ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კარგად აფასებს 12 პროცენტი, საშუალოდ 36 პროცენტი, ხოლო ცუდად აფასებს 40 პროცენტი.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), მასში 2 131 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1, 7 %.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.