27 თებერვალს, 17:30 საათზე, სასტუმროში - „ვინდამ გრანდ თბილისი" (გუდიაშვილის N 3) თიბისი ბანკი წლიურ ანგარიშს წარადგენს.
შეხვედრას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და 250-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება.
ღონისძიებას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი - ვახტანგ ბუცხრიკიძე, მისი მოადგილეები - ნიკოლოზ ქურდიანი და გიორგი თხელიძე, ასევე ბანკის მთავარი ეკონომისტი - ოთარ ნადარაია გაუძღვებიან.
გამომსვლელები თიბისის ხედვასა და სტრატეგიაზე, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ეკოსისტემების განვითარებაზე, ასევე კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მიღწევებსა და მაკროეკონომიკურ გარემოზე ისაუბრებენ.