ქართული ბიზნესი პოლონელი პარტნიორების მოძიებას თბილისში დაგეგმილ საქართველო-პოლონეთის ბიზნესფორუმზე შეეცდება.
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო-პოლონეთის ბიზნესფორიუმი 25 თებერვალს სასტუმრო " Citadines Apart Hotel "-ში გაიმართება და მასში 6 პოლონური და 60 მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ბიზნესფორუმზე წარმოდგენილნი იქნებიან კომპანიები მშენებლობის, ენერგეტიკისა და მეტალურგიის დარგებიდან.
ქართულ-პოლონური ბიზნესფორუმი სასტუმრო " Citadines Apart Hotel "-ში 25 თებერვალს 11 საათზე გაიხსნება, პროგრამის მიხედვით კი 11:30 დან- 15:30 საათამდე ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება