დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ გაეხვა სკანდალში. პრეზიდენტი ქსენოფობიური გამონაქთვამებით კვლავ ამკობს 4 ფერადკანიან კონგრესმენ ქალს.
მიკრობლოგ ტვიტერში დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ მათი გამონათქვამები ამაზრზენია.
„დემოკრატი კონგრესმენი ქალები აჟღერებენ ყველაზე უსიამოვნო, ზიზღისშემცველ და ამაზრზენ განცხადებებს, რაც კი სენატის ან წარმომადგენლობითი პალატის წევრებს ოდესმე უთქვამთ და მაინც მათ აქვთ საშვი და მხარდაჭერა დემოკრატების პარტიიდან. ეს არის საშინელი ანტიისრაელური, ანტიამერიკული, პროტერორისტული და საზოგადოებრივი...",- წერს პრეზიდენტი მიკრობლოგ ტვიტერში.
ამ განცხადების შემდეგ ტრამპი კიდევ ერთხელ ეხმიანება კონგრესმენ ქალებს და აღნიშნავს, რომ თუ ვინმე პრეზიდენტისა და დროშის წინააღმდეგ გამოვა ის თავად დაიცავს თავს თავდასხმისგან.
„თუ თქვენ პრეზიდენტის, ქვეყნისა და დროშის წინააღმდეგ გამოდიხართ, მე მას დავიცავ. რაც ამ ბანდას არ მოსწონს, ეს არის პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც აღასრულებს კანონებს, რომელიც კონგრესმა თავად დაწერა", - დაამატა ტრამპმა მიკრობლოგ ტვიტერში.