თარიღი    დრო

ეუთოს ახალი მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს 2009 წლის პირველ კვარტალში ეწვევა

საქართველო, თბილისი - 10:00 01.04.2009 318


ეუთოს ახალი მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს 2009 წლის პირველ კვარტალში ეწვევა. სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენის” ინფორმაციით, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დორა ბაკოიანისი სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში ვიზიტს სწორედ ამ დროისთვის გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 1 იანვრიდან საბერძნეთი ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პოსტს კი, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დორა ბაკოიანისი ოფიციალურად 15 იანვრიდან დაიკავებს. ის, ამ პოსტზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდრ სტუბს შეცვლის.

ოფიციალური ცერემონიის დროს ბაკოიანისი ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნად საბერძნეთის ყოფნის პერიოდში ორგანიზაციის პრიორიტეტებს გაახმიანებს.









dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 82.9%
შემცირდა 14%
არ შეცვლილა 3.1%