ღია საზოგადოების ფონდების დამაარსებელი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილანთროპი, მილიარდერი ჯორჯ სოროსი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.
სოროსმა მსოფლიოში დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევბსა და კლიმატის ცვლილებებზე ისაუბრა.
"მთელს მსოფლიოში ღია საზოგადოებები სერიოზული საფრთხის წინაშეა და კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ჩვენს ცივილიზაციას. გლობალური განათლება დაგვეხმარება ამ გამოწვევების მოგვარებაში", - განაცხადა ჯორჯ სოროსმა.
შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ლიდერები, ბიზნესმენები, მეცნიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ყოველწლიური შეხვედრისთვის შეიკრიბნენ.
წელს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი 21 იანვარს გაიხსნა და 24 იანვრამდე გასტანს.