შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოლონეთში ვიზიტი გააუქმა ამერიკის სანაპიროებთან ქარიშხალ "დორიანის" მიახლოების გამო.
ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი პოლონეთში 31 აგვისტოს უნდა ჩასულიყო, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებში.
როგორც ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის ნაცვალდ პოლონეთში ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გაგზავნა.
აშშ-ის პრზეიდენტის თქმით, ის უკვე ესაუბრა თავის პოლონელ კოლეგას ანდჟეი დუდას.
ამასთან, ტრამპი დუდას დაპირდა, რომ უახლოეს თვეებში ვარშავაში ჩავა.
ვარშავაში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პოლონეთის ხელისუფლებას ვარშავაში რუსეთი არ მიუწვევია.