„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიები ახალციხეში ტენდერებს იგებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ახალციხის მერის და მისი ახლო გარემოცვის ბიზნესაქმიანობა გამოიკვლია.
მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიები ახალციხის მუნიციპალიტეტის ტენდერებში მის გამგებლად არჩევამდე არ მონაწილეობდნენ.
2015 წელს, არჩევის შემდეგ კი 15 ტენდერი მოიგეს. გაიზარდა ამ კომპანიებთან გაფორმებული პირდაპირი შესყიდვების რაოდენობაც - 21 შესყიდვიდან 11-ში კონტრაქტორები სწორედ ახალციხის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირები არიან
მერად არჩევის შემდეგ ზაზა მელიქიძემ კუთვნილ კომპანიებში დირექტორებად საკუთარი ცოლის და და ცოლის ძმა, ყოფილი ფინანსური მენეჯერი კი მერიაში პირველ მოადგილედ დანიშნა.
ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის კუთვნილი და ყოფილი კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხების ოდენობა მელიქიძის ახალციხის გამგებლად, შემდეგ კი მერად არჩევის შემდეგ 124 793 ლარიდან 546 044 ლარამდე გაიზარდა, მათ შორის, 524 902 ლარი კომპანიებმა ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მიიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ ზაზა მელიქიძე ახალციხის ჯერ გამგებლად, შემდეგ კი მერად „ქართულმა ოცნებამ” წარადგინა, მას და მისი ოჯახის წევრებს „ქართული ოცნებისთვის” თანხა არ შეუწირავთ. ზაზა მელიქიძე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველებში ფიქსირდება - მან 2012 წლის 17 ივლისს, მაშინდელ მმართველ პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა.
სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.