საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა თანამდებობა დატოვა.
კრისტინ ლაგარდის გადაწყვეტილების მიღების ფონია, მისი ევროპის საბჭოს მიერ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენა.
წერილში, რომელსაც კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბორდის წევრებს მიმართავს, აღნიშნულია, რომ ის მმართველი დირექტორის თანამდებობას 12 სექტემბერს დატოვებს.
ფონდის აღმასრულებელი ბორდი უკვე დაიწყებს ახალი მმართველი დირექტორის კანდიდატის შერჩევას.
კრიტინდ ლაგარდი, საფრანგეთის მთავრობის კაბინეტის ყოფილი წევრი, სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს.
იმ შემთხვევაში, თუ კრისტინ ლაგარდი დამტკიცდება ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ის იქნება პირველი ქალი, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.