ვისოლ ჯგუფი სუპერმარკეტი „სმარტის" ქსელის გაფართოებას განაგრძობს და ხვალ, 27 თებერვალს ფოთში ახალი ობიექტის მშენებლობას იწყებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კო,პანიიდან აცნობეს, მშენებლობის დაწყების ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.
ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მშვიდობის ქუჩა #2-ში განთავსებული გემის ფორმის თანამედროვე სავაჭრო ცენტრი 3000 კვადატულ მეტრს მოიცავს,
მაღალტექნოლოგიურ სავაჭრო ცენტრში სუპერმარკეტი „სმარტის" და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების გარდა 150 მაყურებელზე გათვლილი კინოთეატრიც განთავსდება.