დღეს 25 წელი შესრულდა ლიეტუვასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან.
"ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნების ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ბევრი რამე შეიცვალა, თუმცა ჩვენს ერებს შორის ურთიერთობებს რაც შეეხება - ტენდენცია მუდმივად და განუხრელად გაუმჯობესებისაკენ იყო მიმართული.
დღეს მოვიაზრებით მოძმე ერებად, რომელთა შორის მეგობრობა და ურთიერთმხარდაჭერა სამაგალითოა და იმედიანად შევყურებთ მომავალს, გვაერთიანებს რა ჩვენი წარსული და საერთო ღირებულებები, რომელთა შორის უმთავრესიც თავისუფლებისაკენ სწრაფვაა", - აცხადებენ საქართველოში ლიეტუვის საელჩოში.