ზესტაფონში 22 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სუიციდის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.