დედაქალაქის მერია ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. ბაშვთა სამყაროს შენობის რეაბილიტაციასაც გეგმავს.
როგორც თბილისის მთავრობის თავმჯდომარე გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი სამუშაოები თებერვლის ბოლომდე დასრულდება.
"თებერვალში განახლებული ბავშვთა სამყარო ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს", - განმარტა უგულავამ.
შენობის რეკონსტრუქციას კომპანია "მეიდან-ჯგუფი" განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია სწორედ აღნიშნული კომპანიის მიერ მიმდინარეობს.