კონტროლის პალატამ აუდიტორ-სტაჟიორთა მოსამზადებელი სასწავლო პროგრამა განაახლა. მეცადინეობებს ძირითადად კონტროლის პალატის ექსპერტები გაუძღვებიან. პროგრამა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ, ხოლო საუკეთესოები კონტროლის პალატაში დასაქმდებიან.
აუდიტორ - სტაჟიორთა მოსამზადებელი სწავლება გაიმართება ქუთაისში, კონტროლის პალატის სათავო ოფისში.
ანალოგიური პროგრამა 2009-2010 წლებშიც განხორციელდა. მომზადება სამოცდაათმა აუდიტორ - სტაჟიორმა გაიარა, ხოლო თოთხმეტი მათგანი კარიერას კონტროლის პალატაში აგრძელებს.