გაცნობებთ, რომ ა.წ. 3 მარტს იგეგმება საქართველო-ბელორუსიის ბიზნესფორუმი ქ.მინსკში. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ჯემალ ინაიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოდან გაემგზავრება ბიზნესმენთა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან: სს თბილღვინო, სს ბაგრატიონი 1882, შპს დუგლაძეების ღვინოების კომპანია, შპს თელავის ღვინის მარანი, შპს ასკანელი ძმები, შპს ბიზნეს-ჯგუფი 2010, შპს გზატკეცილი +,შპს ბელსერვისი, შპს რუსმეტალი, შპს ჰერმესი, ასევე შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალის, ფოთის პორტისა და რაკია-ჯორჯია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წარმომადგენლები.
ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ქ.მინსკში, ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობაში, ჩატარდება საქართველო-ბელორუსიის ბიზნეს-ფორუმი, რომელსაც დაესწრებიან ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართველ და ბელორუს ბიზნესმენთა შორის, ასევე იგეგმება დელეგაციიის წევრების ვიზიტი ადგილობრივი საწარმოებში და სხვა ღონისძიებები.
ბიზნეს-ფორუმზე თოთოეულ კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა გააცნოს თავისი საქმიანობა პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებს და დაამყაროს თანამშრომლობა მისთვის საინტერესო კომპანიებთან.