ეკვადორის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალურად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მოსამართლეთა პალატა განიხილავდა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მოქმედ კანონმდებლობას დისკრიმინაციულად აცხადებდა. საკანონმდებლო მოთხოვნის კენჭისყრაზე 5 მოსამართლე ცვლილებას მიემხრო, 4 კი წინააღმდეგ წავიდა. საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ არსებული კანონმდებლობა ერთნაირსქესიანთა მიმართ დისკრიმინაციულად გამოაცხადა და არაკონსტიტუციურად სცნო.
მოსამართლეებმა, რომლებმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, აღნიშნეს, რომ ეკვადორის კონსტიტუცია პარლამენტში უნდა მზადდებოდეს და განიხილებოდეს და არა უზენაეს სასამართლოში.
10 დღეში ეკვადორის საკონსტიტუციო სასამართლო კანონის რატიფიკაციას მოახდენს, ხოლო ეკვადორელ ერთნაირსქესიან წყვილებს ლეგალური ქორწინების უფლება მიეცემათ.
კანონში ცვლილების ინიციატივა ორ ერთნაირსქესიან წყვილს ეკუთვნის, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის ცვლილების ინიცირებით მიმართა.
ეკვადორში LGBTQ საზოგადოების აქტივისტები ქუჩებში გამარჯვებას ზეიმობენ.