ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოჩვენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კინოთეატრი Cavea მაყურებელს მოუწოდებს, დაგეგმილზე ადრე გამოცხადდნენ კინოთეატრებში. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან,რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს.
ცხადია, მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე, სწორედ ამიტომ ვთხოვთ მათ ვინც შეიძინა “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთები,ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე,რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად", - აღნიშნულია Cavea-ს განცხადებაში.