გერმანიის ქალაქ ჰანაუში თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები 8 დაღუპულისა და 5 მძიმედ დაშავებული ადამიანის შესახებ. მოგვიანებით, ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.
გერმანული მედიის ცნობით, შეიარაღებულმა უცნობმა პირმა ქალაქის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებულ ჩილიმ-ბარებში ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თავდაპირველად იუწყებოდნენ, რომ თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა პოლიციამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი რამდენიმე საათის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.