ერთი ადამიანი დაიღუპა ვაშინგტონში მომხდარი სროლის შედეგად. აშშ-ის დედაქალაქის პოლიციის წარმომადგენლის სტიუარტ ემერმანის თქმით, სროლის შედეგად დაიჭრა 6 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაშავებულები ადგილობრივ კლინიკებში სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
დაჭრილთა შორის ოთხი მამაკაცია და ერთი ქალია. ამ მომენტისთვის პოლიცია სროლის მიზეზებს ვერ ადგენს. ინციდენტის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.