პენტაგონის მეთაურმა დაასახელა ზღვრული ხაზი, რომლის შემდეგაც ვაშინგტონი უკვე მზად იქნება ირანის წინააღმდეგ სერიოზულ ზომებს მიმართოს. საუბარი ორმუზის სრუტის გადაკეტვას ეხება.
"ჩვენ უკვე მკაცრად განვსაზღვრეთ, რომ აშშ არ დაუშვებს ორმუზის სრუტის გადაკეტვას. ეს კიდევ ერთი ზღვარია, რომლის გადაკვეთა არ შეიძლება და ჩვენ შეგვწევს ძალა ამას ვუპასუხოთ", _ განაცხადა ლეონ პანეტტამ ტელეკომპანია "CBS"-ის ეთერში.
ამის შემდეგ თავის მხრივ გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ მარტინ დემპსიმ განაცხადა, რომ თუ ირანელები სრურის ბლოკირებაზე წავლენ, აშშ მზად იქნება მათ გასანადგურებლად". გენერალი ასვეე აცხადებს, რომ აშშ-ს ძალუძს მთლიანად გაანადგუროს ირანის ბირთვული პროგრამა.
ამასთან ერთად, ლეონ პანეტა აღნიშნავს, რომ საჭიროა ძალიან დიდი სიფრთხილით მოქმედება, მანვე გაფრთხილა ისრაელი, რომ ირანის ბირთვულ ობიექტემზე თავდასხმისაგან თავი შეიკავოს და განაცხადა, რომ ამგვარმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა თეირანის საპასუხო ნაბიჯები გამოიწვიოს რეგიონში მდგარი აშშ-ს სამხედროების მიმართ.
"აქ ჩვენ ისრაელთან საერთო ინტერესები გვაქვს და ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალი ორმხრივი თანამშრომლობა იქნება", _ აცხადებს პანეტა.
ამასთან ერთად იგი, კვლავ აგრძელებს საუბარს ირანის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებაზე და აცხადებს: "ახლა ჩვენთვის ყველაზე მთავარია - გავაგრძელოთ დიპოლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა მათზე იმისათვის რათა მათ სწორი ნაბიჯი გადადგას. "ასევე მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ იმაში, რომ ისინი არ აპირებენ ბირთვული იარაღის შექმნის პროცესის გაგრძელებას", _ განაცხადა მან.
პენტაგონის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შემთხვევაში ვაშინგტონი იძულებული იქნება საპასუხო ქმედებები განახორციელოს. "მიმაჩნია, რომ თეირანმა უნდა იცოდეს, რომ თუკი ისინი ამ პროცედურას დაიწყებენ, მათ გაჩერება მოუწევთ", _ აცხადებს პანეტა.