ირანში, სადაც ქალებს ფეხბურთის მატჩებზე დასწრება ეკრძალებათ, გადაწყვიტეს გამონაკლისის გაკეთება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის.
როგორც სპორტის მინისტრის მოადგილემ ჯამშიდ თაგიზადემ განაცხადა, ქალებს უფლება მიეცემათ, თეირანში „აზადის“ სტადიონზე ირანისა და კამბოჯის საკვალიფიკაციო მატჩს დაესწრონ, რომელიც 10 ოქტომბერს იმართება.
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ თამაშებზე ქალების დასწრების აკრძალვა მათ იცავს გინებისგან, რომელიც გულშემატკივარი მამკაცებისგან ისმის. აკრძალვა, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია მოქმედებს, მხოლოდ რამდენჯერმე მოხსნეს ქალი მაყურებლების ცალკეული ჯგუფებისთვის.
ივნისში ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ წერილი გაუგზავნა ირანის ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით, მიიღონ კონკრეტული ზომები და ქალებს სტადიონებზე ყოფნის ნება მისცენ. ინფანტინომ უარის შემთხვევაში სანცქიების გამოყენება არ გამორიცხა.