სოფიო ქაცარავა საპარლამენტო მანდატს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ Facebook-ის საშუალებით გაავრცელა.
"დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!", აცხადებს სოფიო ქაცარავა.