მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, მიხეილ კალანდიას 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მიხეილ კალანდიას თავისუფლების აღკვეთა 15 წლით შეეფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა სასჯელის ერთი მესამედით შემცირება გამოიწვია და საბოლოოდ, სასჯელის სახედ 11 წელი და სამი თვე განისაზღვრა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გამოაცხადა.