მთაწმინდაზე დიდი უპირატესობით იგებს „ქართული ოცნები“ს კანდიდატი ლადო კახაძე, თუმცა არის ალბათობა მეორე ტურის შალვა შავგულიძესთან, ეს არის არსებული მონაცემები, - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
„მთლიანობაში ქართული ოცნების გამარჯვება შთამბეჭდავია, ძალიან მაღალი შედეგებით დასრულდება არჩევნები. შეგახსენებთ, რომ მასშტაბი ამ არჩევნების იყო ძალიან დიდი ,12 % ამომრჩევლის იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში და ეს გვაძლევს საშუალებას ,რომ ქართული ოცნების რეიტინგი შევაფასოთ.ზოგადად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქართული ოცნების რეიტინგი შევაფასოთ. შედეგი არის ნამდვილად შთამბეჭდავი. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას რომ 60 %-მდე შედეგს მიიღებს ქართული ოცნება მთლიანობაში“, - განაცხადა კობახიძემ.