თარიღი    დრო

პან გი მუნი ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების ესკალაციის გამო შეშფოთებულია

საქართველო, თბილისი - 11:25 01.04.2009 339

გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების ესკალაციის, ამ პალესტინური ტერიტორიის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყების, მძიმე არტილერიის გამოყენებისა და სარაკეტო დარტყმების გაგრძელების გამო სერიოზული შეშფოთება გამოთქვა.

პან გი მუნის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის უკვე დაუკავშირდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ოლმერტს და ისრაელის ქმედებების გამო შეშფოთება და იმედგაცრუება გამოთქვა.

გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ საომარი ქმედებების ესკალაცია მოსახლეობის ახალ ტანჯვას გამოიწვევს.

პან გი მუნმა ისრაელს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახმელეთო ოპერაცია და ყველაფერი გააკეთოს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი მიწოდება უზრუნველყოს.

გაეროს ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კონფლიქტის მონაწილეებს ძალადობის ყველა აქტის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ, ხოლო რეგიონალურ და საერთაშორისო პარტნიორებს, მოუწოდა თავიანთი გავლენა იმისთვის გამოიყენონ, რომ ტანჯვა და სისხლისღვრა დაუყოვნებლივ დასრულდეს.

















sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 82.9%
შემცირდა 14%
არ შეცვლილა 3.1%