ENG / RUS       12+

აზერბაიჯანული მედია: ჯავახეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს ტერიტორია

"სომხეთს ზურგსუკან მუდამ დამალული აქვს ქვა, იმისათვის, რომ საქართველოს ესროლოს რომლისგანაც მხოლოდ სიკეთე ახსოვს", _ ნათქვამია აზერბაიჯანულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "ჯავახეთი: საქართველოსთვის ზურგსუკან დამალული სომხური ქვა".

"თუ ჩვენი ქვეყანა ცდილობს სულ უფრო ახალი და ახალი მეგობრები შეიძინოს, ზრდის თავის ავტორიტეტსა და თავის ნაციონალურ ინტერესებზე დამყარებულ საგარეო პოლიტიკის დაცვის შესაძლებლობას, სომხეთი, რეგიონში დესტაბილიზაციის როლს ასრულებს, რაც სავსებით ლოგიკურად ესადაგება მისი არა თუ მეგობრების რიცხვის, არამედ ამ არჩევანის თანამგრძნობი ქვეყნების რაოდების შემცირებას. არადა, როგორ უნდა უთანაგრძნო მას, რომელსაც ზურგსუკან მუდამ დამალული აქვს ქვა, იმისათვის, რომ ამჯერად სწორედ მას ესროლოს, რომლისგანაც მხოლოდ სიკეთე ახსოვს?", _ ნათქვამია სტატიაში და იქვე აღნიშნულია, რომ - სწორედ ამ მუდმივად ზურგსუკან დამალული ქვის დემონსტრირება მოახდინა სომხეთმა მეზობელი საქართველოს მიმართ, როდესაც ე.წ. "რუსეთის ჯავახკური დიასპორის" წარმომადგენლებმა რუსული მედიის მეშვეობით, გაავრცელეს განცხადება, იმის შესახებ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება მის ტერიტორიაზე კიდევ ერთი "სახელმწიფო ჯავახკი" გაჩნდება.

"თუ ვინმემ ვერ გაიგო ამჯერად რაზე ლაპარაკობენ სომხები, გეტყვით, რომ ჩვენს წინაშეა მათი მორიგი პრეტენზიები მეზობელი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
ჯავახეთი ყოველთვის იყო არის და იქნება საქართველოს ტერიტორია. ზუსტად ისევე, როგორც სომხური ფაქტორი იყო არის და იქნება ნებისმიერი გარე ძალების მიერ ყოველთვის გამოსაყენებელი დესტაბილიზაციის გამომწვევი ",_ ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორიც მას მაგალითების მოყვანით აგრძელებს.

"ასე იყო ოსმალეთის იმპერიის შემთხვევაშიც, რომლის მიმართაც სომხებმა, რომლებიც იქ ბედნიერად და უზრუნველყოფილად ცხოვრობდნენ ღალატი განახორციელეს. ასე იყო აზერბაიჯანის მიმართაც, როდესაც ჩვენი ქვეყნის სომეხი ეროვნების მოქალაქეებმა ღალატი განახორციელეს სამშობლოს მიმართ და იარაღით ხელში აზერბაიჯანელი ეროვნების თავისსავე თანამოქალაქეების წინააღმდეგ წავიდნენ. ეს კი იმ სეპარატისტების სურვილის ასასრულებლად გააკეთეს, რომლებიც აი უკვე ოც წელზე მეტია მსოფლიოს არც ერთმა სახელმწიფომ არ აღიარა, მათ შორის - არც სომხეთმა.
ასევე ხდება დღეს, როდესაც ჯავახეთის სომხები საქართველოს მიმართ თავის მოღალატეობრივ ბუნებას ავლენენ", _ წერს ავტორი.

მისივე თქმით, უკვე დიდი ხანია ცხადია, რომ "სომხებით დასახლებულ საქართველოს რაიონებში სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე" საუბარი, სინამდვილეში მხოლოდ მცდელობაა სომხური მხარისა გაახმოვანოს თავისი დაუცხრომელი ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოს მიმართ.
"ახლა კი როდესაც დღის წესრიგში საქართველოს ნატოს წევრობა დადგა, სომხურმა მხარემ თავისი ბუნების დამალვა ვერ შეძლო. დიახ, ამ პრეტენზიების რეალიზაციისათვის სომხური მხარე ეყრდნობა საგარეო მხარდაჭერის საკმაოდ შთამბეჭდავ ფაქტორს მსოფლიო სომხებისა და რიგი დიდი სახელმწიფოების სახით", _ წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ სომხური ლობისტები ჯავახეთისათვის ფულის გამოყოფის მოთხოვნას უკვე აშშ-ს სენატშიც იწყებენ.

"აშშ-ს სენატში მყოფმა სომხური დიასპორის მოციქულებმა, უკვე დაიწყეს საკითხის წამოწევა აშშ-ს ბიუჯეტიდან ჯავახელი სომხებისათვის ცალკე დახმარების გამოყოფის შესახებ. ამ ახალ ამბავს სომხეთის სამთავრობო მედიასაშუალებებში მთავარი ადგილი უჭირავს. ამასთან ერთად, სოხმეთის ხელისუფლებისა და ელიტის მიერ ანტიქართული განწყობილებების გაბუქება და ამ ქვეყანაში სეპარატისტული მიდგომების დათესვა არ წყდება", _ ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორსაც თავისი სიტყვების დასტურად რამდენიმე ფაქტიც მოჰყავს.

"ჯავახკი სომხეთისათვის სახალხო ბავშვის მდგომარეობაში რჩება და 2012 წლის ბიუჯეტი ამას ამტკიცებს კიდეც", _ განაცხადა 15 ნოემბერს სომხეთის პარლამენტის უპარტიო დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიის ფრაქციიდან აიკ სანოსიანმა. მისი თქმით, სომხეთის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული დახმარება საქართველოს სომხებით დასახლებული ოლქისათვის ჯავახეთისათვის.

"ეს ყველაფერი გავს იმას, რომ შენი შვილი შენს მეზობელს მისცე აღსაზრდელად და დაივიწყო მის შესახებ. ოღონდ მერე აღარ გაგვიკვირდეს, თუკი ერთხელ ბავშვს ისე ჩაარტყამენ თავში, რომ ცხვირიდან სისხლი წამოუვა. ასეთი მოქმედება ჩვენი თანამემამულეების მიმართ, რომლებიც დედა-სამშობლოსთან ერთ მთლიანობას წარმოადგენენ დაუშვებელია. ჯავახეთელები ყოველთვის ცხოვრობდნენ, უმკლავდებოდნენ წინააღმდეგობებს და ძნელბედობის ჟამს ყოველთვის მიდიოდნენ დედა-სომხეთის დასახმარებლად", _ აცხადებდა სანოსიანი.

"წავიდეთ წინ", _ აგერძელებს თხრობას სტატიის ავტორი - "ძალიან მინდა, რომ ჯავახკის პრობლემები სომხეთის პარლამენტში იმ დეპუტატებმა წამოსწიონ წინ, რომლებსაც ჯავახკური ფესვები არა აქვთ", _ განაცხადა ერევანში მოწყობილ პრესკონფერენციაზე მმართველი პარტიის დეპუტატმა, კავშირ "ჯავახკის" თავმჯდომარემ შირაკ ტოროსიანმა.

მისი თქმით, ჯავახეთი დღეისათვის სოხმეთის ერთადერთი ჩრდილოეთი კარიბჭეა, იქიდან კი სომხური მოსახლეობის გადინება მიმდინარეობს - ეს ტრაგიკულია სომხეთისათვის, ვინაიდან "ჩვენ ჩვენს ჩრდილოეთის კარიბჭეს ვკარგავთ. სომხეთის ხელისუფლებამ მეტი უნდა გააკეთოს ჯავახკისათვის და ჯავახკმა ეს მხარდჭერა უნდა იგრძნოს", _ აცხადენს ტოროსიანი.

"აი ასე ღიად და ურცხვად ახდენს სომხეთის თავისი ტერიტორიული პრეტენზიების დემონსტრირებას საქართველოს მიმართ და ამისათვის მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს დესტაბილიზაციის გამომწვევ ფაქტორად იყენებს - ასეთია საუკუნეებგამოვლილი სომხური მხარის საქციელის მოდელი", _ წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ ამ მოდელმა სომხეთი უკვე მიიყვანა იქამდე, რომ მას მსოფლიოში პრაქტიკულად მეგობარი არ დარჩა, მისი ავტორიტეტი უკიდურესად დაბალია, ხოლო მისი სოციალურ -ეკონომიკური და საგარეო და საშინაო პოლიტიკური პრობლემები მატულობს. სტატიის ავტორის აზრით, სწორედ ისინი უქმნიან საფრთხეს სომხეთის უსაფრთხოებას.

"და როდესაც სომხების მიერ სახელმწიფოებრიობის დაკარგვა მოხდება, მომხდარში მათ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულონ, _ ნათქვამია სტატიის ბოლოს.

 

ავტორი: . .