მეტროსადგურ „გოცირიძის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მატარებელი არასრულწლოვან ბიჭს დაეჯახა.
"ფორმულას" ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, დაშავებული სხვადასხვა სახის დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 275 მუხლით მიმდიბარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
დამატებით დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.