ქვემო ქართლის მეჩეთებში ამ ეტაპზე ლოცვა შეწყვეტილია, ეკლესიების აბსოლუტურ უმრავლესობაში კი დაცული იყო დისტანცია, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
"ძალიან ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ როდესაც დიდი მარხვაა და ეკლესიებში მორწმუნეები დიდი რაოდენობით დადიან, იყო თუ არა, დაცული უსაფრთხოების ნორმები. როგორც მთელი საქართველოს გუბერნატორებმა მომაწოდეს ინფორმაცია, ეკლესიების უმრავლესობაში დაცული იყო დისტანცია. იყო რამდენიმე ეკლესიაში დარღვევა, მაგრამ ის რომ ჩვენ აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ ყველა ეკლესიაში არღვევენ მორწმუნეები წესებს - არასწორი იქნება. ყველა სასულიერო პირთან მუდმივად გვაქვს კონტაქტი და მათ ძალიან კარგად აქვთ პრობლემა გაცნობიერებული. ამის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ ამ კვირას ვითარება ამ მხრივ მკვეთრად გამოსწორდება," - აღნიშნა სოზარ სუბარმა.