აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 3,6 მლრდ დოლარი გამოყო მექსიკის საზღვართან კედლის ასაშენებლად. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს პენტაგონის სპიკერ ჯონათან ჰოფმანზე დაყრდნობით.
პენტაგონი აღნიშნული თანხის მობილიზებას 127 სხვადასხვა სამხედრო პროექტიდან მოახდენს, რაც დემოკრატების მხრიდან მკაცრი კრიტიკის საკითხია.
მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რითაც მან შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნება დართო მექსიკის საზღვართან კედლის ასაშენებლად პენგატონის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყენოს.
მექსიკასა და აშშ-ს შორს გამყოფი კედლის აშენება, ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
ტრამპის ამ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დემოკრატები.