თბილისში, სპორტის სასახლესთან მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. კერძოდ, საუბარია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე, რომელიც სამიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.