საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უწყებების მიერ საჯარო სერვისების მიწოდების აღდგენის შესახებ გააკეთა განცხადება.
„როგორც გასული კვირის განმავლობაში ვამბობდით, იუსტიციის სამინისტროს სისტემა მუშაობდა, რომ ჩვენი სსიპ-ების, რეესტრების საქმიანობა და სხვა საჯარო მომსახურებების გაცემა განახლებულიყო. დღეს დილიდან განაახლა მუშაობა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ელექტრონული, დისტანციური წესით და ერთადერთი, რასაც საგანგებო მდგომარეობის დასრულებასა და ვირუსის აღმოფხვრამდე აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს, ეს იქნება გამოსახლებები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ვინაიდან გამოსახლებები დაკავშირებულია საცხოვრებელ ადგილებში მისვლასა და ადამიანებთან კონტაქტთან, ეს საქმიანობა დროებით სწორედ ამ მიზეზით შეჩერდა.
„აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა დანარჩენი სერვისები ელექტრონულად გაიცემა. ამისათვის საჭიროა, რომ გამარტივებული წესით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოთ info-ს (მეილის) ან ფეისბუქის მეშვეობით, ან თუ კითხვა გაგიჩნდებათ, ცხელ ხაზზე მიიღოთ შესაბამისი ინფორმაცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმიანობის პირობებში იმუშავებს ასლებით და თუკი მაინც დოკუმენტის დედანი გახდება საჭირო, იარსებებს სპეციალური ადგილები, სადაც მოქალაქეები დედნის მიტანას აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთან კონტაქტის გარეშე შეძლებენ. „როგორც გასული კვირის განმავლობაში ვამბობდით, იუსტიციის სამინისტროს სისტემა მუშაობდა, რომ ჩვენი სსიპ-ების, რეესტრების საქმიანობა და სხვა საჯარო მომსახურებების გაცემა განახლებულიყო. დღეს დილიდან განაახლა მუშაობა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ელექტრონული, დისტანციური წესით და ერთადერთი, რასაც საგანგებო მდგომარეობის დასრულებასა და ვირუსის აღმოფხვრამდე აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს, ეს იქნება გამოსახლებები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ვინაიდან გამოსახლებები დაკავშირებულია საცხოვრებელ ადგილებში მისვლასა და ადამიანებთან კონტაქტთან, ეს საქმიანობა დროებით სწორედ ამ მიზეზით შეჩერდა.
„აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა დანარჩენი სერვისები ელექტრონულად გაიცემა. ამისათვის საჭიროა, რომ გამარტივებული წესით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოთ info-ს (მეილის) ან ფეისბუქის მეშვეობით, ან თუ კითხვა გაგიჩნდებათ, ცხელ ხაზზე მიიღოთ შესაბამისი ინფორმაცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმიანობის პირობებში იმუშავებს ასლებით და თუკი მაინც დოკუმენტის დედანი გახდება საჭირო, იარსებებს სპეციალური ადგილები, სადაც მოქალაქეები დედნის მიტანას აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთან კონტაქტის გარეშე შეძლებენ.
აღსრულების ბიუროს ცხელი ხაზის ნოემრია: (+995 32) 2 749 649; ელ.ფოსტა: info@nbe.gov.ge