ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) დაასახელა ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მიგრანტი მიდის.
როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ცხადყოფს, მიგრანტთა უმსხვილესი დანიშნულების ქვეყნად კვლავაც შეერთებული შტატები რჩება, რომელსაც მეორე ადგილზე გერმანია მოსდევს.
"2015 წლიდან OECD-ის ქვეყნებმა ჯამში უფრო მეტი მიგრანტი მიიღეს, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა", - ნათქვამია ორგანიზაციის მოხსენებაში.
თუმცა, მიუხედავად ამისა, შეერთბული შტატები რჩება მიგრანტთა უმსხვილესი დანიშნულების ქვეყნად.
2015 წელს, ევროპაში მიგრაციის კრიზისის დროს, მერკელის ღია კარის პოლიტიკის შედეგად, გერმანიაში თითქმის 900 000 მიგრანტი შევიდა, რომელთა უმრავლესობა თავშესაფრის მაძიებელი იყო.