ლონდონის საფონდო ბირჟის დირექტორთა საბჭომ ერთხმად უარყო ჰონგ კონგის საფონდო ბირჟის წინადადება ლონდონის უდიდესი ფინანსური ინსტიტუტის შესყიდვის შესახებ.
ლონდონის საფონდო ბირჟის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოთავაზებულ წინადადებაზე უარის თქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ჰონგ კონგში არსებული ვითარებაა.
ამასთან, გავრცელებულ განცხადებაში ლონდონის საფონდო ბირჟამ დაადასტურა ინფორმაცია უმსხვილესი გარიგების შესახებ, რომლის მიხედვითაც ის გეგმავს ფინანსური მონაცემების უმსვილესი პროვაიდერის Refinitiv Holdings Ltd. შეძენას.
მანამდე, The Financial Times-მა გაავრცლა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰონგ კონგის საფონდო ბირჟას სურდა ლონდონის საფონდო ბირჟის შეძენა.
გამოცემის ცნობით, ჰონგ კონგის საფონდო ბირჟა მზად იყო ლონდობის ბირჟის შესაძენად 32 მლრდ გირვანქა სტერლინგი გადაეხადა.