ვისურვებდი, მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმიანება რა, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ განხორციელებულ სახელმწიფო დაწესებულებების "დაბოქლომების" პროცესს.
იუსტიციის მინისტრი ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ქმედებებს არასერიოზულს უწოდებს.
"ეს არის ჩვეულებრივი არასერიოზული პროცესი იმიტომ, რომ როგორც ირკვევა მათ მეტი არაფერი დარჩენიათ გარდა ამგვარი სახალისო საპროტესტო აქციისა. ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.