ესპანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია ასნარიმ, რომელიც საქართველოს სტუმრობს, დღეს წეროვანში მცხოვრები დევნილები მოინახულა და მათი პრობლემები მოისმინა.
ამ წუთებში კი ესპანელი სტუმარი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჯარო ბიბლიოთეკაში სტუდენტებს ხვდებიან. ხოსე მარია ასნარი ლექციას წაიკითხავს თემაზე - "ბერლინის კედლის დანგრვიდან 20 წლის შემდეგ".
ესპანეთის ყოფილი მაღალჩინოსნის ოფიციალური ვიზიტი თბილისში დღეს საღამოს დასრულდება. დღის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი სტუმარს საპატიო დოქტორის წოდებით დააჯილდოებს. ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი ერთობლივ ბრიფინგსაც გამართავენ.