იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცისას უპირატესობა პირველ იპოთეკარს მიენიჭება, _ აღნიშნული ცვლილება საგადასახადო კოდექსში შედის, რომელსაც მთავრობა კვირის ბოლომდე დაამტკიცებს. საგადასახადო გირავნობის და საბანკო იპოთეკის საკითხზე, მთავრობასა და საბანკო სექტორს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ექსპერტების განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო კომერციულ ბანკებთან ერთგვარ დათმობაზე წავიდა, რადგან იპოთეკით დატვირტული ქონების რეალიზაციისას დღემდე საგადასახადო სამსახური სარგებლობდა. მათივე თქმით, ამ ცვლილებით, კომერციული ბანკებისთვის რისკები მოიხსნება და არარის გამორიცხული სესხები 2-3 პროცენტით გაიაფდეს.