HBO “სამეფო კარის თამაშების“ მომდევნო სატელევიზიო სერიალის House of The Dragon-ის ლოგოს ავრცელებს.
ახალი სერიალი სამეფო კარის თამაშების ისტორიამდელ ეპოქას ეხმიანება. ეკრანიზაცია, ორიგინალი საკულტო სერიალის 300 წლით ადრინდელ ცხოვრებას ასახავს.
სამეფო კარის თამაშები HBO-ს ყველაზე წარმატებული სერიალია. 8 სეზონისგან შემდგარმა სატელევიზიო დრამამ უამრავი ჯილდო და მილიონობით ერთგული მაყურებელი მოიპოვა.
„სიამოვნებით ვაცხადებ, რომ HBO-ს სატელევიზიო ბადისთვის დავიწყეთ House of Dragons-ის შექმნაზე მუშაობა. სერიალი ეხმიანება ტარგარიანთა სამეფო კარის ცხოვრებასა და ვესტეროსის დაარსების პერიოდს“,- განაცხადა HBO-ს სატელევიზიო პროგრამების ხელმძღვანელმა კეისი ბლოისმა ლოს-ანჯელესში გამართულ ღონისძიებაზე.
ღონისძიებაზე გაჟღერდა, რომ სერიალის თანაპროდიუსერი "სამეფო კარის თამაშების" ავტორი ჯორჯ მარტინი იქნება.