. სახელმწიფო თანადაფინანსება ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელონ ახალი პროექტები, გააფართოონ არსებული საქმიანობა და გაზარდონ საწარმოო შესაძლებლობები. https://ghn.ge/index.php/news/356468-agrotadafinansebis-sakhelmtsifo-programa-aktiurad-mimdinareobs აგროთადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1065800189.png 2026-11-11 356468 პენტაგონმა პოლონეთში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების გეგმას მხარი დაუჭირა - ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, პენტაგონმა ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების გეგმას მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილებას კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დეკემბრის დასაწყისში მიიღებს. მინისტრმა ამის შესახებ 10 ნოემბერს, ვაშინგტონში, აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კოსინიაკ-კამიშის თქმით, შეხვედრაზე მან ჰეგსეთს ჰკითხა, რა ეტაპზე იყო პოლონეთში მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ „ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის“. „ჩვენ ამას პენტაგონის მხრიდან მწვანე შუქად აღვიქვამთ“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა. მისივე განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა უნდა მიიღოს და ეს დეკემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი. ამასთან, პენტაგონის მხარდაჭერა ჯერ არ ნიშნავს, რომ ბაზის განთავსების პროექტს აშშ-ის ოფიციალური თანხმობა უკვე მიღებული აქვს. https://ghn.ge/index.php/news/356467-pentagonma-polonetshi-ashsh-is-mudmivi-samkhedro-bazis-gantavsebis-gegmas-mkhari-dauchira-vladislav-kosiniak-kamishi პენტაგონმა ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების გეგმას მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილებას კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დეკემბრის დასაწყისში მიიღებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/352728054.png 2026-11-11 356467 სტიქაროსან თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს - ადვოკატი ადვოკატ, ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, სტიქაროსან თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „მადლობა საქართველოს პროკურატურას, მთავარ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს, დასავლეთ საქართველოს პროკურორს ზაზა მეტონიძეს, ქალბატონ თამარ ბეჟუაშვილს, გიორგი ხაჩიძეს, ყველა მედიას, საინფორმაციო გამოშვებას, განსაკუთრებული მადლობა ნოდარ მელაძესა და მის გუნდს. ორი წლის დაუღალავი შრომის შემდეგ, თემურ ხადურის საქმეზე, თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები არიან დაკავებულები”, - წერს ლედი ტუკვაძე. ცნობისთვის, 23 წლის სტიქაროსანი თემურ ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს გაუჩინარდა.გავრცელებული ცნობებით,  მან პოლიციის ავტომობილს ქვები ესროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველები დაედევნენ. სამდღიანი ძებნის შემდეგ, 28 აგვისტოს, მისი ცხედარი მწყემსმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთთან, მდინარეში იპოვა.  https://ghn.ge/index.php/news/356466-stikarosan-temur-khaduris-gardatsvalebis-sakmeze-terjolis-politsiis-tanamshromlebi-daakaves-advokati სტიქაროსან თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1841337819.png 2026-11-11 356466 დააკავეს პირი, რომელმაც უკანონოდ მოიპოვა, მობილურ ტელეფონში ინახავდა და შემდეგ გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოს, რაც უკანონოდ გაავრცელა“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – აცხადებენ უწყებაში. https://ghn.ge/index.php/news/356465-daakaves-piri-romelmats-ukanonod-moipova-mobilur-telefonshi-inakhavda-da-shemdeg-gaavrtsela-dazaralebulis-piradi-tskhovrebis-saidumlos-amsakhveli-video უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოს, რაც უკანონოდ გაავრცელა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/507483224.jpg 2026-11-11 356465 ევროპულმა ქვეყნებმა ერთი წარმომადგენელი უნდა შეარჩიონ, რომელიც რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის სახელით მიიღებს მონაწილეობას - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, ნოემბრის ბოლომდე შეარჩიონ ერთი წარმომადგენელი, რომელიც რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის სახელით მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღება სასურველია 19 ნოემბერს, ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების შეხვედრაზე. ამის შესახებ ზელენსკიმ დანიაში ვიზიტისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, ევროპამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ ისაუბრებს მისი სახელით მოლაპარაკებების მაგიდასთან. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩეულ წარმომადგენელს მთელი ევროპის, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების, მანდატი ჰქონდეს. „ყველას სურს წარმომადგენლობა. თითოეული ევროპული ქვეყნის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პუტინთან 40 ადამიანი ვერ ისაუბრებს“, - განაცხადა ზელენსკიმ კოპენჰაგენში, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ შეხვედრაზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპული ქვეყნების მონაწილეობა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანია, რადგან ომი ევროპაში მიმდინარეობს და სწორედ ევროპას მოუწევს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა და ქვეყნის აღდგენაში მონაწილეობა. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საკითხი არაუგვიანეს ნოემბრის ბოლოს გადაწყდება, სასურველია, 19 ნოემბერს ბერლინში დაგეგმილ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე. მანამდე, 10 ნოემბერს, აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. ზელენსკის განცხადებით, პირველ დღეს მხარეებმა, მათ შორის, ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. https://ghn.ge/index.php/news/356464-evropulma-kveqnebma-erti-tsarmomadgeneli-unda-shearchion-romelits-rusettan-samshvidobo-molaparakebebshi-evropis-sakhelit-miighebs-monatsileobas-volodimir-zelenski ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, შეარჩიონ ერთი წარმომადგენელი, რომელიც რუსეთთან მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის სახელით მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1853612541.jpeg 2026-11-11 356464 თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს ხელჩანთიდან თანხა გასტაცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მოქალაქეს ხელჩანთიდან თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://ghn.ge/index.php/news/356463-tbilisshi-daakaves-piri-romelmats-mokalakes-khelchantidan-tankha-gastatsa თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც მოქალქეს ხელჩანთიდან თანხა გასტაცა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/84845178.jpg 2026-11-11 356463 ირანის მხრიდან სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის გამო სკოტ ბესენტი სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს - მედია აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ირანის მხრიდან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის გამო ვაშინგტონის მახლობლად მდებარე საცხოვრებლიდან სამხედრო ბაზაზე გადავიდა. The New York Times-ის ცნობით, ბესენტის გადაადგილება მას შემდეგ გადაწყდა, რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ბოლო კვირების განმავლობაში დაასკვნეს, რომ ირანის შეთქმულებები მოქმედი და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა. ამ შეფასების ერთ-ერთი საფუძველი ბესენტის მიმართ არსებული მუქარის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია იყო. Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის დაზვერვის მაღალჩინოსანმა ჯერ კიდევ გასული თვის ბოლოს მემორანდუმში გააფრთხილა, რომ ირანის გეგმები ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ განვითარების მოწინავე ეტაპზე იყო. გამოცემის ცნობით, ბესენტის მიმართ მუქარის კონკრეტული სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია. უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ხელი შეუწყო Wall Street Journal-ის მიერ მისი ჯორჯთაუნის სახლის საჰაერო ფოტოს გამოქვეყნებამაც, რომლის მეშვეობითაც საცხოვრებლის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა გახდა შესაძლებელი. ბესენტი აგვისტოდან ხელმძღვანელობს ვაშინგტონის ეკონომიკური ზეწოლის კამპანიას ირანის წინააღმდეგ, რომელიც სანქციებსა და ეკონომიკურ შეზღუდვებს მოიცავს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენრის წარმომადგენლის განცხადებით, ბესენტი ირანის რეჟიმის მუქარას არ დაემორჩილება და ეკონომიკური ზეწოლის კამპანიის განხორციელებას გააგრძელებს. ამასთან, Reuters აღნიშნავს, რომ ირანი ადრეც უარყოფდა აშშ-ის ტერიტორიაზე მაღალჩინოსნებისა და სხვა პირების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვას. ამერიკელი ოფიციალური პირების შეფასებით, ირანის შესაძლებლობა, აშშ-სა და სხვა ტერიტორიებზე მასშტაბური თავდასხმები განახორციელოს, შეზღუდულია https://ghn.ge/index.php/news/356462-iranis-mkhridan-sitsotskhlis-khelqofis-safrtkhis-gamo-skot-besenti-samkhedro-bazaze-gadaiqvanes-media მედია: ირანის მხრიდან სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის გამო სკოტ ბესენტი სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1304274682.png 2026-11-11 356462 დემოკრატების მცდელობა, პიტ ჰეგსეთისთვის იმპიჩმენტი გამოეცხადებინათ, სამარცხვინო მარცხით დასრულდა, ისინი უნდა შევაჩეროთ - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის მცდელობას გამოეხმაურა. მისი თქმით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები „კვლავ იყენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს იარაღად და ბოროტად სარგებლობენ ამით“, რის გამოც მათ „შეჩერებისკენ“ მოუწოდა. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს. „დემოკრატების მცდელობა, თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთისთვის იმპიჩმენტი გამოეცხადებინათ, სამარცხვინო მარცხით დასრულდა! თომას მასის გარდა, რომელიც დიდი ხელმოცარულია, ყველა რესპუბლიკელმა პიტს დაუჭირა მხარი. კვლავაც, ვენესუელასა და ირანში გამარჯვებებმა, სამხედრო სამსახურში გაწევრიანების რეკორდულმა მაჩვენებლებმა (ჩარიცხვის მსურველთა გრძელი რიგები!) და არნახულმა საბრძოლო სულისკვეთებამ დიდი ამერიკელი პატრიოტის სრული გამართლება განაპირობა. დემოკრატები კვლავ იყენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს იარაღად და ბოროტად სარგებლობენ ამით. ისინი უნდა შევაჩეროთ! გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული!“ - წერს ტრამპი. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჩააგდო თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობა, რომელიც ირანში, იემენში, ვენესუელასა და კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს უკავშირდებოდა. https://ghn.ge/index.php/news/356461-demokratebis-mtsdeloba-pit-hegsetistvis-impichmenti-gamoetskhadebinat-samartskhvino-martskhit-dasrulda-isini-unda-shevacherot-donald-trampi დემოკრატების მცდელობა, პიტ ჰეგსეთისთვის იმპიჩმენტი გამოეცხადებინათ, სამარცხვინო მარცხით დასრულდა, ისინი უნდა შევაჩეროთ - დონალდ ტრამპი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/159435847.png 2026-11-11 356461 უკრაინაში ასობით ათასი ოჯახი ყოველდღიურად ელექტროენერგიის გარეშე რჩება, დიდ იმედს ვამყარებთ დახმარების ახალ პაკეტებზე, რომლებიც მოსახლეობას დაეხმარება, ამ ზამთარს რუსეთის ტერორს გაუძლოს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების პრემიერ-მინისტრებთან დიპლომატიური პროცესი და რუსეთის მხრიდან ესკალაციის ფონზე უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. კოპენჰაგენში ზელენსკი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს, ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კრისტრუნ ფროსტადოუტირს, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს, ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა დეტალურად განიხილეს დიპლომატიური საკითხები და შემდგომი ნაბიჯების მომზადება. ზელენსკიმ შეხვედრის მონაწილეებს აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით: „საერთო პოზიცია ნათელია: ევროპა აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკებების მაგიდასთან“. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან ესკალაციასა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებზე. „ასობით ათასი ოჯახი ყოველდღიურად ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ამჟამად ყველაზე რთული ვითარებაა კიევის, დნიპროპეტროვსკისა და ჩერნიჰივის ოლქებში. რუსეთის დაბომბვების გამო ელექტროენერგიის მიწოდება მუდმივად ფერხდება დონეცკის, სუმის, ხარკივისა და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.  მადლობელი ვარ დახმარებისთვის მზადყოფნისთვის. დიდ იმედს ვამყარებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას დაეხმარება, ამ ზამთარს რუსეთის ამგვარ ტერორს გაუძლოს“, - განაცხადა ზლენსკიმ. https://ghn.ge/index.php/news/356460-ukrainashi-asobit-atasi-ojakhi-qoveldghiurad-elektroenergiis-gareshe-rcheba-did-imeds-vamqarebt-dakhmarebis-akhal-paketebze-romlebits-mosakhleobas-daekhmareba-am-zamtars-rusetis-terors-gaudzlos-volodimir-zelenski უკრაიანში ასობით ათასი ოჯახი ყოველდღიურად ელექტროენერგიის გარეშე რჩება, დიდ იმედს ვამყარებთ დახმარების ახალ პაკეტებზე, რომლებიც მოსახლეობას დაეხმარება, ამ ზამთარს რუსეთის ტერორს გაუძლოს - ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/686596300.jpeg 2026-11-11 356460 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა. იმპიჩმენტის ინიციატივა ირანში, იემენში, ვენესუელასა და კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს უკავშირდებოდა. ამის შესახებ CNN იუწყება. იმპიჩმენტის მცდელობის ჩასაშლელად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტიის ლიდერები გააქტიურდნენ. რეზოლუცია 211 ხმით 204-ის წინააღმდეგ ჩავარდა. CNN-ის შეფასებით, ეს გასულ კვირას შუალედურ არჩევნებში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ დასუსტებული და დაყოფილი რესპუბლიკური პარტიის მოულოდნელი ერთიანობის დემონსტრირება იყო. ამასთან, ამით თავიდან იქნა აცილებული პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის დამამცირებელი კენჭისყრა. CNN-ის რამდენიმე წყაროს ცნობით, რესპუბლიკელი ლიდერები თეთრი სახლის წარმომადგენლებთან ერთად კულისებში ინტენსიურად მუშაობდნენ, რათა ტრამპის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელი კონგრესმენის, თომას მასის მიერ ინიცირებული იმპიჩმენტის პროცესი ჩაეშალათ. მათ რესპუბლიკელების საკმარისი რაოდენობა დაარწმუნეს, რომ არჩევნებში მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღოთ და მხარი დაეჭირათ იმპიჩმენტის საკითხის კომიტეტისთვის გადაცემისა და წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის შეწყვეტისთვის. შეგახსენებთ, მასიმ იმპიჩმენტის რვა მუხლი წარადგინა. ის ჰეგსეთს კონგრესის ნებართვის გარეშე ომის უკანონოდ წარმოებასა და პენტაგონის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა. ორშაბათს, 9 ნოემბერს, ჰეგსეთმა განაცხადა, რომ მისი იმპიჩმენტის ინიციატივასთან დაკავშირებული რისკები მცირეა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შემთხვევაში პიტ ჰეგსეთს მხარს დაუჭერდა. https://ghn.ge/index.php/news/356459-ashsh-is-tsarmomadgenelta-palatam-pit-hegsetis-impichmentis-mtsdeloba-dabloka აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1401721516.png 2026-11-11 356459 ლენინგრადის ოლქში, დრონებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტს ცეცხლი გაუჩნდა 11 ნოემბრის ღამეს, რუსეთის ლენინგრადის ოლქზე დრონებით თავდასხმა სამიზნე განხორციელდა. შედეგად, უსტ-ლუგის პორტში ხანძარი გაჩნდა, ასევე ავარიულად გაითიშა სატრანსფორმატორო ქვესადგური. ინფორმაციას უკრაინული მედია ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ  დროზდენკოს განცხადებით, ლენინგრადის ოლქის თავზე 92 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მანამდე რუსული მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ სანქტ-პეტერბურგისკენ მიმავალი ორი თვითმფრინავი უსაფრთხოების გამო ჰელსინკის აეროპორტში დაეშვა. სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში თვითმფრინავების მიღებისა და გაფრენის შეზღუდვები დაწესდა. მონიტორინგის ჯგუფების ინფორმაციით, რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქისკენ მიმავალი დრონები ტვერის თავზე ჩამოაგდეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგის პორტის ინფრასტრუქტურას ცეცხლი გაუჩნდა. https://ghn.ge/index.php/news/356458-leningradis-olkshi-dronebit-tavdaskhmis-shemdeg-rusetis-samkhedro-samretsvelo-kompleksistvis-strategiuli-mnishvnelobis-ports-tsetskhli-gauchnda ლენინგრადის ოლქში დრონებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი იწვის მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1043441029.png 2026-11-11 356458 ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, აბუ დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს. „ხვალ მომლაპარაკებელთა ჯგუფისთვის მთავარი დღე იქნება. დღეს გაცვლის შესაძლებლობა განვიხილეთ. საუბარია 1000-1000-ზე, შესაძლოა, 1500-1500-ზე გაცვლაზეც. ამ საკითხზე მოლაპარაკებების დღის წესრიგით ამერიკელები რუსეთში გაემგზავრებიან. მეორე საკითხი ტერიტორიებს შეეხებოდა, რომელიც რუსულმა მხარემ წამოჭრა. ეს ლიდერების დონეზე განსახილველი საკითხია და ჩვენს მომლაპარაკებლებს ამის მანდატი აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრას ევროპის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებებზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება იყო. ზელენსკის განცხადებით, ოთხშაბათს მოლაპარაკებებზე დამატებით განიხილავენ დეესკალაციის ზომებს, ენერგეტიკის საკითხებს, შავ ზღვაში არსებულ ვითარებასა და ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას. https://ghn.ge/index.php/news/356457-volodimir-zelenskis-tsnobit-abu-dabishi-gamartul-molaparakebebze-ukrainasa-da-rusets-shoris-samkhedro-tqveebis-masshtaburi-gatsvlis-shesadzlebloba-ganikhiles ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, აბუ დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1980799928.png 2026-11-11 356457 დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ამერიკელი სამხედრო დააკავეს დიდ ბრიტანეთში აშშ-ის არმიის სამხედრო ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.  ამის შესახებ ბრიტანულმა პოლიციამ განაცხადა.  აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე კონტრტერორისტული პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. გამოძიება ამერიკის ხელისუფლებასთან, აშშ-ის სამხედრო უწყებებთან და გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს. 41 წლის კაცი სამშაბათს, 10 ნოემბერს, გლოსტერის მახლობლად დააკავეს. მას 2023 წლის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის პირველი და მესამე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენაში ედება ბრალი. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველები გლოსტერშირის საგრაფოში ორ მისამართზე ჩხრეკას ატარებენ. ეჭვები რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას უკავშირდება. „ეს მნიშვნელოვანი დაკავება და გამოძიება ბრიტანეთისა და ამერიკის ხელისუფლებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ბრალდებები სერიოზულია და გამოძიება აქტიურად გრძელდება“, - განაცხადა პოლიციის კომისრის მოადგილემ, ვიკი ევანსმა. FBI-ის დირექტორმა კეშ პატელმა განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი დაკავება ჯაშუშობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება, რაც აშშ-სა და ჩვენს მოკავშირეებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. „სანამ გამოძიება გრძელდება, მსურს მკაფიოდ განვაცხადო: FBI არ შეეგუება იმ ადამიანების ქმედებებს, რომლებიც აშშ-ის ერთგულების ფიცს არღვევენ და საკუთარი მოქმედებებით საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასა და პარტნიორების უსაფრთხოებას“, - აღნიშნა პატელმა. აშშ-ის არმიის კონტრდაზვერვის სარდლობის მეთაურის, ბრიგადის გენერალ შონ სტინჩონის განცხადებით, ეს საქმე პარტნიორული ურთიერთობების სიმტკიცესა და კონტრდაზვერვის უწყებების მტკიცე გადაწყვეტილებას აჩვენებს.   https://ghn.ge/index.php/news/356456-did-britanetshi-rusetis-sasargeblod-jashushobis-braldebit-amerikeli-samkhedro-daakaves დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე დააკავეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/677029101.png 2026-11-11 356456 საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს ღირსეულ პარტნიორობასა და შესაბამისი დონის წარმომადგენლობას - მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირთან დაკავშირებადობის საკითხებზე დიალოგის მნიშვნელობაზე, დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობასა და პარტნიორობის პრინციპებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, საქართველო მზად არის ევროკავშირთან ნებისმიერ განხილვასა და დიალოგში ჩაერთოს, მათ შორის დაკავშირებადობის საკითხებზე, თუმცა მონაწილეობა შესაბამის დონეზე უნდა განხორციელდეს. მისი განმარტებით, აღნიშნული პოზიცია ევროკომისიისთვის კარგად არის ცნობილი და საქართველოს მონაწილეობისთვის აუცილებელია შესაბამისი დონის წარმომადგენლების მიწვევა. „ჩვენი პასუხი ევროკომისიისთვის და ევროკომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის არის ცნობილი: საქართველო მზად არის ნებისმიერ განხილვაში, ნებისმიერ დისკუსიაში და ზოგადად ევროკავშირთან დიალოგში ჩაერთოს იმ შესაბამის დონეზე, რა დონეზეც იმართება შეხვედრები,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს იზოლირებულად წარმოჩენის მიზნით, სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენება.  „მე გავიხსენებ პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს „ევრონიუსთან“, სადაც ჟურნალისტს წამოცდა, რომ ფოტოს გადაღებაც ყოფილა, თურმე, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ეს ვიცით, არაერთი შეხვედრა ყოფილა ჩვენს კოლეგებთან ფოტოების გარეშე. ღიმილის მომგვრელია, უბრალოდ, ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენება: მოსაწვევების, ფოტოების გადაღების. ეს უბრალოდ არასერიოზულია,“ - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.  მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, ღირსეულ პარტნიორობასა და ქვეყნის რეპუტაციისა და ღირსების დაცვას. „საქართველოს სჭირდება ღირსეული პარტნიორები, ღირსეული პარტნიორობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დისკუსიაში, ნებისმიერ დიალოგის ფორმატში ევროკავშირთან ჩავერთოთ იმგვარად, რომ არ დაზიანდეს არც ქვეყნის რეპუტაცია და არც ჩვენი ღირსება,“ - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა. https://ghn.ge/index.php/news/356455-sakartvelo-mzad-aris-evrokavshirtan-dialogistvis-tumtsa-es-unda-efudznebodes-ghirseul-partniorobasa-da-shesabamisi-donis-tsarmomadgenlobas-maka-bochorishvili მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს ღირსეულ პარტნიორობასა და შესაბამისი დონის წარმომადგენლობას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1046860315.jpg 2026-11-11 356455 ევროკავშირმა უნდა შეათანხმოს, ვინ წარადგენს ევროპას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე - გიტანას ნაუსედა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ევროპა უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდეს. თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა ჯერ უნდა შეათანხმონ, ვინ წარადგენს ევროკავშირს მოლაპარაკებებზე და რა პრინციპებით იხელმძღვანელებს მისი წარმომადგენელი. ნაუსედას თქმით, ევროპას სურს და, უდავოდ, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. „ამის ერთი ძალიან მარტივი მიზეზი არსებობს: ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბებული უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ლიეტუვისთვის. თუმცა მანამდე უნდა შევთანხმდეთ, და ეს საკმაოდ სწრაფად უნდა გავაკეთოთ, ვინ წარმოადგენს ევროპას და რა პრინციპებით“, - აღნიშნა ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტის აზრით, მოლაპარაკებებზე ევროპელი წარმომადგენლების მუდმივმა ცვლამ შესაძლოა შექმნას შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირს მკაფიო და მტკიცე პოზიცია არ აქვს. „არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მიდგომა, რომლის დროსაც ევროპას მუდმივად ცვალებადი ლიდერები წარმოადგენენ. ეს მეორე მხარეს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევროპა მოლაპარაკებებზე მტკიცედ არ არის წარმოდგენილი და ეს უფრო მუდმივად ცვალებადი სახეების ერთგვარ ფესტივალს ჰგავს“, - განაცხადა ნაუსედამ. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა ჯერ უნდა შეიმუშაოს კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც შეარჩევს პირს, რომელსაც ევროკავშირის სახელით საუბარი დაევალება. https://ghn.ge/index.php/news/356454-evrokavshirma-unda-sheatankhmos-vin-tsaradgens-evropas-ukrainashi-omis-dasrulebis-shesakheb-molaparakebebze-gitanas-nauseda ნაუსედა: ევროკავშირმა უნდა შეათანხმოს, ვინ წარმოადგენს ევროპას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1346300666.jpg 2026-11-11 356454 დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, მან თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა, უკეთესი უნდა ავირჩიოთ, იმიტომ რომ ქვეყანაში აღარ არის ეროვნული ინტერესები - მიტროპოლიტი იობი მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ეპარქიის გვერდზე გავრცელდა. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში,რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. “დღეს რას ვხედავთ. დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის. დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის. და რაში გამოიხატება ეს - გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. დღეს ყველზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა. თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრავლისთვის რთული გასაგებია, ქადაგებ რომ გაჭირვება, ქადაგებ სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ - აი, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები. ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა. მეუფე იობმა ისაუბრა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან დაკავშირებითაც და თქვა, რომ დიდი იერარქი დღეს სიმართლეს ვერ იტყვის, რადგან ეკლესია სწორედ სახელმწიფოსგან ფინანსდება. მეუფე იობმა ისაუბრა დაფინანსების გამჭვრიბალობის აუცილებლობაზე და მრევლს მიმართა, რომ მათ უნდა იცოდნენ თითოეული თეთრის შესახებ. “ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს. ვერ გამოხატავს თავის დამკიდებულებას მოვლენებისადმი, რადგან ძირითადად ფინანსდება ეკლესია სახელმწიფოსგან. კარგი, ვთქვათ, დაფინანსდეს, მაგრამ იყოს გამჭვირვალე. თითეულმა თქვენგანმა, მრევლმა უნდა იცოდეთ, სად რა იხარჯება, თითუელი თეთრი სად მიდის, რას ხმარდება. შეიძლება ზოგიერთმა თქვან, რომ ყველაფერი გამჭვირვალე არისო, ჩანსო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, ვიცით ბევრი რამ შიგნით რა ხდება, აქედან გამომდინარე ჩვენ რაღაც რაღაცებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ“, - განაცხადა მეუფე იობმა. მეუფე იობმა საკუთარ ქადაგებაში ვრცლად ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც მისი აზრით დღეს საქართველოს წინაშე დგას. ამასთან, მიტროპოლიტის თქმით, დღეს მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. „ვიცით წინა ხელისუფლება რას აკეთებდა, გასაგებია. გადაირჩია ერმა. ხალხმა გადაირჩია, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს. ეს არის ის ნაკლი - რომ ნარკოტიკების გავრცელება, ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი განარკომნდა. გაძლიერდა ლუდომანია კაზინოების დაარსებით და მისი ხელშეწყობით. სწორი თქვა მისმა უწმინდესობამ, რომ ყველანაირი საშუალებით არ შეიძლება გამდიდრება, გამდიდრებას სასჯელიც მოჰყვება შესაბამისად ღვთისგან. და ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ არ მივცეთ...რაღაცებზე ჩვენ უნდა ვამხილოთ. იოანე ოქროპირის ცხოვრება გვაქვს, ის იმპერატორს ამხელდა. დედოფალს ამხელდა. მაგრამ ვინ წავიდა მის წინააღმდეგ? - ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი იერარქები. იმპერატორმა ისინი გამოიყენა იოანე ოქროპირის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მაგალითებით უნდა ვისწავოთ, წმინდათა ცხოვრებიდან. ძალიან ბევრი ღირსეული მღვდელმთავარი განდევნილ იქნა ეკლესიიდან სწორედ ამ მთავრობასთან ახლო მყოფი მღვდელმთავრების ხელშეწყობით. არ შეიძლება ახლო ყოფნა. თქვენ იცით, რომ სწორედ ამ ხელისუფლების დროს მიღებულ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელზედაც მისი უწმინდესობა, ცხონებული ილია მეორე ამბიონიდან ამბობდა, რომ არ შეიძლება უკანონობის კანონად დაკანონება. არ შეიძლება. მისი მოწოდება იყო, რომ არ შეიძლებალება მიწების გაყიდვა. არც მეფეს არც ხელისუფლებას არც პატრიარქს არ აქვს უფლება ქართული მიწები გაყიდოს. იყიდება მიწები და ე.ი. ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება. კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ რაღაცებზე ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სამაგიეროდ სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში. შეეხოთ დემოგრაფიულ საკითხებს, რა ხდება საქართველოში, სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას. განსაკუთრებით, ისეთ რეგიონებშია მატება, სადაც არაქართველები ცხოვრობენ. არამართლმადიდებლები ცხოვრობენ. თუ სტატისტიკურ მონაცემებს მოვიშველიებთ, დავრწმუნდებით , რომ ნახევარი ნახევარზე არის. ნახევარი ქართველები არიან,ნახევარი უცხოტომელები. იმასაც თუ მივათვლით, გვარგადაკეთებულ ხალხს შეიძლება უმცირესობაშიც ვიყოთ ქართველები. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება რამდენიმე წელში უმცირესობაში აღმოჩნდეთ.სწორედ ამ დამოკიდებულებამ ამ არმოსმენამ პატრიარქისადმი... მე მახსენდება, სანამ სუს-ის კრებსები გამოიცემოდა და გამომზეურდებოდა,ესეც შეგნებულად იყო გაკეთებული, რომ ლახვარი იყო ეკლესიაზე ჩაცემული, რომ ეკლესია უნდა გაენადგურებინათ, შეელახათ მისი იმიჯი. მანამდე სანამ ამას გამოსცემდნენ, ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომ პატრიარქის კრიტიკა შეიძლება, პატრიარქის ადამიანია, შეიძლება მანაც შეცდომები ჰქონდეს. ამას მოჰყვა სწორედ სუს-ის კრებსები.ამან რა გამოიწვია? ბევრი ხალხი დაბრკოლდა, ბევრმა აღარ დაიწყო ეკლესიაში სიარული. მერე შეგვპირდნენ ,რომ გამოავლენდნენ თანამდებობის პირებს, ვინც გამოიტანა კრებსები საზოგადოების წინაშე, მაგრამ ვინ გამოიძია, ვინმემ ვიცით ვინ გამოქვეყნდა ეს ყველაფერი? არ ვიცით. ასე რომ, ეს შეიქმნა, შეიძლება ზოგიერთმა თქვას, რომ თქვენ არ მოიყვანეთ ეს ხელისუფლება? თქვენ არ დაუჭირეთ მხარი? მაგრამ მე თავში ვთქვი, რომ უარესებში უკეთესი ავირჩიეთ. მაგრამ უშეცდომო არავინ არის, არც ხელისუფალი არც პიროვნება. ჩვენ თუ არ მივუთითებთ მთავრობას რა შეცდომები აქვს დაშვებული, სხვის მითითებას ისინი ვერ გაიგებენ . ჩვენში მკვიდრობს სულიწმიდის მადლი, სასულიერო პირებში. და სრული ხედვა მოვლენების გაშიფრა და გაანალიზება შეუძლია მხოლოდ სასულიერო პირს. ასე რომ, ჩვენ კი არ ვმტრობთ, რა თქმა უნდა, ბევრი კარგიც გაკეთდა, საქართველოში, მაგრამ ეს შედეგები სავალალოა. განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა - ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები ასევე, უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ რომ არ იგრძნობა, ქვეყანაში აღარ არის ეროვნული ინტერესები. გადაყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს, რომ ეკონომიურად გაძლიერდეს ქვეყანაო. ისმის კითხვა რატომ შენდება ამდენი კორპუსები, მშენებლობების ბუმია საქართველოში. ვისთვის, თუ არ ვმრავლდებით, ვინ უნდა შესახლდეს იმ კორპუსებში? - ეი.ი უცხოტომელები? არის ისეთი პროგრამა, ერის მოკვდინების პროგრამა არის სხვადასხვა ტომის შერევით სხვადასხვა კულტურის ადამიანების ჩანაცვლებით. ხომ შეიძლება სამუშაო ადგილები შეიქმნას და დასაქმდეს ახალგაზრდები, სტიმული მიეცეს ოჯახებს, დაწესდეს მესამე შვილზე 1000 ლარი, მრავალშვილიან ოჯახებს ბინა გადაეცეს? ხომ შეიძლება გაკეთდეს, პატარა ქვეყანა ვართ. ვტრაბახობთ, რომ 100 მილიარდამდე გაიზარდა შემოსავლები საქართველოში, ვის ხმარდება? ხომ ხედავთ რეები ხდება. კორუფცია ყვავის და აღებ მიცემობაა და იჭერენ თითქმის მთელი მთავრობა ციხეში ჰყავთ, პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, სუს-ის უფროსი. სხვა მეზობლები ქვეყნები დაგვცინიან იცინიან ჩვენზე. ტერორიები დავკარგეთ და ხმას არავინ არ იღებს. დავით გარეჯი ჩვენთვის მეორე იერუსალიმი არის. თუნდაც იმ არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით რა ხდეა საერთოდ. ახლა შემოგვაპარეს ისიც, რომ დაიგეგმა ეკლესიებში შესაწირი ტერმინალით უნდა გადაიხადოსო. ესეც ეკლესიის კონტროლი იქნება. რამდენი შესაწირი რამდენი ვისგან არის შესაწირი ეკლესიაში თანხა, სწორედ ამის გაკონტროლება უნდათ", - აღნიშნა მიტროპოლიტმა. https://ghn.ge/index.php/news/356453-dghes-vkhedavt-rom-urtsmunoa-chveni-khelisufleba-man-tavis-shesadzleblobebi-srulad-amotsura-uketesi-unda-avirchiot-imitom-rom-kveqanashi-aghar-aris-erovnuli-interesebi-mitropoliti-iobi მიტროპოლიტი იობი - დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1308258414.jpg 2026-11-11 356453 მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ანტალიაში გაიმართა, განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, უზბეკური ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარებასა და ცენტრალური აზიიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპისკენ სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობებზე. მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა უზბეკეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა. https://ghn.ge/index.php/news/356452-mikheil-qavelashvili-uzbeketis-respublikis-prezident-shavkat-mirzioevs-shekhvda მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1459613848.jpeg 2026-11-10 356452 უკრაინა აშშ-სგან სადაზვერვო ინფორმაციას და სამხედრო აღჭურვილობას იღებს, ეს თანამშრომლობა გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება - ანდრი სიბიჰა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას განცხადებით, აშშ-სთან თანამშრომლობა გრძელდება და კიევი შესაბამისი პროგრამების ფარგლებში სამხედრო აღჭურვილობას იღებს. „ჩვენ შეერთებული შტატებისგან სადაზვერვო ინფორმაციას ვიღებთ. ასევე ვიღებთ შესაბამის სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც შესაბამისი პროგრამების ფარგლებში ჩვენამდე აღწევს. ეს თანამშრომლობა გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა სიბიჰამ პარიზში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. მინისტრმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა, აღნიშნა, რომ დაინახა შეერთებული შტატების მზაობა, აქტიურად გააგრძელოს მოქმედება რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. „ჩვენ ვაფასებთ ამერიკულ მხარესთან ამ თანამშრომლობას“, - დასძინა მან. მანამდე სიბიჰამ განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებები გამართა და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცე. მოლაპარაკებების მთავარი თემები იყო აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევა, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და საერთაშორისო მოვლენები. მხარეებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული მდგომარეობა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ნაოსნობის თავისუფლების აღდგენის აუცილებლობა. https://ghn.ge/index.php/news/356451-ukraina-ashsh-sgan-sadazvervo-informatsias-da-samkhedro-aghchurvilobas-ighebs-es-tanamshromloba-grdzeldeba-da-momavalshits-gagrdzeldeba-andri-sibiha უკრაინა აშშ-სგან სადაზვერვო ინფორმაციას და სამხედრო აღჭურვილობას იღებს, ეს თანამშრომლობა გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება - ანდრი სიბიჰა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1585493939.jpg 2026-11-10 356451 აშშ-ის ეკონომიკური სანქციები და საზღვაო ბლოკადა იმდენად ეფექტიანად მოქმედებს, რომ დონალდ ტრამპს ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაციების ჩატარების აუცილებლობა აღარ აქვს - მარკო რუბიო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ "დიდი შვიდეულის" ქვეყნებს განუცხადა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სანქციები და საზღვაო ბლოკადა იმდენად ეფექტიანად მოქმედებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაციების ჩატარების აუცილებლობა აღარ აქვს. ამის შესახებ რუბიომ 10 ნოემბერს პარიზში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სახელმწიფო მდივნის თქმით, ირანზე ეკონომიკური ზეწოლა ყოველდღიურად ძლიერდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაციების ჩატარების საჭიროება არ არსებობს. „ეკონომიკური ზეწოლა, რომელსაც ამჟამად ირანზე ახორციელებენ, უპრეცედენტოა და მხოლოდ ძლიერდება. ის ყოველდღიურად იზრდება“, - განაცხადა რუბიომ. მისი თქმით, ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში რეგიონული მოკავშირეებისგანაც მიიღო ინფორმაცია, რომელიც ამ შეფასებას ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ირანზე ახალი სამხედრო დარტყმებისგან თავის შეკავებას გეგმავს. მისი თქმით, გადაწყვეტილება რეგიონის ქვეყნების, მათ შორის კატარის პრემიერ-მინისტრის თხოვნას უკავშირდება, რომელიც მას თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების დროს მიმართა. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ 6 ნოემბერს, პარასკევს, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანზე ახალი, შეზღუდული დარტყმები განახორციელეს. სამიზნე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა იყო. მედიის ინფორმაციით, აშშ და ირანი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში შესაძლო გარღვევას უახლოვდებიან. ამის ერთ-ერთ ნიშნად თეირანის მზაობა სახელდება, განიხილოს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა განხილვაზეც მანამდე უარს ამბობდა. https://ghn.ge/index.php/news/356450-ashsh-is-ekonomikuri-sanktsiebi-da-sazghvao-blokada-imdenad-efektianad-mokmedebs-rom-donald-tramps-iranshi-masshtaburi-samkhedro-operatsiebis-chatarebis-autsilebloba-aghar-akvs-marko-rubio აშშ-ის ეკონომიკური სანქციები და საზღვაო ბლოკადა იმდენად ეფექტიანად მოქმედებს, რომ დონალდ ტრამპს ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაციების ჩატარების აუცილებლობა აღარ აქვს - მარკო რუბიო მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1564653332.png 2026-11-10 356450 რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა კვლავ მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია - მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე: „ბავშვები უპირველეს ყოვლისა: ბავშვებში ინვესტირების აუცილებლობა“. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე მძიმე გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვაზე, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვების იდენტობის შენარჩუნებასა და საკუთარ ქვეყანასთან მათი კავშირის განმტკიცებას. „რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვა კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია“, - აღნიშნა მინისტრმა. გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტად რჩება. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა მოუგვარებელი კონფლიქტების უარყოფითი გავლენა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამომავლო შესაძლებლობებზე. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ მიღებას. „პარიზის მშვიდობის ფორუმი“ 2018 წელს დაარსდა და წელს მეცხრედ იმართება. ფორუმის მიზანია საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობა. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები. https://ghn.ge/index.php/news/356449-rusetis-mier-sakartvelos-ori-regionis-okupatsiis-shedegebi-dghemde-aisakheba-bavshvebis-tskhovrebaze-romelta-fundamenturi-uflebebis-shezghudva-kvlav-mati-qoveldghiuri-realobis-ganuqofeli-natsilia-maka-bochorishvili რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა კვლავ მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია - მაკა ბოჭორიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1971437989.jpeg 2026-11-10 356449 პაატა მანჯგალაძის საქმე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტართა უფლებების კომიტეტში შევიდა - „სტრატეგია აღმაშენებელი“ სააპელაციო სხდომის წინ პაატა მანჯგალაძის საქმე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტართა უფლებების კომიტეტში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს. "16 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული პროცესის წინ, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრისა და „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის საქმე ოფიციალურად წარედგინა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტართა უფლებების კომიტეტს ჟენევაში. IPU მსოფლიოს 184 ეროვნული პარლამენტის (მათ შორის საქართველოს პარლამენტის) გაერთიანებაა, ხოლო მისი პარლამენტართა უფლებების კომიტეტი იხილავს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი დეპუტატების საქმეებს, როდესაც დარღვევა უკავშირდება მათი პარლამენტარობის პერიოდს. IPU-ს სამდივნომ საჩივარი და მტკიცებულებითი დოსიე უკვე მიიღო, ამზადებს ანგარიშს კომიტეტის ზამთრის სესიისთვის (2027 წლის იანვარ-თებერვალი) და ოფიციალურ განმარტებებს სთხოვს საქართველოს საპარლამენტო ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ პაატა მანჯგალაძე 2025 წლის 4-5 ოქტომბერს დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე) 7-წლიანი განაჩენის 26-ე გვერდზე (პუნქტი 2.33) „დანაშაულებრივი განზრახვის" მტკიცებულებად სიტყვასიტყვით ჩაწერა მისი 2024 წლის 24 ოქტომბრის კანონიერი საარჩევნო სიტყვა („26 ოქტომბერს ყველანი ისტორიულ არჩევნებზე!"), რომელიც მანჯგალაძემ მოქმედი პარლამენტარის სტატუსით წარმოთქვა. განაჩენის სამართლებრივი კოლაფსი და სამი ინსტიტუციის დასკვნა: 2026 წლის 7 მაისის განაჩენით (საქმე №1/7642-25) სასამართლომ პაატა მანჯგალაძე ოფიციალურად გაამართლა ხელისუფლების დამხობის მოწოდებასა (სსკ-ის 317-ე მუხლი) და პრეზიდენტის სასახლის ეპიზოდში (სსკ-ის 222-ე მუხლი) და დაადასტურა, რომ იგი სასახლესთან საერთოდ არ ყოფილა. ამის მიუხედავად, მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სსკ-ის 225-ე მუხლით (მასობრივი არეულობის ორგანიზება). დღეისათვის სამი დამოუკიდებელი ინსტიტუცია ერთსულოვნად ადასტურებს, რომ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს: საქართველოს სახალხო დამცველი (Amicus Curiae №26/2481): დაადგინა, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი ბრძანება, ინსტრუქცია ან ერთობლივი დანაშაულებრივი გეგმის მტკიცებულება; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA): დაადასტურა ბრალეულობის მტკიცებულებათა სრული არარსებობა და მოითხოვა მისი გათავისუფლება; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI Georgia): 6 ნოემბრის მონიტორინგის ანგარიშში მიუთითა, რომ განაჩენი ძალადობის ორგანიზებას მიაწერს ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე. საპროცესო შეთანხმება, თავდასხმები და პატიმრობის პირობები: სააპელაციო პროცესის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საჯაროდ გააკრიტიკა სახალხო დამცველის დასკვნა კანონის „აფთიაქური საზომით" შეფასებისთვის, ღიად დაუჭირა მხარი კოლექტიურ პასუხისმგებლობას („სცენის კუთხეში იდგა თუ ცენტრში, იქ ხომ იდგაო") და მანჯგალაძე „სისხლის ღვრის მოწყობაში" დაადანაშაულა. პაატა მანჯგალაძე უარს ამბობს არარსებული ბრალის აღიარებაზე. პარალელურად, საქმეზე ინფორმირებულია ეუთო/ოდირი (OSCE ODIHR) და Amnesty International, მზადდება სარჩელი სტრასბურგის სასამართლოსთვისაც", - ნათქვამია ინფორმაციაში. https://ghn.ge/index.php/news/356448-paata-manjgaladzis-sakme-saparlamenttashoriso-kavshiris-ipu-parlamentarta-uflebebis-komitetshi-shevida-strategia-aghmashenebeli „სტრატეგია აღმაშენებელი“ - პაატა მანჯგალაძის საქმე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტართა უფლებების კომიტეტში შევიდა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1682331992.jpeg 2026-11-10 356448 უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობები 30%-ით შეამცირა - Reuters უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 30%-ით შემცირება გამოიწვია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე დარტყმები ოქტომბრის ბოლოდან გააძლიერა. გასული კვირის განმავლობაში თავდასხმების შედეგად რუსეთის 35 უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ცხრის მუშაობა შეფერხდა ან საგანგებო ვითარება შეიქმნა. წყაროების ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოდან დრონებით დაზიანებული ან შეფერხებული ქარხნების საერთო ნომინალური გადამამუშავებელი სიმძლავრე დღეში დაახლოებით 300 000 ტონა ნავთობს შეადგენს, რაც დაახლოებით 2.2 მილიონ ბარელს უტოლდება. რუსეთის ნავთობის პირველადი გადამუშავების საერთო სიმძლავრე კი დღეში დაახლოებით 930 000 ტონაა. Reuters-ის წყაროების შეფასებით, რუსეთში ნავთობის ფაქტობრივი გადამუშავების მოცულობა შესაძლოა დღეში 200 000 ტონით შემცირებულიყო. ოქტომბრის ბოლოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დღეში დაახლოებით 700 000 ტონა ნედლ ნავთობს, ანუ 5 მილიონ ბარელს ამუშავებდნენ. დარტყმების შედეგად დაზიანებულ ობიექტებს შორისაა რიაზანისა და იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ასევე ვოლგისპირეთის რეგიონში მდებარე საწარმოები. გარდა ამისა, ორშაბათს უკრაინული დრონი ლენინგრადის ოლქში მდებარე კირიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაესხა თავს, რომელიც რუსეთის სიდიდით მეორე ასეთი საწარმოა. რეგიონის გუბერნატორის ცნობით, თავდასხმას ქარხანაში ხანძარი მოჰყვა, დაიღუპა ერთი ქალი. სააგენტოს შეფასებით, უკრაინული დარტყმები მოსკოვს შიდა ბაზარზე საწვავის დეფიციტის აღმოფხვრას ურთულებს. ამასთან, რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული საექსპორტო შეთანხმების ფარგლებში საერთაშორისო ბაზრებზე დიზელის საწვავის მიწოდებას აგრძელებს. უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები მას შემდეგ გააძლიერა, რაც კიევსა და მოსკოვს შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების შესახებ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული შეთანხმება ვერ ამოქმედდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ კიევი რუსეთის ობიექტებზე დარტყმებს გააგრძელებს, რადგან რუსეთი კვლავ განაგრძობს უკრაინის ელექტროსადგურებზე, ენერგოქსელებზე, გათბობის სისტემებსა და წყალმომარაგების ობიექტებზე თავდასხმებს. https://ghn.ge/index.php/news/356447-ukrainulma-dartqmebma-rusetis-navtobgadamamushavebeli-shesadzleblobebi-30-it-sheamtsira-reuters უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 30%-ით შემცირება გამოიწვია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2002474389.png 2026-11-10 356447 აბუ-დაბიში მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა - მარკო რუბიო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ 10 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები „ძალიან პროდუქტიული“ იყო. ამის შესახებ მან პარიზში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს. რუბიოს თქმით, მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო, თუმცა წინ ჯერ კიდევ „ბევრი სამუშაოა“. „ცხადია, წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. ეს საკითხი მომდევნო 24 საათში ვერ გადაწყდება“, - განაცხადა მან. ამასთან, რუბიომ ხაზი გაუსვა მოლაპარაკებებში ევროპის ჩართვის მნიშვნელობას. „ჩვენი მიზანია, გავაფართოოთ სამმხრივი ფორმატი, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმოდგენილი იყვნენ არა მხოლოდ აშშ, უკრაინა და რუსეთი, არამედ ევროპელებიც“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. მას ასევე ჰკითხეს, რამდენად სერიოზულად არიან განწყობილი აბუ-დაბიში ჩასული რუსი მომლაპარაკებლები ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით. „სწორედ ამის გარკვევას ვცდილობთ“, - უპასუხა რუბიომ. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები 11 ნოემბერს დილით განახლდება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მოკლედ განიხილა უკრაინულ დელეგაციასთან სამმხრივი მოლაპარაკებების მიმდინარეობა.  აბუ-დაბიში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ფარგლებში მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის მოთხოვნები განიხილეს, ასევე შეეხნენ ომის შემდგომი პერიოდის საკითხს. 10 ნოემბერს დილით, აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე, ამერიკელი, უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის კოორდინაცია და ომის შემდგომი უსაფრთხოების შეთანხმებების განხილვა იყო, რომელთა მიღწევაშიც აშშ შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს. https://ghn.ge/index.php/news/356446-abu-dabishi-molaparakebebi-produktiuli-iqo-tumtsa-tsin-jer-kidev-bevri-samushaoa-marko-rubio რუბიოს განცხადებით, აბუ-დაბიში მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/829453326.jpg 2026-11-10 356446 სამმხრივ ფორმატში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული და საკმაოდ შინაარსიანი იყო, ომის განმეორების ასაცილებლად საჭიროა რეალური მექანიზმები - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აბუ-დაბიში გამართული შეხვედრების პირველი დღის შედეგების შესახებ უკრაინული მოლაპარაკებების გუნდისგან ანგარიში მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მისი თქმით, თავდაპირველად ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან საუბარი გაიმართა, რის შემდეგაც უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები შედგა. ზელენსკიმ სამმხრივ ფორმატში გამართული მოლაპარაკებები „კონსტრუქციულად და საკმაოდ შინაარსიანად“ შეაფასა. „მოვასწარით ჰუმანიტარული ზომების აუცილებლობისა და მათი შესაძლო პარამეტრების განხილვა. ტყვეების გათავისუფლება პრიორიტეტია. დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შინაარსსა და მათი გრძელვადიანი მოქმედების საფუძვლებზე. ომის განმეორების ასაცილებლად საჭიროა ქრეალური მექანიზმები,“, - განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, მხარეებმა დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების აუცილებლობაც განიხილეს. ზელენსკის განცხადებით, მან უკრაინის მომლაპარაკებელთა გუნდს შემდგომი დიალოგისთვის მკაფიო დავალებები განუსაზღვრა - როგორც ოთხშაბათს სამმხრივ ფორმატში გასამართი მოლაპარაკებებისთვის, ისე უახლოეს დღეებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და ევროპელ პარტნიორებთან შემდგომი კომუნიკაციისთვის. „მთავარია, რეალურად მივუახლოვდეთ მშვიდობას. უკრაინის მხრიდან იქნება მხოლოდ პროდუქტიული, ხარისხიანი და გულწრფელი მუშაობა. მადლობას ვუხდი ამერიკულ მხარეს მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს - საიმედო მოლაპარაკებების პლატფორმის უზრუნველყოფისთვის“, —-დაწერა ზელენსკიმ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ 10 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები „ძალიან პროდუქტიული“ იყო, თუმცა, მისივე თქმით, წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები 11 ნოემბერს დილით განახლდება.   https://ghn.ge/index.php/news/356445-sammkhriv-formatshi-gamartuli-molaparakebebi-konstruktsiuli-da-sakmaod-shinaarsiani-iqo-omis-ganmeorebis-asatsileblad-sachiroa-realuri-mekanizmebi-volodimir-zelenski სამმხრივ ფორმატში გამართული მოლაპარაკებები „კონსტრუქციულად და საკმაოდ შინაარსიანად მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/238896281.png 2026-11-10 356445 დანია უკრაინას 643 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს დანია უკრაინისთვის 4.8 მილიარდი დანიური კრონის (დაახლოებით 643 მილიონი ევრო) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. მისი თქმით, ეს უკრაინისთვის დანიის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების 32-ე პაკეტია. რასმუსენმა ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. „დღეს კომიტეტთან ერთად განვიხილეთ უკრაინის დახმარების 32-ე პაკეტი, რომლის ღირებულებაც სამხედრო აღჭურვილობის სახით 4.8 მილიარდ კრონს შეადგენს“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი დახმარების შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კოპენჰაგენში ვიზიტის პარალელურად გაკეთდა. რასმუსენის განცხადებით, დანიას სურს, უკრაინას პრაქტიკული ნაბიჯებით აჩვენოს, რომ მას დანიის მხარდაჭერის იმედი კვლავ უნდა ჰქონდეს. გარდა სამხედრო დახმარებისა, დანია უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად დამატებით 150 მილიონ დანიურ კრონს (დაახლოებით 20 მილიონ ევროს) გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია DR ავრცელებს. რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების გაგრძელებაა, რათა ქვეყანას საკუთარი პოზიციების დაცვისა და გაძლიერების მაქსიმალური შესაძლებლობა ჰქონდეს. დანიის მიერ დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადება ზელენსკის კოპენჰაგენში ვიზიტს დაემთხვა. უკრაინის პრეზიდენტი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს, ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებსა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს ხვდება. https://ghn.ge/index.php/news/356444-dania-ukrainas-643-milioni-evros-ghirebulebis-samkhedro-dakhmarebis-pakets-gadastsems დანია უკრაინას 643 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/421347271.png 2026-11-10 356444 აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ფარგლებში მხარეები ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ - მედია 10 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ფარგლებში მხარეები უახლოეს პერიოდში ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. ინფორმაციას „უკრაინსკაა პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.  „სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღის შედეგებიდან აღსანიშნავია ჩვენი დელეგაციის მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი - მხარეებმა უახლოეს პერიოდში ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს“, - განუცხადა გამოცემას წყარომ. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა.  პირველი რაუნდის ფარგლებში მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის მოთხოვნები განიხილეს, ასევე შეეხნენ ომის შემდგომი პერიოდის საკითხს. https://ghn.ge/index.php/news/356443-abu-dabishi-sammkhrivi-molaparakebebis-pirveli-raundis-farglebshi-mkhareebi-tqveebis-masshtabur-gatsvlaze-shetankhmdnen-media წყაროს ცნობით, აბუ-დაბიში ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/654471641.png 2026-11-10 356443 საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის  დასაქმების შესაძლებლობას ქმნის საქართველოს ბანკი უკვე წლებია სტუდენტებს კარიერული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება და მოტივირებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და მათთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნას  ისახავს მიზნად. 2026 წელს პროექტმა უკვე მეათე ნაკადი მიიღო, ამჟამად კი აქტიურად მიმდინარეობს მზადება მომდევნო მიღებისთვის, რომელიც 2027 წლის იანვარში გამოცხადდება. პროგრამის შესახებ: რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში  პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები. პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს. „ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის და თანამშრომელთა კმაყოფილების მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ოქრომჭედლიშვილი. ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს  ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-ზე მეტი დეპარტამენტი ჩაერთო. https://ghn.ge/index.php/news/356442-sakartvelos-banki-ukve-10-tselia-lideratoris-programit-akhalgazrdebistvis-dasakmebis-shesadzleblobas-kmnis საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია  ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის  დასაქმების შესაძლებლობას ქმნის ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/53338268.png 2026-11-10 356442 აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. ამის შესაახებ უკრაინული მედია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება მათი ცნობით, მოლაპარაკებები ხვალ დილით განახლდება. უკრაინულ;ი მედიის ცნობით, აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ფარგლებში მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის მოთხოვნები განიხილეს, ასევე შეეხნენ ომის შემდგომი პერიოდის საკითხს. https://ghn.ge/index.php/news/356441-abu-dabishi-sammkhrivi-molaparakebebis-pirveli-raundi-dasrulda აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1391949045.png 2026-11-10 356441 ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5936 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.07 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.07 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9111 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.14 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4835 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.16 თეთრი შეადგინა. https://ghn.ge/index.php/news/356440-lari-dolartan-gamqarda-evrostan-gaufasurda ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2089457431.jpeg 2026-11-10 356440 დანია სამხედრო დახმარების მძლავრ პაკეტს მოგვაწვდის - ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიაში ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის ხელმძღვანელობას, ჩრდილოეთის ხუთი სახელმწიფოს ლიდერებსა და თავდაცვის სფეროს კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. ზელენსკიმ ასევე დააანონსა დანიისგან თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტი. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს. ზელენსკის ინფორმაციით, დაგეგმილია მისი შეხვედრები დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან, დანიის პარლამენტის წევრებსა და წამყვან თავდაცვის კომპანიებთან. ასევე დაგეგმილია აუდიენცია დანიის მეფე ფრედერიკ X-თან და ცალკე შეხვედრა დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ისლანდიისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებთან. „მთავარი საკითხი ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვის გაძლიერებაა. უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ახალი ნაბიჯები გადაიდგმება - დანია თავდაცვის დახმარების მძლავრ პაკეტს მოგვაწვდის. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ დანია უკრაინის გვერდით სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან დგას და „კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორად და სხვადასხვა ფორმატის ლიდერად, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის დაცვას ემსახურება“. „მადლობას ვუხდით დანიის ხალხსა და მთავრობას ურყევი მხარდაჭერისა და კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც მტკიცედ დგომაში გვეხმარება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. https://ghn.ge/index.php/news/356439-dania-samkhedro-dakhmarebis-mdzlavr-pakets-mogvatsvdis-volodimir-zelenski-daniashi-chavida  დანია თავდაცვის დახმარების მძლავრ პაკეტს მოგვაწვდის მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1332490275.jpg 2026-11-10 356439 „თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა „თეგეტა ჰოლდინგსა“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. მხარეთა შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ოფიციალური ცერემონია BTU-ში გაიმართა, სადაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ეკატერინე ქავთარაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა BTU-ს კამპუსი დაათვალიერეს, გაეცნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას. „თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, 30 წლის  განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებით, გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და ექსპერტიზით, BTU-სთან ერთად, შექმნის ერთგვარ პლატფორმას, რომელიც სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ათვისებასა და, ამასთანავე, ახალგაზრდების კარიერულ მხარდაჭერას მოემსახურება. ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტასა“ და BTU-ს შორის პარტნიორობა ახალგაზრდებს  განვითარების შესაძლებლობას სწავლის პერიოდშივე შეუქმნის. უნივერსიტეტი სტუდენტებს აკადემიურ ცოდნას აძლევს, ჩვენ – პრაქტიკულ გამოცდილებას. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება -  BTU-ს ბაზაზე ვქმნით ჭკვიანი მობილობის ლაბორატორიას, სადაც სტუდენტები თანამედროვე ინფრასტრუქტურით იმუშავებენ საავტომობილო ინჟინერიაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ელექტრომობილობაზე. ჰაკათონებსა და იდეათონებზე ისინი ჩვენს ექსპერტებთან ერთად რეალურ ბიზნესამოცანებს გადაჭრიან.   BTU-სთან თანამშრომლობა  საშუალებას მოგვცემს, ახალგაზრდების პროფესიულ ზრდაში საუნივერსიტეტო ეტაპიდანვე ჩავერთოთ და ინდუსტრიისთვის კვალიფიციური კადრები მოვამზადოთ, სწორედ ისინი იქნებიან თეგეტელების შემდეგი თაობა“. საავტომობილო ინდუსტრია გლობალურად სწრაფად იცვლება, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი სექტორის მომავალს განსაზღვრავს. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებული ერთობლივი ინიციატივები სწორედ ამ გამოწვევებს უპასუხებს. მასშტაბურ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კი უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს ექნება. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება BTU-ს ბაზაზე ჭკვიანი მობილობისა და საავტომობილო ტექნოლოგიების ლაბორატორიის (Smart Mobility & Automotive TechLab) შექმნაა. მაღალტექნოლოგიური სივრცე „თეგეტას“ მრავალწლიან ინდუსტრიულ გამოცდილებასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას დაეყრდნობა. ლაბორატორია საავტომობილო ინჟინერიას, ხელოვნურ ინტელექტს, სენსორულ სისტემებს, ელექტრომობილობასა და ციფრულ სიმულაციებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს. ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი:  „BTU-სთვის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერთან, თეგეტასთან, სტრატეგიული პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება ინოვაციური სტუდენტური პროექტები, შეიქმნება უპრეცედენტო ლაბორატორიები და კვლევითი ინფრასტრუქტურა, ასევე შემუშავდება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი გადაწყვეტები ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის“. ტექნოლოგიური ბაზის შექმნასთან ერთად, პარტნიორობა პრაქტიკული პროექტების მთელ სერიასაც მოიცავს, რომლებიც სტუდენტებს ინოვაციური იდეების რეალიზებაში დაეხმარება. მაგალითისათვის, Tegeta ბუთქემფი, იდეათონი და ჰაკათონი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად იმუშაონ რეალურ ამოცანებზე, შექმნან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროტოტიპები და განვითარებული უნარები BTU-ს ციფრულ პასპორტში (AI Skills Digital Passport) ასახონ. პრაქტიკულ ინიციატივებთან ერთად, გათვალისწინებულია მუშაობა Tegeta Accelerator-ის კონცეფციაზე, რაც სტარტაპების მხარდაჭერას გულისხმობს. დაგეგმილია ერთობლივი კვლევაც, რომელიც AI ინსტრუმენტებით ავტოინდუსტრიის შრომის ბაზარსა და მოთხოვნად პროფესიებს შეისწავლის. სტუდენტების კარიერული წინსვლისთვის კი მოეწყობა „თეგეტას“ დასაქმების ფორუმი, სადაც ახალგაზრდები სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღებენ.  აკადემიურ სექტორსა და მსხვილ ბიზნესს შორის ასეთი მასშტაბური სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ადგილობრივი კადრების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და საავტომობილო ინდუსტრიაში ინოვაციური სტანდარტების დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. „თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. https://ghn.ge/index.php/news/356438-tegeta-da-btu-strategiul-tanamshromlobas-itsqeben-biznesisa-da-teknologiebis-universitetshi-memorandumi-gaformda „თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/96467219.png 2026-11-10 356438 11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, LEAF-თან თანამშრომლობით, 11-17 ნოემბერს საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს გამართავს.  საინფორმაციო შეხვედრები გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება. ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ. შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში: 11 ნოემბერი | 16:00–17:00 | რუსთავი -  ციფრული განვითარების სივრცე; 12 ნოემბერი | 16:00–17:00 | გორი -  Gori Inn; 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი -  ჭავჭავაძის გამზირი N50; 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი -  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს. საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი. https://ghn.ge/index.php/news/356437-11-17-noembers-sakartvelos-banki-da-leaf-i-saertashoriso-ganatlebis-regionul-turs-4-kalakshi-gamartavs 11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1232267806.jpg 2026-11-10 356437 პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და დივერსიების მომზადების ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს პოლონეთში რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობისა და დივერსიების მომზადების ბრალდებით ორი უკრაინელი დააკავეს. პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ 24 და 25 წლის უკრაინის მოქალაქეები ქვეყნის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში დააკავა. პოლონეთის სპეცსამსახურების კოორდინატორის, ტომაშ სიმონიაკის განცხადებით, დაკავებულებს სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით დივერსიული საქმიანობის განხორციელებაში ედებათ ბრალი. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ისინი ავტომობილებს ცეცხლს უკიდებდნენ. გამოძიების ვერსიით, მანამდე ეჭვმიტანილები მანქანების სანომრე ნიშნებს ცვლიდნენ და მათ ნაცვლად უკრაინის არმიის კუთვნილ ავტომობილებზე გამოყენებული ნომრების მსგავსი ნიშნები ჰქონდათ დამონტაჟებული. პოლონეთის პროკურატურის განცხადებით, ამგვარი ქმედების მიზანი შესაძლოა მომხდარში უკრაინული მხარის დადანაშაულება და ქვეყანაში ანტიუკრაინული განწყობების გაღვივება ყოფილიყო. სამართალდამცველების ცნობით, დავალებების შესრულებისთვის დაკავებულები ანაზღაურებას, მათ შორის კრიპტოვალუტით, იღებდნენ. „ამ ნაბიჯის მიზანი შესაძლოა მოვლენების რეალური გარემოებების დადგენის გართულება ყოფილიყო და, უპირველეს ყოვლისა, ეჭვის უკრაინული მხარისკენ მიმართვა, რაც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის შეიძლებოდა გამოეყენებინათ“, - განმარტა სემონიაკმა. დაკისრებული დავალებების შესრულებისთვის ისინი ანაზღაურებას იღებდნენ, მათ შორის კრიპტოვალუტით. ორივე დაკავებულს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ შესაძლოა 10 წლიდან უვადო პატიმრობა ემუქრება.   https://ghn.ge/index.php/news/356436-polonetshi-rusetis-sasargeblod-jashushobisa-da-diversiebis-momzadebis-braldebit-ukrainis-ori-mokalake-daakaves პოლონეთში რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობისა და დივერსიების მომზადების ბრალდებით ორი უკრაინელი დააკავეს. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1474152259.png 2026-11-10 356436 "ოცნება" ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას და საკუთარი ამომრჩეველი, რომელთა დიდი ნაწილი ასევე ევროპული მომავლის მომხრეა, მოატყუოს, თითქოს ევროკავშირს არ სურს საქართველოსთან ურთიერთობა - გიორგი შარაშიძე „ოცნება“ პრინციპით „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება“, ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და ამომრჩეველი მოატყუოს, თითქოს საქართველოსთან ურთიერთობა თავად ევროკავშირს არ სურს, - ამის შესახებ ეს ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „როგორ რეაგირებს „ოცნება“? - ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა აიღოს და მდგომარეობის გამოსწორების გზებზე ისაუბროს, კვლავ ევროკავშირის ლანძღვა–გინებასა და მტრულ რიტორიკას აგრძელებს, თავს ესხმის ევროკავშირის ელჩს, ევროპელ ლიდერებს, თითქოს მათი ბრალი იყოს ის, რომ „ოცნება“ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას განაგრძობს. თითქოს ევროკავშირის ბრალი იყოს, რომ „ოცნებამ“ ნაცვლად იმისა, რომ კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებები შეესრულებინა, გადაედგა ნაბიჯები ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად და გაწევრიანების კრიტერიუმების შესასრულებლად, სრულიად საპირისპიროს აკეთებს – ფეხქვეშ თელავს დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, იღებს რეპრესიულ კანონებს, ანადგურებს სამოქალაქო საზოგადოებას და ახლა უკვე ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის აკრძალვით ქვეყანა ერთპარტიულ დიქტატურაში გადაჰყავს! ხალხს კი ტყუილებით კვებავს და პრინციპით „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო“ ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას და საკუთარი ამომრჩეველი, რომელთა დიდი ნაწილი ასევე ევროპული მომავლის მომხრეა, მოატყუოს, თითქოს „ოცნება“ კი ძალიან ცდილობს, მაგრამ თავად ევროკავშირს არ სურს საქართველოსთან ურთიერთობა“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. შარაშიძის თქმით, ტყუილია, თითქოს საქართველოს გაწევრიანების პროცესი 2024 წლის ივნისში ევროკავშირმა შეაჩერა. „თუ ასე იყო, რატომ არ აუხსენით მაშინვე საზოგადოებას? რატომ ჩაატარეთ საპარლამენტო არჩვენების კამპანია ევროპისკენ სვლის ყალბი დაპირებით და რატომ არ აუხსენით ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს, ვინც ქუჩაში აპროტესტებდა ირაკლი კობახიძის ანტიევროპულ განცხადებას, რომ საქართველო არაფერ შუაში იყო და ირაკლი კობახიძეს და „ოცნებას“ კი არა, თავად ევროკავშირს შეუჩერებია საქართველოს ინტეგრაციის პროცესი"- განაცხადა შარაშიძემ. მისი თქმით, როცა ვალდებულებებს თუ არ ასრულებ და სრულიად საპირისპიროს აკეთებ, ბუნებრივია, პროცესი თავისთავად ჩერდება და წინ აღარ მიდის. "ტყუილია ისიც, თითქოს ევროკავშირს უსამართლო დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ. დიდი ბოდიში და რა არის უსამართლო?! არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი რომ აღარ არის დამოუკიდებელი, რის გამოც სრულიად მოშლილია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და აღარ არსებობს კონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმი, ეს არის უსამართლო დამოკიდებულება და ტყუილი?! ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის სასამართლოს სამართლიანად რომ არ აღიარებს ევროკავშირი, ეს არის უსამართლო დამოკიდებულება?! სიმართლე ისაა, რომ ანტიევროპული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მიღებული გაქვთ, მაგრამ ამომრჩევლის დაკარგვის შიშით ვერ ბედავთ მის გამხელას და ჯერ კიდევ აჯერებთ ხალხს, თითქოს მხოლოდ ევროპული ბიუროკრატია გიშლით ხელს და ამ ბიუროკრატების შეცვლის შემდეგ კვლავ გააგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს!, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. https://ghn.ge/index.php/news/356435-otsneba-tsdilobs-gaektses-pasukhismgeblobas-da-sakutari-amomrcheveli-romelta-didi-natsili-aseve-evropuli-momavlis-momkhrea-moatquos-titkos-evrokavshirs-ar-surs-sakartvelostan-urtiertoba-giorgi-sharashidze "ოცნება" ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას და საკუთარი ამომრჩეველი, რომელთა დიდი ნაწილი ასევე ევროპული მომავლის მომხრეა, მოატყუოს, თითქოს  თავად ევროკავშირს არ სურს საქართველოსთან ურთიერთობა - გიორგი შარაშიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/617048327.jpg 2026-11-10 356435 ბულგარეთში ორ მასშტაბურ ჯაჭვურ ავარიას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა ბულგარეთში, ტრაკიის ავტომაგისტრალზე მომხდარ ორ მასშტაბურ ჯაჭვურ ავარიას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა. მედიის ცნობით, შემთხვევები 10 ნოემბრის დილას, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, იამბოლის ოლქში, ზიმნიცის მიმდებარედ მოხდა. ერთმანეთს დაახლოებით 50 მსუბუქი და მძიმე ავტომობილი შეეჯახა. ავარიების შედეგად ავტომაგისტრალი ორივე მიმართულებით ჩაიკეტა. ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის, კატია ივკოვას განცხადებით, ათი ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. დაშავებულები იამბოლის, სლივენისა და ბურგასის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ბულგარეთის ეროვნული რადიოს (BNR) ცნობით, თვითმხილველებისა და ავარიის მონაწილეების განცხადებით, შემთხვევის დროს ნისლი იმდენად ხშირი იყო, რომ ხილვადობა დაახლოებით ერთ მეტრამდე შემცირდა. მათი თქმით, გზის სავალი ნაწილიც მოყინული იყო. ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების წინასწარი შეფასებით, ავარიების სავარაუდო მიზეზებია ხშირი ნისლი, სველი გზის საფარი და სიჩქარის შეუსაბამობა საგზაო პირობებთან. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სამაშველო ოპერაციაში სამხედროებიც მონაწილეობენ. დაშავებულთა ნაწილის გადასაყვანად სამხედრო თვითმფრინავებიც გამოიყენეს.   https://ghn.ge/index.php/news/356434-bulgaretshi-or-masshtabur-jachvur-avarias-sul-mtsire-12-adamiani-emskhverpla-46-ki-dashavda ბულგარეთში, ავტომაგისტრალზე მომხდარ ორ მასშტაბურ ჯაჭვურ ავარიას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/157916582.jpg 2026-11-10 356434 ვიდრე „ქართული ოცნება“  საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას - ლევან მახაშვილი ლევან მახაშვილი: საქართველოს არ სჭირდება მეორე ფრონტი. საქართველოს სჭირდება ეკონომიკური კეთილდღეობა და ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივის შენარჩუნება „ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. გასაგებია პარტნიორობა,  მეგობრობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკომისიის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით. ლევან მახაშვილმა თავის გამოსვლაში ანგარიშის საგარეო პოლიტიკურ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება. „უკვე ბევრი ითქვა რატომ არის ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმა. საქართველოს,  რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას,   სახელმწიფოს, რომელსაც არ გააჩნია დასავლური სამხედრო თუ ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა,  პირდაპირ  მოუწოდებენ თავის უშუალო ყველა მეზობელთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, მოთხოვნები  სამ საკითხს უკავშირდება -  საქართველოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან  მაქსიმალურად და სრულად დაახლოებას, ქვეყნის სავიზო რეჟიმის ევროკავშირის სავიზო რეჟიმთან დაახლოებას და სანქციებთან მიერთებას. „ამ დოკუმენტის მიმართ იმიტომ გვაქვს კრიტიკული დამოკიდებულება, რომ არ გვინდა საქართველო სხვა ქვეყნების დაპირისპირების და კონფრონტაციების  მონაწილე გახდეს.  საქართველოს არ სჭირდება მეორე ფრონტი. საქართველოს სჭირდება ეკონომიკური კეთილდღეობა და ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივის შენარჩუნება. ეს თემები რომ გავითვალისწინოთ, თითოეული დილა უნდა დავიწყოთ ჩვენი პარტნიორების გმობით, სავიზო რეჟიმები უნდა დავუწესოთ: თურქეთს, აზერბაიჯანს, ჩინეთს, რუსეთს და სხვებს. სანქციები უნდა დავაწესოთ და ხართ მზად ამისთვის ოპოზიციონერო კოლეგებო? ამ კითხვებზე პასუხებია საჭირო.  ამ კითხვებზე თქვენ არ სცემთ პასუხს, თორემ საქართველოს მოსახლეობამ უკვე არაერთხელ გასცა პასუხი, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა. https://ghn.ge/index.php/news/356433-vidre-kartuli-otsneba-sakartvelos-khelisuflebashia-chven-ar-vapirebt-kveqnis-damazianebeli-gadatsqvetilebebis-mighebas-levan-makhashvili ლევან მახაშვილი: ვიდრე „ქართული ოცნება“  საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/418828624.jpeg 2026-11-10 356433 აბუ-დაბში მოლაპარაკებებზე უკრაინის, ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს - უკრაინული მედია აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ფარგლებში მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები, რუსეთის მოთხოვნები და ომისშემდგომი მომავლის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ „უკრაინსკაა პრავდას“ უკრაინის დელეგაციასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა. წყარომ გამოცემას სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შუალედური შედეგები გააცნო. მისი თქმით, მხარეებმა ძირითადი ყურადღება უსაფრთხოების გარანტიების საკითხს დაუთმეს, როგორც უკრაინისთვის, ისე მთლიანად ევროპისთვის. ცალკე განიხილეს რუსეთის მოთხოვნები მისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს, ომისშემდგომ მომავალს შეეხებოდა. კერძოდ, საუბარი იყო უკრაინის აღდგენასა და ნდობის კრიზისის პირობებში ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე. „უკრაინული მხარის მთავარი პოზიციაა, რომ პირველ რიგში ომი უნდა შეწყდეს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე გადასვლა, რომელმაც გრძელვადიანი სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს და აგრესიის განმეორება არ დაუშვას“, - განაცხადა წყარომ. https://ghn.ge/index.php/news/356432-abu-dabshi-molaparakebebze-ukrainis-evropisa-da-rusetis-usafrtkhoebis-garantiebi-ganikhiles-ukrainuli-media აბუ-დაბიში უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს, მათ შორის რუსეთისთვისაც მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1414936732.png 2026-11-10 356432 თუ ევროპული დახმარება შეწყდება, შედეგები შეიძლება მხოლოდ სახიფათო ან ძალიან სახიფათო იყოს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპული დახმარების შეწყვეტამ შესაძლოა რუსეთის მხრიდან მასშტაბური ჰიბრიდული თავდასხმები ან ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ შემდგომი აგრესია გამოიწვიოს. ამის შესახებ ზელენსკიმ დანიურ მედიასაშუალება DR Nyheder-თან ინტერვიუში ისაუბრა. „თუ ევროპული დახმარება შეწყდება, შედეგები შეიძლება მხოლოდ სახიფათო ან ძალიან სახიფათო იყოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ პირველ, შედარებით „რბილ“ სცენარად რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების გააქტიურება დაასახელა. მისი თქმით, რუსეთს მსგავსი მოქმედებები უკვე განუხორციელებია მოლდოვაში, რუმინეთში, ბულგარეთში, გერმანიაში, ფინეთსა და დანიაში, ხოლო უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტის შემთხვევაში ამგვარი ქმედებები მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. ზელენსკის თქმით, მეორე სცენარი რუსეთის მიერ ევროპაში შემდგომ წინსვლას გულისხმობს. მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, მათ შორის ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა და მოლდოვის მიმართ გავლენის აღდგენას ცდილობს. „ეს ნიშნავს, რომ საუბარია ნატო-ს წევრ ქვეყნებზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო-ს რეაგირება მოუწევს. ამ პროცესში მთელი ევროპა და შეერთებული შტატები ჩაერთვებიან. არსებობს საფრთხეები ზღვაზეც. რუსეთმა შესაძლოა ბალტიის ზღვა ისევე დაბლოკოს, როგორც შავ ზღვას ბლოკავს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი უკრაინა ევროპის ქვეყნებისთვის აუცილებელია, რადგან, მისი თქმით, რუსეთი ევროპულ წესებსა და ღირებულებებს უპირისპირდება. ზელენსკის შეფასებით, უკრაინის დახმარების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის. https://ghn.ge/index.php/news/356431-tu-evropuli-dakhmareba-shetsqdeba-shedegebi-sheidzleba-mkholod-sakhifato-an-dzalian-sakhifato-iqos-volodimir-zelenski თუ ევროპული დახმარება შეწყდება, შედეგები შეიძლება მხოლოდ სახიფათო ან ძალიან სახიფათო იყოს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1614015697.png 2026-11-10 356431 როცა დადგება თქვენი პასუხისმგებლობის დრო, იმ ბოლო სერიაში ივანიშვილი არ იქნება და მაშინ ვნახავთ „ოცნების“ მაღალჩინოსნების ნამდვილ სახეს, თქვენი კორუმპირებული და დანაშაულებრივი სისტემის პოლიტიკურ არმაგედონს - დაჯი კოვზირიძე „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, დაჯი კოვზირიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, მოქალაქეთა სოციალური პრობლემები უყურადღებოდ დატოვა. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ცხოვრების გაძვირებაზე, პენსიებსა და ხელფასებზე, აზარტული თამაშების პრობლემასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე. „მინდა, ყველამ კარგად მოისმინოს აქ თეთრ სავარძლებში თვითკმაყოფილებმა: ისტორიის არმცოდნეებმა ნუ გგონიათ, რომ ეს დაუსჯელი დარჩება! თქვენი უსასრულო აღვირახსნილობის პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ. მალე მოვა დრო, როდესაც თითოეული უკანონობისთვის, თითოეული მოპარული ხმისთვის, თითოეული გაღატაკებული ოჯახისთვის, მშიერი ბავშვისთვის, მშიერი პენსიონერისთვის მკაცრი პერსონალური პასუხისმგებლობის ჯერი დადგება! და როცა დადგება თქვენი პასუხისმგებლობის დრო, იქ იმ ბოლო სერიაში ბატონი ივანიშვილი არ იქნება და მაშინ ვნახავთ „ოცნების“ მაღალჩინოსნების ნამდვილ სახეს, თქვენი კორუმპირებული და დანაშაულებრივი სისტემის პოლიტიკურ არმაგედონს,“ - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოვზირიძემ.   https://ghn.ge/index.php/news/356430-rotsa-dadgeba-tkveni-pasukhismgeblobis-dro-im-bolo-seriashi-ivanishvili-ar-ikneba-da-mashin-vnakhavt-otsnebis-maghalchinosnebis-namdvil-sakhes-tkveni-korumpirebuli-da-danashaulebrivi-sistemis-politikur-armagedons-daji-kovziridze როცა დადგება თქვენი პასუხისმგებლობის დრო, იმ ბოლო სერიაში ივანიშვილი არ იქნება და მაშინ ვნახავთ „ოცნების“ მაღალჩინოსნების ნამდვილ სახეს, თქვენი კორუმპირებული და დანაშაულებრივი სისტემის პოლიტიკურ არმაგედონს - დაჯი კოვზირიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1295523062.jpeg 2026-11-10 356430 საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, როგორც მოსამართლე რევაზ ნადარაიამ განაცხადა, სხდომაზე განხიკლვების მიმდინარეობისას სარჩელში მითითებულ სტატიის ბმულებს არ განიხილავენ, ასევე  არ იქნება გამოკვლელი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები და ძალაში შესული სასამართლო აქტები. რაც შეეხება მოთხოვნის დაკმაყოფილებულ ნაწილს - როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების განხილვის შესაძლებლობა მხარეებს სხდომაზე მიეცემათ. "სარჩელზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის "ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობა - სარჩელში მითითებული ყველა ინტერნეტ-ბმულის სასამართლო პროცესზე დემონტრირების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, ასევე სასამართლო სხდომაზე არ მოახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლით გათვალისიწნებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების ასევე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევას, ასევე საქმის განხილვის პროცესში განიხილავს სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობას მისი სადავოობისას, როგორც მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, ისე საკუთარი ინიციატივით. განჩინება საბოლოო და გადასინჯვას არ ექვემდებარება", - თქვა რევაზ ნადარაიამ.  https://ghn.ge/index.php/news/356429-sakonstitutsio-sasamartlom-lelos-shuamdgomloba-skhdomaze-mtkitsebulebebis-gamokvlevis-shesakheb-natsilobriv-daakmaqofila საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/806619240.png 2026-11-10 356429 სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკი Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში, ბიზნესის მიმართულებით, გადახდებში საუკეთესო AI გადაწყვეტისთვის დაჯილდოვდა (Best Corporate/Institutional AI Bank — Best AI in Payments). აღიარება, სხვადასხვა მიღწევასთან ერთად, ბანკის მიერ დანერგილ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემას უკავშირდება, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს. სისტემა ავტომატურად ამუშავებს და ამოწმებს გადარიცხვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს გადარიცხვის დანიშნულებას, ამოწმებს შესაბამისობას და სხვა. ამასთან, ბიზნესმომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია გადარიცხვის სტატუსის შესახებ, საჭირო დოკუმენტაცია კი ინვოისის ატვირთვის საფუძველზე ავტომატურად შეივსოს. სისტემის დანერგვის შედეგად, საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების დრო შემცირდა. Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის მიდგომას, დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები ბიზნესის დროის დაზოგვის, საქმიანობის გამარტივებისა და ეფექტიანობის ზრდისთვის.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ის ფინალურ ეტაპზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბით. https://ghn.ge/index.php/news/356428-stsrafi-saertashoriso-gadaritskhvebi-biznesistvis-sakartvelos-bankma-ai-is-danergvistvis-global-finance-is-jildo-miigho სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/401135448.jpg 2026-11-10 356428 საერთო მიზანია, ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე გადასვლა და ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა - ევროპელი მოკავშირეების, უკრაინის, აშშ-ისა და ნატო-ს ერთობლივი განცხადება პარტნიორების საერთო მიზანია პრაქტიკული და ურთიერთშემავსებელი უსაფრთხოების ჩარჩოს შემუშავება, რომელიც გააძლიერებს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას და შექმნის მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მისაღწევად აუცილებელ ნდობას, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, აშშ-ისა და ნატო-ს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აბუ-დაბიში შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს. როგორც ცნობილია, დღეს, აბუ-დაბიში, რუსეთ-უკრაინა-აშშ-ის სამმხრივი შეხვედრის წინ ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, აშშ-ისა და ნატო-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. "რუსეთთან დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების წინ, ევროპელი პარტნიორების, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რათა გაეგრძელებინათ მჭიდრო კოორდინაცია უკრაინაში ომის დასრულებისა და მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებზე. მათ შორის განიხილეს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის მყარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა. ევროპელ პარტნიორებს, უკრაინასა და აშშ-ს შორის დისკუსია თანამშრომლობის სულისკვეთებით წარიმართა და საერთო მიზნები, მიმდინარე კონსულტაციები და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულება ასახა. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების პრინციპების პატივისცემას და უკრაინისთვის სანდო უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებდეს. მხარეთა საერთო მიზანია პრაქტიკული და ურთიერთშემავსებელი უსაფრთხოების ჩარჩოს შემუშავება, რომელიც გააძლიერებს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას და შექმნის მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მისაღწევად აუცილებელ ნდობას. მდგრადი მშვიდობის დამყარების გარდა, შეხვედრაზე განიხილეს, როგორ შეიძლება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ არსებული ევროპული უსაფრთხოების ინსტიტუტებისა და შეთანხმებების გაძლიერება. მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ომის შემდგომი უსაფრთხოების საკითხების მოგვარება და კონფლიქტის განახლების რისკის შემცირება აუცილებელია. მხარეებმა იმსჯელეს რისკების მართვისა და სახიფათო ესკალაციის თავიდან აცილების მყარი მექანიზმების შექმნაზე. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ომის შემდგომი ევროპის უსაფრთხოების მტკიცე არქიტექტურისა და შესაბამისი შეთანხმებების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნატო კვლავაც ცენტრალურ როლს შეასრულებს ევროატლანტიკურ კოლექტიურ თავდაცვაში. ევროპელი პარტნიორები, უკრაინა და აშშ მოლაპარაკებების პროცესის განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ. მათი საერთო მიზანია, პროცესი ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით უფრო ფართო, მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე გადავოდეს და ყოვლისმომცველ და მდგრად მშვიდობას მიაღწიონ", - აღნიშნულია განცხადებაში. https://ghn.ge/index.php/news/356427-saerto-mizania-evropeli-partniorebis-monatsileobit-mravalmkhriv-molaparakebebze-gadasvla-da-qovlismomtsveli-da-mdgradi-mshvidobis-mightseva-evropeli-mokavshireebis-ukrainis-ashsh-isa-da-nato-s-ertoblivi-gantskhadeba საერთო მიზანია, ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე გადასვლა და ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა - ევროპელი მოკავშირეების, უკრაინის, აშშ-ისა და ნატო-ს ერთობლივი განცხადება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1335655698.png 2026-11-10 356427 ივანიშვილის მტაცებლური ეკონომიკური მოდელი აზარტულ თამაშებსა და მათგან შემოსულ დიდ შემოსავალს ეფუძნება - ირაკლი ფავლენიშვილი ივანიშვილის მტაცებლური ეკონომიკური მოდელი აზარტულ თამაშებსა და მათგან შემოსულ ძალიან დიდ შემოსავალს ეფუძნება, რომელიც ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრებზე ნაწილდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ივანიშვილის მტაცებლური ეკონომიკური მოდელი აზარტულ თამაშებსა და მათგან შემოსულ ძალიან დიდ შემოსავალს ეფუძნება, რომელიც ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრებზე ნაწილდება და რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები გაღარიბებულები რჩებიან. ჩვენ გთავაზობთ, იმის მაგივრად, რომ საქართველოს მოქალაქეები იძარცვებოდნენ, ქვეყანაში 400 000 ლუდომანი გვყავდეს და მილიონამდე ადამიანი რეგულარულად აზარტულ თამაშებს თამაშობდეს, რაც ემიგრაციის უფრო დაჩქარებულ ტემპს, ოჯახების დანგრევას და საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო გაღარიბებას იწვევს, ჩვენ საქართველოს მონაკოს მოდელზე გადასვლას ვთავაზობთ, სადაც აზარტული თამაშები ტურისტული სფეროს შემადგენლობაა. ჩვენ ბიზნესს კი არ ვკლავთ, არამედ ეს ბიზნესი ტურისტებზე ორიენტირებული ხდება. ამ შემთხვევაში ფინანსური ნაკადებით ისარგებლებს საქართველოს მოქალაქე და აღარ გაიძარცვება ის, სამუშაო ადგილები შეიქმნება, ქართულ გენოფონდს ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება და ეს პრობლემაც გადაწყდება. ასევე მათი [„ქართული ოცნების“] ეკონომიკური მოდელი აბსოლუტურად უკონტროლო ნარკოტიკების ბრუნვას ეფუძნება, რასაც შეუძლებელია „ოცნების“ პოლიტიკური ნება არ ახლდეს. გვახსოვს ამ მხრივ, როგორ იყო გამოსწორებული ვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებების პირობებში, რადგან პოლიტიკური ნება არსებობდა. გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია „ქოლცენტრები“, ჩვენ პირველი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელმაც ეს სქემა ამხილა, რის გამოც ჩვენი ანტიკორუფციული გუნდის ლიდერები დაჯარიმდნენ, გარდა ამისა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საბანკო ოლიგარქია და საბანკო მაფია, რომელიც ივანიშვილთან შეთანხმებით ქართველ ხალხს ძარცვავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური მოდელი არა ხალხის ძარცვასა და ხალხისგან ფულის ამოღებაზე და კონკრეტული ადამიანების გამდიდრებაზე იქნება დაფუძნებული, არამედ საქართველოს წესიერი მოქალაქის გამდიდრებაზე. ჩვენ ამ მაფიოზურ მოდელს მოვანგრევთ და მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ მალე უნდა მოვშალოთ ეს მოდელი, რადგან ეს მოდელი საფრთხეს უქმნის სწორედ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან მალე საქართველოს მოქალაქე შეიძლება საქართველოში ეთნიკურად უმცირესობად იქცეს. ეს ეკონომიკური მოდელი ქართველი ხალხის გაღარიბებას იწვევს და ქართული გენოფონდისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. https://ghn.ge/index.php/news/356426-ivanishvilis-mtatsebluri-ekonomikuri-modeli-azartul-tamashebsa-da-matgan-shemosul-did-shemosavals-efudzneba-irakli-favlenishvili ფავლენიშვილი: ივანიშვილის მტაცებლური ეკონომიკური მოდელი აზარტულ თამაშებსა და მათგან შემოსულ დიდ შემოსავალს ეფუძნება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/11359533.jpeg 2026-11-10 356426 სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ მცენარეთა ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკის საერთაშორისო შედარებაში 100%-იანი შედეგი აჩვენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ მცენარეთა ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით საერთაშორისო შეფასება წარმატებით გაიარა. ლაბორატორიამ ყველა შეფასების კრიტერიუმში 100%-იანი შედეგი მიიღო. 2026 წელს ჩატარებული ლაბორატორიათაშორისი შედარება ვაშლის მოზაიკის ვირუსისა და ქლიავის ჩოფურა ვირუსის ELISA მეთოდით გამოვლენას ეხებოდა. შედარება ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობისა და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩეხეთის მცენარეთა მავნებლების დიაგნოსტიკის ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიის მონაწილეობით ჩატარდა. შეფასების ფარგლებში შემოწმდა კვლევის შედეგების სიზუსტე, მგრძნობელობა და სპეციფიკურობა. სამივე კრიტერიუმში ლაბორატორიამ უმაღლესი, 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა. მიღებული შედეგი ადასტურებს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მცენარეთა ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკა საერთაშორისო შედარების მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. ეს ლაბორატორიის პროფესიული კომპეტენციისა და კვლევების ხარისხის მნიშვნელოვანი დასტურია. ლაბორატორიათაშორის შედარებებში მონაწილეობა კვლევების ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. ის ლაბორატორიებს შესაძლებლობას აძლევს, შეამოწმონ კვლევის შედეგების სიზუსტე და სანდოობა, ასევე შეაფასონ გამოყენებული მეთოდებისა და ხარისხის მართვის სისტემების ეფექტიანობა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი 100-ზე მეტი სახეობის ლაბორატორიულ კვლევას ატარებს. აღნიშნული კვლევები ხელს უწყობს მცენარეთა დაავადებებისა და მავნე ორგანიზმების დროულ გამოვლენას, მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვასა და აგროსექტორში არსებული რისკების შემცირებას. https://ghn.ge/index.php/news/356425-soflis-meurneobis-sakhelmtsifo-laboratoriam-mtsenareta-virusuli-daavadebebis-diagnostikis-saertashoriso-shedarebashi-100-iani-shedegi-achvena სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ მცენარეთა ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკის საერთაშორისო შედარებაში 100%-იანი შედეგი აჩვენა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/170966894.png 2026-11-10 356425 ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! მალაპარაკეთ თუ შეიძლება! ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით - ნიკა გვარამია რევაზ ნადარაიას ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! მალაპარაკეთ თუ შეიძლება! ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით,  - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას პროცესზე, სადაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა. ნიკა გვარამიამ მოსამართლე რევაზ ნადარიას მიმართა, რომ მისი განჩინებით კანონი დაარღვია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გვარამიასგან მოითხოვა დაეკონკრეტებინა, თუ რომელ განჩინებას გულისხმობდა, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა.  გვარამია: "დასკვნას, ვინაიდან და რადგანაც ვერ დაეყრდნობა საკონსტიტუციო სასამართლო, იმიტომ რომ არ არსებობს ბუნებაში მსგავსი დოკუმენტი, რომელიც მტკიცებულებითი ხასიათისაა. თუ დასკვნას აპირებთ რომ დაეყრდნოთ,  მაშინ დასკვნის სამართლიანობა უნდა გამოვიკვლიოთ. დასკვნას ვერ დაეყრდნობით, დასკვნაში მოყვანილ ფაქტებს შეიძლება დაეყრდნოთ, ჩვენ არ ვიცით, ეს ფაქტები რომელია, ამიტომ, რაც არის მოყვანილი მხარის მიერ, ყველა უნდა გამოვიკვლიოთ. ლინკებით მოტანილი მტკიცებულება, მე არ ვიცი, რას ეყრდნობა სასამართლო, როცა იძახის, რომ ეს არის მტკიცებულება და მატერიალური ფორმით მტკიცებულება, არ უნდა იყოს მოტანილი. მე არ ვიცი, ამას როცა ამბობთ, რას ეყრდნობით. პირდაპირ გეუბნებით, რომ ინკვიზიციურობა არ გამოიყენეთ, კანონის დარღვევით, მტკიცებულებაში რაც მიუთითეთ, არის სრული კანონდარღვევა. თქვენივე გადაწყვეტილებებს მიგითითებთ, სადაც სახელი და გვარი მოწმის დადგენილი არ არის და თქვენ თავად ადგენთ, და ეგ არ არის არგუმენტი, რომ ჩვენა რ გვაინტერესებს, წინა კოლეგიებმა რა დაადგინეს. ასეთი რამე სასამართლოსგან არ გამიგია". ["ტვ პირველ ნადარია: "რა კანონდარღვევაზე ამბობთ, ბატონო ნიკა?" გვარამია: "თქვენი განჩინებით, კანონი დაარღვიეთ". ნადარაია: " იმ განჩინებას ვიხილავთ, რომელიც თქვენ არ მოგწონთ და ძალიან გული დაწყდათ, რომ არ დავაკმაყოფილეთ, იმიტომ რომ უსაფუძვლო იყო?" გვარამია: "თუ ჩვენ აქ კამათს ვაპირებთ, ასე არ გამოვა, თქვენ თვენი საპროცესო უფლებებ გაქვთ, მე ჩემი, რომელიც ძალიან კარგად ვიცი. შეიძლება ვინმემ არ იცის, მაგრამ მე ვიცი, ამიტომ მალაპარაკეთ თუ შეიძლება".  ნადარაია:  "თქვენ ისიც გგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ, მაგრამ ასე არ არის". გვარამია: "ამის შემდეგ აცილების შუამდგომლობას დავაყენებ თქვენსას, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ... შუამდგომლობას ვასაბუთებ იმით, რითიც ვთვლი საჭიროდ და ძალიან გთხოვთ, ნუ მაწყვეტინებთ, თქვენ აქტი არის სასამართლო პრაქტიკა. ძალიან გთხოვთ, მაცადოთ, საუბარი..." ნადარაია:  "ილაპარაკეთ კონკრეტულად ამ შუამდგომლობაზე და ნუ იხილავთ იმას, ჩვენ როდის რა დავაკმაყოფილეთ". გვარამია: "თქვენი განსახილველი არ არის, მე რას ვიხილავ!" ნადარაია: "ზუსტად ჩემი განსახილევლი, რას ილაპარაკებთ თქვენ. ახლა ან დაემორჩილებით სასამართლოს, ან ..." გვარამია: "მე ვასაბუთებთ შუამდგომლობას და მაცადეთ, ასე ცამხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!"["ტვ პირველი"] https://ghn.ge/index.php/news/356424-ase-tsalmkhrivad-protsesis-chatareba-ar-gamova-malaparaket-tu-sheidzleba-amis-shemdeg-tkveni-atsilebis-shuamdgomlobas-davaqeneb-ranairad-melaparakebit-nika-gvaramia-revaz-nadaraias ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! მალაპარაკეთ თუ შეიძლება! ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1019624322.png 2026-11-10 356424 ანდრი სიბიჰა პარიზში მარკო რუბიოს შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა პარიზში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, შეხვედრის შესახებ განცხადება სიბიჰამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაავრცელა. მისი თქმით, რუბიოსთან მოლაპარაკებების მთავარი თემები აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევა, ფრონტზე არსებული ვითარება და საერთაშორისო მოვლენები იყო. „დიპლომატიისა და დეესკალაციისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა სიბიჰამ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ჩართულობისთვის, განსაკუთრებით კი აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს, ოლეშკიში წარმატებული ჰუმანიტარული ოპერაციის შედეგად გადარჩენილი ადამიანების სიცოცხლისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს შავ ზღვაში არსებული ვითარება და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თავისუფალი ნაოსნობის აღდგენის აუცილებლობა. „უკრაინა მზად არის, განავითაროს აშშ-სთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში, მათ შორის დრონების ერთობლივი წარმოებისა და პერსპექტიული ეკონომიკური პროექტების მიმართულებით“, – აღნიშნა სიბიჰამ. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, საჰაერო თავდაცვასა და ზამთრის მოახლოების წინ ქვეყნის მდგრადობის უზრუნველყოფაზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკო რუბიო კვლავ მიიწვია უკრაინაში. შეხვედრის შესახებ წერს მარკო რუბიოც. რუბიოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები, ენერგეტიკული მდგრადობა და თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიhასთან. განვიხილეთ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები, ენერგეტიკული მდგრადობა და თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში“, - წერს რუბიო სოციალურ ქსელში. მისი თქმით, შეერთებული შტატები მტკიცედ არის ორიენტირებული მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაზე. https://ghn.ge/index.php/news/356423-andri-sibiha-parizshi-marko-rubios-shekhvda ანდრი სიბიჰა პარიზში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/238049722.jpg 2026-11-10 356423 მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი 10 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც გაერო-ს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს 11 ნოემბერს სიტყვით მიმართავს. მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. https://ghn.ge/index.php/news/356421-mikheil-qavelashvili-antaliashi-gaero-s-klimatis-tsvlilebis-konferentsiashi-miighebs-monatsileobas მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1718181200.jpeg 2026-11-10 356421 აბუ-დაბიში, უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო, რომლის მთავარი თემაც ომის დასრულებაა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი Facebook-ზე წერს. „უკრაინა–აშშ–რუსეთის მოლაპარაკებების სამმხრივ ფორმატზე გადავედით. დღის წესრიგშია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარებისკენ წინსვლის საკვანძო საკითხები. ვმუშაობთ უკრაინის პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანების შესაბამისად“, - წერს უმეროვი. მოლაპარაკებების დაწყებამდე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა რუსეთ-უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით მშვიდობისკენ წინსვლის შესაძლებლობას შექმნის. https://ghn.ge/index.php/news/356420-abu-dabishi-ukrainas-ashsh-sa-da-rusets-shoris-sammkhrivi-molaparakebebi-mimdinareobs ბუ-დაბიში, რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1081715623.png 2026-11-10 356420 ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მოგვდის ინფორმაცია, რომ გაიცემა მითითებები, რათა არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან - შალვა პაპუაშვილი ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მოგვდის ინფორმაცია, რომ გაიცემა მითითებები, რათა არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ჩეხეთში განუცხადა. მისი თქმით, საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ბევრი ნამდვილი ევროპელია, რომლებიც ბრიუსელის ამგვარ საბჭოთა მიდგომას არ იზიარებენ. „ჩეხეთის რესპუბლიკაში შეხვედრები გავმართეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან, მათ შორის პირველ ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან. პირველ ყოვლისა, ყველა შეხვედრაზე საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს შეეხებოდა, რადგან ვხედავთ, რომ ბრიუსელი ცდილობს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები დაბლოკოს. სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ინფორმაცია, რომ ბრიუსელიდან დედაქალაქებში პირდაპირი მითითებები გაიცემა, რათა საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან შეხვედრები არ გაიმართოს. საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ბევრი ნამდვილი ევროპელია, რომლებიც ბრიუსელის ამგვარ საბჭოთა მიდგომას არ იზიარებენ. ამიტომ, დღეს ჩვენთვის მთავარი და ფასეულია, რომ ბრიუსელის ამ ანტიქართულ პოლიტიკას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არ გადაჰყვეს. სამწუხაროა, რომ ბრიუსელი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს იმის გამო, რომ 2024 წელს მათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარე დაიჭირეს და ხელისუფლებაში მისი დაბრუნება სურდათ, თუმცა მათ მიერვე რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებში დამარცხდნენ. რასაც ორი წელია ვუყურებთ, ეს არის შურისძიება ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რომ არადემოკრატიული მეთოდებითა და საარჩევნო პროცესის გვერდის ავლით კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში მოიყვანონ. ამიტომ, დღეს ჩვენი ამოცანაა, ბრიუსელის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ამ მავნე პოლიტიკის ფონზე, არ დავკარგოთ ორმხრივი ურთიერთობები და, პირიქით, ჩვენს პარტნიორებთან ისინი კიდევ უფრო გავაღრმაოთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.   https://ghn.ge/index.php/news/356419-briuseli-tsdilobs-dablokos-sakartvelos-ormkhrivi-urtiertobebi-evrokavshiris-tsevr-kveqnebtan-mogvdis-informatsia-rom-gaitsema-mititebebi-rata-ar-iqos-shekhvedrebi-sakartvelos-skhvadaskhva-delegatsiastan-shalva-papuashvili შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მოგვდის ინფორმაცია, რომ გაიცემა მითითებები, რათა არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/426443673.png 2026-11-10 356419 „საქართველოს მელიორაციაში“ მომხმარებელთა უფლებებისა და კომუნიკაციების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა შპს „საქართველოს მელიორაციაში“ კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებებისა და საჩივრების განხილვის პროცედურების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ სამსახურის საქმიანობა, მიღწევები და არსებული გამოწვევები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია პროექტების - „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისის“ მიზნებისა და საქმიანობის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრებისა და განცხადებების განხილვის პროცედურები და კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები. კომუნიკაციების ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მას „საქართველოს მელიორაციის“ რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. https://ghn.ge/index.php/news/356418-sakartvelos-melioratsiashi-momkhmarebelta-uflebebisa-da-komunikatsiebis-sferoshi-arsebuli-gamotsvevebis-shesakheb-sainformatsio-shekhvedra-gaimarta „საქართველოს მელიორაციაში“ მომხმარებელთა უფლებებისა და კომუნიკაციების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1614603847.jpg 2026-11-10 356418 მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50% მხოლოდ 12 ნოემბერს, „თეგეტა მოტორსი“, თიბისისთან თანამშრომლობით, ავტომობილის მფლობელებს განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს: თიბისი განაწილებით მინიმუმ 500 ლარის ღირებულების საბურავების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი გადახდილი თანხის 50%-ს დაიბრუნებს, მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით. შეთავაზება „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში წარმოდგენილი საბურავების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება – აქციის ფარგლებში, მომხმარებლები ნებისმიერი ბრენდის, მოდელისა და სეზონის საბურავის შეძენას შეძლებენ. შეთავაზება მოქმედებს „თეგეტას” Online Shop-სა და Tegeta App-ზეც. ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსისთვის“ მომხმარებლებზე ზრუნვა მხოლოდ მათთვის პროდუქტზე ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას არ გულისხმობს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტომობილის უსაფრთხოებაზე ზრუნვის წახალისება, მით უფრო ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, როდესაც გზებზე გადაადგილება დამატებით სიფრთხილეს მოითხოვს. ვინაიდან საბურავი ავტომობილსა და გზას შორის ერთადერთი უშუალო შეხების წერტილია, მის ხარისხსა და მდგომარეობას უსაფრთხო გადაადგილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მომხმარებლები წაგვეხალისებინა, ზამთრის სეზონს მომზადებულები შეხვდნენ. ამასთან ერთად, გვინდოდა, მათთვის მაქსიმალურად ხელშესახები სარგებელი შეგვექმნა - ამიტომ აქცია გავავრცელეთ საბურავების სრულ ასორტიმენტზე, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების შესაძლებლობით, რაც უპრეცედენტო შეთავაზებაა“. საბურავების მიმართულებით „თეგეტა მოტორსს“ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დღეს კომპანიის მომხმარებლებს საბურავების შერჩევა სხვადასხვა ფასისა და ხარისხის სეგმენტში შეუძლიათ. თიბისი განაწილებით სარგებლობის შემთხვევაში ღირებულების ეტაპობრივად, გაძვირების გარეშე დაფარვის შესაძლებლობა აქვთ. ბაქარ ჯღარკავა, თიბისის განაწილებისა და განვადების პროდუქტების ლიდერი: „განაწილება“ თიბისის ინოვაციური გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი შენაძენის ღირებულება ეტაპობრივად, გაძვირების გარეშე დაფარონ, ეფექტური 0%-ით. ახლა კი მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, გაუმჯობესებული პირობით ისარგებლონ და საფასური 4 თვის ნაცვლად, 6 თვეზე გაძვირების გარეშე გადაანაწილონ.  თიბისი თანაბრად ზრუნავს როგორც მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილებისა და ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების შექმნაზე, ისე პარტნიორი ბიზნესების განვითარებაზე. „განაწილება“ ბიზნესებს ეხმარება გაყიდვებისა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაში, ხოლო მომხმარებლებს სასურველი ნივთისა თუ მომსახურების მარტივად შეძენაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა „თეგეტასთან“, რომელთან ერთადაც მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ გამორჩეულ შეთავაზებებსა და დამატებით სარგებელს. მსგავსი პარტნიორობა ხელს უწყობს როგორც ბიზნესის ზრდას, ისე მომხმარებლის კმაყოფილებისა და გამოცდილების გაუმჯობესებას.“ შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა მხოლოდ 12 ნოემბერს არის შესაძლებელი. აქცია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში წარმოდგენილ საბურავების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება და პროდუქტის შეძენისას შეთავაზებით სარგებლობისთვის რაოდენობა შეზღუდული არ არის. -- თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა. https://ghn.ge/index.php/news/356417-mkholod-12-noembers-sheidzine-saburavebi-tegeta-motorsshi-tibisi-ganatsilebit-da-daibrune-tankhis-50 მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50% ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1889731359.png 2026-11-10 356417 ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სივრცეში გამართული ინოვაციების საუნივერსიტეტო კონკურსის, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) გუნდი AEGIS გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის და ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალგაზრდა ინოვატორები მთავარი პრიზის ფარგლებში მსოფლიოში უმსხვილეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე – Web Summit-ზე გაემგზავრებიან. UNI4VERSE ყოველწლიური ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება და სტუდენტებს საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს. წლევანდელი კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკის, ბაზისბანკისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარდა. მასში საქართველოს 32 უნივერსიტეტი ჩაერთო, მთავარი თემა კი ფინანსური განათლება იყო.   კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა ფინანსური სერვისების ინტეგრაციის, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი დაგეგმვის გამარტივების, კიბერუსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის, ბიუჯეტირებისა და დანაზოგების მართვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის ფულადი ნაკადების ანალიზის მიმართულებით იმუშავეს. ჩატარდა საინფორმავიო შეხვედრები, ვორქშოფები, რომელშიც მონაწილეობას 1300-მდე სტუდენტი იღებდა.  გამარჯვებული გუნდი თბილისის ტექნოპარკში გამართულ დემო დღეზე კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაწესებულ 20,000-იან გრანტთან ერთად BTU-ს გამარჯვებულმა გუნდა მიიღო საგზური მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე – Web Summit-ზე გასამგზავრებლად. ბაზისბანკისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა და ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისება პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების ამაღლებასა და ინოვაციური აზროვნების განვითარებას ემსახურება. საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუსთან“ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ბაზისბანკის ჩართულობით უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. https://ghn.ge/index.php/news/356416-bazisbanki-akhalgazrda-talantebis-mkhardacheras-ganagrdzobs-uni4verse-finedu-s-gamarjvebuli-gundi-web-summit-ze-gaemgzavreba ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2023588763.png 2026-11-10 356416 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის სომხურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ თაქთაქიძემ გახსნეს. გიორგი შარაბიძემ  საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობისა და მათი ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების ადმინისტრირებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პერიოდული გამოცემა „არჩევნები 360˚“, რომელიც მკითხველს  ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს სთავაზობს როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. გიორგი შარაბიძის თქმით, ჟურნალი ხელმისაწვდომია მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის და რამდენიმე ენაზე გამოიცემა -  ქართულ-ინგლისურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე. შეხვედრის ფარგლებში ჟურნალის პრეზენტაციასთან ერთად სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სიახლეებზე და მიმდინარე საქმიანობაზე გიორგი შარაბიძესთან ერთად ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა და ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა ისაუბრეს. ნათია იოსელიანმა შეხვედრის მონაწილეებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და ცესკოს ახალი პლატფორმის - დეზინფორმაციის რეესტრის შესახებ გააცნო ინფორმაცია. გიორგი სანტურიანმა კი დეტალურად ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის შესახებ. პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს. პრეზენტაცია ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში 9 ნოემბერს გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მდივანი ქეთი ქარენაშვილი, სამცხე - ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი სოსო პარუნაშვილი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები ჰასმიკ მარანგოზიანი და სეირან კიურეღიანი დაესწრნენ. https://ghn.ge/index.php/news/356415-samtskhe-javakhetis-sakhelmtsifo-universitetis-kampusshi-zhurnal-archevnebi-360-is-prezentatsia-gaimarta სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/731801118.jpeg 2026-11-10 356415 ვხედავთ, რომ „ოცნება“ მარცხდება, ნათლად ჩანს, რომ მას თავისი პოლიტიკური ნარატივით გაჯერებული სარჩელით ნამდვილად არ აქვს შესაძლებლობა, დაადასტუროს და დაამტკიცოს, რატომ არის ჩვენი პარტია არაკონსტიტუციური - გიგა ფარულავა ვფიქრობ, საზოგადოება თვალნათლივ ხედავს იმ პროცესებს, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო და, რომლებიც ამ დრომდე მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს პროცესები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა. ფარულავას თქმით, ეს პროცესები მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, როგორც სუბიექტების გაუქმებას არ ისახავს მიზნად, ეს არის „ოცნების“ მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი განსხვავებული აზრის გასაუქმებლად. „მოგეხსენებათ, დღეს ახალი ეტაპი იწყება – ამ შემთხვევაში, კითხვა-პასუხის ეტაპი. ჩვენ თვალს ვადევნებდით პროცესის მიმდინარეობას და, ცხადია, ვხედავთ, რომ „ოცნება“ მარცხდება. საჯარო პროცესებიდან ნათლად ჩანს, რომ მათ, ვინც ამ პროცესებს ობიექტურად აკვირდება და აფასებს, დაინახავს, რომ „ოცნებას“ თავისი პოლიტიკური ნარატივით გაჯერებული სარჩელით ნამდვილად არ აქვს შესაძლებლობა, დაადასტუროს და დაამტკიცოს, რატომ არის, მაგალითად, ჩვენი პოლიტიკური პარტია კონკრეტულ შემთხვევაში არაკონსტიტუციური. ბუნებრივია, ის მარცხდება და ეს პროცესი გაგრძელდება, მათ შორის კითხვა-პასუხის რეჟიმშიც, როდესაც საზოგადოება დაინახავს, რომ მათ არც ერთ კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული, ობიექტური და სამართლებრივი პასუხი არ აქვთ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ. https://ghn.ge/index.php/news/356414-vkhedavt-rom-otsneba-martskhdeba-natlad-chans-rom-mas-tavisi-politikuri-narativit-gajerebuli-sarchelit-namdvilad-ar-akvs-shesadzlebloba-daadasturos-da-daamtkitsos-ratom-aris-chveni-partia-arakonstitutsiuri-giga-farulava ვხედავთ, რომ „ოცნება“ მარცხდება, ნათლად ჩანს, რომ მას თავისი პოლიტიკური ნარატივით გაჯერებული სარჩელით ნამდვილად არ აქვს შესაძლებლობა, დაადასტუროს და დაამტკიცოს, რატომ არის ჩვენი პარტია არაკონსტიტუციური - გიგა ფარულავა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/802953791.png 2026-11-10 356414 ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო, ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი - ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო. ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი და ჭეშმარიტი პატრიოტი. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. https://ghn.ge/index.php/news/356413-ghrma-mtsukharebas-gamovtkvam-nemo-burchuladzis-gardatsvalebis-gamo-chvenma-sazogadoebam-dakarga-erovnuli-modzraobis-gamorcheuli-tsarmomadgeneli-irakli-kobakhidze v პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/121872886.jpg 2026-11-10 356413 ბრალდება წარედგინა მასწავლებელს, რომელმაც 2000-2001 წლებში, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის ასაკის მოსწავლესთან საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი, არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან - იმ დროს 8-9 წლის ასაკის მქონე არასრულწლოვნთან. „ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" და მე-4 ნაწილით, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენლ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში. https://ghn.ge/index.php/news/356422-braldeba-tsaredgina-mastsavlebels-romelmats-2000-2001-tslebshi-tbilisis-ert-ert-skolashi-araertkhel-daamqara-skhvagvari-seksualuri-kontakti-8-9-tslis-asakis-mostsavlestan ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელი იყო და რომელმაც არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის ასაკის მოსწავლესთან სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1586399852.png 2026-11-10 356422 სიმართლე ერთია - „ოცნება“ აგებს ამ პროცესს, მაგრამ პროპაგანდით, ფეიქებით და ტყუილებით ცდილობენ, ეს რეალობაც შეცვალონ - ანა ბუჩუკური ჩვენი სტრატეგია ძალიან მარტივია, მას ჰქვია სიმართლე, როცა სიმართლე შენ მხარეს არის, ცხოვრება უფრო მარტივია, ყოველ შემთხვევაში, სხდომათა დარბაზში, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისი თქმით, თუმცა, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. „სამწუხაროდ, ვცხოვრობთ იმ რეალობაში, როდესაც არა მხოლოდ სიმართლის გამრუდებას ცდილობს „ოცნება“, არამედ მთელი პროპაგანდა აქვს ჩართული, რომ სასამართლო სხდომათა დარბაზში რაც ხდება, იმ რეალობის 100 %-ით შეცვლასაც ცდილობენ. რაც შეეხება მოლოდინებს, მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო პროცესი ისე წავა, როგორც „ოცნებას“ აწყობს. შესაძლოა, კითხვები დააგროვონ და მერე გასცეს პასუხი. ამას, რა თქმა უნდა, პროცესის დაწყებიდან მალევე გავარკვვევთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც სიმართლე არის შენს მხარეს – სიმართლე ერთია. „ოცნება“ აგებს ამ პროცესს, მაგრამ პროპაგანდით, ფეიქებით და ტყუილებით ცდილობენ, ეს რეალობაც შეცვალონ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა. https://ghn.ge/index.php/news/356412-simartle-ertia-otsneba-agebs-am-protsess-magram-propagandit-feikebit-da-tquilebit-tsdiloben-es-realobats-shetsvalon-ana-buchukuri სიმართლე ერთია -. „ოცნება“ აგებს ამ პროცესს, მაგრამ პროპაგანდით, ფეიქებით და ტყუილებით ცდილობენ, ეს რეალობაც შეცვალონ - ანა ბუჩუკური პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/374360448.jpg 2026-11-10 356412 ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს - კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე „ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობები დიდ სავაჭრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს იძლევა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან  ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს. „ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთის მხრივ, ეს არის ლოგიკური შედეგი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთთან გამართული ოფიციალური შეხვედრებისა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა. ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეგობრული და პარტნიორული გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მსგავი მასშტაბის ვიზიტზე ოპოზიციის დუმილი გარე ძალებისგან მიღებული დავალებით იყო განპირობებული. „რა შეფასებები უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას. კრიტიკა რომ დაეწყოთ ცუდი იქნებოდა მათთვის, არაფრის მომცემი, უფრო მეტიც - დამაზიანებელი. შესაბამისად, მათ პატრონებმა უბრძანეს, რომ გაჩუმებულიყვნენ, არანაირი მესიჯი არ გაეჟღერებინათ აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს უსამშობლო, წვრილფეხა აგენტურაც დაემორჩილა პატრონების ბრძანებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. https://ghn.ge/index.php/news/356411-aseti-rangis-stumari-bolo-10-tslis-ganmavlobashi-sakartvelos-ar-akhsovs-kakha-kaladze-chinetis-vitse-prezidentis-vizitze კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1285553093.jpg 2026-11-10 356411 არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 8,000 ტონაზე მეტი ვაშლი გადამუშავდა სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა 10-მა საწარმომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე  პერიოდში, 8,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია 800,000 ლარს აჭარბებს.  არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში.  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე,  მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის. ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი ქვეკომპონენტით, რომელიც არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის არის განკუთვნილი. https://ghn.ge/index.php/news/356410-arastandartuli-vashlis-realizatsiis-khelshetsqobis-sakhelmtsifo-programis-farglebshi-8000-tonaze-meti-vashli-gadamushavda არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 8,000 ტონაზე მეტი ვაშლი გადამუშავდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/349951469.jpg 2026-11-10 356410 მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა აბსურდულ ბრალდებას, გასულ კვირებშიც ვნახეთ, რომ დემოკრატიული ძალების არგუმენტები ათი თავით უკეთესი, უფრო სწორი და მართალი იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ აბსურდული ბრალდებები - გრიგოლ გეგელია აბსურდის თეატრი გრძელდება. „ქართული ოცნება“ საკუთარი საბრალდებო დასკვნის წერას აგრძელებს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. გეგელიას თქმით, გასულ კვირებში მთელმა საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად პირწმინდად აგებს ყველა ძირითად არგუმენტში. „მას სიმართლე არ აქვს. მის მხარეს არ არის საქართველოს უახლესი ისტორია. მას არ აქვს არანაირი არგუმენტი, გარდა იმისა, რომ სურს, ჩვენი ქვეყანა რუსული ტიპის დიქტატურად აქციოს – დიქტატურად, რომელიც ჭაობში იქნება ჩაძირული, არ ექნება არანაირი პერსპექტივა და სადაც მილიონ ქართველს უკვე ოფიციალურად ეკრძალება არჩევანის გაკეთების უფლება. ვფიქრობ, ეს, განურჩევლად პოლიტიკური იდეოლოგიისა, შემაშფოთებელი უნდა იყოს და, ჩემი ღრმა რწმენით, ასეც არის ნებისმიერი თავისუფლებისმოყვარე და ადეკვატური ქართველისთვის, თუნდაც ის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იყოს. წარმოუდგენელია, ნორმალურ ადამიანს არ ჰქონდეს პროტესტი იმის გამო, რომ მილიონ მის თანამოქალაქეს საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს უკრძალავენ. რა თქმა უნდა, დღეს კიდევ ერთხელ გვახსენდება, რომ საქართველოს ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ რეჟიმს მსგავსი რამ არ უკადრებია და არ ჩაუდენია. ეს პოლიტიკური უზნეობის ახალი მასშტაბია, როდესაც ვიღაც დასაშვებად მიიჩნევს, რომ მილიონი მოქალაქის პოლიტიკური პარტია აკრძალოს. ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელით არის წარმოებული. გასულ კვირებშიც ვნახეთ, რომ დემოკრატიული ძალების არგუმენტები ათი თავით უკეთესი, უფრო სწორი და მართალი იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ აბსურდული ბრალდებები. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არანაირი სამხილი. ეს საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაშიც კი ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო საქმეა – სრულიად დაუსაბუთებელი, აბსოლუტურად უსაფუძვლო, აბსურდული და შეთითხნილი მითების საფუძველზე რეჟიმი ეწევა მშვიდობიანი დემოკრატიული ძალების აკრძალვას“, – განაცხადა გეგელიამ. https://ghn.ge/index.php/news/356409-mzad-vart-vupasukhot-qvela-absurdul-braldebas-gasul-kvirebshits-vnakhet-rom-demokratiuli-dzalebis-argumentebi-ati-tavit-uketesi-ufro-stsori-da-martali-iqo-vidre-kartuli-otsnebis-absurduli-braldebebi-grigol-gegelia ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას, გასულ კვირებშიც ვნახეთ, რომ დემოკრატიული ძალების არგუმენტები ათი თავით უკეთესი, უფრო სწორი და მართალი იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ აბსურდული ბრალდებები - გრიგოლ გეგელია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2006343186.jpg 2026-11-10 356409 ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს - არჩილ გორდულაძე არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ხუთდღიანი დემაგოგიის, პოლიტიკურ ტრიბუნად სასამართლოს სხდომის გადაქცევის, ტყუილების, ფაქტებით მანიპულირების კასკადის შემდეგ, დღეს დაიწყება სასამართლო პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი, კონსტიტუციის დარღვევის მცდელობები თუ განხორციელებული ფაქტები. ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს. მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს ე.წ. პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთი მხრიდან იმართებიან, გაერთიანებული არიან, ერთ ორგანიზმად პოზიციონირებენ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ერთმანეთის მიმართ პიროვნული ანტიპათიები ახასიათებთ. დავალების შესასრულებლად ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ, ერთსა და იმავეს აკეთებენ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ. ამასთან, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტმა ისე ჩაიარა, თითქოს ოპოზიციისთვის ასეთი ფაქტი არ არსებობდა. „მათი ე.წ. მედიები, პარტიული დანაყოფები, არ აშუქებდნენ ან ცდილობდნენ სადღაც ბოლო ნიუსად გაეშვათ და გაევრცელებინათ. კიდევ ერთხელ დასტურდება, ისინი თანხვედრაში არიან, როდესაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა ხდება. ამავდროულად, 2012 წლიდან დღემდე, ბოლო პარტიის დაფუძნების დღიდან, პირდაპირ ეს პარტიები ჩართულები არიან არაკონსტიტუციურ საქმიანობაში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, 2004-2012 წლები დავივიწყოთ და არ შევაფასოთ სამართლებრივადაც. მთავარია, რომ ამ ადამიანებისათვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპი უბრალოდ არ არსებობს. ფეხქვეშ თელავენ ადამიანების გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის ნებას და ცდილობენ, გარე მმართველობა დაამყარონ ქვეყანაში. ჩვენი ვალია, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდის, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლომაც შეაფასოს მათი ანტიკონსტიტუციური ქმედებები. რაც თავის შინაარსით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ისევ ქართული დემოკრატიისათვის, ოპოზიციური ველზე არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ, არამედ ისეთი პარტიები, რომელთათვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი და მათთან გვექნება ჩვენ პოლიტიკური კამათი და არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის მხოლოდ დაცვაში ამ უცხო ძალების ნების გამტარებელი პარტიებისა თუ პირებისა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ. https://ghn.ge/index.php/news/356408-chveni-mizania-sakonstitutsio-sasamartlom-sheafasos-partiebis-antikonstitutsiuri-kmedebebi-rats-kartul-demokratias-ganvitarebis-shesadzleblobas-mistsems-archil-gorduladze ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/174062014.png 2026-11-10 356408 მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს „პარიზის მშვიდობის ფორუმში“, რომლის ფარგლებშიც იმართება ბავშვთა საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტი. ღონისძიების ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ასევე დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ მიღებას. https://ghn.ge/index.php/news/356407-maka-bochorishvili-monatsileobas-miighebs-parizis-mshvidobis-forumshi მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/681236531.jpg 2026-11-10 356407 ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის: „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“ მცენარე „კანაფი“ და „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://ghn.ge/index.php/news/356406-narkodanashaulis-braldebit-sami-piri-daakaves-amoghebulia-skhvadaskhva-sakhis-gansakutrebit-didi-odenobit-narkotiki სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1575726782.png 2026-11-10 356406 დააკავეს პირი, რომელმაც 2024 წელს, წიწამურთან ხელყუმბარა დაამონტაჟა და ადგილზე ორი მოქალაქე მიიყვანა, აფეთქების შედეგად ერთ კაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა. მათი მისვლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების შედეგად ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სხეულის მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული 9 ნოემბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://ghn.ge/index.php/news/356405-daakaves-piri-romelmats-2024-tsels-tsitsamurtan-khelqumbara-daamontazha-da-adgilze-ori-mokalake-miiqvana-afetkebis-shedegad-ert-katsi-adgilze-gardaitsvala-meore-ki-mdzimed-dashavda პოლიციამ 2024 წელს წიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/653616634.png 2026-11-10 356405 შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს, კარელ ჰავლიჩეკს და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, რადოვან ვიხს შეხვდა. ჩეხეთის პირველ ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი დინამიკის გააქტიურება, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და დარგობრივი კავშირების შემდგომი გაღრმავება. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტის მიმართულებებით. აღინიშნა, რომ საქართველოში წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობენ ჩეხური კომპანიები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო „შუა დერეფნის“ შემდგომი განვითარების მნიშვნელობასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამომავლო პერსპექტივებს. შალვა პაპუაშვილმა ამ კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ჩეხური კომპანიების მონაწილეობის შესაძლებლობებს. მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რადოვან ვიხთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ჩეხეთი წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობდნენ თავდაცვის სფეროში და მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია.  მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების კომპლექსური გარემო და საერთო გამოწვევები. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციაზე, ასევე, სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე და ხანგრძლივი მშვიდობის პერსპექტივებზე. შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოებას. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის“ პოტენციალზე და ამ მიმართულებით საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის ჩეხეთში მიმდინარე ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად შალამბერიძე და  პარლამენტის წევრები - ალუდა ღუდუშაური და ირმა ზავრადაშვილი. https://ghn.ge/index.php/news/356404-shalva-papuashvilma-chekhetis-aghmasrulebel-khelisuflebastan-shekhvedrebi-gamarta შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2008475143.jpg 2026-11-10 356404 ჩვენ გვჭირდება ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან - აშშ მოითხოვს, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპა ჩაერთოს - Politico აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპის ქვეყნები უშუალოდ ჩაერთონ. აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა, რუსეთი უნდა დაარწმუნონ, რომ ევროპას მოლაპარაკებებში მონაწილეობის უფლება მისცეს. ვაშინგტონს სურს, რომ ამ კვირაში აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრები ბოლო აღმოჩნდეს, რომლებშიც ევროპული ქვეყნები სრულფასოვნად არ მონაწილეობენ. ამის შესახებ Politico ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. კუშნერი და უიტკოფი, რომლებიც თებერვლის შემდეგ უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის პირველი სამმხრივი მოლაპარაკებების შუამავლები არიან, სამომავლო შეხვედრებში ევროპელების მონაწილეობის საკითხის წამოჭრას გეგმავენ. ამერიკული მხარე მოლაპარაკებების პროცესის დაჩქარებას ცდილობს და იმედოვნებს, რომ მომდევნო რაუნდი უკვე ევროპის სრულფასოვანი მონაწილეობით გაიმართება. „ჩვენ გვჭირდება ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. მისი თქმით, ვაშინგტონი ევროპული ქვეყნების ჩართვას მიმდინარე სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულებისთანავე სთავაზობს. ამერიკელმა წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ევროპელი ლიდერების პირდაპირი კონტაქტებიც ვლადიმირ პუტინთან. კერძოდ, 27 ოქტომბერს ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრნენ და უფრო აქტიური ურთიერთქმედების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. https://ghn.ge/index.php/news/356403-chven-gvchirdeba-evropa-molaparakebebis-magidastan-ashsh-moitkhovs-rom-ukrainis-sakitkhze-molaparakebebshi-evropa-chaertos-politico ჩვენ გვჭირდება ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/819984970.jpg 2026-11-10 356403 ორივე მხარე დაიღალა, რუსეთსა და უკრაინას ომის დასრულების ძალიან ძლიერი სურვილი აქვთ - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ხედავს, რომ რუსეთსა და უკრაინას ომის დასრულების „ძალიან ძლიერი სურვილი“ აქვთ. მისი თქმით, ორივე ქვეყანა საბრძოლო მოქმედებებით დაიღალა, ხოლო აშშ კონფლიქტის დასრულების გზების ძიებაში აქტიურად მონაწილეობს. ამის შესახებ ტრამპმა აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე ისაუბრა. მოლაპარაკებები დღეს უნდა დაიწყოს. „აბუ-დაბიში ამ საკითხზე ძალიან კონსტრუქციულად ვსაუბრობთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მნიშვნელოვანი სურვილი არსებობს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები იქნება. კერძოდ, განიხილება კიევის თავდაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ნატო-ს წესდების მე-5 მუხლით გათვალისწინებული პრინციპის შესაბამისად. აბუ-დაბიში შეხვედრა თებერვლის შემდეგ პირველი მოლაპარაკებები იქნება, რომელთა მიზანიც ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებისკენ ნაბიჯების გადადგმაა. აშშ-ის დელეგაციას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებენ. მოლაპარაკებები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.   https://ghn.ge/index.php/news/356402-orive-mkhare-daighala-rusetsa-da-ukrainas-omis-dasrulebis-dzalian-dzlieri-survili-akvt-donald-trampi ორივე ქვეყანა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1758204571.png 2026-11-10 356402 გამოძიების ფედერალური ბიურო, კომპანია Nvidia-ს დირექტორსა და ჩინელ ჯაშუშ ქალს შორის სასიყვარულო ურთიერთობას იძიებს - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ტექნოლოგიური კომპანია Nvidia-ს გენერალურ დირექტორს, ჯენსენ ჰუანგსა და სავარაუდო ჩინელ ჯაშუშ ქალს შორის რომანტიკულ ურთიერთობას იძიებს. ტრამპის თქმით, ოს ჯენსენ ჰუანგს ესაუბრა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ მიიჩნევს, რომ ჰუანგი ჩინეთის ჯაშუშური კამპანიის სამიზნე გახდა. „მე მას ვკითხე: ეჭვი ხომ არ გქონდათ, რომ ის ჯაშუში იყო? მან მიპასუხა: არ ვიცოდი, რომ ის ჯაშუში იყო. მე მას ვენდობი“, - განაცხადა ტრამპმა. პეკინმა უარყო ბრალდებები, თითქოს ჰუანგი ჯაშუშობის სამიზნე იყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ განცხადებებს „სრულიად უსაფუძვლო, სპეკულაციური და ჩინეთისთვის სახელის გატეხვისა და დისკრედიტაციისკენ მიმართული“ უწოდა. Nvidia-მ, რომელმაც ალის ჰუანგთან დაკავშირებული საქმის დამოუკიდებელი გამოძიება შეუკვეთა, განაცხადა, რომ არ აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ კომპანიის საიდუმლო ინფორმაცია ან ეროვნული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ FBI ამ საკითხს იძიებს, თუმცა გამოძიების დეტალები და მისი დაწყების თარიღი არ დაუკონკრეტებია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მთავრობა მიიჩნევს, რომ Nvidia-ს გენერალურ დირექტორს, ჯენსენ ჰუანგს,  სავარაუდოდ, რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ჩინელ ქალთან, რომელიც ჩინეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იყო გადაბირებული. Bloomberg-ის ცნობით, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი წინასაბაზრო ვაჭრობისას დაახლოებით 6%-ით დაეცა. მანამდე ხელოვნური ინტელექტის კომპანიების აქციების ფასების ვარდნის ფონზე, Nvidia-ს აქციების ღირებულება ოქტომბრის პიკთან შედარებით 22%-ით შემცირდა. Nvidia-მ შიდა გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის გენერალურ დირექტორს ქალთან ქორწინების გარეშე რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. ქალი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.   https://ghn.ge/index.php/news/356401-gamodziebis-federaluri-biuro-kompania-nvidia-s-direktorsa-da-chinel-jashush-kals-shoris-sasiqvarulo-urtiertobas-idziebs-donald-trampi გამოძიების ფედერალური ბიურო, კომპანია Nvidia-ს დირექტორსა და ჩინელ ჯაშუშ ქალს შორის სასიყვარულო ურთიერთობას იძიებს - დონალდ ტრამპი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/693963460.png 2026-11-10 356401 უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს - მარკო რუბიო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინისთვის ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს. რუბიოს თქმით, უკრაინამ ომის დასრულების შემდეგ თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს, თუმცა უსაფრთხოების გარანტიები ისეთი უნდა იყოს, რომ მათ რუსეთიც დათანხმდეს. „აუცილებელია გვესმოდეს, რომ უკრაინამ ომის შემდეგ თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს. ცხადია, ეს უნდა იყოს ისეთი შეთანხმება, რომელსაც რუსეთიც დაეთანხმება, რათა ამ გარანტიებმა რეალურად იმუშაოს. უსაფრთხოების გარანტიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმისთვის, რომ უკრაინამ რაიმე შეთანხმებაზე თანხმობა შეძლოს. თუმცა, ამავდროულად, ეს რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს“, - განაცხადა რუბიომ DRM News-თან საუბრისას. შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ნატო-ს წესდების მე-4 და მე-5 მუხლების ანალოგიით, რუბიომ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საბოლოოდ დამტკიცებული გეგმა არ არსებობს. მისი თქმით, ამჟამად ომისშემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურის სხვადასხვა კონცეფციაზე მსჯელობენ, რაც ომის საბოლოოდ დასრულების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება. საერთაშორისო ხელშეკრულებით ასეთი შეთანხმებების გაფორმების შესაძლებლობაზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეს ვარიანტი არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ შეთანხმებების რატიფიცირება რთულ პროცედურებს მოითხოვს. https://ghn.ge/index.php/news/356400-ukrainistvis-usafrtkhoebis-garantiebi-rusetistvisats-misaghebi-unda-iqos-marko-rubio რუბიო: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1935787411.png 2026-11-10 356400 ჰეგსეთს მხარს დავუჭერ, ჩვენ ორი ომი მოვიგეთ და მსოფლიო უსაფრთხო გავხადეთ, ახლა კი ჩვენს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყონ? - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს მხარს დაუჭერს, თუ მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება. როგორც CNN წერს, ტრამპმა ეს განცხადება თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მანამდე, ორშაბათს, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა თომას მასიმ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლები წარადგინა. „დიახ, მხარს დავუჭერ“, - განაცხადა ტრამპმა ჰეგსეთზე საუბრისას. ტრამპმა მასის „სრული წარუმატებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ მასის გულში ბევრი სიძულვილია. კენტუკის შტატის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მიმდინარე წლის დასაწყისში პრაიმერიზში ტრამპის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან წააგო. „არ მინდა დრო დავხარჯო იმაზე, რომ მას ვადევნო თვალი. ჩვენ ორი ომი მოვიგეთ და მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო გავხადეთ, ახლა კი [ჩვენს წინააღმდეგ] იმპიჩმენტი უნდა დაიწყონ?“ - განაცხადა ტრამპმა. მასიმ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის რვა მუხლი წარადგინა. ის თავდაცვის მდივანს კონგრესის ნებართვის გარეშე ომის უკანონოდ წარმოებასა და პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. CNN-ის ცნობით, მასის მიერ იმპიჩმენტის მუხლების წარდგენა ნიშნავს, რომ საკითხზე კენჭისყრა ოთხშაბათამდე უნდა გაიმართოს. https://ghn.ge/index.php/news/356399-hegsets-mkhars-davucher-chven-ori-omi-moviget-da-msoflio-usafrtkho-gavkhadet-akhla-ki-chvens-tsinaaghmdeg-impichmentis-protsedura-unda-daitsqon-donald-trampi ჩვენ ორი ომი მოვიგეთ და მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო გავხადეთ, ახლა კი [ჩვენს წინააღმდეგ] იმპიჩმენტი უნდა დაიწყონ?“ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2039217905.jpg 2026-11-10 356399 რუსეთი დნიპროს გასწვრივ უკრაინის გაყოფას და ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების გართულებას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი დნიპროს გასწვრივ უკრაინის ორად გაყოფას ცდილობს. ზელენსკის თქმით, რუსეთის სამიზნე უკრაინის ხიდები და ენერგეტიკული ქსელებია, რითაც მოსკოვი ცდილობს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს შორის კავშირი დააზიანოს და მოსახლეობას ცხოვრება გაურთულოს. „ბევრი, ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი იმ ოლქების, ქალაქებისა და თემებისთვის, რომლებსაც რუსეთის დარტყმების გამო ყველაზე მეტად უჭირთ. დეტალურად განვიხილეთ პრობლემები, რომლებიც რუსეთის ოპერაციას უკავშირდება ჩვენი ხიდებისა და ენერგეტიკული ქსელების წინააღმდეგ. რუსეთი დნიპროს გასწვრივ უკრაინის გაყოფას და ჩვენი მოქალაქეების, ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობისთვის ცხოვრების მაქსიმალურად გართულებას ცდილობს“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. Financial Times-ის ცნობით, ზელენსკიმ რუსეთის ამ განზრახვის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ბოლო საუბრის დროსაც განაცხადა. მანამდე, ორშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ამჟამად მოლაპარაკებებში ქვეყნის პოზიციების გაძლიერებაზე მუშაობენ. https://ghn.ge/index.php/news/356398-ruseti-dnipros-gastsvriv-ukrainis-gaqofas-da-chveni-mokalakeebistvis-tskhovrebis-gartulebas-tsdilobs-volodimir-zelenski „რუსეთი დნეპრის გასწვრივ უკრაინის გაყოფას ცდილობს“ – ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/647130304.png 2026-11-10 356398 აშშ-ში აცხადებენ, რომ პირველად ხედავენ რუსეთის მხრიდან ომის დასრულებისთვის რეალურ მზადყოფნას - Reuters აშშ-ში აცხადებენ, რომ პირველად დაინახეს რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასრულების რეალური სურვილის ნიშნები. ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა. მის კომენტარს Reuters ავრცელებს,  ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, სამშაბათს, აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იქნება. მათ შორის განიხილება უკრაინისთვის ნატო-ს ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მსგავსი დაცვის მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობა. მისივე თქმით, ორივე მხარე დახურულ ფორმატში ტერიტორიულ საკითხზე გარკვეულ კომპრომისზე წასვლის მზადყოფნას ავლენს. ამერიკელი მაღალჩინოსნის განმარტებით, ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმება, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე მიიღწევა, მას შემდეგ, რაც მხარეები სხვა საკითხებზე, მათ შორის ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურაზე, შეთანხმდებიან. ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, შესაძლოა რუსეთში გაემგზავრონ და ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ. მისივე თქმით, აშშ-ში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ფრთხილი ოპტიმიზმი აქვთ და პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას ხედავენ. „ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის მხრიდან კონფლიქტის დასრულების რეალური სურვილი არსებობს“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. https://ghn.ge/index.php/news/356397-ashsh-shi-atskhadeben-rom-pirvelad-khedaven-rusetis-mkhridan-omis-dasrulebistvis-realur-mzadqofnas-reuters აშშ-ში აცხადებენ, რომ პირველად ხედავენ რუსეთის მხრიდან ომის დასრულების რეალურ მზადყოფნას მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1510187649.jpg 2026-11-10 356397 რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლები წარადგინა აშშ-ის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა თომას მასიმ წარმომადგენელთა პალატაში თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლები წარადგინა. ინიციატივა ძირითადად ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციასა და პენტაგონის ხელმძღვანელის საქმიანობას უკავშირდება. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. მასიმ შესაბამისი რეზოლუცია კონგრესის მუშაობის განახლებისთანავე, ორშაბათს წარადგინა. მისი ინიციატივა ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას ითვალისწინებს და წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის გამართვას მოითხოვს. მოსალოდნელია, რომ საკითხზე კენჭისყრა უახლოეს დღეებში გაიმართება. მანამდე მასიმ იმპიჩმენტის რვა მუხლი მოამზადა. მასი ჰეგსეთს, მათ შორის, კონგრესის თანხმობის გარეშე სამხედრო მოქმედებების განხორციელებაში, ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მოთხოვნების უგულებელყოფასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. იმპიჩმენტის მუხლები ასევე ეხება აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს იემენსა და ვენესუელაში, კარიბის ზღვასა და წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. კონგრესმენის განცხადებით, ჰეგსეთმა „მიზანმიმართულად შეასრულა და განახორციელა უკანონო ბრძანებები“ და კონსტიტუციისთვის საფრთხეს წარმოადგენს. თავად თავდაცვის მდივანი ბრალდებებს უარყოფს. ინიციატივას მხარს უჭერს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთა ნაწილი. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა, რომ ჰეგსეთის იმპიჩმენტს მხარს უჭერს. თუმცა, იმპიჩმენტის მუხლების წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემთხვევაშიც კი, ჰეგსეთის თანამდებობიდან გადასაყენებლად სენატის ხმების ორი მესამედია საჭირო https://ghn.ge/index.php/news/356396-respublikelma-kongresmenma-pit-hegsetis-tsinaaghmdeg-impichmentis-mukhlebi-tsaradgina რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლები წარადგინა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1044670261.jpeg 2026-11-10 356396 თურქეთში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა თურქეთის ქალაქ იზმირში მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.  ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ HABAŞ-ის მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქების შემდეგ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა მოხერხდა, თუმცა ქარხნის ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ქარხნის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთ ელექტრორკალურ ღუმელზე გეგმური ტექნიკური მომსახურების დროს მოხდა. https://ghn.ge/index.php/news/356395-turketshi-metalurgiul-karkhanashi-momkhdari-afetkebis-shedegad-daghupulta-raodenoba-16-mde-gaizarda თურქეთში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/791819286.png 2026-11-09 356395 რუსეთის პროკურატურის განცხადებით, გურამ ჭიჭინაძეს, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის საქართველოს მოქალაქე, გურამ ჭიჭინაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „სასამართლომ ჭიჭინაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით“, - ნათქვამია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში. გამოძიების ვერსიით, 43 წლის გურამ ჭიჭინაძემ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი 2022 წლის ოქტომბერში, ოდესის ოლქში უკრაინის 28-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე გააფორმა, ხოლო წვრთნები მიკოლაივის ოლქში გაიარა. პროკურატურის მტკიცებით, ჭიჭინაძემ 2022 წლის ნოემბერში სამხედრო მოქმედებების ზონა დატოვა და კიევში ჩავიდა, სადაც 400 ათასი რუბლის ოდენობის ანაზღაურება მიიღო. ჭიჭინაძე 2024 წლის თებერვალში სამხედრო მოქმედებების ზონაში დაბრუნდა, ხოლო თებერვლის ბოლოს რუსმა ჯარისკაცებმა ტყვედ აიყვანეს. https://ghn.ge/index.php/news/356394-rusetis-prokuraturis-gantskhadebit-guram-chichinadzes-ukrainis-mkhares-brdzolistvis-12-tslita-da-6-tvit-patimroba-miesaja ასდდ საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1042444192.jpg 2026-11-09 356394 ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დაბლოკავს ევროკავშირის ბიუჯეტს, თუ ყველა წევრი ქვეყანა არ აიღებს ვალდებულებას, უკრაინას ფინანსური დახმარება გაუწიონ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ის დაბლოკავს ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტს, თუ ბლოკის ყველა წევრი სახელმწიფო არ აიღებს ვალდებულებას, უკრაინას 2027 წელს და შემდგომში ფინანსური დახმარება გაუწიონ ამის შესახებ Financial Times იუწყება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტასადმი გაგზავნილ წერილში მერცმა განაცხადა, რომ გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტისადმი დამოკიდებული იქნება იმაზე, დათანხმდება თუ არა ბლოკის ყველა წევრი ქვეყანა უკრაინის დაფინანსებას. მომავალი წლისთვის უკრაინას 70 მილიარდი ევროს დაფინანსების დეფიციტი აქვს. „უკრაინის ფინანსური დეფიციტის დასაფარად თითოეული ჩვენგანის, გამონაკლისის გარეშე, სამართლიანი წვლილის შეტანის საერთო ვალდებულება აუცილებელი პირობაა ამ საკითხის გადასაწყვეტად და ყველა სხვა საკითხის, განსაკუთრებით კი ფინანსური შედეგების მქონე საკითხების განსახილველად“, - აცხადებს მერცი. გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, ბიუჯეტის მოლაპარაკებების დროს გერმანიის ფინანსური გავლენის გამოყენებით კი, მერცი ცდილობს კიევისთვის დაფინანსების უზრუნველყოფას როგორც მომავალ წელს, ასევე შემდგომში.   https://ghn.ge/index.php/news/356393-fridrikh-mertsi-atskhadebs-rom-dablokavs-evrokavshiris-biujets-tu-qvela-tsevri-kveqana-ar-aighebs-valdebulebas-ukrainas-finansuri-dakhmareba-gautsion ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დაბლოკავს ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტს, თუ ყველა წევრი სახელმწიფო არ აიღებს ვალდებულებას, უკრაინას ფინანსური დახმარება გაუწიონ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/575384868.png 2026-11-09 356393 ინდოეთი მზად არის, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვაში შუამავლის როლი შეასრულოს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ინდოეთი მზად არის, შუამავლობა გაუწიოს შავი ზღვის გავლით სურსათის დერეფნების ამოქმედებას და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვაში დახმარება უზრუნველყოს.  „ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ვესაუბრე. მას დიპლომატიურ ვითარებაზე ველაპარაკე“,  -აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, უკრაინა აქტიურად ემზადება აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგში შეტანილ ყველა საკითხზე. „უკრაინა ყოველთვის კონსტრუქციულად არის განწყობილი და რუსეთის მხრიდანაც დეესკალაციისთვის მზადყოფნაა საჭირო“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, ინდოეთმა განსაზღვროს, რა ნაბიჯებითა და სხვა ლიდერებთან დიალოგით შეუძლია ხელი შეუწყოს ომის დასრულებას. ზელენსკის თქმით, ერთ-ერთი შესაძლო მიმართულება სასურსათო უსაფრთხოებაა. „ჩვენ განვიხილეთ, როგორ ბლოკავს რუსეთი შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტს. ინდოეთი მზად არის, შუამავლობა გაუწიოს სასურსათო დერეფნების ამოქმედებას და ამ მიმართულებით ძალისხმევის გაგრძელების იმედი გვაქვს“, – ნათქვამია განცხადებაში. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ საზღვაო გზების ბლოკადით ზარალდება როგორც მისი ეკონომიკა, ისე სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ასობით მილიონი ადამიანი. „შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები ამ და სხვა ორმხრივ საკითხებზე კონტაქტს შეინარჩუნებენ“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. https://ghn.ge/index.php/news/356392-indoeti-mzad-aris-ukrainuli-martsvleulis-eksportis-ganblokvashi-shuamavlis-roli-sheasrulos-volodimir-zelenski ზელენსკი: ინდოეთი მზად არის, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვაში შუამავლის როლი შეასრულოს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2130853345.png 2026-11-09 356392 ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი აბუ-დაბიში მოლაპარაკებების დაწყებამდე ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდებიან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ კუშნერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. . კუშნერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი „მტკიცედ არის განწყობილი, ბოლო მოუღოს ამ საზარელ ომს, რომელმაც ადამიანების უზარმაზარი დანაკარგი, ნგრევა და ტანჯვა გამოიწვია“. ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, აბუ-დაბიში უკრაინასა და რუსეთთან ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე ის და უიტკოფი უკრაინის, ევროკავშირის, ნატო-ს, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა კონსულტაციები და კოორდინაცია გააგრძელონ. „ეს პირველი სამმხრივი მოლაპარაკებები იქნება თებერვლის შემდეგ. ორივე მხარესთან ცალკეული კონსულტაციების საფუძველზე, ჩვენი მიზანია, უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს პირისპირ დასხდნენ, რათა მათ ომის შემდგომი უსაფრთხოების საკითხებზე არსებული შეშფოთება, წინადადებები და შესაძლო გადაწყვეტილებები განიხილონ. ვიმედოვნებთ, რომ ეს დისკუსიები საერთო ინტერესების სფეროების გამოვლენაში, პრაქტიკული გადაწყვეტილებების წინ წაწევასა და მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის საჭირო იმპულსის შექმნაში დაგვეხმარება“, – განაცხადა კუშნერმა. კუშნერის განცხადებით, მუშაობის ოთხი ძირითადი მიმართულებაა: საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა; ომის შემდგომი უსაფრთხოების მყარი გარანტიებისა და ისეთი შეთანხმებების შემუშავება, რომლებიც ომის განახლების რისკს შეამცირებს; უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ყოვლისმომცველი გეგმის მომზადება; ჰუმანიტარული ღონისძიებების განხორციელება, რათა შემსუბუქდეს ადამიანების ტანჯვა და დაიძლიოს ომის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები. „უკრაინასთან, ევროკავშირსა და სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა დავაკმაყოფილოთ უკრაინის ომისშემდგომი მნიშვნელოვანი ფინანსური და აღდგენითი საჭიროებები, მხარი დავუჭიროთ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მოვიზიდოთ კერძო ინვესტიციები და შევქმნათ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და თვითკმარობის პირობები“, - აღნიშნა კუშნერმა. President Trump is determined to bring an end to this horrible war, which has caused enormous loss of life, destruction, and suffering. We are working hard to find a negotiated solution that can deliver lasting peace and create the conditions for a sovereign, secure, and… — Jared Kushner (@jaredkushner) November 9, 2026   https://ghn.ge/index.php/news/356391-jared-kushneri-da-stiv-uitkofi-abu-dabishi-molaparakebebis-datsqebamde-evrokavshiris-tsarmomadgenlebs-shekhvdebian კუშნერი და უიტკოფი აბუ-დაბიში მოლაპარაკებების დაწყებამდე ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდებიან მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2027330199.jpg 2026-11-09 356391 ჩემი პროცესის დახურვა „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითია - ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს. ღარიბაშვილი მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესების სრულად დახურვას ეხმიანება და მას „ჩრდილოვან მართლმსაჯულებასა“ და პოლიტიკურ დევნას უწოდებს. მისი განცხადებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნასა და მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა თუ შანტაჟის ფაქტების დამალვას ემსახურება. „2 ნოემბერს სასამართლოში დაიწყო ჩემი საქმის არსებითი განხილვა, სადაც მსურდა, საჯაროდ გამეკეთებინა განცხადება ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხელისუფლებამ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება და ჩემი სასამართლო სხდომები სრულად დახურა. სასამართლო სხდომების დახურვა იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური საქმეები ღია რეჟიმში განიხილებოდა, წარმოადგენს დისკრიმინაციას, ორმაგი სტანდარტის გამოვლინებასა და მართლმსაჯულების საჯაროობის ფუნდამენტური პრინციპის უხეშ დარღვევას. ხელისუფლების მოტივი სასაცილო და უსაფუძვლოა. ეს არის ორმაგი სტანდარტის მკაფიო დასტური: ერთსა და იმავე კონტექსტთან ან მსგავს ბრალდებებთან დაკავშირებული სხვა პირების საქმეები, ჩვეულებრივ, ღია რეჟიმში განიხილებოდა, ხოლო ჩემი პროცესი დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცედურა გამოიყენება არა კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, არამედ შერჩევითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტად. ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი და საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნის მცდელობა. სასამართლო პროცესის დახურვა მიზნად ისახავს იმის დამალვას, თუ როგორ იკვეთება ამ საქმეში პოლიტიკური ინტერესები, ზეწოლის მექანიზმები და ფაბრიკაციები. როდესაც პროცესი იხურება, იხსნება საზოგადოებრივი და მედიაკონტროლი, რაც საშუალებას იძლევა, დაიმალოს სისტემური მანკიერებები და ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის ნათელი მაგალითი, რომლის მიზანია პოლიტიკური ფიგურის სრული იზოლაცია, მისი ხმის ჩახშობა და პროცესის ისეთ ფორმატში გადაყვანა, სადაც სიმართლე საჯარო სივრცეში ვერ გამჟღავნდება. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, რომ პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს. მე კი მინდა განვაცხადო, რომ არაფერი მაქვს დასამალი. შესაბამისად, ვითხოვდი პროცესის გახსნას და „სინათლეს“. საერთაშორისო სამართლებრივი და ევროპული სტანდარტების მიხედვით, როდესაც სასამართლო სხდომების დახურვა ემსახურება არა ობიექტურ აუცილებლობას, არამედ პოლიტიკური პროცესების დამალვას, ეს კონვენციის ფუნდამენტური დარღვევაა. ამასთან, დახურული, არასაჯარო და შერჩევითი სასამართლო პროცესები წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს იმისა, რომ საქმე გვაქვს არა სისხლის სამართლის ჩვეულებრივ დანაშაულთან, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან. დახურულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ვაცნობე ჩემს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა და კომბინირებული დანაშაულის შესახებ, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, იძულებასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 და მე-18 მუხლების ერთობლივ უმძიმეს დარღვევას. მთელი ეს პროცესი სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და წარმოადგენს მართული პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკურ მაგალითს. ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და უმძიმესი დანაშაულის შესახებ განცხადება 17 აგვისტოს სოციალური ქსელის მეშვეობით გავაკეთე, როდესაც გამოვაქვეყნე ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი წერილი. მას შემდეგ ველოდებოდი ხელისუფლების რეაგირებას - გამოძიების დაწყებას, რაც დღემდე არ მომხდარა. აქვე შეგახსენებთ, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე პროკურატურა ვალდებული იყო, დაეწყო გამოძიება. როდესაც პროკურატურამ და სასამართლომ იცოდნენ შანტაჟისა და წერილის შესახებ, მაგრამ ეს გარემოებები არათუ გამოიძიეს, არამედ, პირიქით, წერილში მითითებული ულტიმატუმის მიხედვით წამიყენეს ახალი, აბსურდული ბრალი, ხოლო შემდეგ დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაცვის მხარეს სასამართლოში არ მიეცა უფლება, წარედგინა საკვანძო მტკიცებულება - შანტაჟის წერილი. ამასთან, დაცვის მხარეს ეზღუდება გარკვეულ საქმის მასალებზე წვდომა, რითაც უხეშად ირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია - ის „კენგურუს სასამართლოს“ (ფიქტიური მართლმსაჯულების) კლასიკური ნიმუშია. შეჯამების სახით მსურს განვაცხადო, რომ სასამართლო პროცესის დახურვა პირდაპირ თავსდება იმავე სქემაში, რომლის შესახებაც აქამდე ვაცნობე საზოგადოებას: ციხეში ზეწოლა და შანტაჟი, მტკიცებულების (წერილის) იგნორირება, საქმის მასალების გადმოცემაზე უარის თქმა და, ბოლოს, პროცესის საზოგადოებისგან დამალვა - მისი დახურვა - ეს ყველაფერი ერთიანი, მიზანმიმართული პროცესია, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს და სრულად ატარებს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ხასიათს”, - წერს ღარიბაშვილი. https://ghn.ge/index.php/news/356390-chemi-protsesis-dakhurva-chrdilovani-martlmsajulebis-mkafio-magalitia-irakli-gharibashvili ჩემი პროცესის დახურვა „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/860543155.jpg 2026-11-09 356390 ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე საქართველოში ჩამოდის და ქართველ ხალხს პატივს სცემს - შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში შედგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები, რა როლი აქვს რეგიონში საქართველოს ჩინეთისთვის, რომ საქართველო პირველი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში. პაპუაშვილის თქმით, ევრობიუროკრატია არ იმჩნევს საქართველოს როლს შუა დერეფანში და ბრიუსელი არ სცემს პატივს ქართველ ხალხს. „ჩინეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი სწორედ საქართველოში შედგა. ასე რომ, პოლიტიკურ სიმბოლოსთან ერთად, ვიზიტს დიდი ეკონომიკური განზომილებაც აქვს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანსა და თანამშრომლობაზე, ასევე, საქართველოს როლზე შუა დერეფანში. შედარებისთვის რომ ავიღოთ, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ვერ ხედავს, რომ შუა დერეფნის მთავარი შემქნელი ქვეყანა ჩვენ ვართ, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე საქართველოში ჩამოდის და ქართველ ხალხს პატივს სცემს. ესეც აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, ჩინეთი კი – პატივს სცემს. ასეთ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი ევრობიუროკრატიამ, რომელმაც ქართველ ხალხს პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადა იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა მოითხოვა, გაამხილოს, ვის და რატომ აფინანსებს საქართველოში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 6 ნოემბერს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან. https://ghn.ge/index.php/news/356389-evrobiurokratia-sakartvelos-ar-imchnevs-lamis-rukidan-tsagvshalos-kholo-chineti-vitse-prezidentis-doneze-sakartveloshi-chamodis-da-kartvel-khalkhs-pativs-stsems-shalva-papuashvili ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე საქართველოში ჩამოდის და ქართველ ხალხს პატივს სცემს - შალვა პაპუაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1147466497.jpg 2026-11-09 356389 ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ პატიოსანი იყო?  - დონალდ ტრამპი ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ პატიოსანი იყო?  როგორ შეიძლება, გამოკითხვები ასე მცდარი იყოს? - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონლ;დ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.  "ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ პატიოსანი იყო?  როგორ შეიძლება, გამოკითხვები ასე მცდარი იყოს? ადრეული ხმის მიცემის დროს დაფიქსირებული ზოგიერთი „ჩაყრა“ იმდენად მასშტაბური იყო, რომ გამარჯვება შეუძლებელი ხდებოდა, რამდენი ადამიანიც არ უნდა მისულიყო ხმის მისაცემად. ყველაფერი საარჩევნო აპარატებზეა დამოკიდებული, რომლებიც ამომრჩეველზე გაცილებით მნიშვნელოვანია!" - წერს დნალდ ტრამპი   https://ghn.ge/index.php/news/356388-nutu-vinmes-martla-sjera-rom-es-archevnebi-patiosani-iqo-donald-trampi ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ პატიოსანი იყო?  მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1655304837.png 2026-11-09 356388 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა 6 და 7 ნოემბერს, სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წინანდლის მამულში Grand Jury du Vin-ის მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიებაზე წელს საერთაშორისო ასოციაციის დაარსების 30 წლის იუბილე აღინიშნა. სიმპოზიუმი ცნობილ მეღვინეებს, სომელიეებს, ღვინის ექსპერტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლევანდელი პროგრამა საუკეთესო ესპანურ ღვინოებს დაეთმო, საიუბილეო დეგუსტაციაზე კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აღიარებული ღვინოები და შამპანური იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ღვინოებსაც დაეთმო. Grand Jury du Vin-ის წევრებმა საფერავის საერთაშორისო კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული ღვინოები დააგემოვნეს და ქართული მეღვინეობის გამორჩეულ ნიმუშებს გაეცნენ. ორდღიანი პროგრამა დეგუსტაციებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს მოიცავდა მათ შორის, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ლექციას „საქართველო ხორბლისა და ღვინის სამშობლო“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა Wine Avenue-ც, სადაც ქართველი და ესპანელი მწარმოებლების ღვინოები იყო წარმოდგენილი. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენს მრავალფეროვან კულტურას მსოფლიოს აცნობს და ქვეყნის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მოხარული ვართ, რომ Grand Jury du Vin-ის სიმპოზიუმი წინანდლის მამულში უკვე ტრადიციად იქცა და ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც საერთაშორისო სტუმრები ქართული მეღვინეობის მდიდარ მემკვიდრეობასა და თანამედროვე მიღწევებს ეცნობიან. ეს პროექტი ქართველ მეღვინეებს მსოფლიოს წამყვან პროფესიონალებთან გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. გვჯერა, რომ მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები აძლიერებს ინტერესს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს მიმართ, ხელს უწყობს ქართული ღვინის გლობალურ აღიარებას და ჩვენი ქვეყნის ტურისტული თუ ბიზნეს პოტენციალის განვითარებას”, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა. სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სიმპოზიუმი პირველად 2023 წელს გაიმართა წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მანამდე Grand Jury du Vin ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მასპინძლობდა. https://ghn.ge/index.php/news/356385-sakartvelos-bankis-mkhardacherit-tsinandlis-mamulshi-rigit-meotkhe-ghvinis-simpoziumi-gaimarta საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2040951686.jpg 2026-11-09 356385 საუბარია ევროპის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაზე, რომელიც რუსეთთან ერთად უნდა შემუშავდეს, თავის დროზე ყური რომ დაგვეგდო ბრიუსელისთვის, ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა - შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე თვეში მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სა და რუსეთს შორის და ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყნები ისევ გადატვირთავენ ურთიერთობებს, ისევ მოხდება ურთიერთობების ნორმალიზება და, საბოლოო ჯამში, ომში უშუალო მონაწილე ხალხი დაზარალდება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ გაიაზრა, რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ესკალაციაში შეყოლას და ასეთი ნაბიჯების გადადგმაზე უარი თქვა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ბრიუსელისთვის რომ დაეჯერებინა, ქვეყანა დღეს ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული იქნებოდა. „ქართველი ხალხი იმიტომაც იქცევა ბრძნულად, რომ ჩვენ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ყველას კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე თვეში ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სა და რუსეთს შორის, ასევე, რამდენიმე თვეში დაწყებული „ჩრდილოეთ ნაკადის“ მშენებლობა გერმანიასა და რუსეთს შორის და ყველაფერი დაუბრუნდა ნორმალურ ურთიერთობებს დასავლეთსა და რუსეთს შორის. ასე იქნება ახლაც. არავის ეჭვი არ შეეპაროს, რომ ასე იქნება ახლაც. ისევ გადატვირთავენ ურთიერთობებს, ისევ მოხდება ნორმალიზება, ერთადერთი, ვინც, საბოლოო ჯამში, დაზარალდება, დაზარალდება ის ხალხი, ვინც ომში არის უშუალო მონაწილე. 2008-შიც ასე იყო, საბოლოო ჯამში, დაზარალებული დავრჩით ჩვენ, ხოლო სხვა ქვეყნებმა ხელახლა გადაალაგეს საკუთარი ურთიერთობები. ისტორიულადაც ასე ხდებოდა და ასე იქნება ამ ჯერზეც. ჩვენ გვესმის, რომ საუბარი არის ევროპის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაზე, რომელიც რუსეთთან ერთად უნდა შემუშავდეს, როგორც ჩანს, არ ვიცი. ერთი მხრივ აშშ და რუსეთი საუბრობენ, მეორე მხრივ ევროკავშირი ამბობს, რომ უნდა, ჩაერთოს ამ დისკუსიაში, ვინაიდან მის უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება. ასე რომ, თავის დროზე ჩვენ რომ ყური დაგვეგდო ბრიუსელისთვის და იმისთვის, რასაც მოგვიწოდებდნენ, საბოლოო ჯამში, ყველა ყველაფერზე შეთანხმდებოდა და ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა. ეს იქნებოდა ჩვენი ბედი, ხოლო ხედავთ, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყანა, ისე, რომ თავად ერთი წვეთი სისხლი არ დაუღვრიათ ამ ომში, უკრაინის ომში, ახლა აცხადებს პრეტენზიებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი უნდა იყვნენ ეს ქვეყნები, ახალი უსაფრთხოების შეთანხმების ნაწილი უნდა იყვნენ და მათი ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ერთი წვეთი სისხლი არ დაუღვრიათ ამ ომში და უნდათ, ამ ომის შედეგებში მათი ინტერესების გათვალისწინება მოხდეს, რაც თავისთავად კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ქართველებს, რამდენად ცინიკურია სამყარო. ამიტომ თავიდან უნდა ვიცოდეთ ეს, არა შემდეგ ვინანოთ რაღაც ნაბიჯები, როცა საბოლოოდ ჩვენ დავზარალდებით, არამედ თავიდანვე გავთვალოთ. ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება ამ ყველაფერს თავიდანვე რომ ვხედავდით, იმიტომაც არ შევყევით ამ ესკალაციაში, ვინც მოგვიწოდებდა და საქართველომ მხოლოდ მოიგო ამ ყველაფრისგან. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. https://ghn.ge/index.php/news/356387-saubaria-evropis-akhal-usafrtkhoebis-arkitekturaze-romelits-rusettan-ertad-unda-shemushavdes-tavis-droze-quri-rom-dagvegdo-briuselistvis-chven-viknebodit-ekonomikurad-dangreuli-da-fizikurad-gapartakhebuli-kveqana-shalva-papuashvili საუბარია ევროპის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაზე, რომელიც რუსეთთან ერთად უნდა შემუშავდეს, თავის დროზე ყური რომ დაგვეგდო ბრიუსელისთვის, ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა - შალვა პაპუაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1521676315.jpg 2026-11-09 356387 არ იქნება სათანადო მოწვევა ბრიუსელიდან, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა შეხვედრებში - შალვა პაპუაშვილი არ იქნება სათანადო მიწვევა, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. პაპუაშვილს ჟურნალისტმა ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხა, რომელმაც აღნიშნა, რომ „გაფართოების ფორუმზე საქართველო მოწვეული არ არის. რაც შეეხება მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, საქართველოს ხელისუფლება მოწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე“. პაპუაშვილის თქმით, ეს ნათქვამი ნიშნავს დაბალი დონის გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის ბიუროკრატიის უმწიფრობას. „სასაცილოა უბრალოდ, როდესაც საუბრობენ შუა დერეფანზე, საქართველოს უნდა გადააფრინდნენ, უნდა გადაახტნენ თუ რა უნდა გააკეთონ? მე ვერ წარმომიდგენია. ეს არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, რასაც ჩადის ბრიუსელი, ქართველი ხალხის სუვერენიტეტის უპატივცემულობა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის უპატივცემულობა. ასე გვეპყრობოდა ჩვენ მოსკოვი. ახლა საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს ბრიუსელი. ასეთი აგდებული დამოკიდებულება აჩვენებს, საბოლოო ჯამში, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან. ასე რომ, ნუღა ეწყინებათ ამის შემდეგ ეს შედარება. თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან ასე ზემოდან ყურებით და ქედმაღლური დამოკიდებულებით ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. https://ghn.ge/index.php/news/356386-ar-ikneba-satanado-motsveva-briuselidan-ar-ikneba-chveni-monatsileoba-shekhvedrebshi-shalva-papuashvili არ იქნება სათანადო მოწვევა ბრიუსელიდან, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა შეხვედრებში პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/353185706.png 2026-11-09 356386 რუსტემ უმეროვთან ერთად, აბუ-დაბიში სამმხრივ მოლაპარაკებებზე უკრაინას კირილო ბუდანოვი, სერჰი კისლიცა, ვადიმ სკიბიცკი და დავით არახამია წარადგენენ უკრაინას აბუ-დაბიში, რუსეთთან სამმხრივ მოლაპარაკებებზე, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, მისი პირველი მოადგილე სერჰი კისლიცა, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი და პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია წარმოადგენენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა განაცხადა. ლიტვინის ინფორმაციით, უკრაინის მომლაპარაკებებელთა ჯგუფის შემადგენლობაში, თანამდებობის პირებთან ერთად, საგარეო დაზვერვის სამსახურის ანალიტიკოსიც იქნება. რუსტემ უმეროვის განაცხადებით, უკრაინის დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. მისივე თქმით, აბუ-დაბიში ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც იქნებიან, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის დელეგაციები, ასევე ნატო-სა და ევროკომისიის წარმომადგენლები. უმეროვის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან ცალკე საკოორდინაციო შეხვედრებიც გაიმართება. „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა ძირითად პარტნიორთან მჭიდრო კოორდინაციის შენარჩუნება, პოზიციების შეთანხმება და მოლაპარაკებების პროცესში შემდგომი ნაბიჯების საერთო ხედვის ჩამოყალიბება. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაზღვრა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპა დიპლომატიური პროცესის მონაწილე იყოს“,-– აღნიშნა უმეროვმა. მან მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოლაპარაკებებისთვის პლატფორმის შეთავაზებისა და უცვლელი მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, აქტიურობისა და შეხვედრებისთვის მზადების პროცესში შეტანილი წვლილისთვის.   https://ghn.ge/index.php/news/356384-rustem-umerovtan-ertad-abu-dabishi-sammkhriv-molaparakebebze-ukrainas-kirilo-budanovi-serhi-kislitsa-vadim-skibitski-da-davit-arakhamia-tsaradgenen პრეზიდენტის ოფისმა აბუ-დაბიში მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/176852832.png 2026-11-09 356384 8 ნოემბერს რუსეთის არმიამ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა - უკრაინის გენშტაბი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით 2 980 სამხედრო დაკარგეს. „ეს უფრო მეტია, ვიდრე ექვსი კრეისერ „მოსკვას“ ეკიპაჟის პირადი შემადგენლობა და რუსეთის ყველაზე დიდი დღიური დანაკარგია სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში. უწყების ცნობით, მანამდე დღიური დანაკარგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 2 500 სამხედრო, ერთი კვირის წინ, 2 ნოემბერს დაფიქსირდა. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთის არმიამ ჯამში 400 410 სამხედრო დაკარგა. 400-ათასიან ნიშნულს რუსეთის დანაკარგებმა 9 ნოემბერს გადააჭარბა. https://ghn.ge/index.php/news/356383-8-noembers-rusetis-armiam-srulmasshtabiani-omis-datsqebidan-qvelaze-didi-danakargi-ganitsada-ukrainis-genshtabi გენშტაბი: 8 ნოემბერს რუსეთის არმიამ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1909429157.jpg 2026-11-09 356383 არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკისა და კალათბურთის ეროვნული ნაკრების პარტნიორობა ბანკის „არ გაჩერების“ ფილოსოფიის და ერთ-ერთი მთავარი ღირებულების - გულშემატკივრობის პრაქტიკული გამოხატულებაა. ბანკისთვის გულშემატკივრობა მხოლოდ წარმატების აღნიშვნა არ არის - ეს ადამიანების გვერდით დგომას, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების გაზიარებას, მიზნებისკენ სწრაფვის მხარდაჭერასა და მიღწეული შედეგების ერთად აღნიშვნას გულისხმობს. როგორც კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი, საქართველოს ბანკი გუნდის გვერდით დგას არა მხოლოდ გამარჯვებების დროს, არამედ განვითარების, სირთულეების დაძლევისა და წინსვლის მთელ პროცესში. ბანკისთვის მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროს იმ გუნდებს, რომლებიც ქვეყნის სახელს მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენენ და მილიონობით ადამიანს საერთო მიზნისა და ემოციის გარშემო აერთიანებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები მიზანდასახულობასა და „არ გაჩერდეს“ სულისკვეთებას განასახიერებს - ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება საქართველოს ბანკის ფილოსოფია. სწორედ ამიტომ, კალათბურთის ნაკრების მხარდაჭერა ბანკის ღირებულებებთან მოდის თანხვედრაში.  საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობას მომავალშიც გააგრძელებს - როგორც გუნდის ყოველდღიური შრომისა და განვითარების, ისე ახალი წარმატებებისა და გამარჯვებების გზაზე. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი - კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი. https://ghn.ge/index.php/news/356382-ar-gacherebis-kultura-kalatburtshi-sakartvelos-banki-kalatburtis-erovnuli-nakrebis-generaluri-sponsoria არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/200628866.jpg 2026-11-09 356382 ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ - ნათია თურნავა ოთარ ფარცხალაძეზე ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტს კითხვაზე: „ნანობთ თუ არა, რომ წლების წინ ოთარ ფარცხალაძის დასაცავად მოქმედებდით“. ნათია თურნავას განცხადებით, მისი გადაწყვეტილება არასდროს ყოფილა „ვინმე კონკრეტულთან დაკავშირებული“. „ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ. ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი... ჩემი ბრძანებები არასდროს ყოფილა ვინმე კონკრეტულთან დაკავშირებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის სექტემბერში ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აშშ-ს მიერ დასანქცირების შემდეგ საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესი შეცვალა. საუბარია ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება მხოლოდ მაშინ როდესაც ანალოგიურის შესახებ საქართველოს სასამართლოს განაჩენი შევა ძალაში. https://ghn.ge/index.php/news/356381-naftalinmoqril-kitkhvebs-nu-misvamt-natia-turnava-otar-fartskhaladzeze ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1327581356.jpg 2026-11-09 356381 კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ანანდმა განაცხადა.  სანქციების სიას რუსეთის 38 იურიდიული და 24 ფიზიკური პირი დაემატა. კანადის მთავრობის განცხადებით, შეზღუდვების მიზანია რუსეთის სამხედრო პოტენციალის კიდევ უფრო შემცირება. სანქციები მიმართულია რუსეთის თავდაცვის მრეწველობის სექტორის იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიების შემუშავებასა და კიბერსაქმიანობაში მონაწილეობენ. ამასთან, სანქციების ახალი პაკეტი მიზნად ისახავს რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომის ეკონომიკური ფასის გაზრდას. შეზღუდვები შეეხება ფინანსურ შუამავლებს, მათ შორის კრიპტოვალუტის ბირჟებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო ეკონომიკის მხარდაჭერას უწყობენ ხელს. „კანადა ზომებს იღებს პუტინის შესაძლებლობის შესასუსტებლად, რომ უკრაინის ქალაქებზე დარტყმები განახორციელოს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას და გავაგრძელებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ვიდრე ის აგრესიას არ შეწყვეტს და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არ სცემს“, – განაცხადა ანანდმა. https://ghn.ge/index.php/news/356380-kanadam-rusetis-tsinaaghmdeg-sanktsiebis-akhali-paketi-daatsesa კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1085076410.png 2026-11-09 356380 მოლდოვამ შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში 2027 წელს მონტენეგროს ამჟამინდელ დონეს მიაღწიოს, თუ რეფორმებს იმავე ტემპით გააგრძელებს - მარტა კოსი მოლდოვამ შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში 2027 წელს მონტენეგროს ამჟამინდელ დონეს მიაღწიოს, თუ რეფორმებს იმავე ტემპით გააგრძელებს. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა კიშინიოვში გამოსვლისას განაცხადა.  კოსის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიში ადასტურებს, რომ მოლდოვამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მიუხედავად „უპრეცედენტო საგარეო ზეწოლისა“. ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭო მოლდოვასთან მოლაპარაკებების დარჩენილი ორი კლასტერის გახსნას დაამტკიცებს. „2026 წელი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ კიდევ რამდენიმე დადებით სიახლეს ველოდებით. იმედი გვაქვს, ევროკავშირის საბჭო დარჩენილი ორი კლასტერის გახსნას მწვანე შუქს აუნთებს“, - განაცხადა კოსმა. მისივე თქმით, ევროკომისია მოლდოვის მიერ IBAR-ის (ფუნდამენტური რეფორმების შესრულების კრიტერიუმების) შეფასებას ასრულებს და მოსალოდნელია, რომ დასკვნა დადებითი იქნება. „IBAR-ის დადებითი შეფასება მოლაპარაკებების ცალკეული თავების დახურვის გზას გახსნის. ეს გაწევრიანების მოლაპარაკებებში გარდამტეხი მომენტი იქნება. სწორედ ამიტომ, 2027 წელი შედეგების მიღწევისთვის გადამწყვეტი იქნება“, - აღნიშნა ევროკომისარმა. კოსის განცხადებით, თუ მოლდოვა რეფორმებს ამჟამინდელი ტემპით გააგრძელებს, 2027 წელს გაწევრიანების მოლაპარაკებების 25 თავის დახურვას შეძლებს. „განვმარტავ, რას ნიშნავს ეს. მოლდოვა იმ დონეს მიაღწევს, რომელზეც დღეს მონტენეგრო იმყოფება. მონტენეგრო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას უახლოვდება. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკვე ამზადებენ მის გაწევრიანების ხელშეკრულებას. ეს ნიშნავს, რომ თუ იმავე შედეგებს მიაღწევთ, მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდებით“, - განაცხადა კოსმა. ევროკომისარმა დასძინა, რომ თუ მოლდოვა რეფორმების ამჟამინდელ ტემპს შეინარჩუნებს, ქვეყანას რეალური შესაძლებლობა ექნება, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლის დასაწყისში დაასრულოს. შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს ევროკავშირმა მონტენეგროსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში კიდევ ორი თავი წინასწარ დახურა. შედეგად, მონტენეგროს მოლაპარაკებების 33 თავიდან 23 უკვე დახურული აქვს. https://ghn.ge/index.php/news/356379-moldovam-shesadzloa-evrokavshirshi-gatsevrianebis-molaparakebebshi-2027-tsels-montenegros-amzhamindel-dones-miaghtsios-tu-reformebs-imave-tempit-gaagrdzelebs-marta-kosi მოლდოვამ შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში 2027 წელს მონტენეგროს ამჟამინდელ დონეს მიაღწიოს, თუ რეფორმებს იმავე ტემპით გააგრძელებ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/562955031.png 2026-11-09 356379 AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ ამ მიზნით, UN Women-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. “AI სტიპენდია გოგოებისთვის” დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლვს, დაეუფლონ ხელოვნურ ინტელექტს პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებში სრული დაფინანსებით. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურს. რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით? AI სტიპენდიით გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის სწავლა 10 პროფესიულ აკადემიაში არის შესაძლებელი, მათ შორისაა: სმარტ აკადემია - Smart Academy; თბილისის კომუნიკაციის სკოლა - Tbilisi School of Communication; ციფრული ინდუსტრიის აკადემია - Academy of Digital Industries; აიტი აკადემია სტეპი - IT Academy STEP; ეჯაილ სქული - AgileSchool; სქილვილი - Skillwill; სქეილაფი - ScaleUp; ელექტრონული აკადემია - Electronic Academy; რე ედუქეითი - Re; დიზაინ ინსტიტუტი.  ვის შეუძლია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება? სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა სურს. სტიპენდიატები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან, ხოლო დაფინანსების მიღების პირობებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის AI სტიპენდია გოგოებისთვის? პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ სამოტივაციო წერილი. აპლიკაციების პირველადი გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს შესაბამისი აკადემიები გასაუბრებაზე მოიწვევენ. საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესი შეიძლება დამატებით ტესტირებას ან პროფესიული უნარების შეფასებასაც მოიცავდეს. საქართველოს ბანკის AI სასტიპენდიო პროგრამის, პარტნიორი აკადემიებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს. აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე. საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი. https://ghn.ge/index.php/news/356378-ai-stipendia-gogoebistvis-gakhdi-sakartvelos-bankis-stipendiati-da-istsavle-khelovnuri-intelekti-10-profesiul-akademiashi-sruli-dafinansebit AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2108279778.jpg 2026-11-09 356378 ტედი რინერი საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს ფრანგმა ძიუდოისტმა, 37 წლის ტედი რინერმა საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. მან საკუთარი კანდიდატურა 9 ნოემბერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეომიმართვაში ინტერვიუში დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. „მე ტედი რინერი ვარ და დღეს პირდაპირ გეუბნებით: საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიყრი კენჭს“, - განაცხადა სპორტსმენმა ვიდეომიმართვაში. რინერის თქმით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში არსებული სოციალური დაპირისპირება, საზოგადოების უკმაყოფილება და მომავლის მიმართ ახალგაზრდებსა და უფროს თაობაში იმედის დაკარგვა გახდა. „ბრძოლა ყოველთვის ჩემი ნაწილი იყო. ვიცი, რას ნიშნავს ბრძოლა, დაცემა და ყოველ ჯერზე ფეხზე წამოდგომა. ვიცი, რას იტყვის ხალხი ჩემზე: “გიჟია. ისტებლიშმენტის წარმომადგენელი არ არის. არ იცის, როგორ მუშაობს ეს სისტემა. პოლიტიკაში არასდროს ყოფილა”. თუ თავის დახრაზე უარის თქმა და ქაოსთან შეგუებაზე უარის თქმა სიგიჟეა, მაშინ დიახ, სრულიად გიჟი ვარ. შეურიგებლობა გამოსავალი არ არის. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეების ფონზე, დროა, პასუხისმგებლობა ავიღოთ. არ ვიქნები მათ შორის, ვინც ქვეყანას უყურებს, როგორ იწვის, და თავის გასამართლებელ მიზეზებს ეძებს“, - განაცხადა მან. რინერმა Le Parisien-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საკუთარ თავს არც მემარჯვენე და არც მემარცხენე პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენლად მიიჩნევს. მისი თქმით, სურს, გახდეს პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს და არა დაყოფს. სპორტსმენის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ დაიწყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიიღო. არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, რინერი სპორტულ კარიერას დასრულებულად არ მიიჩნევს და 2028 წელს ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლასაც არ გამორიცხავს. „არა, თუ პრეზიდენტის თანამდებობა ამის საშუალებას მომცემს და ფრანგები ამის უფლებას მომცემენ“, - უპასუხა მან კითხვას, ნიშნავს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ოლიმპიურ კარიერაზე უარის თქმას. რაც შეეხება მის პოლიტიკურ ხედვებს, რინერმა რამდენიმე პრიორიტეტი დაასახელა, მათ შორის რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და საპენსიო სისტემის რეფორმა. ამასთან, მისი თქმით, საპენსიო სისტემაში თაობებს შორის სოლიდარობის პრინციპი უნდა შენარჩუნდეს. რინერის საარჩევნო კამპანიის სლოგანია „საფრანგეთი, რომელიც ჩვენ გვინდა“ (La France qu'on veut). მან ასევე განაცხადა, რომ უკვე შემოიკრიბა მხარდამჭერთა ჯგუფი და კამპანიის ფარგლებში საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს. საფრანგეთის კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა არჩეული თანამდებობის პირებისგან 500 მხარდაჭერის ხელმოწერა უნდა შეაგროვოს. https://ghn.ge/index.php/news/356377-tedi-rineri-safrangetis-prezidentobistvis-ibrdzolebs ტედი რინერი საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2090186676.png 2026-11-09 356377 გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის, ხოლო მინისტრების დონეზე დაკავშირებადობის საკითხების შესახებ შეხვედრაზე, დაბალ დონეზეა მიწვეული - ევროკომისიის პრესსპიკერი გაფართოების საკითხებზე მომავალ კვირს დაგეგმილ ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, გიომ მერსიემ „ევროსკოპის” მიერ დღევანდელ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება მომავალ კვირაში დაგეგმილ კიდევ ერთ შეხვედრას, რომელიც მინისტრების დონეზე დაკავშირებადობის საკითხებზე გაიმართება, საქართველო აღნიშნულ შეხვედრაზე უფრო დაბალ დონეზეა მიწვეული. „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყოველთვის ვინარჩუნებდით ღიაობასა და კონსტრუქციულ მიდგომას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მიმართ მიმდინარე კრიზისიდან გამოსავლის პოვნის მიზნით, თუმცა, როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა კვლავ შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება არ გამოავლენს მტკიცე მზაობას, შეცვალოს არსებული კურსი - როგორც ეს გაფართოების შესახებ ანგარიშშია აღწერილი. რაც შეეხება მომავალ კვირას დაგეგმილ გაფართოების ფორუმის შეხვედრას, შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო მასზე მიწვეული არ არის. რაც შეეხება მეორე შეხვედრას - მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, რომელიც მომავალ ორშაბათს გაიმართება, როგორც ეს წარსულშიც ხდებოდა, საქართველოს მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე წყდება და ამ გადაწყვეტილების მიღებისას ევროკავშირის ინტერესებიც მხედველობაში მიიღება. რაც შეეხება უშუალოდ ამ შეხვედრას, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე”, - განაცხადა პრესსპიკერმა. https://ghn.ge/index.php/news/356376-gafartoebis-forumze-sakartvelo-mitsveuli-ar-aris-kholo-ministrebis-doneze-dakavshirebadobis-sakitkhebis-shesakheb-shekhvedraze-dabal-donezea-mitsveuli-evrokomisiis-presspikeri გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/976534811.jpg 2026-11-09 356376 ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა 9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5943 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.06 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.43 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9041 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.75 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4821 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.17 თეთრი შეადგინა. https://ghn.ge/index.php/news/356375-lari-dolartan-gamqarda-evrostan-gaufasurda ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1279427595.jpeg 2026-11-09 356375 თქვენ გძულთ ადამიანები, რომლებსაც კონკურენტებად მოიაზრებთ, მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები თქვენი კონკურენტები არ არიან, თქვენ თესავთ დაპირისპირებას და ზიზღს - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს მე ღიად და საჯაროდ გადანაშაულებთ თქვენ პოლიტიკური ოპონენტების სიძულვილში. ჩემს მაგალითზე ვაცხადებ, რომ თქვენ გძულთ ადამიანები, რომლებსაც კონკურენტებად მოიაზრებთ. მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები თქვენი კონკურენტები არ არიან. თქვენ თესავთ მიუღებლობას, უაზრო დაპირისპირებას და ზიზღს, - ასე მიმართავს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. „ღია წერილი პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს! საქართველოს კონსტიტუციის მე-17, 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები უზრუნველყოფს ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს: თავისუფლად გამოვხატოთ ჩვენი აზრი, გავერთიანდეთ, საჭიროებისამებრ შევიკრიბოთ და ვიყოთ პოლიტიკურად აქტიურნი. ჩვენ გვაქვს უფლება, გავერთიანდეთ საზოგადოებისათვის საჭირბოროტო თემების ირგვლივ, გვაქვს უფლება, შევიმუშაოთ ერთიანი პოზიცია და ვაწარმოოთ კამპანია- ამ პოზიციის აგიტაციისა და პროპაგანდირების მიზნით, ჩვენ გვაქვს უფლება, საპროტესტო აქციების ორგანიზებისა და გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ, რათა თქვენ გაგებით მოეკიდოთ ოპონენტების პოზიციას, გაითვალისწინოთ იგი და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მინდა განგიმარტოთ, რისი უფლება არა გაქვთ თქვენ: თქვენ არა გაქვთ უფლება, გამოაცხადოთ ჩვენი ქმედებები შეთქმულებად, თქვენ არა გაქვთ უფლება, შერაცხოთ ჩვენი აქტივობა სახელმწიფოსთვის საზიანო კამპანიად, თქვენ არა გაქვთ უფლება, გამოაცხადოთ ჩვენი საპროტესტო აქციები რევოლუციად და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად, თქვენ და თქვენს ჩინოვნიკებს არა გაქვთ უფლება, გამოგვაცხადოთ უცხო ქვეყნის ჯაშუშებად, ქვეყნისა და ერის მოღალატეებად და კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევებად, თქვენ არა გაქვთ უფლება, დაგვაპატიმროთ დაბეზღების წერილების საფუძველზე და მითუმეტეს, არა გაქვთ უფლება, დაგვაპატიმროთ, თქვენი ჩინოვნიკების მუშაობაში ხელის შეშლის საბაბით. სულ ცოტა ხნის წინ ჩემს მიმართ ცრუ ბრალდებები გააჟღერეს ტელეკომპანია „იმედმა“ და რუსთავი-2-მა, ამიტომ იძულებული გავხდი, საჯაროდ მიმემართა ტელეკომპანია „იმედისთვის“. ამ წერილში მკაფიოდ განვმარტე, რომ არანაირ შეთანხმებულ მოქმედებებს არ ვახორციელებდი არც ირაკლი ღარიბაშვილთან და არც დიტო ჩუბინიძესთან ერთად. ამასთანავე, აღვნიშნე და ახლაც ვიმეორებ: შეთანხმებულად რომც გვემოქმედა, არანაირი დანაშაული ეს არ იქნებოდა, ვინაიდან შეთანხმებული მოქმედება არის ჩვენი ფუნდამენტური უფლება, რაც კონსტიტუციის მე-17, 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებითაა გარანტირებული. მე ღიად და საჯაროდ ვაცხადებ, რომ თქვენ ცდილობთ წაგვართვათ ჩვენი ფუნდამენტური უფლებები, ცდილობთ ქვეყანაში ტოტალური შიშის დათესვას და დიდწილად ამას მიაღწიეთ კიდეც, ამისი უფლება კი, თქვენთვის არც ქართველ ხალხს მოუნიჭებია და არც საქართველოს კონსტიტუციას. მე არ მომწონს „არაბული ქალაქები“ და მაქვს ამისი უფლება, მე საჯაროდ ვაკრიტიკებ „არაბულ ქალაქებს“ და მაქვს ამისი უფლება, მე ვიყავი ერთი საპროტესტო აქციის ორგანიზატორიც, მართალია, აქცია მცირერიცხოვანი აღმოჩნდა, მაგრამ აქ მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს აქციის ჩატარების უფლება. ხვალ და ზეგ აქცია შესაძლოა მასშტაბურიც აღმოჩნდეს, თქვენ კი, არა გაქვთ უფლება, გამოგვაცხადოთ ქვეყნის ეკონომიკის დივერსანტებად და სახელმწიფო ინტერესების დამზიანებლებად. ამ კონტექსტში ორმაგად დაუშვებელია ეკონომიკურ დივერსიად აცხადებდე ჯერ მხოლოდ ქაღალდზე არსებული პროექტის კრიტიკას. ვიმეორებ: თქვენ არა გაქვთ უფლება, გამოგვაცხადოთ დივერსანტებად და მოღალატეებად. მინდა შეგახსენოთ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები. ციტატა: “ ნებისმიერი ქუჩაში გამოსვლა და დემონსტრაციები, როგორც წესი, ყოველთვის ხელისუფლებაზე მიანიშნებს, რომ ხალხს რაღაცა არ მოწონს, რაღაცას ხელისუფლება ვერ ახერხებს და ხალხი ცდილობს რაღაცა სხვა გამოხატვით ეს დააბალანსოს.“ რამდენიმე დღის წინ თავად განაცხადეთ, რომ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენ კომისიას მრავალი წლის მანძილზე არანაირი წინსვლა და პროგრესი არ ჰქონია. ამ კონტექსტში სრულიად გაუგებარია, დიტო ჩუბინიძე რანაირად უშლიდა მუშაობაში ხელს არაფრისგამკეთებელ კომისიას?! ამავდროულად, თქვენი განცხადება ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ჩვენი კითხვები ლეგიტიმურია და სრულიად გაუგებარია, რატომ გვიხსნის პროკურატურა და არა თქვენი პრესსამსახური, რომ სასაზღვრო ზოლზე მდგომარეობა უცვლელია. მთავრობის პრესსამსახურს ეს ცნობა დროულად რომ გაევრცელებინა, ამდენი ვნებათაღელვა ხომ აღარ იქნებოდა?! მინდა გაცნობოთ, რომ პატიმრების უფლებებს მე ვიცავდი, როცა თქვენ ჯერ კიდევ სტუდენტი ბრძანდებოდით, ახლაც ვიცავ და მომავალშიც დავიცავთ! მე ვამხელდი და ახლაც ვამხელ პატიმრების მჩაგვრელებსა და მწამებლებს, ვითხოვ მათ დასჯას და მაქვს ამისი უფლება! პატიმრებს პოლიტიკის გამო არ ვიცავ, ეს ჩემთვის ქრისტიანობა და ქართული ზნეობაა. თქვენ კი, არა გაქვთ უფლება, გამომაცხადოთ სასჯელაღსრულების სისტემის დესტაბილიზაციის მოსურნედ. პატიმრების უფლებები სტაბილურად რომ იყოს დაცული, სწორედ ამისთვის ვიბრძვი და ამის გამო ვაწყობ ბრიფინგებს. თქვენ კი, დესტაბილიზაციის მოსურნედ გვაცხადებთ. არადა, პირიქით, თქვენ ხართ ვალდებული, დასაჯოთ პატიმრების მჩაგვრელები და მწამებლები და უზრუნველყოთ პატიმრების უფლებების დაცვა. რუსთავის მე-6 ციხეში რომ ვითარება ტრაგიკულია, ამას მარტო პატიმარი დავითაძე კი არა, სხვა პატიმრებიც ადასტურებენ. კერძოდ, პატიმარი ჩაჩანიძე, პატიმარი შენგელია, პატიმარი კიკნაძე, პატიმარი მინასოვი, პატიმარი ისაშვილი. განა ამდენი პატიმრის განცხადება საკმარისი არ არის? მე ამ თემებზე საჯაროდ ვსაუბრობ და მაქვს ამისი უფლება, მე მაქვს უფლება, გავერთიანდე პატიმრების ადვოკატებსა და მშობლებთან, გავმართო ბრიფინგები და ვაწარმოო, როგორც თქვენ ამბობთ, კამპანია. ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებიც, თქვენ კი, არა გაქვთ უფლება, დაგვადანაშაულოთ სასჯელაღსრულების სისტემის წინააღმდეგ შეთქმულებაში, პირიქით, თქვენ ვალდებული ხართ, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდოთ ჩვენს მოთხოვნებს, გააანალიზოთ სისტემაში არსებული პრობლემები და მიიღოთ ქმედითი ზომები, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. მათ შორის, დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროთ პატიმრების ჩაგვრასა და წამებაში ეჭვმიტანილი პირების უფლებამოსილება, თქვენ არა გაქვთ უფლება, გამოძიების დასრულებამდე საჯაროდ განაცხადოთ, რომ რუსთავის მე-6 საპატიმროში არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. როგორც იურისტმა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან ასეთი განცხადება გამოძიებაზე ზეწოლის ტოლფასია. ნიშანდობლივია, რომ სწორედ თქვენი ამ განცხადების მერე, ორ დღეში პროკურატურამ განგვიცხადა, რომ პატიმარ დავითაძესთან მიმართებაში არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და საქმე დახურა. მე ვერანაირად ვერ დავიჯერებ, რომ თქვენ არა გაქვთ გავლენა პროკურატურასა და სასამართლოზე. სწორედ თქვენ გვიმტკიცებდით, რომ სააკაშვილის დამნაშავე მოსამართლეები გამოსწორდნენ და ახლა „კარგები“ გახდნენ და დღეს ეს „კარგი“ მოსამართლეები უვადო მოსამართლეებად აქციეთ, ამიტომ ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს მოსამართლეები სისტემის ინსტრუმენტი არ არიან. ჩემი აზრით, სწორედ ამისი შედეგია სასამართლო პროცესების დახურვისა და საქმეების გასაიდუმლოების მანკიერი პრაქტიკა, რამაც თქვენი მმართველობის პერიოდში უკიდურესად სახიფათო ტენდენციის სახე მიიღო. გასაოცარია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელსაც თქვენ კორუფციაში სდებთ ბრალს, დახურულად ცხადდება. თქვენი ტელეარხები ოქროს ზოდებს გვიჩვენებდნენ, ღარიბაშვილის ადვოკატები კი უარყოფდნენ, რომ ეს ოქროს ზოდები ყოფილი ორგზის პრემიერის სახლიდან იყო ამოღებული. ღარიბაშვილმა სასამართლოს დაწყების წინ განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი ყალბია. რატომ ხურავს სასამართლო ამ პროცესს? რა არის აქ დასამალი და რა არის აქ საიდუმლო? თუ იმას შიშობთ, რომ ღარიბაშვილი თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამას ხალხი გაიგებს? ამთავითვე მორიგჯერ განგიმარტავთ, რომ ღარიბაშვილთან არანაირ შეთქმულებაში არა ვარ. უბრალოდ, არაერთგზის აღმინიშნავს, რომ მეგობრებს განსაცდელში არასდროს არ ვტოვებ და როგორც შემიძლია, ხმას ვიმაღლებ მათ დასაცავად. თქვენ არ გქონდათ უფლება, დაგეკანონებინათ ცრუ დაბეზღება, ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს და რაც უარესია, აზიანებს ქართველი კაცის მენტალობას. მეტიც, მე ღიად და საჯაროდ ვაცხადებ, რომ თქვენ უკვე დააზიანეთ ქართული აზროვნების წესი, თქვენი პარტიის წევრები და ზოგადად, თქვენთან დაკავშირებული ადამიანები ქორწილებსა თუ გასვენებაში ზურგს აქცევენ და გაურბიან ძველ მეგობრებს, თუკი ისინი თქვენს ოპოზიციაში არიან. ეს ქართული ზნეობის დაცემაა, ქართველი კაცი მეგობრობას პოლიტიკაზე მაღლა აყენებს, თქვენ კი, უკვე შექმენით ვითარება, როცა ადამიანები პარტიის წევრობას მეგობრობაზე მაღლა აყენებენ. მე ღიად და საჯაროდ გადანაშაულებთ თქვენ პოლიტიკური ოპონენტების სიძულვილში. ჩემს მაგალითზე ვაცხადებ, რომ თქვენ გძულთ ადამიანები, რომლებსაც კონკურენტებად მოიაზრებთ. მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები თქვენი კონკურენტები არ არიან. თქვენ თესავთ მიუღებლობას, უაზრო დაპირისპირებას და ზიზღს და ზოგადად, ასე ხართ განწყობილი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. არადა, პრემიერ-მინისტრი საკუთარ ხალხს კი არ უნდა ებრძოდეს - სკამის შესანარჩუნებლად, არამედ უნდა იღვწოდეს ამ ხალხისთვის”, - წერს ირმა ინაშვილი. https://ghn.ge/index.php/news/356374-tkven-gdzult-adamianebi-romlebsats-konkurentebad-moiazrebt-mashinats-ki-rotsa-es-adamianebi-tkveni-konkurentebi-ar-arian-tkven-tesavt-dapirispirebas-da-zizghs-irma-inashvili-irakli-kobakhidzes ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს - თქვენ გძულთ ადამიანები, რომლებსაც კონკურენტებად მოიაზრებთ, მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები თქვენი კონკურენტები არ არიან, თქვენ თესავთ მიუღებლობას, დაპირისპირებას და ზიზღს კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/669323392.jpg 2026-11-09 356374 უკრაინამ დაარტყა ლენინგრადის ოლქში მდებარე ქარხანას, რომელიც ბალისტიკური რაკეტებისთვის საწვავს აწარმოებს - უკრაინის გენშტაბი უკრაინის თავდაცვის ძალებმა 9 ნოემბრის ღამეს რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე მოროზოვის სახელობის ქარხანას დაარტყეს, რომელიც ბალისტიკური რაკეტებისთვის  მყარ საწვავს აწარმოებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს.  იუწყება უკრაინული მედია. უწყების ინფორმაციით, ქარხანაში ასევე იწარმოება ფეთქებადი ნივთიერებები გენერალური შტაბის ცნობით, საწარმო სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, მოროზოვის სახელობის დასახლებაში მდებარეობს და რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ შემადგენლობაში შედის. „9 ნოემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალები ამ საწარმოს საქმიანობაში ჩაერივნენ. ქვედანაყოფებმა ქარხანას დაარტყეს და ერთდროულად სამი საწარმოო საამქრო დააზიანეს. ზარალის მასშტაბი ზუსტდება“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში. რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე მოროზოვის სახელობის ქარხანაზე უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმის შესახებ ინფორმაცია Telegram-არხმა Exilenova+ -მაც გაავრცელა. არხმა ასევე გამოაქვეყნა თანამგზავრული ფოტო, რომელზეც საწარმოს მდებარეობაა მონიშნული. მანამდე გამოცემა „ობორონკა“ წერდა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, მოროზოვის სახელობის ქარხანა ერთ-ერთია იმ საწარმოებს შორის, რომლებიც ბალისტიკური სარაკეტო კომპლექს „ისკანდერ-М“-ის ძრავებისთვის მყარ საწვავს აწარმოებენ. გამოცემის ცნობით, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საწარმო იმ კომპანიების ჩამონათვალში იყო, რომლებიც ამ რაკეტების კომპონენტებს აწარმოებდნენ და სანქციების კოალიციის ქვეყნების სანქციების ქვეშ არ იმყოფებოდნენ. https://ghn.ge/index.php/news/356373-ukrainam-daartqa-leningradis-olkshi-mdebare-karkhanas-romelits-balistikuri-raketebistvis-satsvavs-atsarmoebs-ukrainis-genshtabi რუსეთში სამხედროებმა ქარხანა დააზიანეს, რომელიც „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტებისთვის საწვავს აწარმოებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1425486881.png 2026-11-09 356373 კაცს, რომელმაც სენაკის მუნიციპალიტეტში მეგობარი ქალი მოკლა, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. "სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2026 წლის 1 ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ბრალდებულმა თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა მეგობარ ქალს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) წარედგინა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://ghn.ge/index.php/news/356372-katss-romelmats-senakis-munitsipalitetshi-megobari-kali-mokla-18-tslit-tavisuflebis-aghkveta-miesaja კაცს, რომელმაც სენაკის მუნიციპალიტეტში მეგობარი ქალი მოკლა, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2127935966.jpg 2026-11-09 356372 ვიქტორ ორბანის ძმა ადამიანებით ვაჭრობის საქმეზე დააკავეს - ყოფილი პრემიერი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის უმცროსი ძმა, არონ ორბანი ადამიანებით ვაჭრობის საქმეზე დააკავეს. თავად ვიქტორ ორბანმა მომხდარს ქვეყნის ახალი მთავრობის მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა. როგორც უნგრული მედია იუწყება, 9 ნოემბერს პოლიციის ეროვნული საგამოძიებო ბიუროსა (NNI) და აქტივების დაბრუნებისა და დაცვის ეროვნული სამმართველოს (NVVH) თანამშრომლებმა ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. პოლიციის ინფორმაციით, ბუდაპეშტსა და პეშტის ოლქის ორ დასახლებაში რამდენიმე პირი დააკავეს, ასევე ჩატარდა ჩხრეკები. უწყების განცხადებით, საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელში, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაწერა, რომ ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით ვიქტორ ორბანის ძმა, არონ ორბანი დააკავეს. გამოცემა Telex-ის ცნობით, 9 ნოემბრის დილას აქტივების დაბრუნებისა და დაცვის ეროვნული სამმართველოს თანამშრომლები ფუტლიგეტში მდებარე იმ სახლთან მივიდნენ, რომელიც არონ ორბანთან დაკავშირებულ კომპანიას ეკუთვნის. ვიქტორ ორბანი ძმის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მომხდარი ახალი მთავრობის მხრიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობად შეაფასა. ამ დროისთვის პოლიციას დაკავებულთა ვინაობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სრულად არ გაუვრცელებია და არც არონ ორბანის წინააღმდეგ წარდგენილი კონკრეტული ბრალდების დეტალები დაუზუსტებია. უნგრეთის აქტივების დაბრუნებისა და დაცვის ეროვნული სამმართველოს (NVVH) ხელმძღვანელმა ანა უნგერმა გამოცემა Telex-თან არც დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია არონ ორბანთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ. თუმცა აღნიშნა, რომ უწყებამ ამ საქმეზე „დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა“ და მათ შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, პოლიტიკურ წრეებთან მჭიდროდ დაკავშირებული ჯგუფი ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით ბინადრობის ნებართვებისა და საჭირო ვიზების მიღებას უზრუნველყოფდა. Telex-მა ორი წლის წინ პირველად გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელიც, გამოცემის შეფასებით, ადასტურებდა, რომ უნგრეთში უცხოელი მუშახელის დასაქმების მსურველები არონ ორბანის სამთავრობო კავშირებს ეყრდნობოდნენ. იმ პერიოდში უცხოელი მუშახელის დასაქმების პროცესი გართულებული იყო, რადგან მთავრობის მიერ დაწესებული კვოტები ქვეყანაში უცხოელთა რაოდენობას ზღუდავდა, ხოლო ხელისუფლება მკაცრად განსაზღვრავდა იმ სააგენტოებს, რომლებსაც უცხოელი მუშახელის დასაქმების უფლება ჰქონდათ. მედიის მაშინდელი ცნობებით, არონ ორბანი და მისი კომპანია Multi Shoot აქტიურად მონაწილეობდნენ სავიზო საკითხების მოგვარებაში. ვიქტორ ორბანი ძმის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ძმის დაკავებას ახალი მთავრობის მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა. „დღეს მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტს ჯაშუშობის სკანდალთან დაკავშირებით პასუხი უნდა გასცეს. ეს „გათვლა“ მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობაა. ის, რაც უნგრეთში ხდება, პასუხისმგებლობის დაკისრება კი არა, ანგარიშსწორებაა“, – განაცხადა ორბანმა. მისი მტკიცებით, ახალი მთავრობა ამ გზით პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებასა და ერთპარტიული სისტემის დამყარებას ცდილობს. „მე ვარ მთავარი სამიზნე, ჩემი ძმა კი მხოლოდ პაიკია“, - დასძინა უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. https://ghn.ge/index.php/news/356371-viktor-orbanis-dzma-adamianebit-vachrobis-sakmeze-daakaves-qofili-premieri-momkhdars-politikur-angarishstsorebad-miichnevs ორბანის ძმა ადამიანებით ვაჭრობის ეჭვის საფუძველზე დააკავეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/301935079.jpg 2026-11-09 356371 გეოგრაფიული თვალსაზრისით უკრაინა უკვე სხვა ქვეყანაა - დმიტრი პესკოვი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გეოგრაფიული თვალსაზრისით უკრაინა უკვე სხვა ქვეყანაა. ის გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა, სავარაუდოდ, "დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა ოდნავ განსხვავებული ფორმით"  „რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიას, გეოგრაფიული თვალსაზრისით ეს უკვე სხვა ქვეყანაა. ადგილზე არსებული რეალობა აშკარაა და ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ მისი უარყოფა შეძლოს“, - განაცხადა პესკოვმა. მისი განცხადება, სავარაუდოდ, ომის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება. მანამდე დონალდ ტრამპმა CBS-ის გადაცემა „60 წუთში" განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა, სავარაუდოდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმის“ იქნება. მისი ეს განცხადება შესაძლოა უკრაინის ტერიტორიულ საზღვრებში შესაძლო ცვლილებაზე მიანიშნებდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სექტემბერში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 890 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, უკრაინამ კი 800 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა. მისივე ინფორმაციით, ამ პერიოდში რუსეთის დანაკარგებმა 270 ათასი სამხედრო შეადგინა. https://ghn.ge/index.php/news/356370-geografiuli-tvalsazrisit-ukraina-ukve-skhva-kveqanaa-dmitri-peskovi გეოგრაფიული თვალსაზრისით უკრაინა უკვე სხვა ქვეყანაა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/356763868.png 2026-11-09 356370 აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებში ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას - ურსულა ფონ დერ ლაიენი აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებში ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. როგორც ვროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, დღეს შავი ზღვის რეგიონში ვიზიტს იწყებს. მისი თქმით, ვიზიტის წინ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. "დღეს შავი ზღვის რეგიონში ვიზიტს ვიწყებ, სადაც უსაფრთხოების საფრთხეები იზრდება, თავდასხმები ხშირდება და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება. რუმინეთსა და ბულგარეთში ქვეყნის ლიდერებს შევხვდები, რათა ადგილზე არსებული ვითარება და განვიხილოთ, როგორ შეუძლია ევროპას, გააძლიეროს მასზე რეაგირება. ვიზიტის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა. შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლება უნდა აღდგეს და შენარჩუნდეს. კიდევ ერთხელ დავუდასტურე მას მხარდაჭერა მისი მოწოდების მიმართ, რომ ცეცხლის შეწყვეტა სურსათისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებსაც მოიცავდეს. ასევე განვიხილეთ მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევა და ამ კვირაში აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებები, რომელშიც ევროკავშირი ჩვენს პარტნიორებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. მოუთმენლად ველი დუბლინში, ამ კვირის ბოლოს, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას და სხვა ლიდერებთან ერთად მშვიდობისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების განხილვას", - წერ ურსულა ფონ დერ ლაიენი. Today, I begin a visit to the Black Sea region, where security threats are escalating, attacks are increasing, and innocent lives have been lost. In Romania and Bulgaria, I will meet with leaders to discuss the situation on the ground and how Europe can strengthen its response.… — Ursula von der Leyen (@vonderleyen) November 9, 2026   https://ghn.ge/index.php/news/356369-abu-dabishi-dagegmil-molaparakebebshi-evrokavshiri-partniorebtan-ertad-miighebs-monatsileobas-ursula-fon-der-laieni აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებებში ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1096018598.jpg 2026-11-09 356369 ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გაკადრეს ტალახში თრევა? ეს არის შენი “პიკასოს ბიჭი? - მიხეილ სააკაშვილი ბიძინა, ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? ეს არის შენი “პიკასოს ბიჭი?” - ან როგორ გიბედავს ეს ლაწირაკი ღარიბაშვილი ხელებზე კბენას, იმ ხელებზე, რომლითაც აჭმევდი?" - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. მანამდე სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ილაპარაკა “ვარდების რევოლუციაზე”, მისი მმართველობის პერიოდსა და 2012 წლის შემდგომ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე. "არ ვიცი, კიდევ როდის მომეცემა შესაძლებლობა, პირდაპირ მოგმართოთ. მინდა თვალებში ჩაგხედოთ პირდაპირ და შეგახსენოთ, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყნის ნდობამ მოიმატა, გაქრა კრიმინალი და კორუფცია. ეს ყველაფერი ისე მოვაშორეთ, რომ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გავხდით და ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა დანიის შემდეგ. ახლა მინდა შეგახსენოთ ის, რის გაკეთებასაც ჩემგან არ მოელოდით დ ის, რისი გაკეთებაც ერთად შევძელით - ჩაბნელებული ქვეყანა გავანათეთ, პენსია გავზარდეთ, აჭარა და ჯავახეთი საქართველოს კონტროლზე დავაბრუნეთ, პრაქტიკულად წავართვით რუსეთს. ახალი ქვეყანა ავაშენეთ. რაის მსოფლიო პირველი რეფორმატორები, რაის მსოფლიო “დემოკრატიის შუქურა”, რაის ევროკავშირისკენ სწრაფი ტემპით სვლა? - ამაზე ერთ თქვენგანს მაინც შეეძლო “ოცნება”? მე ეს გავაკეთე. ახლა ვინმეს თუ გახსოვთ, მეიდანზე მოცეკვავე აშშ-ს პრეზიდენტი, მეორე პრეზიდენტი პარლამენტში გამოვიდა, მესამე მომავალი პრეზიდენტი თბილისსა და ბათუმში ფართო ნაბიჯებით დადიოდა და ხოტბას ასხამდა საქართველოს. საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი - ასე თქვა მაშინ სარკოზიმ. რამე წაგართვით? პირიქით, შემოგწირეთ მთელი ჩემი კეთილდღეობა პირადი, ოჯახური, ყველანაირი ცხოვრება, უკრაინის წარმატებული კარიერა, სიცოცხლე დავდე სასწორზე. მეტი რა შეიძლება გაიღოს ცალკე აღებულმა ადამიანმა? - ჰოდა, ამ ყველაფრის შემდეგ, ამის დედა ვატირე, [ვარ] ამ გისოსებს მიღმა! მე კი ვიცი, ვისი ჩასმული ვარ, ეს კაცი მთელ ევროპას და მსოფლიოს ატერორებს, მაგრამ ეს ყველაფერი ქართველი პროკურორების და მოსამართლეების, ბადრაგების, ყველა დანარჩენის ხელით კეთდება. მინდა თქვენ თავს მაინც გამოუტყდეთ, რომ რამხელა კატასტროფაა საქართველოს შემქმნელი, აღმშენებელი და გადამრჩენელი სამარტოო საკანში გყავდეთ და ვითომ სასამართლოში კარგავდეს ყველაზე პროდუქტიულ დროს. აქ რომ არ ვიყო, ხომ გაცხოვრებდით ბევრად უკეთესად, უკვე ხომ ვიქნებოდით ევროკავშირის წევრი, ხომ არაფრით ვიქნებოდით სინგაპურზე ნაკლები? ხომ ვიქნებოდით ევროკავშირის წევრები, ხომ გვექნებოდა ლაზიკა? მე კიდევ ერთს გთხოვთ, რომ მიმსახურეთ, რამე კარგი გამაკეთებინეთ თქვენთვის და წინ წავიყვანოთ ქვეყანა! დიდება თქვენ ქართველებო და დიდება საქართველოს! რიგითო „ქოცებო“, ჩემკენ „ნაბიჯით იარ“. ნუ გეშინიათ, არ ვიკბინები, არაფერს დაგიშავებთ, მაგრამ მინდა დაფიქრდეთ „ქოცებო“, თქვენი „ოცნება“ ისაა, რომ სააკაშვილს ციხეში ამოხდეს სული და თავის შვილებს ვერ შეხვდეს? მინდა ქვეყნის წარმატებაზე ტელევიზიიდან,კობახიძის მონოლოგიდან კი არ იგებდეთ, არამედ საკუთარი თვალებით ისმენდეთ და ყურებით ხედავდეთ. ხომ გინდათ, რომ ერთი ადამიანის ხუშტურებზე არ იყოთ წამოკიდებული და თქვენს მთავარსარდალს რუსები არ ასამართლებდნენ? ახლა მინდა, ერთი საიდუმლო გითხრათ “ქოცებო”, ჯიგრებო, ზუსტად ეგ გვინდა ჩვენ ყველას! თქვენგან ჩვენ სინამდვილეში ერთი რამ გვინდა - ნუ დააჭმევინებთ ერთმანეთს არქიფოს. მომავალს გვართმევს ჩვენც და თქვენც. ხოდა, დაარტყით ხელი “ქოცებო!” ბიძინა, ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? ეს როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? ეს არის შენი “პიკასოს ბიჭი?” ვითომ უცხო ენები იცისო? ან ის “პირდაუბანელი” ქალი ჟურნალისტი, არ არის ღირსი, რომ ბაჩიაშვილივით მოიტაცო, ჩამოიყვანო? არ არის ღირსი, რომ მიუგზავნო ნინო ნადირაძე თვალების დასათხრელად? ან როგორ ხდება კობახიძის დასაცავად მთელი შენი “ტროლების ქარხანა” აგუგუნებულია და შენს დასაცავად ხმას არ იღებენ? როგორ გიბედავს ეს ლაწირაკი ღარიბაშვილი ხელებზე კბენას, იმ ხელებზე, რომლითაც აჭმევდი? ეს უბეში გაზრდილი ძაღლი, ფინია, არ არის ასევე მისაყვანი და დასაძინებელი? ჩემ გვერდზე, ქვემოთ ის ლილუაშვილი როგორ გიბედავს? ამბობს, ბიძინას არანაირ ფულს არ მივცემო, მაინც გაქრება საქართველოდანო! მთელი ციხე მაგას ლაპარაკობს… ბიძინა, არ დამზარდე, ვატო ყიფიანი, “კაწრო” და ფეიქრიშვილები მომიკითხე. ესენი ჩემ დროსაც ისხდნენ ციხეში ქურდობისთვის, ყაჩაღობისთვის. ახლა შენ დაიჭირე იმიტომ, რომ შენი შვილის მეგობრები არიან. არ ვერევი მე შენ ოჯახურ ცხოვრებაში, თუმცა შენ უხეშად ჩაერიე ჩემს ოჯახში, როცა ჩემ შვილებს ჩამომაშორე პუტინთან ერთად, მაგრამ არ სჯობდა თავის დროზე იმაზე გეზრუნა, რომ შენ შვილს ასეთი მეგობრები არ ჰყოლოდა?! შენ მოხვედი ასე - 29 ათას “გაუპატიურებულს” მიუძღოდი წინ, შუბის ნაცვლად რომ ცოცხი გეჭირა ხელში. თუ შენ გარემოცვას და შენს ოჯახს ვერ აკონტროლებ “ჯიგარ”, თუ ქუჩას ვერ აკონტროლებ და მსოფლიოს მასშტაბით თავი მოგეჭრა, ჩვენგან, ქართველებისგან რა გინდა? გაგვეშვი და მიხედე ოჯახს”, - განაცხადა სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა. [:ტვ პირველი"] https://ghn.ge/index.php/news/356368-bidzina-saqvarelo-es-ra-gakadra-kobakhidzem-briuselshi-rogor-gakadres-talakhshi-treva-es-aris-sheni-pikasos-bichi-mikheil-saakashvili ბიძინა, ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? ეს ეს არის შენი “პიკასოს ბიჭი? პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/811200848.jpg 2026-11-09 356368 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.  https://ghn.ge/index.php/news/356367-zugdidis-munitsipalitetshi-avtomobils-tsetskhli-gauchnda-mdzgholi-adgilze-daighupa assd საქართველოს რეგიონები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2041452622.jpg 2026-11-09 356367 10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის განათლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 10 ნოემბერს, 18:00 საათზე საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ონლაინ ვებინარს გამართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. ვებინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: როგორ დავეხმაროთ მოზარდს საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში, მაშინაც კი, როცა ჯერ არ იცის, რა სურს; როგორ გავმიჯნოთ შვილის სურვილები და მშობლის მოლოდინები; როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი განათლებასა და პროფესიებს და რა ახალი შესაძლებლობები ჩნდება; როგორ დავეხმაროთ შვილს პროფესიის რეალურ გაცნობასა და სწორი სასწავლო გზის არჩევაში. შეხვედრას მოდერატორობას სოფო მუსერიძე გაუწევს. სპიკერები კი იქნებიან ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი და აგრუპის AI ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სანდრო ასათიანი, რომლებიც დამსწრეებს ფსიქოლოგიურ და ტექნოლოგიურ პერსპექტივას გაუზიარებენ და მათ კითხვებს უპასუხებენ. შეხვედრის ბმული მონაწილეებს რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე გაეგზავნებათ. რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge https://ghn.ge/index.php/news/356366-10-noembers-sakartvelos-banki-mshoblebistvis-vebinars-martavs-momavlis-profesia-ganatleba-da-mshoblis-roli-ai-is-epokashi 10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1396601375.jpg 2026-11-09 356366 რელიგიური ადამიანი ვარ და თეორიულად, სამოთხეში მოვხვდები - ჯოჯოხეთში წასვლა არ მინდა - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვდება. ამის შესახებ მან CBS-ის გადაცემა „60 წუთში"ისაუბრა. ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა: რა ფიქრობს, რა ხდება ადამიანის გარდაცვალების შემდეგ. „რელიგიური ადამიანი ვარ, ამიტომ, თეორიულად, სამოთხეში მოვხვდები. ამის იმედი მაქვს. ჯოჯოხეთში წასვლა არ მინდა“, - განაცხადა ტრამპმა. ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა როს დოუტატმა აშშ-ის პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, შეძლებდა თუ არა ის პოლიტიკური ოპონენტების, მათ შორის, ჯეიმს კომისა და ნენსი პელოსის პატიებას, თუკი სამოთხეში მოსახვედრად ამის გაკეთება აუცილებელი იქნებოდა. ტრამპმა პასუხად განაცხადა, რომ ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა. „პასუხი უარყოფითია. მინდა გულწრფელი ვიყო. ალბათ, ამას ვერ შევძლებ, რადგან ზოგიერთი ჩემი მტერი მძულს და ყოველთვის მეყვარება კი არა, ყოველთვის მეყოლება სიძულვილით განწყობილი“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. ტრამპმა ოპონენტები „უკიდურესად არაკეთილსინდისიერ ადამიანებად“ და ქვეყნისთვის საზიანო პირებად მოიხსენია. ტრამპის მრავალწლიანი დაპირისპირება ორივე მათგანთან მის პირველ საპრეზიდენტო ვადას უკავშირდება. კომი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი იყო 2013 წლიდან 2017 წლამდე. ტრამპთან მისი ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც ბიურო რუსეთის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან შესაძლო კავშირებს იძიებდა. 2017 წლის მაისში ტრამპმა კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს კომის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის რამდენიმე მცდელობაც დაიწყო. ერთ-ერთი საქმე მოსამართლემ პროკურორის დანიშვნის კანონიერებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო შეწყვიტა, მეორე კი კვლავ განხილვის პროცესშია. პელოსი წარმომადგენელთა პალატის სპიკერი იყო ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დიდი ნაწილის განმავლობაში. ის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი და ტრამპის პოლიტიკის აქტიური კრიტიკოსი იყო. მათ შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა 2019 წელს, როდესაც პელოსიმ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. საქმე ეხებოდა ტრამპის სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ტრამპს ბრალად ედებოდა უკრაინაზე ზეწოლა, რათა კიევს ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. დემოკრატები პრეზიდენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებდნენ. 2020 წლის თებერვალში სენატმა ტრამპი გაამართლა. https://ghn.ge/index.php/news/356365-religiuri-adamiani-var-da-teoriulad-samotkheshi-movkhvdebi-jojokhetshi-tsasvla-ar-minda-donald-trampi ტრამპი: რელიგიური ადამიანი ვარ და თეორიულად, სამოთხეში მოვხვდები – ჯოჯოხეთში წასვლა არ მინდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1967262438.png 2026-11-09 356365 სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს მიმართავს რეკომენდაციით, კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, შეიმუშაოს პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების შეტანისა და გატანის მკაფიო პროცედურა საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების კონფიდენციალურობის დაცვისა და მათი შეუფერხებლად გატანის უზრუნველყოფის მიზნით, რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ადვოკატების განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეხვედრისას გაკეთებული სამუშაო ჩანაწერების გატანის შეზღუდვას შეეხებოდა. „სახალხო დამცველის შეფასებით, ადვოკატის სამუშაო ჩანაწერები შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის, დაცვის მხარის მიერ შემუშავებულ ვერსიებს, მტკიცებულებათა შეფასებას, მოწმეების დაკითხვის დეტალებს და სასამართლო პროცესისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა აუცილებელია ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობისა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისთვის. ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადვოკატის პროფესიული ჩანაწერები უნდა გაიმიჯნოს პატიმრის კორესპონდენციისგან და მათზე კორესპონდენციისთვის დადგენილი წესები ავტომატურად არ უნდა გავრცელდეს. მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩანაწერი პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმართან შეხვედრისას შეიქმნა, თავისთავად არ არის საკმარისი მისი პატიმრის კორესპონდენციად მისაჩნევად. სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს მიმართავს რეკომენდაციით - შეიმუშაოს/დააზუსტოს ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების შეტანისა და გატანის მკაფიო პროცედურა. ამასთან, ჩანაწერების უსაფრთხოების მიზნით, შემოწმება უნდა განხორციელდეს მხოლოდ აუცილებელი და კანონით დასაშვები ღონისძიებების ფარგლებში. პროცედურებმა უნდა გამორიცხოს ჩანაწერების შინაარსის არასათანადო გაცნობის, მათი ასლების გადაღების, შენახვისა და გამჟღავნების რისკები. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა შესაბამისი პროცედურები უნდა ეფუძნებოდეს კანონიერ საფუძველს და იყოს აუცილებელი და პროპორციული. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულმა ღონისძიებებმა არ უნდა შეზღუდოს ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. https://ghn.ge/index.php/news/356364-sakhalkho-damtsveli-iustitsiis-ministrs-mimartavs-rekomendatsiit-konfidentsialurobis-datsvis-miznit-sheimushaos-penitentsiur-datsesebulebebshi-advokatebis-profesiuli-samushao-chanatserebis-shetanisa-da-gatanis-mkafio-protsedura სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს მიმართავს რეკომენდაციით, კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, შეიმუშაოს პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების შეტანისა და გატანის მკაფიო პროცედურა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1290552405.jpeg 2026-11-09 356364 ვერ წარმომიდგენია, რომ დემოკრატები ჩემს იმპიჩმენტს მოითხოვენ - რა დავაშავე? საზღვრის დაცვისთვის უმაღლეს შეფასებას ვიმსახურებ - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცახდებით, ვერ წარმოუდგენია, რომ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობის მოპოვების შემდეგ მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ახალ პროცესს დაიწყებენ. ამის შესახებ ტრამპმა CBS-ის გადაცემა „60 წუთში“  განაცხადა. „ვერ წარმომიდგენია. რა დავაშავე? პრეზიდენტობის ისტორიაში საუკეთესო ორი წელი მქონდა. ვფიქრობ, საზღვრის გამაგრებისთვის უმაღლეს შეფასებას ვიმსახურებ“, – განაცხადა ტრამპმა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგად ქვეყნიდან საშიში პირების გაძევებისთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ქვეყანაში არალეგალურად შესვლის გამო დეპორტაცია შეეხო ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც კარგი სამსახური ჰქონდათ და სხვა სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ. „ზარალი სწორედ იმან მომაყენა, რომ ქვეყნიდან ისეთი ადამიანებიც გავაძევეთ, რომლებსაც კარგი სამსახური ჰქონდათ და მათი ერთადერთი დარღვევა ის იყო, რომ ქვეყანაში არალეგალურად შემოვიდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა. მისივე თქმით, სურს, დემოკრატებთან საიმიგრაციო საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიოს. შეგახსენებთ, რომ 2026 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი კონგრესის მუშაობის დაწყების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობის ფართო გამოძიებასა და ზედამხედველობას გეგმავენ https://ghn.ge/index.php/news/356363-ver-tsarmomidgenia-rom-demokratebi-chems-impichments-moitkhoven-ra-davashave-sazghvris-datsvistvis-umaghles-shefasebas-vimsakhureb-donald-trampi ტრამპი: ვერ წარმომიდგენია, რომ დემოკრატები ჩემს იმპიჩმენტს მოითხოვენ – „რა დავაშავე? საზღვრის დაცვისთვის უმაღლეს შეფასებას ვიმსახურებ“ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1540189313.png 2026-11-09 356363 14 წელია, გვესმის - დიქტატურა, რუსეთი, მოსაბეზრებელია ასეთი აგენტურული ოპოზიცია, დროა, გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან და შემოვიდნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდები - ლევან მაჭავარიანი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ დანაშაულებს, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ, იმ საბოტაჟირების მუდმივ პროცესს, რომელსაც ეწევიან უკვე ოპოზიციაში ყოფნისას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. „რა თქმა უნდა, პოლიტიკურად შეფასებული არიან, ქართველმა ხალხმა ისინი შეაფასა, ათი არჩევნები წააგეს ძალიან დიდი ანგარიშით, თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ, ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს. ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება. ეს ჩვენი სურვილია, თუმცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ვფიქრობთ, ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით. მიმდინარე კვირას ექნება შესაძლებლობა საზოგადოებას, მოისმინოს კითხვა-პასუხის რეჟიმში, რა არგუმენტების წარმოდგენა შეუძლია აგენტურულ ოპოზიციას. ვფიქრობ, მათ ფიზიკურად არგუმენტები არ აქვთ, რაც შეუძლიათ, დაუპირისპირონ ჩვენს სარჩელს. დავინახავთ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ზოგადად რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია. მათი ასეთი განცხადებები 14 წელია, გვესმის, გვესმის ერთი და იგივე – დიქტატურა, რუსეთი, მსგავსი აბსურდები და უკვე მობეზრდა ჩვენს საზოგადოებას ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მოსაბეზრებელია ასეთი აგენტურული ოპოზიცია პოლიტიკაში. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შევიტანეთ საკონსტიტუციო სარჩელი არის ის, რომ არის დრო, გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან და შემოვიდნენ პოლიტიკაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. https://ghn.ge/index.php/news/356362-14-tselia-gvesmis-diktatura-ruseti-mosabezrebelia-aseti-agenturuli-opozitsia-droa-gajansaghdes-politikuri-veli-agenturuli-partiebisgan-da-shemovidnen-sakhelmtsifoebrivad-moazrovne-akhalgazrdebi-levan-machavariani 14 წელია, გვესმის - დიქტატურა, რუსეთი, მოსაბეზრებელია ასეთი აგენტურული ოპოზიცია, დროა, გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან და შემოვიდნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდები - ლევან მაჭავარიანი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1810044824.jpg 2026-11-09 356362 ვაპირებთ, „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში, ანტიეროვნულ, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში - გიორგი სიორიძე ვაპირებთ, „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში, ანტიეროვნულ, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა. „მიმდინარე კვირაში განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლო პროცესები „ქართული ოცნების“ იმ აბსურდულ სარჩელზე, რომლითაც ივანიშვილი ცდილობს, ამ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია საერთოდ გააქროს, გააფორმოს დიქტატურა, რომლითაც ცდილობს „ქართული ოცნების“ ანტიეროვნული, ანტიდასავლური, პრორუსული პოლიტიკა კონსტიტუციურ ვალდებულებად გვიქციოს. ​ჩვენ ვაპირებთ, ნაწილ-ნაწილ დავშალოთ და „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ ისინი კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში, ანტიეროვნულ, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში, იმ ისტორიულ დანაშაულში, რომლის განხორციელებასაც ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ცდილობს“, – განაცხადა სიორიძემ. https://ghn.ge/index.php/news/356361-vapirebt-kartul-otsnebas-qvela-tsru-braldeba-shemovutrialot-vamkhilot-konstitutsiuri-tsqobilebis-khelqofashi-antierovnul-antikonstitutsiur-kmedebebshi-giorgi-sioridze ვაპირებთ, „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში, ანტიეროვნულ, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1082042198.png 2026-11-09 356361 საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება და ეროვნული ინტერესების გატარება დაიწყო - სერგეი შოიგუ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება ფაქტობრივად აღკვეთა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აირჩია. ამის შესახებ შოიგუმ 9 ნოემბერს, მოსკოვში, დსთ-ის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების საბჭოების მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში ვითარება გაუმჯობესებისკენ მიდის, რასაც ხელს უწყობს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება და რეგიონში ფაქტობრივი მშვიდობის დამყარება. „საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს ფაქტობრივად აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსის გატარება დაიწყო“, - განაცხადა შოიგუმ. მისი თქმით, რუსეთი მიესალმება საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და ხაზს უსვამს 3+3 რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მუშაობის განახლების მნიშვნელობას. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონული პრობლემები პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით, გარეშე ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა გადაწყდეს. “მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამავდროულად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რეგიონული პრობლემები უნდა მოგვარდეს პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია 3+3 რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მუშაობის განახლება“, - განაცხადა შოიგუმ. https://ghn.ge/index.php/news/356360-sakartvelos-khelisuflebam-2024-tsels-aghkveta-prodasavluri-kartuli-opozitsiis-mier-initsirebuli-sakhelmtsifo-gadatrialeba-da-erovnuli-interesebis-gatareba-daitsqo-sergei-shoigu საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს ფაქტობრივად აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/471555555.png 2026-11-09 356360 ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ის ადგილზე დაიღუპა ქუთაისში მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა - შემთხვევა ავანგარდის დასახლებაში მოხდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  https://ghn.ge/index.php/news/356359-kutaisshi-mankana-kveits-daejakha-is-adgilze-daighupa ქუთაისში მანქანა ქვეით სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/972833926.jpeg 2026-11-09 356359 24 წლის კაცი, რომელმაც კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად 6 ადამიანი მოკლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა 24 წლის კაცი., რომელმაც 7 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ცეცხლი გახსნა და ექვსი ადამიანი მოკლა, 9 ნოემბერს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს. „გაცნობებთ, რომ სროლაში ეჭვმიტანილი დღეს [9 ნოემბერს] დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - განაცხადეს სამართალდამცველებმა. შეიარაღებული 24 წლის კაცი პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა. ცნობისთვის, 7 ნოემბერს კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, საკუთარი მშობლები და 21 წლის და მოკლა. მათი ცხედრები პოლიციამ თავდამსხმელის სახლში, ქალაქ ოსტროვიეც-შვიენტოკშისკიში აღმოაჩინა. ლა. https://ghn.ge/index.php/news/356358-24-tslis-katsi-romelmats-krakovis-tsentrshi-srolis-shedegad-6-adamiani-mokla-saavadmqofoshi-gardaitsvala 24 წლის კაცი, რომელმაც კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად 6 ადამიანი მოკლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1563554761.png 2026-11-09 356358 თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა პვპ“, 480 აბი „პრეგაბალინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. https://ghn.ge/index.php/news/356357-tbilisshi-gansakutrebit-didi-odenobit-skhvadaskhva-sakhis-narkotiki-amoighes-dakavebulia-3-piri საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1023517575.png 2026-11-09 356357 საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 10 ნოემბრის 12:00 საათზე გაგრძელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 10 ნოემბრის 12:00 საათზე გაგრძელდება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, 9 ნოემბერს 14:00 საათზე ჩანიშნული არსებითი განხილვის სხდომა ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. მათივე ინფორმაციით, სხდომები გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე. „9 ნოემბერს 14:00 საათზე ჩანიშნული არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“ (კონსტიტუციური სარჩელი №1979), გადაიდო ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და აღნიშნული სხდომა განახლდება 10 ნოემბერს 12:00 საათზე. სხდომები გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე“, – ნათქვამია საკონსტტიუციო სასამართლოს განცხადებაში. https://ghn.ge/index.php/news/356356-sakonstitutsio-sasamartloshi-khuti-politikuri-partiis-arakonstitutsiurad-tsnobisa-da-akrdzalvis-shesakheb-sarchelis-gankhilva-10-noembris-1200-saatze-gagrdzeldeba საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 10 ნოემბრის 12:00 საათზე გაგრძელდება სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/364658001.png 2026-11-09 356356 უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია - მარკო რუბიო მარკო რუბიო: უკრაინისა და ევროპის ომისშემდგომი უსაფრთხოების სისტემის საკითხზე პროგრესია, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინისა და ევროპის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არსებობს. ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტებს პარიზში „დიდი შვიდეულის“ (G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამგზავრებამდე განუცხადა. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე გამართულ ყველა დისკუსიაში ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა და ომის შემდეგ უკრაინისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განსაზღვრაა. „რუსეთ-უკრაინის საკითხზე საუბრის მთელი პერიოდის განმავლობაში მუდმივად წამოიჭრებოდა უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობის საკითხი. როგორი იქნება უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების სისტემა და, უფრო ფართო გაგებით, ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების სისტემა? ვფიქრობ, სწორედ ამას გულისხმობს პრეზიდენტი, როდესაც ამბობს, რომ გარკვეული წინსვლა უკვე არის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს არქიტექტურა კონფლიქტის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა რუბიომ. მისივე თქმით, ომი ჯერ უნდა დასრულდეს, რათა ამ საკითხზე მუშაობა შესაძლებელი გახდეს. რუბიომ დასძინა, რომ საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არსებობს, თუმცა შესაძლოა, აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დამატებითი პროგრესის მიღწევა მოხერხდეს. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს დაგეგმილ მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხთან ერთად, ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიებსა და დაძაბულობის შემცირების გზებს განიხილავენ. მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნების მონაწილეობაც იგეგმება. https://ghn.ge/index.php/news/356355-ukrainisa-da-evropis-usafrtkhoebis-garantiebze-molaparakebebshi-garkveuli-progresia-marko-rubio უკრაინისა და ევროპის ომისშემდგომი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების საკითხზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1826023311.png 2026-11-09 356355 ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. https://ghn.ge/index.php/news/356354-nakeralas-ugheltekhilze-misabmeliani-da-nakhevradmisabmeliani-avtotransportis-modzraoba-akrdzalulia ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/338784003.jpeg 2026-11-09 356354 ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ოქტომბერში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ოქტომბერში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 53 ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტია. ქვეყნის მასშტაბით, სამართალდარღვევის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 53 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებიდან 19 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9 ქვემო ქართლში, 8 სამცხე-ჯავახეთში, 6 გურიაში, 5 იმერეთში, 3 შიდა ქართლში, 2 მცხეთა-მთიანეთში და 1 კახეთში გამოვლინდა. ამასთან, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 3 ფაქტი დაფიქსირდა. „მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 561 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევების პრევენციისა და გამოვლენის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებითაც აღჭურვილია რეგიონული სატყეო სამსახურები. მათი გამოყენება მონიტორინგის პროცესს უფრო ეფექტიანს ხდის და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენას უწყობს ხელს. ეროვნული სატყეო სააგენტო, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ბენაშვილმა. https://ghn.ge/index.php/news/356353-erovnuli-satqeo-saagentos-tanamshromlebma-oktombershi-samartaldarghvevis-56-fakti-gamoavlines ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ოქტომბერში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/788970059.jfif 2026-11-09 356353 საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის კმ20-კმ38 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის კმ20-კმ38 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. https://ghn.ge/index.php/news/356352-sachkheresareki-uzunta-shkmeri-zudalis-gzis-km20-km38-monakvetze-misabmeliani-da-nakhevradmisabmeliani-avtotransportis-modzraoba-aghdga საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის კმ20-კმ38 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1826572612.jpeg 2026-11-09 356352 ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა ოდნავ განსხვავებული ფორმით - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა, სავარაუდოდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“. მისი ეს განცხადება შესაძლოა უკრაინის საზღვრების შესაძლო ცვლილებაზე მიანიშნებდეს. ამის შესახებ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-ის გადაცემაში „60 წუთი“ ისაუბრა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ელის თუ არა, რომ ომის დასრულების შემდეგ ყველაფერი მოგვარდება და უკრაინა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩება, ტრამპმა უპასუხა: „ვფიქრობ, ამას შევძლებთ და ვფიქრობ, ეს მოხდება. საბოლოოდ, ისინი უკრაინას ოდნავ განსხვავებული ფორმით მიიღებენ“, - თქვა მან. ტრამპმა ასევე გაიხსენა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდი და კვლავ განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინას, მისი მტკიცებით, 350 მილიარდი დოლარის ნაღდი ფული და შეიარაღება გადასცა. ამის ნაცვლად, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ამტკიცებს, მას უკრაინისთვის არაფერი გადაუცია და უკრაინისთვის იარაღს  ევრო ტრამპის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უზარმაზარი რაოდენობის შეიარაღება მიაწოდა, თანაც, როგორც თავად აღნიშნა, „მსოფლიოში საუკეთესო“, თუმცა სანაცვლოდ არაფერი მიუღია. ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ სანაცვლოდ ამერიკამ უკრაინის დამოუკიდებლობა მიიღო. თუმცა ტრამპი არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ეს ჯერ არ მიუღია. „თქვენ ჯერ საერთოდ არაფერი მიგიღიათ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა ტრამპმა. სავარაუდოდ, ის სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგებსა და ომის დასრულებას გულისხმობდა. ამის შემდეგ ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, ხედავს თუ არა  მომავალში უკრაინას, როგორც თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს. პასუხის დასასრულს ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ეს ომი არასდროს დაიწყებოდა“, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.       https://ghn.ge/index.php/news/356351-omis-dasrulebis-shemdeg-ukraina-damoukidebel-da-tavisufal-sakhelmtsifod-darcheba-tumtsa-odnav-ganskhvavebuli-formit-donald-trampi ომის დასრულების შემდეგ უკრაინა, სავარაუდოდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1713613959.png 2026-11-09 356351 ამერიკელმა ამომრჩევლებმა არჩევანი უკვე გააკეთეს, ახლა ჯერი თეთრ სახლზეა - ან შეწყვიტეთ ომი ყველა ფრონტზე, ან აირჩიეთ ომი და ნახეთ, როგორ დაატრიალებენ ჩვენი მებრძოლები ჯოჯოხეთს - აბას არაღჩი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ს ორდღიანი ვადა მისცა და მოუწოდა, ყველა ფრონტზე სამხედრო მოქმედებები შეწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ირანის მხრიდან მკაცრი სამხედრო პასუხი ელის. არაღჩიმ ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ამომრჩევლებმა არჩევანი უკვე გააკეთეს, ახლა ჯერი თეთრ სახლზეა. "ამერიკელმა ამომრჩევლებმა არჩევანი უკვე გააკეთეს. ახლა დროა, თეთრმა სახლმაც გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ჩვენი ორდღიანი წინადადება კვლავ ძალაშია: შეასრულეთ მოთხოვნები, მათ შორის, შეწყვიტეთ ომი ყველა ფრონტზე და შედეგს დაინახავთ. ან აირჩიეთ ომი და ნახეთ, როგორ დაატრიალებენ ჩვენი ფხიზლად მყოფი და ბრძოლებში გამოწრთობილი მებრძოლები ჯოჯოხეთს“, - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.       https://ghn.ge/index.php/news/356350-amerikelma-amomrchevlebma-archevani-ukve-gaaketes-akhla-jeri-tetr-sakhlzea-an-shetsqvitet-omi-qvela-frontze-an-airchiet-omi-da-nakhet-rogor-daatrialeben-chveni-mebrdzolebi-jojokhets-abas-araghchi ამერიკელმა ამომრჩევლებმა არჩევანი უკვე გააკეთეს, ახლა ჯერი თეთრ სახლზეა - ან შეწყვიტეთ ომი ყველა ფრონტზე, ან აირჩიეთ ომი და ნახეთ, როგორ დაატიალებენ ჩვენი მებრძოლები ჯოჯოხეთს - აბას არაღჩი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/282624107.jpg 2026-11-09 356350 ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე 200 000-მდე ადამიანი გამოვიდა ისრაელის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ამსტერდამში, ლოზუნგით „წითელი ხაზი“, 200 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მედიის ცნობით, დემონსტრაციაში სულ მცირე 200 000 ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციის ინფორმაციით, ლოზუნგით „წითელი ხაზი“ გამართული აქცია სერიოზული ინციდენტების გარეშე დასრულდა. ამასთან, ტელეკომპანია AT5-ის ცნობით, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველები ავტობუსის გაჩერებაზე მდგომი მამაკაცის დაკავებას ცდილობდნენ. ის ადგილის დატოვებაზე უარს ამბობდა. დაპირისპირებაში გამვლელებიც ჩაერთნენ. საბოლოოდ მამაკაცი დააკავეს. დემონსტრანტების დიდი ნაწილი წითელ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი და წითელ და პალესტინის დროშებს აფრიალებდა. აქციაზე ასევე ჰქონდათ პლაკატები და ბანერები წარწერებით: „სიონიზმი რასიზმია“, „ნიდერლანდები აპარტეიდს არ უჭერს მხარს“ და „თავისუფლება პალესტინას“. ასევე, აღნიშნულია, რომ ქალაქის ერთ-ერთი ქუჩის გასწვრივ ადამიანთა ჯგუფი იდგა ბანერებით, სხვადასხვა წარწერით, მათ შორის: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰამასს“. https://ghn.ge/index.php/news/356349-amsterdamshi-israelis-politikis-tsinaaghmdeg-gamartul-demonstratsiaze-200-000-mde-adamiani-gamovida ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე 200 000-მდე ადამიანი გამოვიდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2125852491.png 2026-11-08 356349 წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერი, ჰაკიმ ჯეფრისი, პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის შესაძლებლობას მხარს უჭერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის შესაძლებლობას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ მან კვირას, 8 ნოემბერს განაცხადა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. ჯეფრისმა, რომელიც შესაძლოა ისტორიაში წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი გახდეს, განაცხადა, რომ შესაბამის რეზოლუციას „კატეგორიულად უჭერს მხარს“. „ეგრეთ წოდებულმა თავდაცვის მდივანმა ბოროტად გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება, საფრთხე შეუქმნა ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და საკუთარი გადაწყვეტილებით წამოიწყო ეს დაუფიქრებელი და ძვირადღირებული ომი ირანში, რამაც ამერიკელი ხალხისთვის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია და ქვეყანა უფრო ნაკლებად უსაფრთხო გახადა“, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ლიდერმა. მისი თქმით, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრები, შესაძლო რეზოლუციას სამშაბათს, 10 ნოემბერს განიხილავენ. ეს იქნება მათი პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც შუალედურ არჩევნებში კონგრესის ორივე პალატაში გაიმარჯვეს. შეგახსენებთ, რომ მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შესაძლოა ირანთან ომის გამო ჰეგსეთის იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის შეცვლას არ განიხილავს. ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან მრჩევლებს როგორც პირადად, ისე სატელეფონო საუბრისას ჰკითხა, უნდა დარჩეს თუ არა ჰეგსეთი თანამდებობაზე კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ. https://ghn.ge/index.php/news/356348-tsarmomadgenelta-palatashi-demokratebis-lideri-hakim-jefrisi-pit-hegsetis-impichmentis-shesadzleblobas-mkhars-uchers წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ლიდერი პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის შესაძლებლობას მხარს უჭერს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1592693656.png 2026-11-08 356348 ეგვიპტეში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა 7 და დაშავდა 112 ადამიანი ეგვიპტეში, კვირას, 8 ნოემბერს, ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters იუწყება. ავარია კაიროს სამხრეთით, გიზის პროვინციაში, ელ-აიატის რაიონში მოხდა. ეგვიპტის რკინიგზის მონაცემებით, მატარებელი, რომელიც გიზიდან ელ-ფაიუმისკენ მიემართებოდა, კაიროდან ასუანის მიმართულებით მოძრავ მეორე მატარებელს უკნიდან შეეჯახა. შეჯახების შედეგად რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულების ევაკუაციისთვის 72 სასწრაფო დახმარების მანქანა გაგზავნეს. დაშავებულები სამ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ისინი ნანგრევებს ასუფთავებენ და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ცდილობენ. https://ghn.ge/index.php/news/356347-egvipteshi-ori-samgzavro-matarebeli-ertmanets-sheejakha-daighupa-7-da-dashavda-112-adamiani ეგვიპტეში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა — დაიღუპა 7 ადამიანი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/811639836.png 2026-11-08 356347 რუსეთმა ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაცია პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის მასშტაბური როტაციისთვის გამოიყენა - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის არმიამ ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დნიპროს მარცხენა სანაპიროზე პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის მასშტაბური როტაციისთვის გამოიყენა. ქალაქსა და მის მიმდებარე დასახლებებში საოკუპაციო ძალებმა დამატებითი სამხედრო დანაყოფები შეიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რეგიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ. სოციალურ ქსელში წერს. „სამწუხაროდ, ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის საფარქვეშ რუსეთის არმიამ დნიპროს მარცხენა სანაპიროზე პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი როტაცია განახორციელა. ოლეშკისა და მიმდებარე თემის ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა დამატებითი ძალები შეიყვანეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ უნდა წარადგინოს წინადადებები ხერსონის მცხოვრებლების რუსული თავდასხმებისგან დამატებითი დაცვის მიზნით. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს კრამატორსკისა და მიმდებარე დასახლებული პუნქტების დაბომბვა. საპასუხო ზომების განსაზღვრა უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე იგეგმება. შეგახსენებთ: მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის გამოცდილება ადასტურებს, რომ ზავის სწრაფად დამყარება ხანგრძლივი მოსამზადებელი პროცესის, შეიარაღების გაყვანის ან ბუფერული ზონების შექმნის გარეშეც შესაძლებელია. https://ghn.ge/index.php/news/356346-rusetma-okupirebul-kalak-oleshkishi-humanitaruli-operatsia-piradi-shemadgenlobisa-da-samkhedro-teknikis-masshtaburi-rotatsiistvis-gamoiqena-volodimir-zelenski რუსეთის არმიამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის მასშტაბური როტაციისთვის გამოიყენა. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1485668627.jpg 2026-11-08 356346 მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველები საპროტესტო აქციას მართავენ მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებისა და მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა უსახლკარო ძაღლებთან მიმართებით შესაძლო არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების აღკვეთა და სავარაუდო სამართალდამრღვევთა დასჯა. ცხოველთა უფლებადამცველი აქტივისტების საპროტესტო აქციები მოჰყვა 31 ოქტომბერს, სოციალურ ქსელებში და მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალებს, რომელშიც ჩანს ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები. "ჩვენი კატეგროიული მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ზოოფაშზმი, რაც უკვე ჩვეულებრივ ფაშიზმში გადავიდა კალაძის პირით. თუ ჩვენ ამას შევეგუებით, ძაღლების ხოცვა-ჟლეტასთან ერთად ისინი უკვე ადამიანებზე გადავლენ, რაც კალაძემ უკვე თქვა", - განაცხადა ცხოველთა უფლებების დამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა მედიასთან.  ფოტო "ტვ პირველი" https://ghn.ge/index.php/news/356345-mtavrobis-administratsiastan-tskhovelta-uflebadamtsvelebi-saprotesto-aktsias-martaven მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველები საპროტესტო აქციას მართავენ საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/130105968.png 2026-11-08 356345 გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. https://ghn.ge/index.php/news/356344-goderdzis-ugheltekhili-beshumis-gzaze-avtotransportis-modzraoba-akrdzalulia გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/28368781.jpeg 2026-11-08 356344 გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია. https://ghn.ge/index.php/news/356343-gudaurifostakobis-monakvetze-misabmeliani-da-nakhevradmisabmeliani-avtotransportis-modzraoba-akrdzalulia გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/332189560.jpeg 2026-11-08 356343 კრაკოვის ცენტრში სროლამდე თავდამსხმელმა მშობლები და 21 წლის და მოკლა კრაკოვის ცენტრში მომხდარ სროლამდე 24 წლის თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, საკუთარი მშობლები და 21 წლის და მოკლა. მათი ცხედრები პოლიციამ თავდამსხმელის სახლში, ქალაქ ოსტროვიეც-შვიენტოკშისკიში აღმოაჩინა. ინფორმაციას ABC News ავრცელებს. პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილები თავდამსხმელის ოჯახის წევრები არიან - 53 წლის მამა, 52 წლის დედა და 21 წლის და. მათ სხეულებზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღმოაჩინეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. თავდამსხმელი პოლონეთის მოქალაქეა. მისი ვინაობა პოლიციას ოფიციალურად ჯერ არ გაუსაჯაროვებია. ის პოლიციასთან სროლის შედეგად დაიჭრა და ამჟამად საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ცნობისთვის, 7 ნოემბერს კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაიჭრა მათ შორის 2 პოლიციელი, საავადმყოფოში რჩება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. პოლონეთის პროკურატურამ მომხდარზე ტერორისტული აქტის მუხლით დაიწყო გამოძიება. https://ghn.ge/index.php/news/356342-krakovis-tsentrshi-srolamde-tavdamskhmelma-mshoblebi-da-21-tslis-da-mokla ABC News მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/815772536.jpg 2026-11-08 356342 უკრაინამ რუსეთისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დრონების მართვის პუნქტებს დაარტყა - უკრაინის გენშტაბი უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ოთხ პუნქტს დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. „გასული დღე რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის დრონების მართვის ერთბაშად ოთხ პუნქტს დაარტყეს - ზაპოროჟიეს, ხერსონისა და დონეცკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციასი. გენერალური შტაბი ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნედ ოკუპირებულ ბერდიანსკში მდებარე დროებითი განლაგების პუნქტსა და დრონების მართვის პუნქტს ასახელებს. ეს პუნქტი რუსული ქვედანაყოფის „რუბიკონის“ შემადგენლობაში შედიოდა. „რუბიკონი“ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი დრონების ცენტრია, რომელიც ფრონტისპირა დასახლებებში მშვიდობიან მოსახლეობასაც ესხმის თავს. მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის არმიის დრონების მართვის პუნქტებს ასევე დაარტყეს ხერსონის ოლქში, ოლეშკის მახლობლად და დონეცკის ოლქში, ბელიცკის რაიონში. გარდა ამისა, ბრიანსკის ოლქში, ალექსანდროვსკოეს რაიონში, დარტყმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტზეც განხორციელდა. https://ghn.ge/index.php/news/356341-ukrainam-rusetisa-da-okupirebul-teritoriebze-dronebis-martvis-punktebs-daartqa-ukrainis-genshtabi უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთისა და ოკუპირებული ტერიტორიების ოთხი დრონების მართვის პუნქტი გაანადგურეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1159269603.png 2026-11-08 356341 საფრანგეთი აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებებს შეუერთდება - ჟან-ნოელ ბარო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 10–11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის დროს „მოლაპარაკების მაგიდასთან იქნება“. ბარომ ამის შესახებ რადიოსადგურ RTL-ის ეთერში განაცხადა.  ბაროს თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ევროპელები სათანადოდ იქნებიან წარმოდგენილი. „საფრანგეთი აბუ-დაბიში ჩავა, რათა ამ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღოს. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ვინ წარმოადგენს საფრანგეთს ამ შეხვედრაზე, მაგრამ საფრანგეთი იქ აუცილებლად იქნება“, - განაცხადა მან. ბარომ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ევროპელებმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირეს. „მათ ამერიკელ შუამავალს ნათლად განუმარტეს, რომ კონტინენტის მომავალზე მსჯელობა ჩვენი მოლოდინებისა და მოთხოვნების უგულებელყოფით შეუძლებელია. საფრანგეთი უზრუნველყოფს, რომ ევროპის ხმა ისმოდეს, რადგან ევროპა ის მხარეა, რომელიც ამ ომის შედეგებს ყველაზე უშუალოდ განიცდის“,- განაცხადა ბარომ. https://ghn.ge/index.php/news/356340-safrangeti-abu-dabishi-ukrainis-ashsh-isa-da-rusetis-molaparakebebs-sheuertdeba-zhan-noel-baro საფრანგეთი აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებებში ჩაერთვება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1445468318.jpg 2026-11-08 356340 ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ - მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მისი მოღვაწეობის დროს - კობახიძე  ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყვარელში, ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ილია ჭავჭავაძემ ქვეყნისათვის ურთულეს ეპოქაში გააერთიანა ყველაფერი, რაც მაშინდელ საქართველოს სჭირდებოდა. „გილოცავთ ილიაობას, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს. ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე გამორჩეულია ისტორიული სიმბოლიზმითა და მნიშვნელობით. ჩვენ შევიკრიბეთ მის მშობელ კუთხეში, რათა კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი იმ გამორჩეულ მემკვიდრეობას, რომელმაც ქართველი ერის თვითშეგნება, სულიერი სიმტკიცე და მომავლის რწმენა განსაზღვრა. როდესაც ილია ჭავჭავაძეზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, პირველ რიგში ვფიქრობთ იმ საწყისებზე, რაზეც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა, კულტურა და ერის ერთობა დგას. ილიამ თითქმის შეუძლებელი შეძლო - ქვეყნისათვის ურთულეს, გარდამტეხ ეპოქაში მან გააერთიანა ყველაფერი, რაც მაშინდელ საქართველოს სჭირდებოდა - საზოგადო მოღვაწე,  მწერალი, პუბლიცისტი, ბანკის დამფუძნებელი, ქართული თეატრის აღმშენებელი და რაც მთავარია, ერის წინამძღოლი. თანამედროვე საქართველოში არ მოიძებნება საზოგადოებრივი ცხოვრების არც ერთი სფერო, რომელიც მის ნააზრევს არ ეყრდნობა. ასეთი მრავალმხრივი მოღვაწეობის მაგალითი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათობაა - ეს არის საყოველთაო მნიშვნელობის მოვლენა, როდესაც ერთი ადამიანის ცხოვრებამ ერის განვითარების გზა განსაზღვრა. საბედნიეროდ, ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ილია ჭავჭავაძემ დატოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ქართული ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ, მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის დროს. „წლევანდელი თარიღი განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. წელს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ასეთ ღირსშესანიშნავ დროს, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ის უდიდესი ძალისხმევა, რაც ილია ჭავჭავაძემ გასწია დედაეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის. მრავალ სხვა დიდ საქმესთან ერთად, სწორედ ამ ღვაწლისთვისაც შერაცხა იგი წმინდანად ქართულმა ეკლესიამ. ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ - მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის დროს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ილიაობას! მჯერა, ჩვენთვის და ყველა მომავალი თაობისათვის, წმინდა ილია მართლის ცხოვრება მუდამ დარჩება მაგალითად, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს საკუთარი სამშობლო და არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ყოველდღიური შრომით იზრუნოს მის უკეთეს ხვალინდელ დღეზე“, - განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/index.php/news/356339-ilia-chavchavadzem-dagvitova-umtavresi-anderdzi-mamuli-ena-sartsmunoeba-rats-ara-mkholod-chveni-erovnuli-tsnobierebis-safudzvelia-aramed-mokmedebis-gegma-romelits-dghesats-isetive-aktualuria-rogorts-misi-moghvatseobis-dros-kobakhidze ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ - მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც აქტუალურია - კობახიძე  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/252210850.png 2026-11-08 356339 რუსები დაბა კომიშუვახაში დრონით თავს დაესხნენ მაშველებს, რომლებიც სამაშველო სამუშაოებს ატარებდნენ, ეს სრული ცინიზმი და სისასტიკეა - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული დრონი ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახაში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ისინი ავიადარტყმის ადგილზე სამაშველო სამუშაოებს ატარებდნენ. თავდასხმის შედეგად სამაშველო ტექნიკა დაზიანდა. „8 ნოემბერს დილით მტერმა მიზანმიმართულად შეუტია საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც თავშესაფარზე განხორციელებული ავიადარტყმის ადგილზე სამაშველო სამუშაოებს ატარებდნენ. საბედნიეროდ, პერსონალი არ დაშავებულა. დაზიანებულია სპეციალური სამაშველო ტექნიკა“, - ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომხდარს გამოეხმაურა. „დღეს დილით რუსებმა დრონით დაარტყეს კომიშუვახას, სადაც უკვე მეშვიდე დღეა, გრძელდება ავიაბომბების დარტყმის შედეგად დაზიანებულ შენობაში სამაშველო-საგანგებო სამუშაოები. ავიადარტყმას 55 ადამიანი ემსხვერპლა და, სამწუხაროდ, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები. ეს სრული ცინიზმი და სისასტიკეა“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს რუსეთმა მიზანმიმართული იერიში მიიტანა კომიშუვახაში, სკოლაში განთავსებულ ჰუმანიტარულ ცენტრზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებდნენ. რუსმა ოკუპანტებმა სკოლას საავიაციო ბომბებით დაარტყეს. ხალხმა თავშესაფარს შეაფარა თავი, რის შემდეგაც რუსულმა ძალებმა განმეორებითი დარტყმა განახორციელეს და თავშესაფარს კიდევ ცხრა საავიაციო ბომბი ესროლეს. https://ghn.ge/index.php/news/356338-rusebi-daba-komishuvakhashi-dronit-tavs-daeskhnen-mashvelebs-romlebits-samashvelo-samushaoebs-atarebdnen-es-sruli-tsinizmi-da-sisastikea-volodimir-zelenski სრული ცინიზმი და სისასტიკეა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/728225367.jpg 2026-11-08 356338 შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მოწვევით, პრაღაში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ პრაღაში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: სოზარ სუბარი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; ზვიად შალამბერიძე - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; ალუდა ღუდუშაური - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ირმა ზავრადაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.   https://ghn.ge/index.php/news/356337-shalva-papuashvili-chekhetis-deputatta-palatis-tavmjdomaris-tomio-okamuras-ofitsialuri-motsvevit-praghashi-gaemgzavra შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მოწვევით, პრაღაში გაემგზავრა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/28589942.jpeg 2026-11-08 356337 ილია ვეკუას სახელობის სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იგივე შენობაში, 2027 წლის სექტემბერში კი სწავლა ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში დაიწყება ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალ არსებულ, ავარიულ შენობაში განახლდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ დასრულებულ გაფართოებულ შეხვედრაზე მიიღეს. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შენობაში რამდენიმე საკლასო ოთახი დაიკეტება, ხოლო პედაგოგები საგაკვეთილო პროცესს ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ სივრცეებში წარმართავენ. ამასთანავე, უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და მოსწავლეთა გადაადგილების უკეთ გაკონტროლების მიზნით, სკოლაში მანდატურების რაოდენობა გაიზრდება. ასევე ცნობილია, რომ დატვირთული გრაფიკით სწავლება ამ სკოლაში 2027 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება, მანამდე კი შენობას დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება. "სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იგივე შენობაში, უსაფრთხო გარემოში. უახლოეს ერთ კვირაში სკოლა შეიმუშავებს ახალ საგაკვეთილო პროცესს შემჭიდროვებული საათობრივი დატვირთვით. სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ სკოლა 2027 წლის სექტემბერში სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში. შეიქმნება მშბოლების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აიღებს ვალდებულებას გააკონტროლოს და თვალი ადევნოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას და შესაბამის ვადებში დასრულებას. ჩატარდება დამატებითი ექსპერტიზა. და, აქ ვიტყვი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.    https://ghn.ge/index.php/news/356336-ilia-vekuas-sakhelobis-skola-sastsavlo-protsess-agrdzelebs-igive-shenobashi-2027-tslis-sektembershi-ki-stsavla-teknikuri-universitetis-ert-ert-korpusshi-daitsqeba სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იგივე შენობაში, 2027 წლის სექტემბერში სასწავლო პროცესი კი ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში დაიწყება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/178360519.png 2026-11-08 356336 რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მეუღლეს, ემინე ერდოღანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა  ქალაქ ფუზულის საერთაშორისო აროპორტში დახვდნენ. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ქალაქ შუშაში იმართება. აზერბაიჯანი ყარაბაღის ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავს. https://ghn.ge/index.php/news/356335-rejef-taif-erdoghani-ofitsialuri-vizitit-azerbaijanshi-chavida რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1905848939.jpg 2026-11-08 356335 მოსკოვში რეიდის დროს 300-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის არასრულწლოვნებიც, რომლებსაც სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის გაფორმებას სთავაზობდნენ შაბათს, 7 ნოემბერს, საღამოს, მოსკოვში, მეტროსადგურ „კიტაი-გოროდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ რეიდი ჩაატარა. Telegram-არხ Baza-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის ბევრი არასრულწლოვანი იყო. სხვა Telegram-არხის ცნობით დაკავებულთა რაოდენობა 300-მდე იყო. დაკავებულთა ნაწილმა მედიას განუცხადა, რომ პოლიციელები მათ ემუქრებოდნენ და ფიზიკურად ძალადობდნენ. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, პოლიციის ავტომობილში მყოფ სრულწლოვანი პირებისგან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის გაფორმებას მოითხოდნენ. დაკავებულთა განცხადებით, არასრულწლოვნებს საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებასაც არ აძლევდნენ. მათ პოლიციელები ეუბნებოდნენ: „ვერაფრით დაგეხმარებით, ან შარვალში მოშარდეთ, ან ხესთან დაჯარიმდებთო“. კიდევ ერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავებულები ტაგანსკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის კომისარიატში გამოცხადების უწყებებს ურიგებდნენ. მისი თქმით, უწყებები გადასცეს სტუდენტ ქალებსაც კი, რომლებსაც სამხედრო სამსახურში გაწვევისგან კანონით გათვალისწინებული გადავადება აქვთ. ამასთან, მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში რეიდს „პროფილაქტიკური ღონისძიებები“ უწოდეს. სამართალდამცველებმა ღონისძიების ერთ-ერთ მიზნად საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მოხმარების აღკვეთა დაასახელეს. მოგვიანებით პოლიციის განყოფილებებიდან დაკავებულთა ნაწილის გათავისუფლება დაიწყეს.   https://ghn.ge/index.php/news/356334-moskovshi-reidis-dros-300-mde-adamiani-daakaves-mat-shoris-arasrultslovnebits-romlebsats-samkhedro-sakontrakto-samsakhuris-gaformebas-stavazobdnen მოსკოვში, მეტროსადგურ „კიტაი-გოროდის“ მიმდებარედ ჩატარებული რეიდის დროს 300-მდე ადამიანი დააკავეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1093986296.png 2026-11-08 356334 თბილისის ვეკუას სახელობის სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილი ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლასთან ისევ პროტესტია. შეკრებილები ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან როგორც ონლაინ სწავლებაზე გადასვლას, ისე მეორე ცვლაში გადანაწილებას. მშობლებისა და მასწავლებლების ნაწილი სკოლის ადმინისტრაციასთან შეხვედრას მართავს "ჩვენ ახლა შევდივართ დირექციასთან. როგორც ვიცით, სამინისტროს წარმომადგენელი არ იქნება არ შეხვედრაზე. იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ დირექცია თავის პოზიციას გაგვაცნობს და ასევე შემოგვთავაზებს გამოსავალს. ხვალ უკვე სკოლაა, არცერთი წუთი არ უნდა დაიკარგოს ამ ბავშვებისთვის, სად მივდივართ? ისევ ამ სკოლაში თუ შევდივართ, რატომ გახდა აუცილებელი ახლა, ამ ეტაპზე ამ ხმაურის ატეხვა? მე ვფიქრობ, რომ მშობლები კარდაკარ მაკლერებთან არ უნდა ვეძებდეთ შენობას. მშბლების პოზიციას ვაფიქსირებ, წარმოვადგენ ჩემს კლასს, ვაფიქსირებ ჩემს აზრს, რომ არცერთი დღე ბავშვებმა გარე სივრცეში, თუნდაც პროტესტის მიზნით, არ უნდა დაკრგონ", - განაცხადა სკოლის პედაგოგმა მედიასთან.  ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი კი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა. ფოტო: "ტვ პორველი" https://ghn.ge/index.php/news/356333-tbilisis-vekuas-sakhelobis-skolastan-mshoblebi-da-mostsavleebi-arian-shekrebili თბილისის ვეკუას სახელობის სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილი საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/310248670.jpg 2026-11-08 356333 ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით - მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. შეხვედრები უმაღლეს დონეზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი ამ დონის ვიზიტი რეგიონში, რაც ასევე მნიშვნელოვანი გზავნილია, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ჩინეთისთვის ჩვენს რეგიონში,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებსა და ბიზნესწრეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. „ვიზიტის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ბიზნესწრეებთან შეხვედრა, ბიზნეს ფორუმი, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა ვიზიტის ფარგლებში გვესაუბრა პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხებზე და სხვადასხვა სექტორებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ასევე რეგიონისთვის,“ - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. https://ghn.ge/index.php/news/356332-chinetis-vitse-prezidentis-viziti-mnishvnelovani-gzavnilia-sakartvelosa-da-chinets-shoris-urtiertobebis-ganvitarebis-tvalsazrisit-maka-bochorishvili მაკა ბოჭორიშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1221881592.jpeg 2026-11-08 356332 მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგის ხელმძღვანელობით - ირაკლი კობახიძე მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე. “მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე, ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ახალ შესაძლებლობებსა და ჩვენი ქვეყნებისთვის პრიორიტეტულ სხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარებაზე, - აღნიშნავს პრემიერი. https://ghn.ge/index.php/news/356331-mokharuli-var-rom-sakartveloshi-ofitsialuri-vizitit-vumaspindzle-chinetis-sakhalkho-respublikis-delegatsias-vitse-prezidenti-khan-chengis-khelmdzghvanelobit-irakli-kobakhidze მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგის ხელმძღვანელობით - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/566309873.jpeg 2026-11-08 356331 რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს. თურქეთის ლიდერი სამშვიდობო ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას დაჰპირდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ X-ზე წერს. კერძოდ, ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება დადებით შედეგებს გამოიღებს. „პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი კვლავაც შეიტანს წვლილს ამ ძალისხმევაში. მან ასევე ხაზი გაუსვა როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან ურთიერთქმედების გააქტიურების მნიშვნელობას“, - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, პრეზიდენტებმა საუბრისას ირანში მიმდინარე ომზეც იმსჯელეს. ერდოღანმა ხაზი გაუსვა „ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის განმუხტვისა და პრობლემების დიპლომატიური გზით მოგვარების აუცილებლობას“. მისი თქმით, თურქეთი მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევას კვლავაც გააგრძელებს. https://ghn.ge/index.php/news/356330-rejef-taif-erdoghanma-da-donald-trampma-satelefono-saubrisas-ukrainashi-omis-dasrulebis-sakitkhi-ganikhiles რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/179914687.png 2026-11-08 356330