საქართველოს აქვს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული სტილის კონსტიტუცია - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსთავში გამართულ შეხვედრაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს.
„დღეს საქართველოს აქვს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული სტილის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას და იძლევა უფრო მყარ გარანტიებს ადამიანის უფლებების დასაცავად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლებამ არაერთხელ შეცვალა კონსტიტუცია და მოარგო თავის საჭიროებებს, თუმცა დღევანდელი კონსტიტუცია ქვეყნის ინტერესებზეა მორგებული.