35 წლის ქალმა ჩვილი სავარაუდოდ ნაგავში გადააგდო. წინასწარი ინფორმაციით, მან სახლში იმშობიარა. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, დედა მდგომარეობის გართულების შემდეგ თბილისის მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში ძლიერი სისხლდენით შეიყვანეს. ქალს ახალშობილი თან არ ჰყავდა, რის გამოც კლინაკში სამართალდამცველები გამოიძახეს.
ექიმების განცხადებით, სავარაუდოდ ქალმა ათი დღის წინ იმშობიარა. ბავშვი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.
მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სოციალურად დაუცველია.