რუსეთმა, ირანმა და ჩინეთმა ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყეს ინდოეთის ოკეანესა და ომანის ყურეში.
"აღნიშნული წვრთნების გზავნილი არის მშვიდობა, მეგობრობა და სტაბილური უსაფრთხოება", - განაცხადა ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.
მისივე თქმით, წვრთნები 17 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართოებზე ჩატარდება და 4 დღის (27-30 დეკემბერი) განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ერთობლივი წვრთნების მიზანი მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება და საზღვაო ინცინდენტებზე სწრაფი რეაგირების მექანიზმების დახვეწაა და ის არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.