ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო და ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებენ, სადაც ადგილობრივების პრობლემებს ისმენენ და გამარჯვების შემდეგ დახმარებას აპირებენ.
პარტიის ლიდერები გრიგოლ ვაშაძე და დავით კირკიტაძე შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელ ბადრი ბასიშვილთან ერთად კასპისა და სოფელ ოკამის მოსახლეობას შეხვდნენ.
მაცხოვრებლების მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, მათ უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება, ადგილობრივი ხელისუფლება კი დასახმარებლად არაფერს აკეთებს და საარჩევნო დაპირებები კვლავ შეუსრულებელია.